Jump to content


ამ თემას აქვს 63 გამოხმაურება

#61 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კვერნა

კვერნა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 302 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:imereti
როგორც ნადირი მონადირეს
აღუძრავს სურვილს,
თოფი აიღოს ან მახეში გააბას მხეცი,
როდესაც გხედავ ეს სიგიჟე
მთელ სხეულს იპყრობს,
და საკუთარი ქმედებები ვერ ამყავს ხელში...
როგორც დათვს ტორის მდინარეში
დაჭერილ კალმახს,
სხვა თევზის გემო ვერ მოუკლავს
სასურველ წადილს,
მეც ასე ვცდილობ დაგიჭირო
შეგექცე ხარბად,
და ზუსტად ვიცი სხვა შეგრძნების
გასინჯვაც არ ღირს...
ხანდახან მსურს, რომ
მინდვრის გულში დაგინთო ცეცხლი,
კატის თათებით გეთამაშე დ
მანამდე მოკლავს.
ზუსტად მიხვდე , რომ
ვიღაც სულ უცხო ჩასახლდა შენში,
უცხო, რომელმაც დაგაფრთხო და ახლოს ვერ მოხვალ...
თითქოს გალიას, ისე გიმზერ , და ვიცი , ალბათ,
რომ საკუთარი ნებით
მასში აღარ ჩაჯდები,
მაგრამ მე მაინც ჯიუტად ყველგან
დაგიგებ ხაფანგს,
და მწამს ერთ დღესაც
ამ ვნებების მსხვერპლი გახდები...
შოზიე <3

#62 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1064 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

ზაქრო აბაიძის ლექსი

დავა

 

ღამე მეძახდა, ვარსკვლავებით მორთული ღამე,
თეთრი ნისლები ჩასწოლოდნენ უტყვად ხეობებს,
თვისკენ მიხმობდა საბაასოდ ბებერი კოშკი,
სიტყვა პასუხი შევბედოთო ერთი-მეორეს.

ეჰეი, თუშნო, ახლობელნო და შორეულნო,
ბუდეს მოწყვეტილ მერცხლებივით რომ დაჰფანტულხართ,
დაგვიწყებიათ წინაპართა ჩამქრალი კერა,
დაგვიწყებიათ ნაღვერდალი რომ აღარ ბჟუტავს.

არა, ვერ გეტყვით, სიამაყე ჯერ კიდევ შეგრჩათ,
სიტყვით ერთმანეთს ეჯიბრებით მთის სიყვარულში,
სავსე თასებით სადღეგრძელოს ლამაზს დახატავთ,
მთებთან სიშორეს გაატარებთ თქვენ სინანულში.

მთიელნი ვართო, დაიკვეხნით ხშირად უცხოსთან,
და მთიელობით ხშირად მოგდგამთ სხვათა ქილიკი,
მაგრამ წინაპართ ნაფუძარზე თქვენ მისასვლელად,
დაგვიწყებიათ ყველა გზა და ყველა ბილიკი.

გეყო მოხუცო, შეუბედე ხავსიან ციხეს,
იქნებ არა ღირს სამდურავი შენგან შვილების,

სხვა დრო მოვიდა, სხვა ცხოვრება, სხვაგან ლაღობენ,
სადაც არიან, იქ დადიან მხარგაშლილები.

როგორ თუ სხვა დრო, დრო ერთია, მოდის და მიდის,
თაობა მოსდევს სხვანაირი, მე იმას ვჩივი,
ძველების მახსოვს ვაჟკაცობა, სიდარბაისლე,
ახლებს შეგცვლიათ ხასიათი, წესი და ნირი.

ვიცი, უბაროდ მთა ვერ გვარობს, არ უხარიან
და ბარსაც მთები შემოარტყა მცველებად ღმერთმა,
მაგრამ არ ჰყოფნით ეს მთა-ბარი, ეს სიდიადე,
მთელს დუნიაზე გაჰფანტულხართ, დადიხართ ქვეყნად.

კაცი ვერა გცნობთ, რა მოდგმის ხართ, რა ჯიშს ეკუთვნით,
უცხო გვარ-ტომში იმოსებით მათი სამოსით,
ფული გაგიხდათ სამშობლოდაც, სალოცავადაც,

ფული გაგიხდათ კაცობაც და სინდის-ნამუსიც.

