Jump to content


ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს.
 
1d730c7e50a2.jpg
 
ამ ეფექტის ანუ საფანტის დეფორმაციის
 
თავიდან ასაცილებლად ქარხნულ ვაზნებში ხმარობენ ამორტიზატორს ანუ კონტეინერის ძირში ერთგვარი პლასმასის ზამბარასავით მოწყობილობა ალბათ ყველას შეგვინჩნევია., ხელით ნამზად ვაზნებში შეიძლება გამოყენებული იქნას რბილი მასალისაგან დამზადებული საცობები ( პიჟები) მაგალითად ქეჩა, რომელიც ერთგვარ ამორტიზაციას გააკეთებს და თავიდან ავიცილებთ საფანტების დეფმაციას, ნაკლებად დეფორმირებული საფანტი კი ბევრად თანაბრად იშლება და მეტი ჭრაც აქვს რაც წარმატებული ნადირობის ერთ ერთი პირობაა.
f26f19de1e63.jpgაქ კარგად ჩანს თუ როგორ გადაეწყობა საფანტის კონა ლულის შევიწოებულ ნაწილში ,,ჩოკში,, გადასვლისას. 

0a3efc47f25f.jpg 

633f2a31a636.jpg ამ მომენტში ხდება ლულის ტუჩთან ჰაერის მიჭირხვნა (ლულიდან გამოტყორცნილი ცხელი აირები ეჯახება ატმოსფეროს შედარებით ცივ ჰაერს) რაც იწვევს აფეთქებას თოფის სროლისას, აფეთქებისას წარმოიქმნება ხმა

12cce8138efe.jpg e52679dea8c8.jpg

 

 

უკვამლო თეთრი დენთი (თოფის წამალი) ნიტრო ცელულოზაა (საარტილერიო ჭურვებში იხმარება ,,კარდიტი,,) რომელიც წვისას წარმოქმნის გაზებს ანუ წვისას ფართოვდება უცაბედად და პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიაში, აწვება რა ვაზნაში მოთავსებულ ჭურვს (საფანტი, ტყვია , საარტილერიო ჭურვი. დ.ა.შ) იწვევს მის უკუშეუქცევად მოძრაობას ლულის არხის გასწვრივ, სანადირო თოფებში ნახმარი უბოლო დენთი (სოკოლი, ბარსი, რექსი, ...) გათვლილია სანადირო ვაზნებისათვის ,,ჟეველოს,, ტიპის ფისტონისათვის (კაფსულა)... (,,ცბ,, ე.წ კაფსოლ ცენტრალნავა ბოია) გათვლილია კვამლიანი შავი დენთისათვს, ასეთი ფისტონით აალებული თეთრი (უბოლო) დენთით დატენილი ვაზნა იძლევა არასრულფასოვან და არასტაბილურ გასროლებს.

 

აუცილებელია საფანტის სიმსხოს შერჩევა თოფის ლულის შევიწროვებასთან ,,ჩოკთან,, მიმართებაში ანუ კარტეჩის და შედარებით მსხვილი საფანტის სასროლად აგრეთვე ცალი ტყვიის ,,იაკანი მაიერი გუალანდი პოლევა, იდეალი, ვიატკა, სპუტნიკი ბლონდო მირაჟი,, დ.ა.შ სასროლად უკეთესია და რეკომენდირებულია ნახევარჩოკის, ცილინდრის, ან შევიწროვებული ცილინდრული ლულის ხმარება, ჩოკით ნასროლი ზემოთ ხსენებული ჭურვები არასტაბილური შლის და მოხვედრის მაჩვენებლით გამოირჩევა და გარდა ამისა შეიძლება თოფიც დავაზიანოთ, სასტიკად აკრზალულია ძლიერი ჩოკური შევიწროვებული ლულებიდან (1,25. 1,35. 1,4) (ესეთი ხშირად აქვთ ტრანშეული სტენდისათვის დამზადებულ სპორტულ თოფებს),, მსხვილი (5 ნომერი ) საფანტზე მსხვილი საფანტის სროლა,ასევე ნებისმიერი ზემოთ ხსენებული ცალი ტყვიისა და კარტეჩის სროლა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დავაზიანებთ თოფს. ძლიერი 1,25 და ძალიან ძლიერი 1,35. 1,4 ჩოკიდან იდეალურშედეგს იძლევა 6, 7, 8, 9, ნომერი საფანტი, საშუალო და შორ მანძილზე სროლისას. მეოთხედ ჩოკი ანუ 0,75 ტიანი შევიწროვებით საუკეთესო შედეგს იძლევა 5, 4, 3 ,2 ,1 ,0, 00, 000. საფანტის სროლისას შორ მანძილძე. გარდა ამისა სანადორო თოფს რომლის ლულებიც გათვლილია ფოლადის საფანტით დატენილი ვაზნების სროლისათვის ჩოკური შევიწროება არასტანდარტული აქვთ ანუ უფრო ნაკლებ შევიწროვებულია თუმცა მარკირება იგივე აქვთ. ასეთი ლულიდან ნასროლი ჩვეულებრივი საფანტი შედარებით ახლო მანძილზე იშლება თანაბრად, თუ გვინდა ასეთი კონსტრუქციის ლულიდან შორ მანძილზე რბილი საფანტით ნადირობა აუცილებელია შევცვალოთ ფოლადის საფანტის სასროლად გათვლილი ჩოკური შევიწროვება რბილი საფანტის სასროლად გატვლილ ჩოკურ შევიწროვებაზე 

