Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარპის საყვარელი სურნელები

როგორი მიმზიდველიც არუნდა იყოს ჩვენი დასაკვები ნაზავი ან სატყუარა, ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა არომატიზატორის დამატებისა. ბოლო წლებში ტრადიციულ (საკვებ) არომატიზატორებს დაემატა სპეციალური სათევზაო ატრაქტანტები, რომლის გარეშეც ბევრ მეთევზეს ვეღარ წარმოუდგენია თევზაობა. მოდით განვიხილოთ, დამატებით რა შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი დასაკვები უფრო ეფექტური გავხადოთ და მან მეტი თევზი მოიზიდოს.

ატრაქტანტი, იგივე რაც მძაფრი სუნი, იგივე რაც სურნელი, იგივე რაც არომატიზატორი, იგივე რაც ბუსტერი (ზემოთჩამოთვლილი პირობითია) – მეტწილად გვევლინება თხევად მდგომარეობაში (ფხვნილს იყენებენ იშვიათად, ის წყალთან ზავდება) სხვადასხვა კონცენტრაციით. ატრაქტანტები უნდა დავამატოთ დასაკვებში, მაგრამ ზოგიერთი მეთევზე მათ დამოუკიდებლად იყენებს, მაგალითად მათში აწობს ბოილს, ხოლო დიპებს კი უმატებს დასაკვებ ნაზავში. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ განსხვავება არომატიზატორების, ბუსტერების,ზეთის,ლიკვიდის , დიპების, სპრეების და ატრაკტანტებს შორის საკმაოდ პირობითია. ერთნი აშხურებენ მათ სატყუარას, მეორენი დასაკვებ ნაზავს – ვინ როგორ თვლის საჭიროდ. ეს კარგიც არის, რადგან მეთევზე ამით ცდილობს თევზი ჩარტყმაზე აიძულოს რაღაც თავისი მეთოდით. მაგრამ მე მაინც პირობითად დავყოფდი ამ ნივთიერებებს მათი პირდაპირი დანიშნულების მიხედვით:

  •  სპრეები და დიპები – გამოიყენება უშუალოდ სატყუარასთვის
  •  ბუსტერი, არომატიზატორი, ზეთი – დასაკვები ნაზავისთვის
  •  ატრაქტანტი და ლიკვიდი – ხშირ შემთხვეაში იყენებენ ბოილის და პასტის დამზადების პროცესში.

post-6-0-69180300-1392236785.jpggallery_6_52_1512.jpggallery_6_52_7897.jpggallery_6_52_10344.jpg

მაგრამ მაინც – ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია. მეთევზეები ხშირ შემთხვევაში ინსტრუქციას კი არ მიყვებიან, არამედ ხელმძღვანელობენ თავისი გამოცდილებით და ხედვით, თუ რომელია „სწორი“ სურნელი კარპისთვის და სხვა თევზისთვის. იყენებენ არამარტო სხვადასხვა არომატებს და მათ სხვადასხვა კონცენტრაციებს, არამედ ერთმანეთში ურევენ მათ და იყენებენ სხვადასხვა არომატების კომბინაციებს.

თავიდანვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს „სასწაულმოქმედი“ და „სუპერ“ არომატიზატორი ან დიპი, რომელიც ყველგან და ყოველთვის ეფექტურად იმოქმედებს. ყოველ წლის პერიოდს, კონკრეტულ წყალსატევს და თევზს უნდა მოვარგოთ „გასაღები“ არომატის სახით. ამიტომაც სურნელების ნაირსახეობა ატრაქტანტებს შორის უბრალოდ გასაოცარია. ეს სურნელები ზოგჯერ არასასიამოვნოა ადამიანისთვის, ხშირ შემთხვევაში კი უბრალოდ ეკზოტიკურიც.

gallery_6_52_10406.jpg

თუ მეთევზე იჭერს თევზს ერთ და იგივე წყალსატევზე და მოარგო მას მუშა სურნელი, ეს მხოლოდ მიახლოვებით მეოთხედით გაზრდის სატყუარის და დასაკვები ნაზავის ეფექტურობას, და არა უმეტეს, და ისიც ყოველთვის არ იმუშავებს. იმ შემთხვევაში თუ კარპი ფსკერზე დაწვა და ჯიუტობს, მაგ დროს ვერც ვერანაირი სურნელი ვერ გვიშველის. ხშირად მოყვარული მეთევზეები, მცდელობებისა და შეცდომების შემდეგ არჩევანს აკეთებენ ერთ, ორ ან სამ სურნელზე ან სურნელების კრებულზე, და იყენებენ მათ გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ამავე დროს მწარმოებელი აქ არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც არუნდა ეცადონ აგვიხსნან „გურუ“ მეთევზე-პროფესიონალებმა. ყოველი მათგანი მუშაობს სხვადასხვა ფირმაზე და რეკლამას უწევს თავიანთ პროდუქციას. დღეს კი მწარმოებლების არჩევანი დიდია და შეიძლება უფრო ნაკლები თანხით შეირჩეს დიპი, ატრანქტატი და ასე შემდეგ, რომელიც ნაკლებ ეფექტური არ იქნება ( არ ვიღებ მხედველობაში უსახელო „იაფფასიან ………“ ). ღირს მხოლოდ ცდა, ისეთი რეკლამა როგორც: “გამოიყენეთ მხოლოდ ჩვენი „სურნელი“, იმიტომ რომ ის ყველაზე მიმზიდველია“- ეცადოთ ყურს მიღმა გაატაროთ.

