Jump to content


ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით.





ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა.
ამდენად გურია მოიცავდა ამჟამინდელი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ, ქობულეთის, ხელვაჩაურის, აბაშის, სენაკის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების, ფოთისა და ბათუმის ტერიტორიას.
გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის). შესაბამისად, არსებობდა სამი საეპისკოპოსო: ჯუმათის (ზემო გურია), შემოქმედის (შუა გურია) და ხინოწმინდის (ქვემო გურია)

პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, "მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.
ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავ გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.
ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა.
არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ მხარეში "გურიანნი", ანუ ფიცხი და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა და აქედან წამოიშვა სახელი გურია.

ფეოდალურ ხანაში გურია ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. საერისთავოს ცენტრი იყო სოფელი გურიანთა.
XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ჰქონდათ ალამბარში, შემდგომ ოზურგეთში, ასევე ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა.
გურიის სამთავრო მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთან. გურიის სამთავროს ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. ოსმალეთის იმპერიასთან მუდმივი ბრძოლების შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ქვემო გურია.

1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. თავის მხრივ, ოზურგეთის მაზრა 12 თემად იყოფოდა. რუსეთის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება დიდი იყო, განსაკუთრებით გლეხობაში, რაც 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, თუმცა უკმაყოფილება დარჩა და 1862 წელს კიდევ ერთი აჯანყება მოხდა ბატონყმობის წინააღმდეგ.
1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. თავდაპირველად გლეხებმა წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, რაც ბახვის მანიფესტის სახელითაა ცნობილი, ხოლო შემდეგ დაიწყეს შეიარაღებულიუ ამბოხება და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკა. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო.
1921 წლიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებასთან ერთად გაუქმა ოზურგეთის მაზრა და მის ნაცვლად შეიქმნა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონები.

გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა "ნადურსაც". ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები
ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.
გურიაში გავრცელებული საცხოვრისის ძირითადი სახეა ოდა, რსახურავი

ოდა

ფიცრული

ომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობდნენ.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კარგუა ზაზაჯან..ამ კახელ კაცს რამდენი გცოდნია გურულებზე.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42822 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე ზაზაჯან !!!! გაიხარე   :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

ბრავო ზაზა, მეც ვიცი ერთი ისტორია გურულების წარმოშობის შესახებ,რომელსაც აუცილებლად გიამბობთ, ოღონდ სუფრასთან.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42822 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბრავო ზაზა, მეც ვიცი ერთი ისტორია გურულების წარმოშობის შესახებ,რომელსაც აუცილებლად გიამბობთ, ოღონდ სუფრასთან.

 

ბაბუ 17 მარტის მერე უთვალავჯერ მოვხვდით სუფრასთან....

ხო და ეხლა გახსენებ , კვირის პურმარილზე არ დაგავიწყდეს
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

image.jpg



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42822 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: :good: :ki:


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

შარშან დეკებრის მერე არ ვყოფილვარ ამ დალოცვილ მახარეში..



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მოკლედ დღეს 4დეკემბერია და.........ჩვეთან სოფელში უზველესი "ჯიხეთის დედათა მონასტერი" რომელი საუკუნეზე მეტი არსებობისააა, და დღეს  იყო "ჯიხეთობა" სადაც უამრავი ადამიანი იყო მოსული და ძალიან ბევრი სასულიერო პირი, მინდა მოგილოცოთ ლეგიონერებო და მთლიანად საქართველოვ, მრავალს დაგვასწროს უფალმა.....

7074b093c519.jpg

2a37f717f9e0.jpg  ესეც ჩვენი ჯიხეთის დედათა მონასტერი და მისი წინამძღოლი "მამა ანდრია"



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
გეიხარეეე ჩემო მურო, შეგეწიოთ მისი მადლი. ხვალ წესით მაქოურ ჰაერს ჩავყლაპავ და გელოდები ჩემთან ;)

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42822 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყველას გილოცავთ მეგობრებო! განსაკუთრებით რა თქმა უნდა მურიკოს!


