Jump to content


ამ თემას აქვს 60 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხათუნიკა, ეს 21 დღე რეცეფტივითკი არ არის გამოწერილი. შეიძლება უფრო ადრეც ჩაგიჯდეს ჩვევაში და რეფლექსშიც.  ასე რომ მაინცა და მაინც 27-28კი არ  გამოვლინდება. შეიძლება მანამდეც. ;)  :ki:


legion.ge-82-1553250819.jpg


#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ხათუნიკა, ეს 21 დღე რეცეფტივითკი არ არის გამოწერილი. შეიძლება უფრო ადრეც ჩაგიჯდეს ჩვევაში და რეფლექსშიც.  ასე რომ მაინცა და მაინც 27-28კი არ  გამოვლინდება. შეიძლება მანამდეც. ;)  :ki:

მართალი ხარ ბაბუ  :0030:

 

ზოგს 1 წელიც არ ეყოფა  :0024:  :0024:  :0024:



#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი

ხათუნიკა, ეს 21 დღე რეცეფტივითკი არ არის გამოწერილი. შეიძლება უფრო ადრეც ჩაგიჯდეს ჩვევაში და რეფლექსშიც.  ასე რომ მაინცა და მაინც 27-28კი არ  გამოვლინდება. შეიძლება მანამდეც. ;)  :ki:

:D იმედი მაქვს ბაბუ ჩვევაში გადამივა ვარჯიში ,ეს ხომ ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა და წონის კონტროლისთვის ასევე,გამუდმებული დიეტები ძირს,გაუმარჯოს ჯანსაღ ცხოვრებას :D

#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გოგას პოსტი(ამერიკის პრეზიდენტების უცნაურ დამთხვევებზე)  და ჩემიც , ამ თემაშიც უნდა გადმოიტანოთ , პატივცემულო ადმინებო


legion.ge-82-1553250819.jpg


#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

დღეს დიდი ადამიანის, ტფილისელი მეცენატისა და ფილანტროპის, ალექსანდრე მანთაშევის დაბადების დღეა!

იმ დროის ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს, ტფილისური იპოდრომების და მანთაშევის სავაჭრო რიგების (ბნელი რიგი, რკინის რიგი, ბამბის რიგი - დღევანდელი შარდენი) მფლობელ მანთაშევს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკუთარი ეკიპაჟიც კი არ ჰყავდა — ან ფეხით დადიოდა, ან ტრამვაით მგზავრობდა. თუ "რეალურ სასწავლებელთან" მოხვდებოდა, გამორჩეულად ღარიბულად ჩაცმულ მოსწავლესთან მიდიოდა, ესალმებოდა და საუბარს უბამდა. მერე ფრთხილად, ისე რომ ყმაწვილს არ შემჩნია, ჯიბეში ოქროს მონეტას უდებდა.

ბაქოში ნავთობის მომპოვებელ მონოპოლისტად იქცა, ნავთობის ნავთად და საპოხ მასალებად გადამამუშავებელი ქარხნებიც ააგო, ნავმისადგომიც და ხომალდებზე ნავთობისა და მაზუთის გადასაქაჩი ელევატორიც. მე–20 საუკუნის დასაწყისისთვის მანთაშევის ბაქოს ნავთობმომპოვებელი კომპანია მხოლოდ ძმები ნობელების კომპანიასა (სადაც ასევე ჰქონდა წილი) და როტშილდების „კავკასიურ–შავი ზღვის საზოგადოებას“ თუ ჩამორჩებოდა.

სწორედ მანთაშევმა გაიყვანა მსოფლიოში პირველი, 835 კილომეტრი სიგრძის ნავთობსადენი ბაქო–ბათუმი.

მაგრამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა ტფილისელმა მილიონერმა იმ თავისი მილიონებით კი არ მოიპოვა, არამედ მშობლიური ქალაქისა და თანაქალაქელებისადმი — ტფილისისა და ტფილისელებისადმი დამოკიდებულებით. სწორედ ამით იქცა სიცოცხლეშივე ლეგენდად.

