ქართული ხის იარაღი
ხის იარაღზე თხრობისას საინტერესო იქნება შემდეგი წიაღსვლა: უძველეს ხალხურ თქმულებებში ხშირად მეორდება სიუჟეტი, როცა ტყის სულები სერობის შემდეგ ჯოხის დაკვრით აცოცხლებენ შეჭმულ ცხოველს (გავიხსენოთ ვაჟას პოემა “ხის ბეჭი”).
ს მისტერიული ქმედება ბუნების წრებრუნვის, კვდომისა და გაცოცხლების თავისებური გამოხატვაა (იგივე შეინიშნება ამირანის ეპოსშიც, სადაც თავდაპირველად ამირანი ვეგეტატური ღვთაება უნდა ყოფილიყო. იგი ჩვეულებრივი ხორბლის მარცვლის გზას გადის – დასუსტებულ ამირანს ყლაპავს ვეშაპი, რომლის წიაღშიც იგი ძალებს აღიდგენს, ფაშვს გაკვეთს და გამრავალკეცებული ძალით უბრუნდება სამზეოს).
ხის იარაღი, ამ შემთხვევაში ჯოხი, ღვთაებრივი ნების აღსრულებას ემსახურება. სახალხო თამაშობებში ხის იარაღის უპირატესი გამოყენებაც სწორედ ამ უძველესი ჩვევის სახეცვლილ, მკრთალ ანარეკლად უნდა იყოს შემორჩენილი.
განსაკუთრებით გავრცელებულია ჩვენში მუჯირა ჯოხი. იგი საქართველოს მრავალ კუთხეში გვხვდება სხვადასხვა სახელით. მუჯირა მთაგორიანში მცხოვრები კაცის განუყრელი თანამგზავრია და ბუნებრივია, რომ მისი გამოყენებით საბრძოლო ილეთებიც მრავლად არის დამუშავებული.
ამ იარაღის საწესო დანიშნულებაზე მეტყველებს გადმოცემა, რომლის თანახმადაც მორიგემ (ღმერთმა) თერგაულს ქაჯებთან საბრძოლველად ცხრაკუთხა მათრახი (ასევე საწესო იარაღი) და ოქროს ჭიგუნი (მუჯირას ნაირსახეობა) მისცა.
ქართული საბრძოლო ხელოვნების კლუბებში შეიარაღებულ შერკინებათა სახეობებში ვარჯიში ხის იარაღით უნდა დაიწყოს. აქ იგულისხმება როგორც უშუალოდ ხის იარაღი, ასევე სხვა იარაღის ხის მოდელი (ხმალი, ხანჯალი, დანა, სათითე და სხვა), ანუ საჩვევი იარაღი.
ასეთი იარაღით მოვარჯიშეთა აღჭურვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს მასალის მისაწვდომობისა და დამზადების სიმარტივის გამო, თუმც კი, გამძლე იარაღის დამზადებას გარკვეული ცოდნაც ჭირდება. მაგალითად მოვიყვანთ სოფელ ქაშუეთში ჩაწერილ მასალას:
კაკუჩა: კაკუჩა დაახლოებით ოთხი მტკაველი სიგრძის თავმოკაული ჯოხია და ითლება ძირითადად შინდის, ჯონჯოლის, რცხილის ან თხილის ტოტისგან. იგი უნდა იყოს დრეკადი, ღუნვისა და გრეხვის გამძლე. ასეთი თვისებით უფრო ქვიან და კლდოვან ადგილზე გაზრდილი ხე გამოირჩევა. ტოტის მოსაჭრელად უკეთესი დროა ადრე შემოდგომა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ორი მუხლის შემდგომი ტოტი კაუჭის სახსარში უფრო ადვილად იხლიჩება. მოჭრილ ტოტს გათლამდე გამოშრობა უნდა ვადროვოთ, დაახლოებით ორი კვირა.
კაკუჩას სახელე ოდნავ გამსხვილებული უნდა გაითალოს, რათა ხმარებისას ხელიდან იოლად არ გასხლტეს. თავი წაწვეტებული ითლება. კავის ტოტი შიდა მხარეს ოდნავ ბრტყელი უნდა იყოს, ბოლო გამსხვილებული და ტანისკენ მიდრეკილი. გათლის შემდეგ ცეცხლის ალში დამუშავება გამძლეობას უზრდის მას.
კაკუჩას გამოიყენებოდა ჯონჯოლის საკრეფად, ხილის ტოტის მოსაწევად, ტოტებიან ფერდობზე სიარულის გასაიოლებლად, ხოლო სოფლის ბიჭები დიდი სიმარჯვით იყენებდნენ ჩხუბში.
აბღანი –
აზარმაცი – დიდი კეტი
ანწუხი – სარი, მასარი (ლაზ.)