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42822 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სახელწოდება ,,ჩოხატაურის“ წარმოშობის შესახებ

 
ოდესღაც ჩოხატაურში „ჩოხა“დაატოვებინეს კაზაკებს და სახელიც აქედან ეწოდა. „ჩოხატაური ჩოხადანატოვარი ადგილია, ჩოხატოულია.“ ასეთია ამ სახელის ხალხური ახსნა. ამ ეტიმოლოგიაში გარკვევით ჩანს ისტორიული ფაქტის კვალი, კერძოდ ის გამარჯვება, რომელიც 1820 წელს მოიპოვეს გურიის აჯანყებულებმა ჩოხატაურის საგუშაგოზე, მაგრამ ამ ხალხურ ახსნას მეცნიერული განმარტებისათვის ღირებულება არ გააჩნია. ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ჩოხატაური შემდეგი ფორმებით გვხვდება: ჩეხატაური, ჩახატაური, ჩოხატოური და ჩოხატაური. ეს უკანასკნელი დაკანონებულია დღესაც.
ადგილს, სადაც დღეს დაბა ჩოხატაურია გაშენებული „ბირკნალა“ ერქვა. მცენარე ბირკნალა ყვავილობს გაზაფხულზე, შემოდგომაზე ქრება. ძირითადად გავრცელებული იყო ჭაობიან ადგილებში (მცენარე გადაშენებულია). ჩოხატაურს საგვარეულო სახელს აზნაურ ჩხატარაშვილს უკავშირებენ. აზნაური ჩხატარაშვილები ქვემო ერკეთის მკვიდრნი იყვნენ და მიწებს მდინარე სუფსის
სანაპიროზე ფლობდნენ. მიწებს მფლობელის გვარის
მიხედვით ჩახატაური (ჩხატარაული-ჩახატაური) დაერქვა.

7d8d4ec3-24a9-429f-9d4b-4dda4c6eff8b.png


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

მიყვარს გურია და გურულები <3 :D :*



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42822 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გეიხარე ძამია გეიხარე :0025: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1722 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

        როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი   (მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა)

 

        ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც "არნახული აფიორის" ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი იქცა. საბჭოთა კავშირში კი, რატომღაც, ამ ისტორიას ბოლო დრომდე გრიფი "სრულიად საიდუმლოდ" ედო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1905-1907 წლების გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ახალგაზრდა "წითელი მაუზერისტი" ბესო რამიშვილი საქართველოდან ოსმალეთში გადავიდა, რადგანაც ცარისტული ხელისუფლება "ღვთისა და მეფის საწინააღმდეგო" საქმეებში მონაწილეობისთვის წითელი ცირკულარით ეძებდა. ბესო ერთხანს ლაზეთის ქალაქ ვიწეში (დღევანდელი ფინდიკლი) მჭედლად იყო, მაგრამ მერე აგენტებმა იქაც მიაგნეს და მანაც, დაჰკრა ფეხი და სტამბოლში ამოყო თავი. იქ ბესოს დედის გაზრდილი თავადი სპირიდონ გურიელი ცხოვრობდა და ყოფილ მაუზერისტსაც მისი იმედი ჰქონდა. მართლაც, თავადმა ძიძიშვილი შეიფარა და სამჭედლოშიც დააწყებინა მუშაობა. ამ ხელობას იმხანად სტამბოლში ძირითადად ქართველები მისდევდნენ, მათ კი თავადი გურიელი მფარველობდა.