მისი ნაწილობრივი დაფინანსებით აიგო დღევანდელი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობა, სავაჭრო სკოლა (ახლა 43–ე საჯარო სკოლა), ის აფინანსებდა კავკასიაში ყველაზე დიდ ობოლთა თავშესაფარს, ააგო უსინათლო ბავშვთა სკოლა და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა მათზე, ააშენა არაერთი საშემოსავლო სახლი ახლანდელი ტაბიძის, აღმაშენებლის ქუჩებზე და საცხენეები დიდუბეში…

მერე სოლოლაკში მდებარე საკუთარი სახლიდან დიდუბის საცხენეებამდე პირველი სატელეფონო კაბელი გააჭიმინა, რითიც საფუძველი ჩაუყარა ქალაქის ტელეფონიზაციას…

ალექსანდრე მანთაშევი 1911 წელს გარდაიცვალა სანქტ–პეტერბურგში. ხუთი დღის შემდეგ მისი ცხედარი საყვარელ ტფილისში გადმოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ვანქის ეკლესიის საოჯახო აკლდამაში, რომელიც მისივე ფულით იყო აღდგენილ–განახლებული და რომელიც 1938 წელს ბერიას ბრძანებით დაანგრიეს.

 
 
 

 



#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 673 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

ნეტავ კიდევ თუ არსებობენ ესეთი ხალხი



#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

მადლობა ლევან კარგია გაიხარეე 



#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ნუ გამხდი ბრაკონიერს!!!
... წლების წინ, ბავშობისას, ხანში შესული ბიძაჩემის საუბარი მოვისმინე, მასზე მიხავსებულ მეგობარს რომ ეუბნებოდა: „ტყეში სხვანაირი ხდები კაცი, ნაცნობ კუნძსაც გამარჯობას ეტყვი“, პირველად მაშინ დავფიქრდი, რას გაძლევს ნადირობა გარდა ნადირობისა?! გავიდა ხანი და უკვე მუხლს სიყმაწვილის ამბიციები ამოძრავებს, წინააღმდეგობები გწყურია, მეტი და მეტი... 
... იმ წელს ნაადრევი ზამთარი დაგვიდგა, მე ჩემსავით გულანთებულ მეგობართნ ერთად სახლიდან შორს, იხვზე სანადიროდ ვარ, ტყეში სადაც იმ დროს სულ რამოდენიმე მონადირისა და რამოდენიმე მწყემსის ქოხი იდგა, ჩვენ ჩვენს უსაყვარლეს კოტია ბაუასთან ვიყავით შეხიზნებულნი, არც არავის გაუცვნია მისი თავი ჩვენთვის და არც პირიქით მომხდარა, მაგრამ ისეთი სიყვარული მოედინებოდა ამ ტანდაბალი, ჩია კაცისგან თითქოს მის თვალწინ აგვედგას ფეხი და დავფრთიანებულიყავით, ჩვენ როცა ჭაობებსა და ტალახიან ტყეებს მივაშურებდით, მას არ ეძინა, გველოდებოდა. ერთხელ მთვარეზე იხვს გავუჩერდით , ასმაგად გამახვილებული სმენითა და თვალისცეცებით ველოდებოდით მოფარფატე შავ სილუეტებს, ბუხარზე მიფიცხებულ კატასავით ვიყავით გარინდებულნი და სიამოვნებისგან კრუტუნს აღარაფერი გვაკლდა, დრო კი ჩვენს თავზე ქარავანივით მიმავალი ღუბლებივით მიდიოდა შორს და უჩუმრად... სიჩუმეს მხოლოდ ფრთათა სისინი თუ დაარღვევდა, გათენებას ბევრი არ ეკლდა, როცა ქოხის კარები ტალახში ჩურჩხელასავით ამოვლებულებმა შევაღეთ, მიქრობის პირას მყოფი ლამფის შუქი ძლივს ანათებდა ისედაც დროისა და კვამლისაგან გაშავებულ ფიცრის კედლებს, ცეცხლიც ნაცრის წაფარებას ცდილობდა საბანივით, ტაბლა მაგიდაზე საჭმელი ელაგა, სამი სუფთა თევშით, ღუმელთან კი დაბალ სკამზე ჯორკოს რომ ეძახიან, დამჯდარს ეძინა მოხუცებულს, ისედაც ტანად პატარას და ჯაფისაგან სუალც წელში მოხრილ-მოკაკვულ კოტია ბაბუას; გველოდა, ცეცხლს უკეთებდა შეშას, რომ ჩვენ გავმშრალიყავით ნადირობიდან დაბრუნებულნი, აფიცხებდა მრავალგზის განაფიცხებ ჭადს, რომ ჩვენ მოშიებულებს თბილი ჭადი გვეჭამა და გველოდა ესე თავად მშიერი, უჩვენოდ ლუკმაც არ გაეტეხა, არც კი წამოწოლილა და ესე, ჩვენს ლოდინში ჩასძინებოდა... მას მერე მთვარეზე არასოდეს დავრჩენილვართ დიდხანს თუ რა თქმა უნდა კოტია ბაბუს სტუმრები ვიყავით. 
