Jump to content


ამ თემას აქვს 18 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თევზაობა  მდინარე მტკვარზე

 

მდინარე მტკვარზე გავრცელებული თევზის ჯიშების სახეობები:
გორნი(მთის წვერა), მურწა(რომელიც ძალიან გავს მთის წვერას, მისგან განსხვავებით მას პრიალა კანი აქვს და სხეულის მოყვანილობაც უფრო წვრილი), ხრამული, კაპუეტი, ცოცხალი, ქაშაყი, შამაია, პლატვა, ლეშა, კრასნაპიორკა(წითელფარფლა), კარასი, ღორჯო, პისკარი, ლოქო, სალამურა, ვენახა, გველანა და სხვა.. ძირითადად გავრცელებულია ეს სახეობები. რაც შეეხება საზანს, ეს უკანასკნელი ერთ დროს დიდი რაოდენობით იყო მტკვარზე, მაგრამ მას შემდეგ რაც მინგეჩაურზე კაშხალი ნაგებობა ააგეს ვეღარ ახერხებს შლუზებზე გადმოსვლას.

გაზაფხულის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე – გაზაფხულზე როგორც მტკვარი ასევე საქართველოს ყველა სხვა მდინარე ადიდებული და ამღვრეული მოედინება. წლის ამ დროს თევზი იღვიძებს დამშეული და ამოდის წყლის ზედაპირზე, საკვების საძებნელად. ეს სეზონი საუკეთესო დროს წარმოადგენს სათევზაოდ, მთავარია ადგილის და სატყუარის სწორად შერჩევა. როგორც უკვე მიხვდით გაზაფხულის სეზონზე მთავარია ჭიის სწორი შერჩევა, ასევე ადგილისაც, არის კიდევ სხვა ფაქტორებიც მაგრამ როგორც იტყვიან სრულყოფილი არაფერია და რომც ჩამოვწერო ვერც შევძლებთ სრული სიზუსტით მათ დაცვას. რაც შეეხება ადგილის შერჩევას, ბევრ ფაქტორზე დაკვირვებით არჩევენ, მაგ: რამდენად შემოდის დინება, რამდენად ღრმა და ზატონიანია ადგილი და ა.შ. გახსოვდეთ ყოველთვის ეცადეთ ისეთ ადგილზე დაჯდეთ სათევზაოთ სადაც წყალი წლების განმავლობაში მიედინება და არა ადიდების შედეგად ახალ-ახალი კალაპოტების გაჩენის ადგილებზე. ამას ლოგიკური ახსნაც აქვს, სადაც წყალი წლობით მიედინება თევზიც იქ ეჩვევა და იქ იბუდებს, ხოლო სადაც წყალი ახალი დამდგარია იქ თევზი არ ჩერდება. ამ სეზონზე ძირითადად მოდის, გორნი-მურწა, ასევე ცოცხალიც ეტანება ხოლო მეტნაკლებად სხვა დანარჩენი.
ჭიის არჩევის სპეციფიკა გაზაფხულის სეზონზე: ეს მეთოდი განკუთვნილია მდინარე მტკვარზე სათევზაოდ, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვა მთის მდინარეზეც თევზაობა. გაზაფხულზე მთებზე დამდნარი თოვლი წყლის სახით ჩაედინება მდინარეში, პლიუს ამას ემატება წვიმის წყალი, რაც იწვევს წყალდიდობებს, ამ დროს კი თავისთავად მდინარე გაგიჟებული მოდის და რაც გზაში შეხვდება, ყველაფერი მოაქ. პრაქტიკულად წყალში ხილვადობა ნულის ტოლია ამიტომაც შეშინებული თევზი ნაპირისკენ მიიწევს, საკვებს კი ეტანება სუნზე, ამიტომ ამ დროს სატყუარად გამოიყენება ეგრეთწოდებული ვანიუჩკა (მყრალა) ჭია, რომელსაც თავისი სახელიდან გამომდინარე აქვს ძალიან მძაფრი სუნი და ამიტომაც საუკეთესო სატყუარას წარმოადგენს თევზისთვის. ასევე ამ ჭიას აქვს სხვადასხვა სპეციფიკური ნიშა, რითაც უფრო პრაქტიკულია სხვა სატყუარებთან შედარებით მაგ: აქვს მაგარი კანი და რამდენიმე გადაგდებაში არ ძვრება ნემსკავიდან, შესაბამისად ეკონომიურია, ვერც წვრილი ლიფსიტები აფუჭებენ. რაც შეეხება მყრალა ჭიის შეფერილობას აქვს ბევრნაირი: შავი, მწვანე, ჭრელი, მოკლედ ქამელეონივითაა, მათგან ყველა ფერს არ ეტანება თევზი მაგ: მომწვანო ფერისას უფრო ეტანება ვიდრე შავს და ა.შ. ეს რაღათქმაუნდა თვითონ თევზის ჯიშზეა დამოკიდებული. ეს ჭია ძირითადად გვხვდება ბალოტიან( ჭაობიან-შლამიან) ადგილზე და რაღათქმაუნდა ბალახის ფესვებში. ასევე შესაძლებელია წითელი ჭიაც გამოვიყენოთ, მაგრამ უპირატესობა მაინც მყრალა ჭიას ენიჭება ხილვადობის გამო. წითელი ჭიაც რამდენიმე სახისაა: არის მიწის, ასევე პატივის. მიწის წითელი ჭია არის ღია წითელი ან მოთეთრო-მოვარდისფრო და არ აქვს სუნი, ხოლო პატივის ჭია არის მუქი ფერის უბრალო მიწის ჭიასთან შედარებით და აქვს ზოლები ასევე მძაფრი სუნი, სწორედ ეს მეორე პატივის წითელი ჭიაც გამოდგება გაზაფხულზე.