1910 წელს, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში "ახალგაზრდა თურქთა" გამოსვლები მძვინვარებდა, სპირიდონ გურიელი ვიღაც უცნობმა, ხმის ჩამხშობიანი რევოლვერით მოკლა ქუჩაში. მკვლელობის თაობაზე პოლიციამ ვერაფერი შეიტყო, რადგანაც ჯერ ერთი, მკვლელი არც არავის დაუნახავს - მან თავადს, რომელიც ქუჩაში ეტლს ელოდა, სავარაუდოდ, მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ესროლა; მეორეც - საქმის გამოძიებით თავი არ შეუწუხებიათ, რამდენადაც სპირიდონ გურიელი უცხოელი იყო, თან ქრისტიანი და სხვათა შორის, პოლიცია თავადაც უთვალთვალებდა მას. თვალთვალის მიზეზი უცნობია, თუმცაღა, თავად ეს ფაქტი საფუძველს მოკლებული არ არის, რომ გურიელი ვიღაც გავლენიანი პირის დავალებით გაისტუმრეს იმ ქვეყნად.

გურიელის სიკვდილის შემდგომ, ბესო რამიშვილი და მასთან ერთად მომუშავე 3 გურული - სილიბისტრო ცენტერაძე, ლევან ჭყონია და დათიკო ადეიშვილი სტამბოლში ულუკმაპუროდ დარჩნენ: ის სამჭედლო, რომელსაც ქართველი თავადი მფარველობდა, ვიღაც ალბანელმა შეისყიდა და ძველი მჭედლები ქუჩაში გამოყარა. გურულებმა სხვა ადგილას სცადეს სამუშაოს დაწყება და სტამბოლის ერთ-ერთ ბერძნულ მონასტერში მოეწყვნენ შავ მუშებად. იქ კარგა ხანს იმუშავეს, მაგრამ მერე მონასტერი დაიკეტა და ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ. სწორედ ამ დროს, მათ დაუკავშირდა მონასტრის მამულის ყოფილი მოურავი, წარმოშობით ალბანელი მარტინ ზებარი.

მარტინ ზებარი ალბანეთის ოსმალთაგან გათავისუფლებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი იყო. მან და გურულებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა და დიდად დამეგობრდნენ. მეგობრობა მონასტრის დაკეტვის შემდეგაც გაგრძელდა და ერთ დღესაც, როცა გურულებმა ალბანელს შესჩივლეს - ვერც ვერაფერს ვაკეთებთ და სამშობლოშიც ვეღარ ვბრუნდებითო, მან მოულოდნელად შესთავაზა: "ერთი საქმე უნდა გაკეთდეს აუცილებლად, მაგრამ ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვინც ყველაფერს შეძლებდა და ზედმეტი ხლაფორთიც არ დასჭირდებოდა"... გურულებმა ყურები ცქვიტეს, შემდეგ კი მარტინს ღიმილით ჰკითხეს: "რა საქმე უნდა იყოს ისეთი, ჩვენ რომ ვერ შევასრულოთ? კი გვიცნობ და იცი, რომ არაფერი გაგვიჭირდება". ალბანელმაც, შეთქმულივით გაიღიმა და ამოღერღა: ბანკი უნდა "გავიტანოთო".

იმხანად ოსმალეთის საიმპერიო ბანკი არათუ ოსმალეთში, არამედ თითქმის მთელ ევროპაშიც საუკეთესოდ დაცულ ბანკად მიიჩნეოდა და მის "გატანაზე" ოცნებაც კი დიდ უტოპიას წარმოადგენდა, მაგრამ გურულები ამას არ შეუშინებია - ოთხივე ყოფილი ფირალი იყო და ამისთანა საქმეები კარგად ეხერხებოდათ, თან სინდისი იმით ჰქონდათ დამშვიდებული, რომ ბანკში არსებული ფული ეროვნულ საქმეს უნდა მოხმარებოდა, ოსმალები კი ოდითგანვე საქართველოს მტრები იყვნენ.

ასე იყო თუ ისე, ბანკის გაძარცვის საქმე გურულებმა ითავეს, ხელმძღვანელობა კი მათში ასაკით უფროსსა და გამოცდილ ბესო რამიშვილს ხვდა წილად. მან თავიდანვე კარგად იცოდა, რომ ბანკზე შეიარაღებული თავდასხმა გამორიცხული იყო - ოთხივენი სასიკვდილოდ იქნებოდნენ განწირულნი ისე, რომ ფულს თვალსაც ვერ მოჰკრავდნენ. ამიტომ, რაღაც სხვა გზა უნდა გამოენახათ. ბესო რამიშვილმა ბევრი ფიქრის შემდეგ, მართლაც, ბრწყინვალე გეგმა შეიმუშავა.

