თევზაობა მდინარე მტკვარზე
მდინარე მტკვარზე გავრცელებული თევზის ჯიშების სახეობები:
გორნი(მთის წვერა), მურწა(რომელიც ძალიან გავს მთის წვერას, მისგან განსხვავებით მას პრიალა კანი აქვს და სხეულის მოყვანილობაც უფრო წვრილი), ხრამული, კაპუეტი, ცოცხალი, ქაშაყი, შამაია, პლატვა, ლეშა, კრასნაპიორკა(წითელფარფლა), კარასი, ღორჯო, პისკარი, ლოქო, სალამურა, ვენახა, გველანა და სხვა.. ძირითადად გავრცელებულია ეს სახეობები. რაც შეეხება საზანს, ეს უკანასკნელი ერთ დროს დიდი რაოდენობით იყო მტკვარზე, მაგრამ მას შემდეგ რაც მინგეჩაურზე კაშხალი ნაგებობა ააგეს ვეღარ ახერხებს შლუზებზე გადმოსვლას.
გაზაფხულის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე – გაზაფხულზე როგორც მტკვარი ასევე საქართველოს ყველა სხვა მდინარე ადიდებული და ამღვრეული მოედინება. წლის ამ დროს თევზი იღვიძებს დამშეული და ამოდის წყლის ზედაპირზე, საკვების საძებნელად. ეს სეზონი საუკეთესო დროს წარმოადგენს სათევზაოდ, მთავარია ადგილის და სატყუარის სწორად შერჩევა. როგორც უკვე მიხვდით გაზაფხულის სეზონზე მთავარია ჭიის სწორი შერჩევა, ასევე ადგილისაც, არის კიდევ სხვა ფაქტორებიც მაგრამ როგორც იტყვიან სრულყოფილი არაფერია და რომც ჩამოვწერო ვერც შევძლებთ სრული სიზუსტით მათ დაცვას. რაც შეეხება ადგილის შერჩევას, ბევრ ფაქტორზე დაკვირვებით არჩევენ, მაგ: რამდენად შემოდის დინება, რამდენად ღრმა და ზატონიანია ადგილი და ა.შ. გახსოვდეთ ყოველთვის ეცადეთ ისეთ ადგილზე დაჯდეთ სათევზაოთ სადაც წყალი წლების განმავლობაში მიედინება და არა ადიდების შედეგად ახალ-ახალი კალაპოტების გაჩენის ადგილებზე. ამას ლოგიკური ახსნაც აქვს, სადაც წყალი წლობით მიედინება თევზიც იქ ეჩვევა და იქ იბუდებს, ხოლო სადაც წყალი ახალი დამდგარია იქ თევზი არ ჩერდება. ამ სეზონზე ძირითადად მოდის, გორნი-მურწა, ასევე ცოცხალიც ეტანება ხოლო მეტნაკლებად სხვა დანარჩენი.
ჭიის არჩევის სპეციფიკა გაზაფხულის სეზონზე: ეს მეთოდი განკუთვნილია მდინარე მტკვარზე სათევზაოდ, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვა მთის მდინარეზეც თევზაობა. გაზაფხულზე მთებზე დამდნარი თოვლი წყლის სახით ჩაედინება მდინარეში, პლიუს ამას ემატება წვიმის წყალი, რაც იწვევს წყალდიდობებს, ამ დროს კი თავისთავად მდინარე გაგიჟებული მოდის და რაც გზაში შეხვდება, ყველაფერი მოაქ. პრაქტიკულად წყალში ხილვადობა ნულის ტოლია ამიტომაც შეშინებული თევზი ნაპირისკენ მიიწევს, საკვებს კი ეტანება სუნზე, ამიტომ ამ დროს სატყუარად გამოიყენება ეგრეთწოდებული ვანიუჩკა (მყრალა) ჭია, რომელსაც თავისი სახელიდან გამომდინარე აქვს ძალიან მძაფრი სუნი და ამიტომაც საუკეთესო სატყუარას წარმოადგენს თევზისთვის. ასევე ამ ჭიას აქვს სხვადასხვა სპეციფიკური ნიშა, რითაც უფრო პრაქტიკულია სხვა სატყუარებთან შედარებით მაგ: აქვს მაგარი კანი და რამდენიმე გადაგდებაში არ ძვრება ნემსკავიდან, შესაბამისად ეკონომიურია, ვერც წვრილი ლიფსიტები აფუჭებენ. რაც შეეხება მყრალა ჭიის შეფერილობას აქვს ბევრნაირი: შავი, მწვანე, ჭრელი, მოკლედ ქამელეონივითაა, მათგან ყველა ფერს არ ეტანება თევზი მაგ: მომწვანო ფერისას უფრო ეტანება ვიდრე შავს და ა.შ. ეს რაღათქმაუნდა თვითონ თევზის ჯიშზეა დამოკიდებული. ეს ჭია ძირითადად გვხვდება ბალოტიან( ჭაობიან-შლამიან) ადგილზე და რაღათქმაუნდა ბალახის ფესვებში. ასევე შესაძლებელია წითელი ჭიაც გამოვიყენოთ, მაგრამ უპირატესობა მაინც მყრალა ჭიას ენიჭება ხილვადობის გამო. წითელი ჭიაც რამდენიმე სახისაა: არის მიწის, ასევე პატივის. მიწის წითელი ჭია არის ღია წითელი ან მოთეთრო-მოვარდისფრო და არ აქვს სუნი, ხოლო პატივის ჭია არის მუქი ფერის უბრალო მიწის ჭიასთან შედარებით და აქვს ზოლები ასევე მძაფრი სუნი, სწორედ ეს მეორე პატივის წითელი ჭიაც გამოდგება გაზაფხულზე.
წყარო.მონადირე.ინფო