Jump to content

სურათი

"პოეზია"


ამ თემას აქვს 100 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკური ბაკაშვილი

ბაკური ბაკაშვილი

    ველიტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • Pip
  • 20 პოსტი
  • მისამართი:ქ.ლაგოდეხი
  • წარმოშობა:კახეთი

"ტყემლის ხე"

ტყემლის ხეები აყვავდნენ ქუჩად,
მას ნუ გახედავთ როგორც ქალს მრუშად,
მომხიბვლელია რაოდენ მეტად,
უფრო მიზიდავს, აღმიქვავს მხეცად.

მაგრამ ცდუნებას ვეღარ ვუძლებ და,
ისე ვუყურებ როგორც ქალს ჩუმად,
მე დროს არ ვხარჯავ არცროდის ფუჭად,
ვერც ის გაუძლებს ცდუნებას მუდამ.

პატარძლის კაბას ყვავილი აცმევს,
სურნელებასაც ისა ჰგვრის მუდამ,
მინდა ვეცეკვო ვალსი მას ქუჩად,
თავმომწონედ და ყველასგან ჩუმად.

ბაკური ბაკაშვილი.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰეე დაგვიბრუნდი ბიოო!!! ;)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკური ბაკაშვილი

ბაკური ბაკაშვილი

    ველიტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • Pip
  • 20 პოსტი
  • მისამართი:ქ.ლაგოდეხი
  • წარმოშობა:კახეთი

"გაზაფხულია"

გაზაფხულია და, მგონი აყვავდნენ
ირგვლივ მდელონი,
ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტი ყვავის,
დღეს ქორწილი აქვს
გაზაფხულის უნაზეს ყვავილს.

ია, ენძელას ვალსს ეცეკვება,
ყაყაჩო წითელ სხივებს ასხივებს,
ირგვლივ ხასხასა მწვანე ბალახს კი,
თეთრი გედები სტუმრად ეწვივნენ.

ბაკური ბაკაშვილი.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკური ბაკაშვილი

ბაკური ბაკაშვილი

    ველიტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • Pip
  • 20 პოსტი
  • მისამართი:ქ.ლაგოდეხი
  • წარმოშობა:კახეთი

***
არ ვიცი რატომ ხდება, რომ როცა,
ცხოვრების წლები უშნოდ გარბიან,
გინდა, რომ რაღაც შეცვალო, მაგრამ,
უძლეველ ძალას ვერა ვჯობნივართ.

კვლავაც მივალ და კვლავაც მოვდივარ,
ვფიქრობ და მინდა ვაკეთო, მაგრამ,
ის უცხო ძალა ისე აკეთებს,
როგორც მას უნდა, და არა ღატაკს.

ისევ აფეთქდნენ ატმის ხეები,
სურნელი მათრობს ალუბლის ხისგან,
რქაწითელს შევსვამ ნაბოძებს ღვთისგან,
და ალბათ სიკვდილსაც ნაჩუქარს მტრისგან.

მაგრამ ყაყაჩო კვლავაც იფეთქებს,
ფუნჯი ეკუთვნის ფიროსმანს მისგან,
წითლად მოხატავს კვლავ ირგვლივ მინდვრებს,
და თეთრ ენძელებს ჩაქსოვს ნიშნად.

ბაკური ბაკაშვილი.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკური ბაკაშვილი

ბაკური ბაკაშვილი

    ველიტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • Pip
  • 20 პოსტი
  • მისამართი:ქ.ლაგოდეხი
  • წარმოშობა:კახეთი

"დღე და ღამე"

კვლავაც ღამემ უმასპინძლა,
განთიადის დესპანს,
კვლავაც ფოთლებს ნაზი სიო,
გადააცმევს პერანგს.

ჩიტუნები ყიჟინებენ,
შაშვი ნაზად გალობს,
აფეთქებულ ვარდის კოკრებს,
ბულბული სტვენს ღამეს აკრთობს.

განთიადის დესპანს ახლავს,
მზის სხივების დიდი ჯარი,
კვლავ გაიხდის თავის აბჯარს,
გალავანთან ღამის მცველი.

კვლავაც ღამე ცხრა მთას იქით,
გადახვეწავს თავის მერანს,
მაგრამ კვლავაც გამოგზავნის,
დღესთან, თავის უცვლელ დესპანს.

ბაკურ ბაკაშვილი.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკური ბაკაშვილი

ბაკური ბაკაშვილი

    ველიტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • Pip
  • 20 პოსტი
  • მისამართი:ქ.ლაგოდეხი
  • წარმოშობა:კახეთი

"ღამით სიჩუმე ბარდნის"

რა ლამაზია, რა ნაზი,
ღამით სიჩუმე ბარდნის,
მარტო ვზივარ და ზეცით,
ფიქრთა წვეთები მაწვიმს.

ღამის სიჩუმეს კვლავაც,
ლაღი ხევის ხმა აკრთობს,
ცხელი ფიქრების ალი,
კვლავ შეციებულს მათბობს.

ზეცით ღრუბლები მძვინვარებს,
მუზა თავისთან მიბარებს,
ვარსკვლავთ გუნდებს და მთვარეს,
ღრუბელი უკეტავს კარებს.