არგანი – კვერთხის უსხო
არნადი – კალოს ხის იარაღი
ბაჭკა – ბოჯოჯღი, ბორჯღლიანი სარი
ბიგა – ჯოხი (მეგრ.)
ბლუკურტა – თავსხვილა ჯოხი
ბოსტონი – ხელჯოხი (აჭარ.)
გარა – გრძელი ორკაპი
გარდანაკი – ტოკვეცივით
გოგუთი – თავმრგვალი კეტი
გორგონი – დიდი ჯოხი
დღვეცი – საცეხველი
ვაგა – ბერკეტივით
თავხრილი – კომბალი, კოპაჭური
იღები – ხის ორთითა ფიწალი
კავკომბალი – კაკვიანი კომბალი
კაკვი – კაკუჭი, კაკუტი
კაკუჩა – მცირე კავკომბალი
კალასი – წყალში დებით გამაგრებული მუხა
კარაბუზი – მსხვილი ჯოხი (მეგრ.)
კეტელა – მოკლე კეტი
კეტი – მომცრო აზარმაცი
კვატიტა – მრგვალთავა ჯოხი
კვეჟო – კვერკვეშო, ხის ურო
კვერთხი – მომცრო არგანი
კირზა – სუთი (მეგრ.)
კობალი – კომბალი, თავკორძა კეტი
ლაბაშა – ხის გრძელი ჯოხი (მეგრ.)
ლაკვატა – ლაკუჩხა, ჭოლოკი (მეგრ.)
ლენგერა – მსხვილი კეტი
მარგილი – ანწუხის უსხო
მედრეკანი – დრეკადი კეტი
მელული – ოთხთითა
მერული – ორკაპი, ჩათალი,
მუჯრა – მუჯაჯოხი, მუჯირა, მუჯერო, ჭიგუნი, ოთხწახნაგა ბუნიკიანი ჯოხი
ონგალი – მერულის უსხო კაპედი
რჩხა – კაპებიანი ჯოხი
სალბა – კეტი (ინგილ.)
სალდასტი – ხელკეტი, საჩვევი ხმალი
სატუკი – ხელკეტივით
საყე – ხალასავით
საჩვევი – საწვრთნელი იარაღი
სახრე – მედრეკანი ჯოხი
სხარტული – ფრინველისთვის სასროლი კაპიანი ჯოხი
ტაფელა – ტოკვეცის უმცირესი
ტახანა – სასროლი ჯოხი (მეგრ.)
ტოკვეცი – მოკლე თავკობალა, მცირედ მოხრილი კეტი
ტოპუზი – კეტის სახეა
ტორი – მწყემსის დიდი ჯოხი
ტუკი – სატუკზე დიდი
ტუნკი – მსხვილი ჯოხი (მეგრ.)
ურნული – ციხის კარის სამტვრევი დასალტული მორი
ურძელი – მუჯრასავით (მოხ.)
ფაენი – მოკლე ფაინდა
ფაინდა – 70 სმ. თავმსხვილი ჯოხი
ქარა – წამახული სარი (მეგრ.)
ქაჩაბური – სამწყემსო კეტი
შნაკვი – თავთავის მოსაშვეტი, მაგვარი
შხოლი – სახრე
ჩამური – ოჩამური, დღვეცი, საცეხველი
ჩომახი – ჩომბახი, ჩომახტური, კომბალი
ჩონდარი – ხის სათხროლი
ჩუბი – ჯოხი (ფერეიდ.)
ცეტერი – წამახული ჯოხი, ჯგვეთი, ჯგვერი, ჯგუთი
ძალაყინი – ძელი კართა საძგერებელი
წელკეტი –
წერაყანი – მუჯირასავით
წირი–თალა – (სვანური)
ჭიგო – ხარდანი
ჭოკი – გუხუ (მეგრ.), ჭვეკ (სვან.)
ჭოლოკი – სასროლი (ისინდში)
ხა – კავიანი ჯოხი (მეგრ.)
ხალა – ხალხა, ხალახისი, ჭოგრი,
ხარტუკი – თავკავა ტუკი
ხვედა – ხვერხვეტო, ხის ურო
ხრიკეტი – ჭაკულა, თავბოლო კაკვიანი.
წყარო: alternativa.ge
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
- კლუბის შესახებ
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- ყველაზე აქტიურები
- ფორუმის სიახლეები
- კალენდარი
- სურათის ატვირთვა
- იუთუბზე ატვირთვა
- ონლაინში არიან
- საიტის რუკა
- მაღაზიები
- კატეგორიები
- მთავარი
- მონადირეთა ლეგიონი
- მსროლელთა ლიგა
- ნადირობა
- ბაზიერობა
- სამონადირეო იარაღი
- ძაღლები
- თევზაობა
- დასვენება, ლაშქრობა
- ფლორა და ფაუნა
- სხვადასხვა
- მედიცინა
- ისტორიის კუთხე
- ბუნება
- გალერეა
- გადმოწერა
- დაგვიმეგობრდით