Jump to content

სურათი

"პოეზია"


ამ თემას აქვს 100 გამოხმაურება

#91 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
keti7909

keti7909

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 335 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:qartveli

ბავშვობაში მიყვარდა ძაან ლექსები  გადმოვიღებდი ზაფხულობოთ გალაკტიონს და ჩემთვის ოთახში ვკითხულობდი ,თან ბუნების ხმაურით ვტკბებოდი ,არამარტო გალაკტიონი ,კიდევ ბევრი პოეტი მყავდა  ლადო ასათანი ,მირზა გელოვანი ,ოთარ ჭილაძე ჩემთვის მძიმეა ..  გაგიზიარებთ რამოდენიმე ლექსიდან სტრიქონებს რომელიც მიყვარდა 

,,ოცნებაო ჩემო ძველო,ვართ ღამეთა მთეველი 

კიდევ ბევრი სადღეგრძელო დაგვრჩა დაულეველი..''

 ###

,,შემოიღამებს მთის ნაპრალები და თუ როგორმე კიდევ გათენდა,

ღამე ნათევი და ნამთვრალევი დაღლილ ქალივით მივალ ხატებთამ...''

### 

,, ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი''
###
,,ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი

თითქოს შეწყვეტი კუპრის ნაკადია,
ღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი სათია? რომელი სათია?
ყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის სათია, ღვინის სათია!”
სე იძლედა პასუხს შეკითხვაზე -
რომელი სათია?''

####

მაგრამ სულ სხვაა სიყვარული

უკანასკნელი,

როგორც ყვავილი შემოდგომის

ხშირად პირველს სჯობს,

იგი არ უხმობს ქარიშხლიან

უმიზნო ვნებებს,

არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს

იგი არ უხმობს...

###

მეფეებივით ფიქრობენ მთები...

ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს...

მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...

მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს

 ასე რომ გავაგრძელო ძაან შორს წავალ და ბოლოსთვის ამ ლექს გავაზიარებ 

სადღეგრძელო იყოს მისი
ვინც ოცნებით იწვოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.
მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
ბედთან არდარიდების.
სადღეგრძელო იყოს მისი
ვინც შიშმა ვერ დახარა.
ავდგეთ ფეხზე, ჩვენ თბილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა!
აქ სიცოცხლე და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება! ))))))))))



#92 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2658 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ნამდვილად არაჩვეულებრივია

#93 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:



#94 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 634 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori

ეს ლექსი მეგობრებო დავწერე და (სხვებიცმაქვს დაწერილი) როცა კანონიერი ნადირობა დავიწყე ანუ 18-წლის შემდეგ წლებშია დაწერილი!

 

                                      (ზამთარი ტყეში)

 

მთვარე დაჰნათის დათოვლილ ველებს

ცაზე ვარსკვალავნი იცვლიან ფერებს

რაღაც უცხო ხმა გადაჰქუხს, მთელს ტყეს

თეთრი სამოსი შვენის უღრან ტყეს,

მგლების ყმუილი სერავს თეთრ სერებს

აქვე დათუნა აძინებს ბელებს

ღორი სთხრის დიდ მუხისა ფესვებს

ბუ თავის ბარტყებს უყვება ზღაპრებს,

ბილიკზე მოდის ორი მელია

ორი ცბიერი კუდაგრძელია

აკვირდებიან დათოვლილ ველებს

კუდის ქნევით შლიან ნაკავალევს.

სდუმს არემარე მაღლიდან მთვარე

დაჰნათის მთელს ტყეს, დათოვლილ ველებს

და მერე ქარმაც ნელა დაჰქროლა

მთელი ტყე უცბად აახმაურა.

ცაც შეიმოსა თეთრი ღრუბლებით

სწარაფად მოფრინავს თეთრი გუნდები,

მოდის და მოჰქრის ფიფქები უხვად

თეთრად ედება ხარირიმის დიდ რქას

მოდის მობოტავს ირემი დინჯად

ეს თეთრი თოვლი მასაც იზიდავს.

მიდის ქორბუდა უცქერის დიდ მთას

ოჰ როგორ უყვარს ეს ლამაზი მთა, 

ამ მთის ქიმიდან გარემოს ხილვა

უყვარს და მერე რარიგად უყვარს.

ავა დადგება მთის მაღალ ქიმზე

უცქერს გარემოს მოთეთრო მდელოს

და მერე როცა დატკბება ცქერით

ჩაჰყვება ღრმას და დაბურულ ტაფობს.

მიდის ქორბუდა მიაპობს ღრმა თოვლს

ციდან ფიფქები ათოვს და ათოვს

ტყეში ზამთარი გამეფებულა 

რალამაზია როცა ტყეს ათოვს!



#95 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2922 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

:good:  :good: :good:

:bravo:  :bravo:  :bravo:



#96 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.28056253_914713762023975_252417382814783

.ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! -

იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!..
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!..
სად არის იგი?- ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, -
ათასში ერთი გამხდარა ღირსი!



/მუხრან მაჭავარიანი/.



#97 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
keti7909

keti7909

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 335 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:qartveli

legion.ge-919-1549407423.jpg

 

 

ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,

ყაბარდოს ველი გადაიარა,

ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს

ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

 

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან

ხოდაბუნები თავთუხებისა,

შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,

როგორც ბადაგი დადუღებისას.

 

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო

როცა ზაფხული რუსთაველისა,

ნეტამც ბადაგი არ დამელია

და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

 

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,

შემოვამტვერე გზები ტრიალი,

მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,

ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

 

მაგრამ თვითონაც დაილეწება,

დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,

მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,

თავი შუაზე გადამიჩეხა!

 

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,

ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...

როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,

ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

 

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,

დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;

ვარდის ფურცლობის ნიშანი არი

და დრო ახალი პაემანისა!..



#98 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
11081322_1029988767015913_76705264322652
 

ჩამსწორებელი babu, 27 March 2019 - 02:24 AM.


#99 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 634 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori

.

.28056253_914713762023975_252417382814783

.ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! -

იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!..
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!..
სად არის იგი?- ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, -
ათასში ერთი გამხდარა ღირსი!



/მუხრან მაჭავარიანი/.

:good:



#100 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
"მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო.
კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!
გაიგე ავი და კარგი: შაუფერადე ყველასა;
ნუ მიენდობი, ერიდე, კაცს გაიძვერას, მელასა.
ოღონდ ვაჟკაცი ვარგობდეს, რა უშავს ჩოხას ძველასა."

ვაჟა ფშაველა

#101 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 634 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori

:bravo:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?