p_up.gif


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2500 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კარგი ინფოა დევი.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სტატიაში ნათქვამია ზოგადათ თუ რომელი შევიწროების ჩოკიდან რა ნომრის საფანტის სროლა არის მიზანშეწონილი



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კი, მართალი ხარ დევი. ყველაზე კარგ შედეგს მაგ მითითებული საფანტის გასროლისას იძლევა

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45469 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტეგები დამატებულია....


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ტელეფონით ვერ ვხედავ თეგებს.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45469 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დამატებულია დევო :tegius


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45469 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცოტა რამ ბალისტიკის შესახებ



მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ჭურვის მოძრაობას ბალისტიკა ეწოდება. აღნიშნული დისციპლინა იყოფა 2 ნაწილად_ შიდა და გარე ბალისტიკად.
შიდა ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის ლულაში მოძრაობის პროცესებს, ხოლო გარე_ შეისწავლის ჭურვის(საფანტის) მოძრაობას ჰაერში, მის ტრაექტორიას, გაშლასა და სიჩქარეს სხვადასხვა დისტანციებზე. 
ბალისტიკა ძალიან დიდი დისციპლინაა. მართალია თქვენს მონა-მორჩილს იოტის ოდენადაც არ აქვს პრეტენზია ამ საქმის მცოდნედ გამოაცხადოს თავი , მაგრამ ცოტაოდენ ინფოს, რომელიც ალბათ დაგაინტერესებთ, აქვე მოგაწვდით:
ა)დენთის მაქსიმალურ წნევა არის დენთის წვის შედეგად ლულის არხში შექმნილი დასაშვები წნევის ზღვრული ოდენობა. 
ამ მაჩვენებელს მწარმოებლები აწერენ ლულებზე. მაგ 700ატ, 750 კგ/სმ2 ან 1050 ბარ. ეს მაჩვენებელი აუცილებლადაა აღნიშნული აგრეთვე თოფის პასპორტშიც. 
ერთეულად აღებულია ტექნიკური ატმოსფერული წნევა(1კგ/1სმ2-ზე). მაგალითად 550 ატ(იგივე 550კგ/სმ2) ნიშნავს, რომ ლულის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე წნევა შეადგენს 550 კგ-ს.
ბ)დატენვის სიმჭიდროვე არის დენთის(საფანტის) სიმჭიდროვე ვაზნაში, რომელიც მიიღწევა საფენზე დაწოლით. გლუვლულიანების ვაზნისათვის უბოლო დენთის გამოყენებისას ამ მაჩვენებლის ოპტიმალურ ოდენობად ითვლება ზღვარი 3-დან 6 კგ-მდე. 
უფრო დიდი სიმჭიდროვისას შესაბამისად იზრდება დენთის წნევა(სახიფათოა)!!!
უარყოფით შედეგს იძლევა სიმჭიდროვის შემცირება და დენთის მასის ზრდაც, რაც განაპირობებს დენთის წნევის გაზრდას ლულის არხის შუა ნაწილში.
გ)შეფარდებითი კოეფიციენტი წარმოადგენს დენთის მასის ფარდობას საფანტის მასასთან. ეს მაჩვენებელი დეტალურად გვაქვს განხილული თემაში ,,მასრების დატევა". დამატებით კი მოგახსენებთ, რომ ბოლიანი დენთისათვის შეფარდებითი კოეფიციენტი არის 1/5-თან ან 1/6-თან.
დ)ჭურვის მოძრაობის სიჩქარე არის ლულის ტუჩიდან სხვადასხვა დისტანციაზე საფანტის გადაადგილების სისწრაფე. ამ მაჩვენებელს ადგენენ სპეციალური მოწყობილობით_ქრონოგრაფით. ეს მაჩვენებელი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ჭრასთან(საფანტისა და ტყვიის შეღწევა სამიზნეში). ადვილი მისახვედრია, რომ საწყის ეტაპზე სიჩქარე მეტია, ვიდრე შემდგომ.
თანამედროვე წარმოების ვაზნები(70მმ-იანი და მაგნუმები) ხასიათდებიან საფანტის სხვადასხვა სიჩქარით, თუმცა 
ჭრა ოპტიმალურია მაშინ, როცა უშუალოდ სამიზნესთან მისი სიჩქარეა არანაკლებ 190-200მ/წამისა.
ე)საფანტის კონის ფორმა არის მოძრავი საფანტის ჯგუფის ზომა და მასში განთავსებული საფანტის მარცვლების დაჯგუფება. საფანტის კონა მოძრაობის მთელ დისტანციაზე უფრო და უფრო იზრდება. მაღალი ხარისხის საფანტის გასროლისას ეს მაჩვენებელი სიგრძეში იზრდება დისტანციის 0,1-ზე ანუ 20 მეტრ დისტანციაზე საფანტის კონის სიგრძე იქნება 2 მეტრი, ხოლო 40 მეტრზე 4 მეტრი და ა.შ.
თუ საფანტის კონის სიგრძე 3,5 მეტრია, მაშინ კონის წინა ნაწილში(1მეტრი) განთავსებული იქნება მთელი საფანტის რაოდენობის 45%, მის შუა ნაწილში(0,5 მეტრი, აქ საფანტის მარცვლები განლაგებულია ყველაზე ახლოს ერთმანეთთან) მთელი საფანტის რაოდენობის 35%, ხოლო კონის ბოლოში(2 მეტრი) დარჩენილი 20%.
სიბურჯღლე და საფანტის გაშლის დიამეტრი განსხვავებულია სასროლი დისტანციისა და ლულის ჩოკური შევიწროების შესაბამისად. მაგალითად, N7 საფანტით 20 მეტრ მანძილზე ჩოკიანი ლულით ნასროლი საფანტის გაშლის დიამეტრია 45სმ, ხოლო ცილინდრით ნასროლისა კი 80 სმ.

