29 მარტს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ World Rugby-სა და Rugby Europe-ს ოფიციალურად მიმართა, სადაც ითხოვს, გადამოწმდეს რაგბის ევროპის ჩემპიონატზე (2017/2018) რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში ტონგელი სიონე ფაკაოსილეას თამაშის მართებულობა.
რუმინეთის ნაკრებმა 2017/2018 წელბის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად, 2019 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ტურნირი იყო, მეორე ადგილი დაიკავა და იაპონიის პირდაპირი საგზური მოიპოვა. ჩემპიონები კი "ბორჯღალოსნები" გახდნენ, რომლებმაც ტურნირში გამოსვლა მანამდე ჰქონდათ განაღდებული. რუსებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, მესამეზე კი ესპანეთი გავიდა.
თუკი დადგინდება, რომ სიონე ფაკაოსილეას რუმინეთის ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდა, რუმინულ რაგბის სანქციები დაეკისრება. შესაბამისად, ქვეყნის ეროვნულ გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება საქართველოს, რუსეთისა და ბელგიის ნაკრებებთან შარშანდელ და წლევანდელ მატჩებში.
ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულად გამოცხადდება.
ტონგელი მორაგბის თამაში ერთადერთი სკანდალური თემაა არაა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება. ნატურალიზირებული მორაგბის პრობლემა ჰქონდა ბელგიის ნაკრებსაც და ასევე გამოსაძიებელია ბელგია-ესპანეთის მატჩის რუმინელი არბიტრის სამართლიანად მსაჯობის საკითხიც...