საქმე ის იყო, რომ ბანკის გასაღებები საგანგებო სამჭედლოში მზადდებოდა. ბესო რამიშვილი იმ სამჭედლოს უფროსს კარგად იცნობდა, მისი ხასიათის თავისებურებანი კარგად მოეხსენებოდა და იცოდა, რომ კარგი რუსული არაყი ქვეყანას ერჩია. უფროსი რწმენით მუსლიმანი იყო, მაგრამ ბევრს სვამდა და ბესომაც სწორედ ამაზე დაამყარა მთელი იმედები. ერთ მშვენიერ დღეს, ვითომ შემთხვევით შეხვდა გზაში, მოიკითხა და მახლობლად, რუსულ დუქანში დაპატიჟა.

როგორც რამიშვილი ვარაუდობდა, მართლაც, სამჭედლოს უფროსი იმ დუქანში რუსულ არაყს მიეძალა და უგონოდ გამოთვრა. ბესომ დიდსულოვნად მიაცილა შინამდე, მერე თავაზიანად გამოემშვიდობა და უკან გამობრუნდა - იმავე დუქანში მას სილიბისტრო, ლევანი და დათიკო ელოდნენ. ბესო აუჩქარებლად შევიდა კუპეში, სადაც გურულები ისხდნენ და ჯიბიდან სამჭედლოს გასაღები ამოიღო. "აუჰ, ბესო, რა კარგად მოიფიქრე ყველაფერი! ავდგეთ და ახლავე წავიდეთ!" - წამოხტა დათიკო, მაგრამ ბესომ მზერით შეაჩერა: "მოიცა! ყველაფერს თავისი დრო აქვს!" - უთხრა მან და მედუქნეს გასძახა, ოთხი კაცის პურმარილი მოეტანა.

ფევზი-ბეი - ოსმალეთის საიმპერიო ბანკის სამჭედლოს უფროსი, სახლში მშვიდად ფშვინავდა, როცა მისგან შეუმჩნევლად მოპარული გასაღებით, ოთხმა გურულმა დიდი გარჯის და დავიდარაბის გარეშე გააღო სამჭედლოს კარი, შეიპარა შიგ და საიმპერიო ბანკის საცავების გასაღებების ასლები გადაიღო. საქმეში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ მძარცველებს არც ერთი გასაღები არ მოუპარავთ. როგორც ითქვა, ბესო რამიშვილმა იცოდა, რომ სამჭედლოში მხოლოდ ბანკისთვის საჭირო გასაღებებსა და საკეტებს ამზადებდნენ და ერთი ღამის განმავლობაში, ყველა გასაღების ასლიც იქვე გადაიღო.

მეორე დღეს კი, როცა ფევზი-ბეი სამჭედლოში მივიდა, ჩვეულებისამებრ, იქაურობა დალაგებული დახვდა. ოსტატს არაფერი უეჭვია. კაცმა რომ თქვას, საბაბიც არ ჰქონია ამისი; გურულებს კი ბანკის ყველა გასაღები უკვე ხელთ ჰქონდათ. ახლა, საჭირო იყო შემდეგ ეტაპზე გადასვლა: ბესო რამიშვილის მითითებით, დათიკომ კარგად შეისწავლა ის კვარტალი, სადაც ბანკი მდებარეობდა, ლევან ჭყონიამ კი მეხანძრეთა ფორმები იყიდა სტამბოლის "ქაფალი ჩარშის" ბაზარში; სილიბისტრო ცენტერაძემ და თავად ბესო რამიშვილმა ბლომად ნავთი მოიმარაგეს, მერე წავიდნენ და ოსმალეთის საიმპერიო ბანკის ახლომახლო, ხის შენობები შეათვალიერეს. ამ დროს მათ მარტინ ზებარი ინტერესით ადევნებდა თვალს და გაკვირვებისგან მხრებს იჩეჩდა - ვერ იგებდა, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული "გურჯებს".

