Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აკა მორჩილაძე – ღვინო!

 

kvevrit.jpg

კრებულიდან “საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე” (2005) 

მე ასე მჯერა, რომ ღვინო რომ არ იყოს, საქართველოც არ იქნებოდა. თუკი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ-ერთი ამათგანი არის ღვინო. იცინი სვამ, ტირი სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს. ღვინო აერთიანებს და აცალკევებს, ღვინო მალავს იმ დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს, ღვინო შვებასა გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში.
საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრიდან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი, ამაზე ნამდვილი, ამაზე ბებერი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვდავია და  მასზე ვერავინ ამბობს უარს. ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება, მაგრამ იქ იმას არ ნიშნავს, რასაც აქ. ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება, ისევე როგორც "ვეფხისტყაოსანში", თუმცა,  "ვეფხისტყაოსანში" რატომღაც აღარ ეძებენ. მიზეზები  ძნელი ჩამოსათვლელია, ერთ-ერთი ხომ მსუბუქად მიმოვიხილეთ. თუ ამას მიმოხილვა ჰქვია. (...)
 
(...) ამ გაზაფხულზე ერთი ხნიერი გაღმელი მწერალი იყო აქა. ადრე ვიცნობდი ამ მართლა კაი და დაფიქრებულ კაცს, რომელმაც თავისი ქვეყნისა ბევრი იცის და საინტერესოდაც განიხილავს. მისი ნათქვამი მისმა მასპინძელმა მიამბო: ენგურის სათავემდე მიუყვანიათ და იქ უთქვამს გრძნობამორეულს, ცხადია, ჭიქით ხელში: გაუმარჯოს ნამდვილ რამეებს, რომელიც არის ამ ქვეყანაში, წინწკლებიან კალმახს, ძროხის ნაკელს და ძმაკაცობასო.
 მეც მანდა ვარ. ნამდვილი რამეების საკითხში. აქ ძალიან ბევრია ნამდვილი რამე. იოლად ვერ იტყვი, გვაქვს ის, რაც გვაქვსო, ვინაიდან სწორედ ის არ გვაქვს, არამედ სრულიად სხვა, უკეთესი და ნამდვილი. ოღონდ მიმალულია, ისევე როგორც ტარიელი, ასმათის გამოქვაბულში. (...)
 

პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
"თუკი საქართველო რამეს უჭირავს ეს არის ღვინო"
ქართველი კაცის სიცოცხლეში მართლაც დიდი ადგილი უჭჭირავს ღვინის დაწურვის ტრადიციას...
ყველა ჩვენთაგანს მიუღია ალბათ ღვინის დაწურვის პროცესში მონაწილეობა...ერთობ ერთობ ადვილი მაგრამ ძლიერ საპასუხისმგებლო პროცესია,ყველა ნაბიჯი ღვინის საბოლოო დასრულებულ პროცესზე აისახება.
ქართველებს ეს მამა -პაპისაგან გადმოცემული ღვინის დაყენებისსხვადასხვა მეთოდი ღრმად გვაქვს სისხლში გამჯდარი..ქართველი ღვინოს როგორც ცოცხალ არსებას ისე უყურებს...და მას სიცოცხლის ელექსირადაც მოიხსენიებს ბევრი.
ღვინის გარეშექართული სუფრაც არ ვარგა........

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.დასტურ დევო აბა რა. სწორად უწერია სწორად

.

.

 

.

.

.

 ამ კაცის თხრობის მანერა მაგრად მომწონს....რაღაცნაირი შინაურივით გიყვება თითქოს..... :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?