მელოტა
ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა,ავსტრალიაში და ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე. საქართველოშიც ბუდობს. ზამთრობს კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე და რიგ ტბებზე (პალიასტომი). მელოტა კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება წყლის მცენარეებით, მოლუსკებით, მწერებით. სანადირო ობიექტია,
მასზე ნადირობა ნებადართულია კანონით