სანამ მარტინ ზებარი ოთხეულის ჩანაფიქრის გამოცნობას ცდილობდა, იმ უბანში, სადაც ოსმალეთის საიმპერიო ბანკი მდებარეობდა, დიდი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ისე სწრაფად მოედო შენობებს, რომ მეხანძრეებმა რეაგირება ძლივს მოასწრეს. წამიც და მთელი სტამბოლის მეხანძრეობამ იქ მოიყარა თავი. მათ ადგილობრივი მოსახლეობა და ბანკის მცველებიც მიეხმარნენ და ყველამ ერთად დაიწყო ცეცხლის ჩაქრობა. ამ დროს ყურადღებაც არავის მიუქცევია იმისთვის, რომ ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეთა კიდევ ერთი ეტლი მოვარდა, რომელიც ბანკის უკანა მხარეს შეჩერდა და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ სამი მეხანძრე გადმოხტა. ისინი სწრაფად აძვრნენ ბანკის სახანძრო კიბეზე და მეორე სართულზე, ფანჯრის ჩამტვრევის შემდეგ, ბანკის შენობაში შეაღწიეს.

ამასობაში, გარეთ ხანძარი ძლიერდებოდა და ყველა ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. გურულებმა აუჩქარებლად გააღეს საცავის ყველა კარი (ყველა მცველი, რომელიც სხვა დროს მათ იცავდა, მაშინ გარეთ იყო გასული) და სოლიდური თანხა დაისაკუთრეს. მერე ისევ იმავე გზით გამოვიდნენ გარეთ, ეტლში ჩასხდნენ და თვალს მიეფარნენ. იმავე საღამოს, სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში მარტინ ზებარი, ოთხივე გურული და კიდევ ერთი ალბანელი ნაძარცვი ფულის გაყოფას შეუდგნენ.

მოგვიანებით, როცა ოსმალეთის საიმპერიო ბანკის ძარცვაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წაღებული იყო ხუთასი ათასამდე ოსმალური ლირა, რაც იმ დროისთვის საარაკო თანხად ითვლებოდა. ბესო რამიშვილის გეგმამ გაამართლა, თუმცაღა როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საფრთხემ სრულიად მოულოდნელად იქ იჩინა თავი, სადაც არ ელოდნენ: მას შემდეგ, რაც ფული გადათვალეს, გაყვეს და გურულებმა თავისი წილი მიიღეს, ალბანელები, ცხადია, თავიანთი გზით წავიდნენ. მათ, როგორც ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიის წევრებს, პოლიცია უთვალთვალებდა და ორივენი დააკავეს.

რაღა თქმა უნდა, დაკავებულებს ფული თან ჰქონდათ და შემდეგ ყველაფერი, როგორც ამჟამად იტყვიან ხოლმე - ტექნიკის საქმე იყო: მარტინ ზებარიმ და მისმა მხლებელმა ალბანელმა, ვინმე ენვერ არნავიდიმ წამებას ვერ გაუძლეს და გურულების ვინაობა დაასახელეს. შესაბამისად, ოთხივე მართლმსაჯულების ხელში ჩავარდა. მათ, როგორც უცხოელებს, უფლება ჰქონდათ, დუმილის უფლება გამოეყენებინათ, მაგრამ ამას აზრი აღარც კი ჰქონდა - ალბანელებს უკვე ყველაფერი გაემხილათ. გურულებს ისღა დარჩენოდათ, მათი ნაამბობი უარეყოთ ან დაედასტურებინათ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ბესო რამიშვილს, სილიბისტრო ცენტერაძეს და ლევან ჭყონიას რუსეთის იმპერიაში ოფიციალურად ეძებდნენ.

