Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45144 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იარაღის ევოლუცია



ადამიანმა უძველესი დროიდან დაიწყო იარაღის დაამზდება და გამოიყენება. პირველად მას იარაღი თვითგადარჩენისათვის ესაჭიროებოდა. ნადირობდა საკვების მოპოვებისათვის და იცავდა სანადირო ტერიტორიას პრეტენდენტებისაგან(გარეული ცხოველებისაგან და სხვა ადამიანებისაგან). შუა საუკუნეებამდე იარაღს წარმოადგენდა დანა, ხანჯალი, შუბი, შურდული და ხელკეტი.
მეთხუთმეტე საუკუნეში ევროპაში პირველად გამოჩნდა იარაღი, რომელიც ჭურვს ისვრიდა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი გაზების მეშვეობით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შავ დენთს გაცილებით ადრე იცნობდნენ. მას ძირითადად ფეერვერკებისათვის იყენებდნენ. არსებობს რამდენიმე ვერსია, იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ეს დენთი ევროპაში.
ერთი ვერსიით დენთის რეცეპტი ჩინეთიდან ვენეციელმა ვაჭარმა, მარკო პოლომ შემოიტანა(1271-1292 წლებში პოლო სავაჭრო ექსპედიციის ფარგლებში პეკინში იყო).
სხვა ვერსიით დენთის ფორმულა გერმანელებმა როჯერ ბეკონმა და ბერთოლდ შვარცმა დაადგინეს, რამაც მისი სახელი განსაზღვრა(შვარცი_შავი). დადგენილი იქნა, რომ შავი დენთი არა მარტო ფეერვერკისათვის გამოდგება, არამედ ჭურვის გასატყორცნადაც.
პირველი ჭურვის მსროლელი იარაღი წარმოადგენდა მეტალის მოკლე მილს, რომელიც ხის სადგარზე იყო დამაგრებული(ასრულებდა კონდახის ფუნქციას). მას ერთი ბოლო დახშული ჰქონდა, რომელშიც დატოვებული იყო პატარა ჭრილი ცეცხლის მისაწოდებლად. მეორე ბოლოდან ხდებოდა დენთისა და ჭურვის ჩადება(ჭურვად იყენებდნენ კენჭებს, ტყვიასა,რკინის ბურთულებს). აფეთქებას პირველად გახურებული ნახშირით ან ანთებული ხის წკირით ახდენდნენ. მოგვიანებით ამფეთქებლად პატრუქის გამოყენება დაიწყეს.
პატრუქის დეტონატორად გამოყენებას გაჩნდა რიგი ნაკლოვანებებისა. ასე მაგალითად: ქარიან და წვიმიან ამინდში ძნელდებოდა აფეთქება. აგრეთვე ღამით იარაღის გამოყენებისას ანთებული პატრუქი ხილულს ხდიდა მსროლელის მდებარეობას მოწინააღმდეგისათვის.

პატრუქიანი თოფი
ln8ur.jpg


პატრუქის დეტონატორის შემდეგი თაობა გახდა საკეტი გორგოლაჭის გამოგონება. ის შედგებოდა მეტალის დისკისაგან, რომელიც მოქმედებაში მოდიოდა სპირალური ზამბარით. ეს მექანიზმი იძაბებოდა ქანჩით და ფიქსირდებოდა(იკეტებოდა). დაკეტილი ბორბალი მოქმედებაში მოყავდა სასხლეტ კავს, დისკი სპირალური ზამბარის მოქმედებით ბრუნდებოდა და ეხახუნებოდა კაჟს, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა ნაპერწკალი, რომელიც თავის მხრივ ანთებდა დენთს.

იარაღი ,,საკეტი გორგოლაჭით"

დამცემი მექანიზმის შემდეგი თაობაა ე.წ. კაჟის საკეტი. ამ საკეტში გამოჩნდა ჩახმახი, რომელშიც სპეციალური ჭანჭიკებით მაგრდებოდა კაჟი. დაძაბული ჩახმახი მოქმედებაში მოჰყავდა ზამბარას, რის შედეგადაც კაჟი ეხახუნებოდა ლითონის ფირფიტას. ფირფიტა კი თავის მხრივ განთავსებული იყო უშუალოდ დენთთან.
კაჟის საკეტის გაუმჯობესების შედეგად გააკეთეს ორჩაქუჩიანი საკეტი: პირველი მათგანი ზემოთაღწერილი ჩახმახის პრინციპით მოქმედებდა, ხოლო მეორეზე ჩამაგრებული იყო კვესი, რომელიც თავის მხრივ უშუალოდ დენთთან იყო მოთავსებული.
გაუმჯობესების მიუხედავად დენთის ანთება კვლავ პრობლემატური იყო წვიმიან ამინდში. ამიტომ გამოგონებული იყო ე.წ. საფარი(სახურავი), რომელიც ეფარებოდა ნაპერწკალის წარმოქმნის ადგილს. ამავე დროს საფარი კვესის ფუნქციასაც ითავსებდა.

