Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
 
    
 

საქართველო ცნობილია ზამთრისა და ზაფხულის კურორტებით.აქ შემოგთავაზებთ მცირე მიმოხილვას თ რომელი მათგანი რა განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობით წარმოადგენს თავს მნახველთათვის

     

 

გუდაური  

 

    gudauri.jpg      

პოპულარული სათხილამურო კურორტი საქართველოში _ ის მდებარეობს თბილისიდან 120 კმ-ში (ზღვის დონიდან 2000 მ-ზე). გუდაური პოპულარულია, როგორც ქართველ ისე უცხოელი მოთხილამურეებში. გუდაურში შეგიძლია დატკბე ზამთრის პეიზაჟებით, ლამაზი ცითა და მზიანი დღეებით. გუდაური მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ცენტრია სათხილამუროდ.

       

 

ბათუმი

 

    batumi.jpg      

ბათუმი მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ში, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვრიდან 15 კმ-ში (9,5 მილი). ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა და დასვენება. ბაღები და ქუჩები გაფორმებულია ისეთი ეგზოტიკური მცენარეებით, როგორებიცაა: პალმები, ბამბუკები, ევკალიპტები, მაგნოლიები, დაფნები და ა.შ. 
ქალაქის ჩრდილოეთით არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბრტოპიკული და ტროპიკული მცენარეებით. ბათუმი ჩაისა და ციტრუსის მოყვანის ცენტრია. ზაფხული თბილია და სასიამოვნო. ის მშვენიერი ადგილია დასასვენებლად.

       

 

გრიგოლეთი  

   

გრიგოლეთი მდებარეობს ლანჩხუთის რაიონში. ფართო, ქვიშიანი სანაპირო გაჯერებულია მაგნიტით, რომელიც სამკურნალოდ გამოიყენება. მთელ სანაპიროს მიჰყვება ფიჭვის ხეები.

       

 

ქობულეთი

 

 

      kobuleti.jpg      

ქობულეთი გაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროზე. პლაჟი ქვიანია. მცენარეულობა, ძირითადად, წარმოდგენილია ჩაით, ბამბუკით და სხვა ტროპიკული მცენარეებით. ზაფხული არის ძალიან თბილი. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ცურვითა და აქტიური გართობით.

       

 

მწვანე კონცხი  

 

 

  green-cape.jpg      

Iსაქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღიდან 70-92 მ.-ის სიმაღლეზე. ისტორიულად ამ ადგილს "სასირე ყელი" ეწოდება. სახელწოდება "მწვანე კონცხი", მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა. ამ ადგილის კეთილმოწყობით XIX ს.-ის ბოლო წლებიდან დაინტერესდნენ. ჯერ კიდევ 1903 წელს ბათუმის ექიმთა საზოგადოების ინიციატივით მწვანე კონცხზე მოეწყო რკინიგზელთა კლიმატური სადგური, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. მწვანე კონცხზე განლაგებულია კეთილმოწყობილი სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.

       

 

ურეკი  

 

 

  ureki.jpg      

ურეკი ზღვის კლიმატური კურორტია, არის დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, შენდება ახლებიც. უკანსკნელ წლებში აქ საფუძველი ჩაეყარა დასასვენებელ-გასართობ კომპლექსს „იმედის ქალაქი“. კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ.

       

 

ბაკურიანი  

 

 

  bakuriani.jpg      

პოპულარული მთის კურორტი საქართველოში – ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში (ზღვის დონიდან 1700 მ-ზე). მას გარს არტყავს წიწვოვანი მცენარეებით დაფარული მთები. ზამთარი ცივია, მაგრამ არამკაცრი. დღეები ყოველთვის მზიანია და სასიამოვნო. ფიჭვის სურნელით გაჯერებული ჰაერი აქტიურ დასვენებას უწყობს ხელს.

       

 

ბახმარო  

 

 

  bakhmaro.jpg      

ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4°C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.  ზღვის დონიდან 1926-2050 მ. შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვის და სოჭის მარადმწვანე ტყით.

 

სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.

 

       

 

ნუნისი

 

 

    nunisi.jpg      

ხალხური გადმოცემით ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება IX საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეამჩნია, რომ შინაური ცხოველები ნუნისის მინერალური წყლის საშუალებით მუნისაგან იკურნებოდნენ. შემდგომში მისი გამოყენება მოსახლეობას თავადაც უცდია და არაჩვეულებრივი შედეგის მოწმეც გამხდარა. მოკლე ხანში ნუნისის წყალი ცნობილი გახდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ხალხი ჩამოდიოდა სამკურნალოდ.

       

 

შოვი, უწერა     shovi.jpg      

კურორტი შოვი დაარსდა 1929 წელს. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.
შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება . სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.

კურორტი უწერა - კურორტის ტიპიკლიმატო-ბალნეოლოგიური მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე ქ.ონიდან 10 კმ-ში. მიეკუთვნება მთის კურორტის ტიპს. ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. არის მთიანი ზონა, გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, უნიკალური სამკურნალო-მინერალური წყლებით, იგი მთლიანად მოქცეულია წიწვოვან-ნაძვნარ და შერეული ტყის შუაგულში. ჰავა და ულამაზესი ბუნება საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. აქ ადგილი აქვს შერეულ სამკურნალო ფაქტორს. ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს ჰავა და 28 სახის მინერალური წყლები, რომელიც თვითდინებით მოედინება. ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს მაღალი მთის კლიმატი. ჰავა გამოირჩევა მკვეთრი მოქმედებით მოზარდთა გაკაჟების და პროფილაქტიკის მიზნით ხოლო მინერალური წყლები თავისი გემოვნური თვისებების გარდა უებარი საშვალებაა კუჭნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.

       

 

ბორჯომი     borjomi.jpg      

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის აღმოსავლეთით. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ.გორკი, პ.ჩაიკოვსკი, ი.სტალინი, გ.დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს პირველი საექსპორტო პროდუქტია. 

       

 

საირმე     sairme.jpg      

ის მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით 55 კმ-ში, 950 მ-ზე ზღვის დონიდან, მდ. წაბლარის წყლის ხეობაში. მთები, რომლებიც მდებარეობს მის გარშემო დაფარულია ფოთლოვანი ხეებით (მუხა, წიფელი და ა.შ) და აგრეთვე, წიწვოვანი ტყეებით. კლიმატი განპირობებულია მისი მდებარეობით სუბტროპიკულ სარტყელში. კურორტის მთავარი ფაქტორი არის მინერალური წყლები, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოდანაა ცნობილი. კურორტი მუშაობს თბილ სეზონზე (მაისიდან ნოემბრამდე).

       

 

წყალტუბო     tskaltubo.jpg      

წყალტუბო მდებარეობს მდ. წყალტუბოს ხეობაში. ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ-ში. თბილისიდან 235 კმ-ში და შავი ზღვიდან 70 კმ-ში. ზამთარი ძალიან რბილია და ზაფხული ძალიან თბილი. წყალტუბოს მინერალურ წყალს აქვს მყარი ქიმიური შემადგენლობა. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა არის +33 - +35 გრადუსი, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია წინასწარი გათბობის გარეშე.

   


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუდაურში და ბაკურიანში თოვლის პუშკებს აყენებენ...ასე რომ მარტო ამინდზე აღარ იქნება დამოკიდებული სეზონის გახსნა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მდიდარია ჩვენი ქვეყანა კურორტებით 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო ტეგებიც რა .....


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

დამატებულ  :tegius


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?