თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს.
ამ მომენტში ხდება ლულის ტუჩთან ჰაერის მიჭირხვნა (ლულიდან გამოტყორცნილი ცხელი აირები ეჯახება ატმოსფეროს შედარებით ცივ ჰაერს) რაც იწვევს აფეთქებას თოფის სროლისას, აფეთქებისას წარმოიქმნება ხმა!

უკვამლო თეთრი დენთი (თოფის წამალი) ნიტრო ცელულოზაა (საარტილერიო ჭურვებში იხმარება ,,კარდიტი,,) რომელიც წვისას წარმოქმნის გაზებს ანუ წვისას ფართოვდება უცაბედად და პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიაში, აწვება რა ვაზნაში მოთავსებულ ჭურვს (საფანტი, ტყვია , საარტილერიო ჭურვი. დ.ა.შ) იწვევს მის უკუშეუქცევად მოძრაობას ლულის არხის გასწვრივ, სანადირო თოფებში ნახმარი უბოლო დენთი (სოკოლი, ბარსი, რექსი, ...) გათვლილია სანადირო ვაზნებისათვის ,,ჟეველოს,, ტიპის ფისტონისათვის (კაფსულა)... (,,ცბ,, ე.წ კაფსოლ ცენტრალნავა ბოია) გათვლილია კვამლიანი შავი დენთისათვს, ასეთი ფისტონით აალებული თეთრი (უბოლო) დენთით დატენილი ვაზნა იძლევა არასრულფასოვან და არასტაბილურ გასროლებს.
აუცილებელია საფანტის სიმსხოს შერჩევა თოფის ლულის შევიწროვებასთან ,,ჩოკთან,, მიმართებაში ანუ კარტეჩის და შედარებით მსხვილი საფანტის სასროლად აგრეთვე ცალი ტყვიის ,,იაკანი მაიერი გუალანდი პოლევა, იდეალი, ვიატკა, სპუტნიკი ბლონდო მირაჟი,, დ.ა.შ სასროლად უკეთესია და რეკომენდირებულია ნახევარჩოკის, ცილინდრის, ან შევიწროვებული ცილინდრული ლულის ხმარება, ჩოკით ნასროლი ზემოთ ხსენებული ჭურვები არასტაბილური შლის და მოხვედრის მაჩვენებლით გამოირჩევა და გარდა ამისა შეიძლება თოფიც დავაზიანოთ, სასტიკად აკრზალულია ძლიერი ჩოკური შევიწროვებული ლულებიდან (1,25. 1,35. 1,4) (ესეთი ხშირად აქვთ ტრანშეული სტენდისათვის დამზადებულ სპორტულ თოფებს),, მსხვილი (5 ნომერი ) საფანტზე მსხვილი საფანტის სროლა,ასევე ნებისმიერი ზემოთ ხსენებული ცალი ტყვიისა და კარტეჩის სროლა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დავაზიანებთ თოფს. ძლიერი 1,25 და ძალიან ძლიერი 1,35. 1,4 ჩოკიდან იდეალურშედეგს იძლევა 6, 7, 8, 9, ნომერი საფანტი, საშუალო და შორ მანძილზე სროლისას. მეოთხედ ჩოკი ანუ 0,75 ტიანი შევიწროვებით საუკეთესო შედეგს იძლევა 5, 4, 3 ,2 ,1 ,0, 00, 000. საფანტის სროლისას შორ მანძილძე. გარდა ამისა სანადორო თოფს რომლის ლულებიც გათვლილია ფოლადის საფანტით დატენილი ვაზნების სროლისათვის ჩოკური შევიწროება არასტანდარტული აქვთ ანუ უფრო ნაკლებ შევიწროვებულია თუმცა მარკირება იგივე აქვთ. ასეთი ლულიდან ნასროლი ჩვეულებრივი საფანტი შედარებით ახლო მანძილზე იშლება თანაბრად, თუ გვინდა ასეთი კონსტრუქციის ლულიდან შორ მანძილზე რბილი საფანტით ნადირობა აუცილებელია შევცვალოთ ფოლადის საფანტის სასროლად გათვლილი ჩოკური შევიწროვება რბილი საფანტის სასროლად გატვლილ ჩოკურ შევიწროვებაზე


სტუმარი_devi_*




ზევით ასვლა


