Jump to content


ამ თემას აქვს 64 გამოხმაურება

#46 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარია სულმნათი ლადო....


legion.ge-82-1553250819.jpg


#47 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი
ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი
 
სიმღერა საქართველოზე

წვიმდა და თბილისს ეფინა ჯანღი,
ნარიყალას მზე გათენდა დიდგორს,
კრწანისის ველზე დაჰქროდა ქარი,
მტკვარი სიმღერას ამბობდა თითქოს.
მაღლით ლოცავდა ქართველთ მთაწმინდა,
ანჩისხატიდან რეკავდა ზარი,
ჯვარისმამასთან მლოცველი იდგა,
ქართლის დედასთან ქართველი ქალი.
დამძიმებოდა ხმალი ერეკლეს,
კრწანისის ველზე იდგნენ გმირები,
მეტეხის ხიდზე ასი ათასნი,
მარადისობას შენაწირები.
თამარი,შოთა,ცოტნე,პაატა
და სააკაძის ხმალის ნატეხი,
იკურთხოს გმირი ქართველი დედა,
ხერხეულიძის სისხლად ნაწვეთი.
და ქროდა ქარი,ისტორიისა,
ფაფარს უშლიდა უბელო ცხენებს,
ჯვარისმამასთან ლავაშს აკრავდნენ,
საქართველოზე სიმღერებს წერენ.
მძიმედ ბრუნავდა ბედის ბორბალი,
უკვდავებაში ძერწავდა გმირებს,
ქართველო ერო,საქართველოსთვის,
იბედნიერე,მრავალჟამიერ!

დეკანოზი თავმას ჩოხელი.

 



#48 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti

სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ და მისროლია თოფიო 
ბავშვობიდან მიყვარდა ოციანი შტოფიო
   :ki:
  :beer:  :0030: 



#49 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ერი ჰაა. ჰა ერიიი? მგონი კუდევ ერთს აწუხებს მუზები. აქ იტალიაში ვნახე კარავაჯოს უკვდავი ტილო. ფანტასტიური ნახატია. "ბახუსი და მუზები ". ჩვენი მახოც ეგრეა რა. ეტყობა ბახუსი და მუზები ერთდროულად ეწვიენ.

legion.ge-82-1553250819.jpg


#50 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti

ერი ჰაა. ჰა ერიიი? მგონი კუდევ ერთს აწუხებს მუზები. აქ იტალიაში ვნახე კარავაჯოს უკვდავი ტილო. ფანტასტიური ნახატია. "ბახუსი და მუზები ". ჩვენი მახოც ეგრეა რა. ეტყობა ბახუსი და მუზები ერთდროულად ეწვიენ.

სხვათაშორის გამოგიტყდებით ბატონო კახა და გეტყვით რომ ოდესღაც მეც ვწერდი ლექსებს  :ki:



#51 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ე ხომ გამოვიცანი? ;)  :ki: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#52 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti
კი ბატონო

#53 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

 

ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი
 
სიმღერა საქართველოზე

წვიმდა და თბილისს ეფინა ჯანღი,
ნარიყალას მზე გათენდა დიდგორს,
კრწანისის ველზე დაჰქროდა ქარი,
მტკვარი სიმღერას ამბობდა თითქოს.
მაღლით ლოცავდა ქართველთ მთაწმინდა,
ანჩისხატიდან რეკავდა ზარი,
ჯვარისმამასთან მლოცველი იდგა,
ქართლის დედასთან ქართველი ქალი.
დამძიმებოდა ხმალი ერეკლეს,
კრწანისის ველზე იდგნენ გმირები,
მეტეხის ხიდზე ასი ათასნი,
მარადისობას შენაწირები.
თამარი,შოთა,ცოტნე,პაატა
და სააკაძის ხმალის ნატეხი,
იკურთხოს გმირი ქართველი დედა,
ხერხეულიძის სისხლად ნაწვეთი.
და ქროდა ქარი,ისტორიისა,
ფაფარს უშლიდა უბელო ცხენებს,
ჯვარისმამასთან ლავაშს აკრავდნენ,
საქართველოზე სიმღერებს წერენ.
მძიმედ ბრუნავდა ბედის ბორბალი,
უკვდავებაში ძერწავდა გმირებს,
ქართველო ერო,საქართველოსთვის,
იბედნიერე,მრავალჟამიერ!

დეკანოზი თავმას ჩოხელი.

 

 
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
 
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
 
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
 
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
 
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
 
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
 
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
 
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
 
 
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
 
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
 
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
 
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
 
ეფინებოდა გმირების გვამებს -
 
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
 
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
 
 
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
 
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
 
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
 
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
 
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
 
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
 
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
 
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
 
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
 
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
 
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
 
 
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
 
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

25თებერვალს მივამსგავსე რატომღაც დასაწყისში 


#54 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ემოციურია. :0038:  :0041:


legion.ge-82-1553250819.jpg


#55 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
 
 

  •  
 
 
ლეგენდად დარჩეს! გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,

და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა,
– ტიტე, ძამიკო! – შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი
და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს…
ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!
 


#56 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

პარაბელუმთან" ძველი "ტეტეც" უჯრაში გდია...

"პარაბელუმთან"
ძველი "ტეტეც" უჯრაში გდია,
რომ აიღო და,
ვთქვათ, რომ შუბლში იხალო ტყვია,

ან, უხმაუროდ,
ჰიგიენის, ეთიკის დაცვით,
ცოლს დახვდე
ჭერში დაკიდული, ქათქათა საცვლით,

ან კიდევ არის
გზა მესამე - კარგად დაპურდე,
მაჩაბელივით
გახვიდე და აღარ დაბრუნდე,

მე შენ გეტყვი და,
შენი ადლით გაგზომავს ვინმე,
ან, თუ გაგზომა,
დაგიმადლის კაცობას ვინმე!

და ამიტომაც:
სვი და ჭამე, ახარე გული!
ცხოვრებას მიჰყევ -
როგორც ყრიან, დაყარე ფული!

იოლად წერე!
დატეხილი სტრიქონი თვალე -
ნუ გინდა "ლილე",
შემოსძახე მსუბუქი "ლალე" -

ლა-ალე! ლა-ა-ლე!
დღეს თუ არა, ხვალე -
შენთან, შენთან, გალაკტიონ!
შენთან მოვა მალე!



#57 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

16722520_1180797068708352_91568945624562



#58 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

შენს რუკას - შენი ბრძოლების სარკეს, 

წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული, 

ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი, 

დაფლეთილია შენი სხეული,

ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს 

შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი, 

მავანს და მავანს მიუტაცნია, 

სხვათა და სხვათა ადგას უღელი.

რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენია - 

კოდორიანი, ალაზნიანი, 

თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია, 

ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.

მუხას წააქცევს, ლერწამს კი არა, 

პირალესილი ამდენი ცული, 

რა მოგიშუშებს ამდენ იარას, 

რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!

და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელი 

შორიდან როგორ გიყურო მშვიდად. 

ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის, 

დაუდევრობით შენთავე შვილთა!?

არა, შენ წელში ისევ სწორდები, 

რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით, 

ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები, 

შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.

დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს, 

ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული, 

ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს 

დღეს დაფლეთილი შენი სხეული!

ავტორი:

გრიგოლ აბაშიძე


დუდუ

LEGION.GE


#59 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:  :bravo:  :bravo: გულზე ხვდება კაცს რა...


legion.ge-82-1553250819.jpg


#60 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ყველაზე მაგრად ლექს კითხულობს ავტორი !


legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?