შეჩერდი ციხევ, აღარ გინდა ამოდ ძაგება,
რა იცი, თუკი ჩვენც არ გვტკივა შენი იარა,
მაგრამ რა იცი, შენ ტკივილი როდის გინახავს,
შენ ხომ ქვა გიდევს, ემაგ მკერდში, გული კი არა.

განა არ გვტკივა, ცარიელი ჩვენი სოფლები,
განა გვალაღებს მიშლ-მოშლილი ციხე და ქავი,
ან ბილიკები, ბალახი რომ გადაფარვია,

ან ნაყანობებს ყორანი რომ თავზე დასჩხავის.

მაგრამ, რა ვუყოთ, თავს ზევით თუ ძალა არაა,
ვაიმეფენი დაგვდგომიან ერის მამებად,
არ დაგიდევენ არც მთის ტკივილს, არცას ბარისას,
თვალნი დავსიათ, ვერ ხედავენ ხალხის წვალებას.

აღარ ვუნდივართ მთიელები ბარის მცველებად,
გუშინდელ დუშმანს დაუმოყვრდნენ, დაუმეგობრდნენ,
რაც კი წინაპართ სისხლის ფასად ჩვენ დაგვიტოვეს,
მტერს ვერცხლით მისცეს, უფრო ახლოს დაუმეზობლდნენ.

რა გეშველებათ, უფიქრალნო, ჰოი, უგნურნო,
განა გაქცევა წამალია მშობელ მთებისთვის,
განა კარგია ზურგშექცევა გამზრდელ მამისა,
ან განებება შვილისაგან სნეულ დედისთვის.

განა ბევრია ქვეყანაზე ჩვენფერი მიწა,
ცად აზიდული მწვერვალები თვალს რომ ალაღებს,
რძისფერ ჩანჩქერში მოქანავე ცისარტყელები,
ეფერებიან ნისლით მორთულ ლურჯ იალაღებს.

განა სხვაგანაც დაგხვდებიან ასე გულღიად,
ან საუცბადოს გაგიშლიან სუფრას მდელოზე,
განა თამადა სხვაგან სადმე ასრე დახატავს,
ვერ შეიკავებ, აცრემლდების სადღეგრძელოზე.

ერთი-მეორეს გაჰყოლილხართ ახლის ძებნაში,
ახალ საქმეს და ახალ ქვეყნებს გაჰკიდებიხართ,
დაგვიწყებიათ სახატენი და სასანთლენი,

უგუნურებით ბეწვის ხიდზე დაჰკიდებიხართ.

დღე დღეს მიჰყვება, შვილნი სხვაგან დაიზრდებიან,
სხვა ჯიშს, სხვა მოდგმას, სხვა ერობას მიეწებებით,
კაცნი დარჩებით სხვათა მოდგმის გასამრავლებლად,
ჩვენი ქალები გახდებიან სხვათა დედები.

აქ კი, აქ რა ჰქნას მინავლულმა ჩვენმა კერიამ,
ან უპატრონოდ მოჭრიალე სახლის კარებმა,
ან ვინ დალოცონ, ვის მწყალობა გამოატანონ,
სანთლის ამნთების მომლოდინე სალოცავებმა.

რა ლამაზია, შემოხედეთ, არ გეცოდებათ,
ეს უპატრონოდ მიგდებული მთა და ველები,
ნუ გაალაღებთ, გეხვეწებით, მტერსა და დუშმანს,
თორემ უმზერენ ჩასაყლაპად, როგორც გველები.

ქვის გული გაქვსო, შენ მითხარი, შენ არ გტკივაო,
მაშ გამოაძრე მაგ კედლიდან ჩემი ერთი ქვა,
შორს თუ გაისვრი, შეხედავ და ვეღარ გაარჩევ,
ან ვინ რა იცის, გუშინ იმ ქვას თუ ციხე ერქვა.

ასე სამშობლოს სიყვარული თუ გაგინელდათ,
თუკი ფიქრითაც სხვა ენაზე დაიწყებთ ფიქრებს,
დე დავინგრიო, განადგურდეს ჩემგან ყოველი,
არარაობად გადავიქცე აჯობოს იქნებ.

მე ვერაფერიც ვეღარ ვუთხარი,
მხოლოდ ვიფიქრე, ეგ არ არისო,
კოშკიც არაფერს აღარ ამბობდა,
კოშკი დადუმდა, სამარადისოდ.