კაჟიანი თოფი
n9h2r.jpg


6d206b80e20b.jpg

შუა საუკუნეებიდან მომდინარე სანადირო იარაღის ევოლუცია სამხედრო დანიშნულების იარაღის განვითარების პარალელურად ხდებოდა. პირველი სანადირო თოფი ინგლისელების მიერაა გაკეთებული. სანადირო სცენების პირველი გრავირება 1545 წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ნადირობა მხოლოდ დიდგვაროვანთა პრივილეგია იყო. ბრიტანეთის პარლამენტის 1542 წელს გამოცემული კანონით ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა მხოლოდ მსხვილ მიწათმფლობელებსა და დიდგვაროვნებს შეეძლოთ(მათი წლიური შემოსავალი 100 გირვანქა სტერლინგზე მეტი უნდა ყოფილიყო). გლეხებსა და მდაბიოებს ნადირობაში მხოლოდ მარეკების ფუნქციის შესრულება ევალებოდათ.
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან სულ უფრო ფართო მოხმარებას ჰპოვებს გლუვლულიანი იარაღი.
იარაღის განვითარების ისტორიაში ნამდვილი გარღვევა იყო ბრიტანელი ქიმიკოსის ჰოვარდის 1799 წლის გამოგონება. გამოგონებას ავტორმა ,,მგრგვინავი ვერცხლისწყალი" უწოდა. მის საფუძველზე 1808 წელს შოტლანდიელმა მღვდელმა ალექსანდერ ფორსაიტმა შეიმუშავა ახალი ქიმიური ნივთიერება ფულმინატი, რომლის მოთავზებაც შესაძლებელი იყო პატარა კაფსულში. ამ გამოგონებების შედეგად დენთის ანთებამ ღია სივრციდან დახურულში გადაინაცვლა.

ფორსაიტის საკეტი
5tlmq.jpg

კაფსულის აფეთქებისათვის საჭირო იყო მხოლოდ საჭირო სიძლიერის დარტყმა. ამისათვის შემუშავებული იქნა ე.წ. ჩაქუჩები, რომლებიც პირველადი ჩახმახების ანალოგიას წარმოადგენდნენ. დარტყმის შედეგად კაფსული ფეთქდებოდა და ბრანდმილის(,,ბრანდტრუბკა") საშუალებით მიეწოდებოდა დენთს.
ზემოთაღწერილი პერიოდების იარაღები ლულის ტუჩიდან იტენებოდნენ და მათი სწრაფმსროლელობა საკმაოდ დაბალი გახლდათ.
შემდეგი ეტაპი გახდა მასრის გამოგონება.
1812 წელს შვეიცარელი მეიარაღის, იოჰან სამუელ პაულის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული თითბერის ვაზნა გახლდათ პირველი მცდელობა მასრის კეთებისა.
1832 წელს ცნობილმა მეიარაღემ ლეფორშემ შექმნა პირველი ვაზნა, რომელიც გააუმჯობესა 1840 წელს. ეს გახლდათ პირველი მეტალის სარჭიანი ვაზნა.

თოფი გვერითი აფეთქების ვაზნაზე
ujhjp.jpg

1850 წელს ინგლისში გამოგონებული იქნა T-სებური სისტემის დამცემი მექანიზმი სახაზინო გადატენვის თოფებისათვის, რომლის მრავალმხრივი გაუმჯობესების შედეგად იარაღში მოვიდა დღევანდელი სახის ჩახმახები.
შემდეგი ეტაპი სარჭიანი ვაზნის ცენტრალური აფეთქების ვაზნით შეცვლა გახდა.


გარე ჩახმახებიანი თოფი ცენტრალური აფეთქების ვაზნაზე
c0pnp.jpg


1875 წლის პატენტი, რომელიც ავტორებიც ბირმინგემელი ოსტატები ენსონი და დილი იყვნენ, წარმოადგენს დღევანდელი შიდაჩახმახებიანი თოფის საბაზო მექანიზმს. საკეტი ენსონ-დილის სახელითაა ცნობილი და ის მორიგი გარღვევა იყო იარაღის განვითარების ისტორიაში.

შიდაჩახმახებიანი თოფი
c0xiy.jpg

მეოცე საუკუნის ბოლოდან წარმოიშვა უფრო დიდი ყალიბების და მუხტების გამოყენების ტენდენცია გლუვლულიანებში. მათი სავაზნეები 76მმ ან 89მმ სიგრძის გახდა. სახსნელი ჩოკების კომპლექტი ასეთ თოფებს უნივერსალურს ხდის.

ავტ.გურულო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45144 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

pbese.jpgპრუჟინაზე????


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3545 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

https://forum.guns.r...e/1/104041.html

 

 

https://www.google.r...пирания Kersten

 

https://www.google.r...ертикалок лучше







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?