Jump to content

ბაზიერი

ნადირობის ხერხები

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
bazieri_suratiii_moandirecom.jpg
bazieri.jpg

ბაზიერი, ბაზიარი (სპარს.), ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურე ფეოდალურ საქართველოში. ევალებოდა აგრეთვე შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით (კარი 59, პ. 193-195), იყვნენ ქორის, შავარდნისა და გავაზის ბაზიერები. სამეფო კარის ბაზიერი სანადირო უწყებას ეკუთვნოდა და ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდა.


ბაზი (სპარს. ბაზ - მიმინო, ქორი), მონადირე დამჭერ ფრინველთა ზოგადი სახელი. განეკუთვნება მთის არწივი, სონღული, გავაზი, შავარდენი, ქორი, მიმინო და ნაწილობრივ მარჯანი. ყირგიზეთსა და ყაზახეთში მთის არწივით (ბერკუტი) ნადირობენ მელაზე, კურდღელზე, ზოგჯერ მელაზე; ქორით - იხვზე, ბატზე, ხოხობზე, გნოლზე; თურქმენეთში გავაზი სანადიროფ შემოდგომასა და ზამთარში გაჰყავთ. ბაზს იჭერენ ბადით, ხაფანგით ანდა ნახევრადშებუმბვლილი ბარტყი ამოჰყავთ ბუდიდან, შებუმბვლის შემდეგ მართვეს წვრთნიან ნადირ-ფრინველზე სანადიროდ, ზრდასრულს კი არვევენ ადამიანს და გარემო პირობებს. ბაზს კვებავენ ხორცით. სათანადო მოვლით მთის არწივს სანადიროდ იყენებენ 20 წლის ასაკამდე, გავაზსა და ქორს 5-7 წლამდე.

ბაზით ნადირობა, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. ქორით ნადირობდნენ ხოხობსა და ტყის ქათამზე, იშვიათად იხვზე, მიმინოთი - მწყერზე, ღალღასა და წყლის ფრინველზე ქორსა და მიმინოს ახლაც წვრთნიან (მართავენ). ბაზს იჭერენ სამკუთხედი ფორმის ჩიტბადით გორაკზე (საირაო), სადაც შემოდგომაზე თავს იყრიან გადამფრენი მტაცებელი ფრინველები. ქ. ოზურგეთში სექტემბრის თვეში დაწესებული იყო ბაზიერის დღე. 1969 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად ტარდებოდა გამოფენა-შეჯიბრი, სადაც შეფასება ეძლეოდა ბაზის გარეგნობასა და გაწვრთილობას. დასავლეთ საქართველოში მიმინოთი მწყერზე ნადირობდნენ.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43488 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გია ამბობდა ამასწინათ უკრაინიდან დამიკავშირნენ ჩამოსვლა უნდათ და ფილმის გადაღებაო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

მე ჩავერთვები სულ მალე ბაზიერობაში  :ki:  :ki:  :ki:

თოფის დედაც  :0073: ბევრად მაგრად ვიკაიფებ  :0069:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ჰაა სამო როგორიაა სტელა რო ნაბულზე დადგება, მწყერს ამოიყვანს და ხელიდან რო მიმინოს მიუშვებ, იიფ რა იქნებაა....

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მაგარი თუ არ წეიყვსნა სამუშია.:)

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43488 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოხობზე  არ ვინადიროთ , მტაცებელი ფრინველებით? მგონი მოდის მაგის დრო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ძალიან კარგი იდეაა და თან ძალიან საინტერესოა,..... 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?