შევეცადოთ გავერკვეთ თანამედროვე სურნელებში კარპისა და სხვა თევზის ჭერისთვის, და მოვიყვანოთ ძირითადი „სახალხო“ ანუ „კარპის“ არომატი.

 ვანილი. ერთ- ერთი ძირითადი არომატია არა მხოლოდ კარპის ჭერის დროს, არამედ კაპარჭყინის, ნაფოტის, კარჩხანისთვისაც. მიეკუთვნება ტიპიურ ზაფხულის სურნელს და გამოიყენება გაზაფხულიდან სიცივეების მოსვლამდე. ვანილის სუნის პოპულარობა დაფუძნებულია მის სასიამოვნო არომატზე, პირველრიგში მეთევზისათვის. ასეთი სუნი, ბევრი მეთევზეს აზრით, უბრალოდ შეუძლებელია არ მოწონდეს თევზს, და ვანილინს (ხშირ შემთხვევაში ვანილის შაქარი – პაკეტებში 30გრ. ერთ კილო დასაკვებ ნაზავზე) დიდი სიამოვნებით უმატებენ დასაკვებ ნაზავს, წვეთებს და სპრეებს აშხურებენ სატყუარას, იყენებენ ვანილის როგორც დიპს. ბოლო წლებში გამოჩნდა სხვადასხვა არამოტიზატორები ვანილის ბაზაზე : ანანასი+ვანილი, მარწყვი+ვანილი, თაფლი+ვანილი და ასე შემდეგ. მაგრამ ვანილის არომატის ასეთი გავრცელება ხშირად უკარგავს მას ეფექტურობას, რადგან თევზი მას სწრაფად ეჩვევა, მითუმეტეს თუ არც ისე დიდ წყალსატევზე შეიკრიბა არც თუ ისე პატარა მეთევზეთა ჯგუფი.

 ხილის არომატის ჯგუფი. გამოიყენება ძირითადათ კარპისთვის: მარწყვი, ატამი, ანანასი, ბანანი, ქლიავი, აქაც მივაკუთვნოთ ტუტი-ფრუტი და ყველანაირი ნაზავი მათ შორის. არის კიდევ ჩვენთვის სულ ეგზოტიკური ხილის სურნელებიც, მაგრამ ჩვენის აზრით მანამდე ჩამოთვლილიც სავსებად საკმარისია. მითუმეტეს, მათი ერთმანეთში გაზავების შემთხვევაშიც შეგვიძლია მივიღოთ საინტერესო სურნელი.

თაფლი. კიდევ ერთი ძირითადი არომატი თბილი წყლისთვის. წვეთები, სპრეები და დიპები დამზადებული თაფლზე შეიძლება გამოვიყენოთ პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში, როგორც მხოლოდ თაფლი, ასევე სხვა არომატების თანხლებით.

კარამელი. გამოიყენება იშვიათად,მაგრამ ხანდახან ძალიან კარგ შედეგს იძლევა. კარამელი ხშირად გამოიყენება სატყუარას არომატიზაციისთვის.

კანაფი. ამ არომატის გარეშე ბევრს გონია რომ კარპი „ტრაპეზას არ ინებებს“. იყენებენ როგორც კანაფის თესლებს, ასევე მისგან მიღებულ კონცენტრატს .ბევრი მეთევზე თვლის, რომ კანაფი ძირითადი არომატი უნდა იყოს მის დასაკვებში და ასევე სატყუარაზეც. მიზანშეწონილია ის გამოვიყენოთ მთელი წლის განმავლობაში.

ნიორი. მშვენივრად მუშაობს სხვა სურნელებთან შერწყმის დროს. ფანტაზიის ზღვარი ამ დროს არ არსებობს. ნიორი+ატამი ? – კიბატონო, ნიორი+თაფლი+ვანილი, ასეც ცუდი არარის. აქ გამოცდილება და კიდევ ერთხელ გამოცდილება.

gallery_6_52_556361.jpg

რათქმაუნდა ეს ყველა არომატი არ არის ,რომლებსაც გამოიყენებენ თევზის ჭერის დროს, მაგრამ ეს ძირითადია. მათი გამოყენებით ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით თევზის დაჭერის შანსებს.

ავტორი : გია ჩიტაიშვილი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მე წინააღმდეგი ვარ ამ სატყუარების.

ეს იგევე წყალქვეშა მანოკია...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კი მაგრამ არა ელექტრო მანოკი ხომ ნებადართულია? ხოდა კვაპას ისეთი ფილტვები აქვს , რომ დაიწყებს , რომელი ელექტრომანოკი გაუძლებს? ასე რომ მექანიკურებში გადის და.... ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?