... ერთი შემთხვევა მახსენდება კიდევ, ჩემს უფროს მეგობართან; ნადირობის მასწავლებელთან ერთად, საქნევი ბადით გურიის ერთერთ ულამაზეს მდინარის ჩქერებს მივუყვებოდით, მოგვშივდა , მდინარის პირას პეიზაჟზე ლამაზად შეზრდილ ლაფნის ძირას შევისვენეთ, ნადავლიც ცოტა გვქონდადა, საგზალიც; კეცის ჭადის მეოთხედი და შებოლილი ღორის ხორცის მცირე ნაჭერი, ცოტა მე მოვატეხე ცოტაც მან... დამაძალა ვიუარე- არ მინდა, არ მშია მეთქი, -მეც მაძღარი ვარო მითხრა, ჩავდეთ მშივრებმა ეს ჩვენი „სარჩო სანოვაგე“ აბგაში და ისევ მშივრები გავუყევით ჩქერებს ბადის სარტყამად, არასოდეს დავნაყრებულვარ ასე გემრიელად, იშვიათი გამონაკლისების გარდა. 
... დილით თოვდა, მაგრამ ხვავი ვერ მოიდო თოვლმა, ვერ იძალა ზამთრის სითეთრემ და შემოდგომის გაღეჭილ მიწასა და ეკალ ბარდს თავისი თეთრი ნაბადი ვერ მოახურა; სამნი, მონადირის ქოხში, ბებერ გვერდებდატკლეცილ, დროისა და სიმხურვალისაგან დეფორმირებულ ლითონის ღუმელთან ვსხედვართ, ფანჯრიდან კი გავცქერით გარეთ. ტყის თავზე გარეული ბატის გუნდები გადადიან, ჩვენც ვითვლით, აქაიქ თითო ორ იხვსაც მოვკრავთ თვალს, მხიარულად ვართ რადგანაც წუხელ კარგ ტბორს მივაგენით, იხვიც იყო, მაგრამ დაღლილობისა და მოუმზადებლობისგან სათანადოდ ვერ ვინადირეთ, უკმარისობა გვაქვს და დღეს ვიცით რომ ყველაფერი კარგად იქნება, დღეს ვიცით სადაც უნდა დავდგეთ, დღეს არავართ დაღლილები და დღეს ამინდია ისეთი რომელსაც მონადირე სიზრებში ხედავს, დღეს ვიცით რომ ჩვენი დღეა, დღეს იხვი მოვა, დღეს საღამოს გადაფრენაზე ლულებზე სიგარეტსაც მოუკიდებს კაცი... შუადღისას თავი ამტკივდა, ერთ საათში სიცხემ ამიწია, ალბათ ბოლომდე სადამდისაც შეიძლებოდა. ჩავწექი და კანკალისაგან ქოხს ნაოჭები გავუჩინე, მცივა როგორც გარეთ გაშიშვლებულ ხის ტოტებს, გზამდე შორია, ვერ გავატან გზამდე, მეგობარი ცხენის სათხოვნელად გაიქცა, ერთ საათში ცხენი ქოხთან იყო დაბმული, მაგრამ ვერ შევძლებ მგზავრობას, თუ უკეთესად არ გავხდები, გული წამივა ეხლა რო ცხენზე გადამდონ, საბანში გახვეული თვალებდახუჭული ვგრძნობ ორ წყვილ თვალს და მათ გაფითრებულ სახეებს, მე ვიწრიალე ვიბრუნე და აბრეშუმის მატლივით ჩახვეულს ლებ-საბანში დაღლილს ჩამეძინა. მეძინა დიდხანს, მეძინა ღრმა ძილით, მაგრამ იმედიანად... გვიან ღამეს გამომეღვიძა, ისე გავიღვიძე თითქოს ტყეში სიცივეში, თოვლსა და ქარაშოტში კი არ მძინებოდა, არამედ თითქოს ზაფხულის დილა გათენებულიყოს, საოცრად კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობდი თავს. გასაფრენად გამომძვრალი პეპელასავით გამოვაპარე საბნებიდან თვალი, ცეცხლი გუგუნებდა ბებერ ღუმელში, გარეთ კიდევ ერთი ცხენი ება და ჩემს სასთუმალთან ეს ჩემი ორი მუტრუკი მეგობარი ნაძვებივით