რა ლამაზია, რა ნაზი,
ღამით სიჩუმე ბარდნის,
მდედრსაც სძინავს და კვლავაც,
ხმა აღარ ისმის მამრის.

ბაკურ ბაკაშვილი



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკური ბაკაშვილი

ბაკური ბაკაშვილი

    ველიტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • Pip
  • 20 პოსტი
  • მისამართი:ქ.ლაგოდეხი
  • წარმოშობა:კახეთი

***

ღამით მნათობი ლამპიონები,
ნისლში ჩაძირულ ზაქათლის ქუჩას,
გულჩათხრობილი მარტო ვზივარ და,
ჩემს სევდას ნაპირი აღარსად უჩანს.

ცამაც თვალები ცრემლით შეივსო,
ტირის და მოჩქებს ჟუჟუნა წვიმაც,
ამ სილამაზეს ვეღარ გაუძლო,
ზურგი აჩვენა ნიავმაც ცივმაც.

ვიცი სიკვდილო!, ადრე თუ გვიან,
ჩემთან მოხვალ და შემოხსნი ჭიშკარს,
დამმარხავ ისე სიცილ-კისკისით,
გულზე დამაყრი ნაწვიმარ მიწას.

ბაკურ ბაკაშვილი



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკური ბაკაშვილი

ბაკური ბაკაშვილი

    ველიტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • Pip
  • 20 პოსტი
  • მისამართი:ქ.ლაგოდეხი
  • წარმოშობა:კახეთი

"დეკემბრის თვე გაზაფხულდა"

დეკემბრის თვე გაზაფხულდა,
მოჩქეფს თბილი წვიმა,
ხეები კვლავ აჩურჩულდნენ,
უნდათ კვირტებს სკდომა.

მთა, ბარს კვლავაც შემოუწყრა,
უხმო ღრუბელს ნიღბად,
ნისლმა ჭალა დატბორა და,
ძირს განირთხა მინდვრად.

ბაკური ბაკაშვილი.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკური ბაკაშვილი

ბაკური ბაკაშვილი

    ველიტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • Pip
  • 20 პოსტი
  • მისამართი:ქ.ლაგოდეხი
  • წარმოშობა:კახეთი

"ჩემი სურვილები"

ისევ თეთრად მათენდება,
ცის ლაჟვარდი მესალმება,
კალამი ხელს მეტანება,
მარტო ყოფნა მევასება.

მინდა ზეცით ავიჭრა და,
ცის კაბადონს დავეზასო,
მზეს კი ახლად გაღვიძებულს,
მის სხივებად დავემატო.

წითელ ვარდის კოკრებს მინდა,
დილის ნამად დავენამო,
აფეთქებულ ატმის კვირტებს,
ფუტკარივით დავეწაფო.

ლამაზ ქალებს, ქალბატონებს,
სიყვარული ვაგრძნობინო,
მთაში ჯიხვებს ჯარჯის სახე,
დაუნდობლად გავახსენო.

ბაკური ბაკაშვილი.



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აი გენაცვალე ....ბაკურჯან

:good:  :good:  :good:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

ბაკურ შენ გენაცვალე ამდენი სევდა საიდან მაგ ჯიგარ გულში? 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1952 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

გენაცვალე ბაკურ მაგარი ხარ რა. :good:



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკური ბაკაშვილი

ბაკური ბაკაშვილი

    ველიტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • Pip
  • 20 პოსტი
  • მისამართი:ქ.ლაგოდეხი
  • წარმოშობა:კახეთი

"ყარაჩოღელ ვაჟკაცებსა"

 

იცით?, მინდა ფრთებ შესხმულმა,
ცად კამარა შევკრა მყისვე,
მზის ჩასვლისას მელამუროს,
მონაქროლი სიო ისე,
წამიერად დამავიწყოს,
ჩემი მე და ჩემი სახე.

ხორც შეუსხმელ სულად ვიქცე,
ვერვინ ვერსად დამინახოს,
იეთიმ გურჯის ნაკვალევზე,
ღმერთმა გავლა შემიფასოს.

მიუწვდომელ მწვერვალს მივწვდე,
არწივთ ბუდეში ვეფერო,
ბარში ხოხბის მცველად დავდგე,
რომ არავინ აწყენინოს.

რუსთაველის სამწყემსი ვარ,
მე იმის სულს ვენაცვალე,
მოქეიფე კაცის ხელებს,
ჭიქით ხელში ვენაცვალე!

ყარაჩოღელ ვაჟკაცებსა,
მინდა გითხრათ ერთი რამე,
მთას ირემი მოიწველოს,
თქვენს დილიხორს ვენაცვალე!


ბაკურ ბაკაშვილი.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა ბაკო მაგარი ხარ რაა! გენაცვალე მაგ ჯიგრიან გულშიი!!!!( ვახ ერთი მაგრად გაგვიმარჯოოს!)



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40670 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ნიკო გომელაური - მე რომ წავალ

62911139118442264987.jpg
 

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი


 


შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?