------------------------

ცნებაში სიბურჯღლე იგულისხმება სტანდარტულ სამიზნეში მოხვედრილი საფანტის მარცვლების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულ დისტანციაზე. ის გამოისახება პროცენტებში, მასრაში არსებული საფანტის რაოდენობის მიმართ.
აგრეთვე არსებობს საზომი ერთეული_ სიბურჯღლის სიმჭიდროვე, რაც გამოისახება სამიზნეში მოხვედრილი საფანტის მარცვლების რაოდენობით სამიზნის ერთეულ ფართობზე(1 კვ/სმ-ზე, 1კვ/დმ-ზე და ა.შ.)


ჭრა საფანტის კინეტიკური ენერგიაა, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნეში მის შეღწევას(სანადირო ობიექტის შემთხვევაში მის მოკვდინებას).



სიბურჯღლისა და ჭრის ოპტიმალური შეთანაწყობა არის წარმატებული სროლის ძირითადი განმაპირობებელი(მორტყმის ემთხვევაში ). ამ ოპტიმიზაციას კიდევ ,,ოქროს შუალედსაც" უწოდებენ.
თუ ჭრა ზედმეტია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ დისტანციაზე შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო წვრილი საფანტი, რითაც საფანტის მარცვლების რაოდენობა გაიზრდება, გაიზრდება გაშლის დიამეტრიც. აღნიშნული უკეთესობისაკენ ცვლის სიბურჯღლის სიმჭიდროვესაც(სიბურჯღლის სიმჭიდროვე ოპტიმალურია, როცა ტუშში ხვდება საფანტის არანაკლებ 4 მარცვლისა).

თუ მსროლელი იმდენად გაწაფულია, რომ მოძრავ სამიზნეს ,,მოათავსებს" საფანტის კონის ცენტრში, სადაც კონცენტრაცია ყველაზე მეტია(საფანტის კონის თაობაზე პირველ პოსტში გვაქვს საუბარი), ასეთ შემთხვევაში წარმატება გარანტირებულია 

გურული

კლუბი მონადირე


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45469 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

,,ტყვია მიფრინავს ჯერ ლულაში, შემდეგ პარაბოლაზე, ბოლოს კი ინერციით"

182d685fcbb1.jpg


რაზე იხარჯება გასროლისას დენთის წვის შედეგად გამოყოფილი ენერგია? ეს კითხვა ალბათ ზოგიერთს დაებადა 


დენთის წვის შედეგად ენრგია შემდეგნაირად იხარჯება:

ვაზნის გათბობა 4%

ტყვიის(საფანტის) კინეტიკური ენერგია 29%

გაზების კინეტიკური ენერგია 19%

ლულის გათბობა 22%

გაზების გათბობა 19%

ტყვიის(საფანტის ან კონტეინერის) ხახუნი ლულის შიდა ზედაპირზე 7%


სულ 100%

აქედან ადვილი მისახვედრია რატომ აქვს თოფს უკეთესი ბალისტიკური მაჩვენებლები თბილ ამინდში. 

პ.ს. 12 ყალიბის თოფს, რომლის წონაა 3,4კგ, უკუცემის ენერგია აქვს 23,73 ჯოული 32 გრამიანი ვაზნის გასროლისას(ტყვიის საწყისი სიჩქარე 350მ/წმ). 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45469 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სტატისტიკა და ტექნიკური მახასიათებლების მოყვარულებისთვის


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?