წყარო.მონადირე.ინფო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნოზმა თევზაობს მტკვარზე ხოლმე.....არა და სულ მგონია რომ თბილისის საზღვრებში თევზს სიმყრალის უნი ექნებათქო ,მაგრამ , როორც თვთონ ამბობს არაფერიეგეთი არ შემინიშნავსო....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რავიცი კახა მე ნოზამ მტკვარზე დაჭერელი ხრამულები მანახა და იმხელები და ისე სიმპატიურები იყვნენ არამგონია მაგათ რამე სუნი ქონოდათ :)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეგ რაც გაჩვენა იმიტომ არ აქვს სუნი რომ ჩვენ მცხეთასთან ვთევზაობთ და იქ დაჭერილს არ აქვს. მე თბილისში ვიგულისხმე, როცა ვიკითხე.. იმდენი ფეკალიები ჩაედინება მტკვარში რო.......


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ისე ბევრი ამბობს არ აქვსო არანაირი სუნიო , და რავიცი მე პირადად არ ვჭამ თბილისში მტკვარში დაჭერილ თევზს, მაგრამ აი ბორჯომ ლიკანის ცოცხალს ეხლა დიდი სიამოვნებით გეახლებოდით . 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

არა რა მეტეორა გაქ გემოვნება აი შენმა მზემ :good:  :good:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

მცხეთაში დაჭერილი ჯობია თბილისისას რად უნდა მაგას დიდი ცოდნა..



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ჯერ თბილისში მტკვრის პირას ისე ვერ გაჩერდები ისეთი სუნი ასდის და სათევზაოდ რა გამაჩერებს...

აქაც ოქროს თევზი არ იჭირებოდეს რა...



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Kაი ადგილი ვიცი

legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

წავიდეთ სათევზაოთ დიდი სიამოვნებით ოღონდ სათევზაოთ და არა საქეიფოთ ;)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეც გამითვალისწინეთ....და არა მარტო მტკვარზე.


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

იქნება ყველაფერი ხუთიანზე 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მტკვარზე მეც მინდა ...

გინდა კლუბში გინდა სათევზადოდ,... :)



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

ნოზმა თევზაობს მტკვარზე ხოლმე.....არა და სულ მგონია რომ თბილისის საზღვრებში თევზს სიმყრალის უნი ექნებათქო ,მაგრამ , როორც თვთონ ამბობს არაფერიეგეთი არ შემინიშნავსო....

 

თბილისის საზღვრებში კი არა ხაშურის აქეთ მტკვარში დაჭერილ თევზზე გული არ მიმდის

 

ალბათ უფრო ჩემი აზიზი ხასიათის ბრალია, მაგრამ ეგრეა

 

არა და ჩასუქებული ციმორი.... იიიიიიფ :)

 

 

ბორჯომის მისადგომეთან მინდა მტკვარზე სათევზაოდ წასვლა, საპაპლაოკე ადგილიც რო იყოს და სადომკეც, თუმცა არ ვიცნობ მაგ ადგილებს.

 

გამოცდილება თუ გაქვთ ხო არ მირჩევდით/მანახებდით რუქაზე ადგილს სადაც შეიძლება გავერთო და დავაგემოვნო კიდეც :)

 

ან მსურველები თუ იქნებიან შესანიშნავი იქნება ერთად თუ წავალთ, გამოცდილებაც არ მაქვს და სხვის ყურებაში მაინც გავერთობი და სხვის დაჭერილ თევზაც სიამოვნებით დავაგემოვნებ :D

 

ბაბუ რას იტყვი?


ჩამსწორებელი Qartvela™, 12 July 2016 - 06:36 PM.


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

თბილისის საზღვრებში კი არა ხაშურის აქეთ მტკვარში დაჭერილ თევზზე გული არ მიმდის

 

ალბათ უფრო ჩემი აზიზი ხასიათის ბრალია, მაგრამ ეგრეა

 

არა და ჩასუქებული ციმორი.... იიიიიიფ :)

 

 

ბორჯომის მისადგომეთან მინდა მტკვარზე სათევზაოდ წასვლა, საპაპლაოკე ადგილიც რო იყოს და სადომკეც, თუმცა არ ვიცნობ მაგ ადგილებს.

 

გამოცდილება თუ გაქვთ ხო არ მირჩევდით/მანახებდით რუქაზე ადგილს სადაც შეიძლება გავერთო და დავაგემოვნო კიდეც :)

 

ან მსურველები თუ იქნებიან შესანიშნავი იქნება ერთად თუ წავალთ, გამოცდილებაც არ მაქვს და სხვის ყურებაში მაინც გავერთობი და სხვის დაჭერილ თევზაც სიამოვნებით დავაგემოვნებ :D

 

ბაბუ რას იტყვი?

 

მე მაქეტ არ მითევზავია , მე მხოლოდ ტბის ტევზაობის მოყვარული ვარ , ალბათ მდინარეზე რომ არ მიტევზავია არც ვიცი მუღამი 

 

სიონზე შეიძლება ერთი გასეირნების მორტყმა თუ გინდათ დავგეგმოთ 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?