ბანკის მძარცველების ვინაობა დაჭერიდან მეორე დღესვე, გაზეთებმა ქვეყანას მოჰფინეს და ცხადია, ცნობებმა რუსეთის საელჩომდეც მიაღწია. იქ მაშინ სამხედრო ატაშე ქართველი იყო - თავადი სოლომონ წერეთელი. სწორედ მისი მეოხებით შეიტყო რუსეთის ელჩმაც, რომ ბანკის მძარცველებს რუსეთის ჟანდარმერია ეძებდა.

გურულებს ოსმალო გამომძიებლებისთვის ჯერ პირველი ჩვენებაც არ მიეცათ, რომ პოლიციის განყოფილებაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გამოცხადდა და ელჩის ხელმოწერილი ოფიციალური ნოტა მოიტანა. "1907 წლის 3 სექტემბრიდან, რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ძებნილებად ცხადდებიან ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის მცხოვრებნი..." - იტყობინებოდა სამგვერდიანი ნოტა. ოსმალებმა ეჭვმიტანილთა გადაცემაზე თავიდან უარი თქვეს, რადგან ოთხეულს ძარცვა ოსმალეთის ტერიტორიაზე ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ მერე მაინც დასთანხმდნენ და დაკავებულები საელჩოშიც თავადვე მიიყვანეს, სათანადო დოკუმენტაციითურთ.

ოთხი გურული, როგორც წესი, სამხედრო ატაშემ - თავადმა სოლომონ წერეთელმა ჩაიბარა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ყველა ფორმალობა მოგვარდა, წერეთელმა ოთხივენი (რა თქმა უნდა, ბორკილდადებულები) გემში ჩასხა და ბადრაგს ბათუმში გაატანა. სოლომონი დაკავებულებს არც შეხვედრია; ერთი შეხედვით, იგი ჩვეულებრივ მოიქცა ისე, როგორც რუსი დიპლომატი უნდა მოქცეულიყო, მაგრამ... ძებნილთა ნაცვლად ორ კვირაში, სანქტ-პეტერბურგში ბადრაგის მეთაურის - კაპიტან მაზმიშვილის ახსნა-განმარტებითი ბარათი ჩავიდა: "გატყობინებთ, რომ 1912 წლის 15 დეკემბერს, ქ. ბათუმის ნავსადგურში კონსტანტინოპოლიდან მომავალი ხომალდიდან რუსეთის იმპერიის დაკავებულ ქვეშევრდომთა გადმოყვანის დროს, თავს დაგვესხნენ ადგილობრივი კრიმინალები და ხანმოკლე შეტაკების შემდეგ გაიტაცეს პატიმრები: ვისარიონ რამიშვილი, სილვესტრ ცენტერაძევი, ილია ჭყონიევი და დავიდ ადეიშვილი, რომლებიც ბრალდებულნი არიან"... - და შემდეგ, დაწვრილებით ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რაშიც ბრალი ედებოდათ გურულებს.

სწორედ იმ დროს, როდესაც სანქტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერიის მთავარი ძალოვანი მინისტრი სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა, სურების ტყეში, ბესო რამიშვილის სახლთან ახლოს ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი. მას ოთხივე ძებნილი და კიდევ სხვა რამდენიმე ფირალი შემოსხდომოდა. ბესო ფეხზე იდგა და თავად სოლომონ წერეთლის გამოგზავნილ წერილს კითხულობდა: "გულით მიყვარხართ, ძვირფასო ქართველებო! მართალია, ნახევარი მილიონი ვერ შეინარჩუნეთ, მაგრამ ნუ გამოეკიდებით - ნათქვამია, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო. მთავარია, სამშობლოში ხართ და ისეთ ადგილას, სადაც თქვენს თავისუფლებას ვერავინ და ვერაფერი დაემუქრება. თავადი სოლომონ წერეთელი".

 

მიმაგრებული გალერეა

  • 947081_1072978302755024_4835120456891111455_n.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?