Jump to content


ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გიორგი სარიშვილი-მ(ა) გააზიარა პოსტი.
5 სთ. · 
 
 
 
51007279_377445699707199_509141931404138
Ali Ka არის Guria-ში.

„გურულებმა მარილი დათესესო“!

ზოგს ეს ამბავი ხუმრობა ჰგონია. ბოლშევიკური ისტორიის წყალობით ქართველთა უმრავლესობამ არ იცის, გურიაშიც კი თითქმის დავიწყებულია. არადა სულ იროდე საუკუნის წინ მოხდა, ქობულეთში.
ქობულეთი, ასევე ჩაქვი, ბათუმი, სოფელ კახაბერის ჩათვლით, სინამდვილეში გურიაა, მაგრამ საბჭოთა იმპერიისა და სამშობლოს გამყიდველი კომუნისტების წყალობით, დღეს ამ ადგილს აჭარის ავტონომია ჰქვია.
ქობულეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გააფთრებული ომი მიმდინარეობდა თურქებსა და გურულებს შორის.აღსანიშნავია როსტომ მე-2 გურიელის (1534-66 წწ) ბრძოლები. ასევე მამია გურიელის მიერ 1609 წ მიღწეული დიდი გამარჯვება.ეს ბრძოლები ცნობილია „მარილის ომის“ სახელწოდებით. მამიას არ გაუმართლა, თურქებმა ბლოკადა მოუწყვეს გურიას, ბაზრებში მარილი გაქრა, მამია იძულებული გახდა 1614 წ ომარ ფაშასთან დადებული ზავით ქობულეთი თურქებისთვის დაეთმო.
ადამიანის ენა ვერ აღწერს იმ საზიზღრობებს, რასაც თურქები სჩადიოდნენ ამ ციხე-სიმაგრეში:აუპატიურებდნენ არა მარტო ქალებს, კაცებსაც. გაგარვარებულ შანთებს ურჭობდნენ დედებს საშოში შვილების თვალწინ,რომელი ერთი ჩამოვთვალო და ბოლოს კისერზე ბაწარ მობმული გურულები ქობულეთის ნავმისადგომიდან სტამბულის ბაზარში მიჰყავდათ და ძროხასავით ყიდნენ.
1784 წ. მოთმინებს ჰიალა აევსო გიორგი გურიელს, ქუდზე კაცი გამოვიდა საბრძოლველად, მშველელად იმერთა მეფე სოლომონი მოვიდა 6000 მხედრით.
დილით, გარიჟრაჟზე შეუტიეს ქობულეთის ციხესიმაგრეს, რამდენიმე საათში აიღეს, დედაბუძიანად ამოხოცეს თურქები, ამოხოცეს და ციხის დაშლა დაიწყეს. ვინ არ შლიდა თურმე: ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი . ბოლოს საძირკვლიანად ამოთხარეს, ციხის ლოდები, (მცირე კენჭებიც კი!) ნავებში ჩააწყვეს, ზღვაში გაიტანეს და წყალში გადაყარეს. ხალხმა ხარ-კამეჩებით ციხის ადგილი გადახნეს, ზედ ტონობით მარილი მოაყარეს და გადაფარცხეს. ამაზედ გავარდა ხმა:გურულებმა მარილი დათესესო. დათესეს რათა, არასდროს გაეხარა კოლხთა მიწაზე მუსულმანი თურქის თესლს!


legion.ge-82-1553250819.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გურულები ამერიკაში

49205065_2085461484854535_14610046240549

 

49461770_2089302857803731_49122475549235


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?