გადმომდგარიყვნენ, მიყურებდნენ ტალახიანი ცხვირპირით, ვიფიქრე რატომღაც, იხვზე გავიდნენ ალბათთქო, ტალახიც მაგას მივაწერე... თურმე ერთი წამლისთვის წასულიყო და მეორეს მანამდე სათადარიგო ცხენი უთხოვია. ჩემზე ჯანმრთელი არავინ იყო მაშინ; რომ გავიგე რაც მოხდა, ვკითხე: მერე იხვი, ასე რო ველოდებოდით?? - იხვი ყოველთვის იქნება; ხვალ, ზეგ, გაისად. ამ სიტყვების მერე არანაკლებ გუგუნებდა ჩემი გული ვიდრე ბებერი, გვერდებდატკლეცილი გაცრეცილი ღუმელი.
... მდევარი არ მოვიდა, გადჰყვა ფსორზე გადამხტარ ნადირს, მოვიდნენ სხვა მდევრები, მაგრამ კვალის გამტანი და თანაბარი, ძლიერი ყეფის პატრონი ერთ-ერთი საუკეესო მდევარი არჩანს, ველოდებით, ვეძახით, თოფებიც მრავალგზის დავცალეთ, მარამ უშედეგოდ... დიდი დრო გავიდა და უკვე საღამოს სიცივემ ღამის მოახლოება გვამცნო, არის ხვეწნა მუდარა: წამოდი, მოვა, სად დაიკარგება, ხვალ მოვიდეთ, რიონს გაღმა ბიჭებს დავურეკავ და ასე შემდეგ ,მაგრამ მდევრის პატრონმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: ჩემს ცხოვრებაში არ უღალატია ჩემთვის და ვერც მე ვუღალატებ, უნდა დაველოდო, მოვა ძებნას დამიწყებს და რო ვერ მიპოვნის აიბნევა-ო, არც მე მივუტოვებივარ არასდროს მდევრის პატრონს, ამიტომ დავიტოვეთ თამბაქო და ვაზნები რაც ჰქონდათ. ჩვენ დავრჩით, ისინი წავიდნენ. მოვანთეთ პატარა კოცონი, შეშაც მოვიმარაგეთ და დავიწყეთ ლოდინი... გვიანი შემოდგომა გვიტევდა, მაგრამ ჩვენ ცეცხლით ვაბათილებდით, მორიგეობით ვეძახდით და ვისროდით თოფს, ღამე იყო უღრუბლო, უმთვარო და კაპასი. ყინვისაგან გროფილ ცაზე მიმობნეულ ვარსკლავების მტვერს, ცეცხლის ალს აყოლილი ნაპერწკლები ემეტებოდა., ქედნისფერი რომ შეეპარა ღამეს, მოვიდა, მოგლასუნდა, დაღლილი, ენა მიწამდე დასთრევდა, მოვიდა და უთხრა პატრონს- მოვედი! - ვიცოდი რო მოხვიდოდი , გელოდებოდი -უთხრა პატრონმა... იშვიათია ესეთი თბილი გარიჟრაჟი...
...ნუ მეტყვი რო ეს არ არის ღირებულებები, ნუ მეტყვი რომ არ ვიგრძნო, არ მტკიოდეს და არ მიხაროდეს, არ გავუზიარო და არ გავიზიარო, 
ნუ გამხდი ბრაკონიერს!!!
კრიმანჭული 06/03/2017



#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოო ფეისბუქზე , წავიკითხე , ავთოს წერილი.  :good: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

...

ამის მერე რომ იტყვიან ჩემი ბედი რა ვთვაო და უიღბლობაზე დაიწყებენ წუწუნს (ნუ აქ ვინც არიან ისინი მაინც რა..)

legion.ge-82-1553250819.jpg


#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესეთი რამე გინახავთ?  აჯაბსანდალის ნერგები?    ბადრიჯანი, პამიდორიდა კარტოფილი ერთდროულად???ვაააესეთიარცარაფერიგამიგია...


legion.ge-82-1553250819.jpg


#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

რა მაიმუნობაა :)

 

ერთ ქოთან მოსავალს რო აიღებ  :ki:  :0030:



#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბალკონზე უნდა გავახარო. აჯაბსანდალი კი მიყვარს და..... ;) 


legion.ge-82-1553250819.jpg


#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მოსავლის აღებაზე დაპაიჟებული ხომ ვარ? ;)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?