#63 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1064 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

ავტორის მიერ წაკითხული



#64 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1064 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

დედას ფრონტიდან

 

 დედი იცი? აქ ძაან ცივა,

 და თან მძვინვარებს სიკვდილის ცეცხლი.

 იცი?ჭრილობები როგორა მტკივა..

 ჩემი კი არა, ბიჭების დედი.

 ტყვია წვიმასავით გვსეტყვავს და ცვივა,

 უკუღმა დაბრუნდა დღეს ჩვენი ბედი.

 ხან წარღვნა მოვა წითლად ნაღები

 და ხანაც გვანგრევს,გვახელებს მეხი.

 ვდგევართ ურყევად და მაინც ვიბრძვით,

 ტყვიით გვენგრევა ბეჭები,მკერდი.

 მერე რა,თუკი დღეს ან ხვალ მოვკვდი,

 ჩემს გარდა იცი ბევრია მკვდრები.

 დე ..უკვე ბევრი ჩამაკვდა ხელში,

 სისხლად დაცლილებს ვერაფერს ვშველი.

 იცი?მე თავად დავმარხე ძმები

 და ეს სიცოცხლეა? სიკვდილის ფერი.

 მოგვიმარტოვეს ალყაში მტრებმა,

 როგორც ტურებმა ბებერი მგლები.

 სიცოცხლის მჯერა სიკვდილის შემდეგ

 ამიტომ სიკვდილსაც ამაყად ველი.

 დედი,ქუხს ირგვლივ,გვწვავს ცეცხლი ომის

 ვგრძნობთ რომ სიკვდლი ახლოა ჩვენთან.

 არ ვიცით მოვა,როგორ ან როდის

 ეს შეკითხვა მაქ დე მაღალ ღმერთთან.

დედი..ვიცი რომ სიკვდილის შემდეგ

 მაინც ვიცოცხლებ შენს გულში,შენთან.

 და იცი დედა მე ეხლა მივხვდი

 რომ მე მებრძოლი არა ვარ მტერთან.

 კაცი არაა აქ ჩემი მტერი,

 მე უფრო ვიბრძვი უჩინარ ბედთან.

 არ შეგეშინდეს, მარტო არა ვარ

 მე მიღამდება ცოცხლებთან,მკვდრებთან.

 და დედა იცი?მე მინდა გითხრა,

 მივდივარ რადგან მოგვადგა მტერი.

 არა..წასვლით კი არ მივდივარ

 უბრალოდ შენთან საუბარს ვრჩები.

 ბოლოს კი მინდა,მინდა რომ გითხრა!

 მტრის ხელით სიკვდილს ვერ ვეღირსები.

 ხომ გახსოვს დედი როგორ მიყვარდა

 ვაჟკაცობა და დაცვა ღირსების.

 ამიტომ სიცოცხლეს თავად ვასრულებ,

 სიტყვებიც მელევა უკვე რითმების.

 დეე..იამაყე მე ავასრულე,

 რწმენა,იმედი თქვენი და მთების.

 მე მიხარია ვკვდები გმირულად,

 ტყვია არა მკლავს ნასროლი მტრების.

 ვკვდები და მიმყვება სურნელი შენი,

 კალთის,ხელების და შენი თმების.

 და თუ მიპოვეთ ოდესმე გვამი,

 დაჯიჯგნული და ნაოხრი მგლების.

 დამასაფლავეთ დე ახლოს თქვენთან,

 რომ მონატრება არ გაჩნდეს წლების.

 და..გაზაფხულდება ოდესღაც ქვეყნად

 ია,ენძელა ამოხეთქს მიწას.

 ვიცი ,რომ მოხვალ,რომ კვლავ დამტუქსო

 და თან მომიტან უამრავ მიხაკს.

 მხოლოდ ჩურჩულით მომეფეროდე,

 ცრემლს ნუ მაპკურებ მდუმარედ მძინარს.

 და როცა ალერსით გამომაღვიძებ,

 დედი გთხოვ ნურაფერს,ნურაფერს მკითხავ.

 ახლა კი მართლა მივდივარ დედა,

 დეე..მართლა ვრჩები საუბარს შენთან.

 გახსოვს პატარას მიყვარდა დედი

 თამაში ძილისწინ შენ გაშლილ თმებთან.

 აი ამ ლამაზი ფიქრებით ვკვდები,

 ვრჩები საუბარს და..მივდივარ ღმერთთან!!!..........







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?