Jump to content

კახეთი

კახეთი

ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კახეთი


კახეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს.
კახეთი ასევე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.

მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ცხრა ქალაქი (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი) და 276 სოფელია

მხარის ფართობი შეადგენს 11.310 კვ.კმ–ს, ამჟამად კახეთში 407 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9%). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.
კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
მსოფლიოში სახელგანთქმულია კახეთის ღვინის ქარხნებში წარმოებული საფირმო ღვინოები. კახური ღვინოები "წინანდალი", "მუკუზანი", "ნაფარეული", "ქინძმარაული", "მანავი", "ალაზნის ველი", "საფერავი", "ტიბაანი" და სხვ. დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონეზე.

კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
ალავერდის ეკლესია, იყალთოს მონასტერი, დავით გარეჯის მონასტერი, გრემის ნაქალაქარი, ნეკრესის ეკლესია, წინანდალი ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი

კახეთი უძველესი კულტურის მხარეა. აქ ქვის ხანის ადამიანის მრავალი ნასადგომარია აღმოჩენილი. ეს მხარე მჭიდროდ დასახლებული უნდა ყოფილიყო ქრისტემდე VI-V ათასწლეულებში.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კახეთის ისტორია


კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა(3300-4500მ) და უღელტეხილებით, ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და ნახევრად უდაბნო ადგილებით. იგი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. იგი მოიცავს 12,2 ათას კმ2 ფართობს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია.

საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ვაკეზე. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ მრავალი ჯიშის ყურძენი ხარობს და შესაბამისად, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.

კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბება უკავშირდება ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძის _ კახოსის სახელს. იმ პერიოდში კახეთი მოიცავდა ტერიტორიას კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ტყეტბამდე.

III-IV სს. მიჯნამდე კახეთის ცენტრი ჟალეთი იყო, ხოლო IV ს.-ის დამდეგიდან კახეთის ცენტრად მეფე მირიანმა უჯარმაში გადმოიტანა. XI საუკუნიდან დღემდე კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრად ქ. თელავი ითვლება.

VIII ს. წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX საუკუნიდან მისი საზღვრები გაფართოვდა დასავლეთით ქართლისაკენ მდ. ქსნამდე, აღმოსავლეთით ჰერეთისაკენ; ჩრდილოეთით კახეთის სამთავროს კავკასიონის ქედი ესაზღვრებოდა, ასე რომ ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და ქისტეთის სამხრეთი მთიანეთი მის ფარგლებში შევიდა, ხოლო სამხრეთით ძველი ქართული პროვინციალ, გარდაბანი X ს. შუა წლებამდე ასევე მის შემადგენლობაში შედიოდა.

IX-X სს. კახეთი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში.
XI-XII სს. მიჯნაზე კახთა ქორეპისკოპოსი კვირიკე III განუდგა საქართველოს მეფეს, "დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა". XII ს. დავით აღმაშენებელმა კახეთის სამეფო საქართველოს შემოუერთა.

XV ს. საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო (გვიანდელი). ამ დროისათვის კახეთის სამეფოს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გრემი იყო, მოგვიანებით (გრემის განადგურების შემდეგ) კი თელავი.
კახეთის სამეფო XIX საუკუნემდე არსებობდა.

ღირსშესანიშნაობები:
ალავერდი(X-XVII სს.),
ალვანი(VIII-IXსს.),
ბაიხოს სამება(VII ს.),
კვეტერას ციხე-სიმაგრე და ჯვარგუმბათოვანი ეკლესია(VIII-XI სს.),
მატანის ციხე(XVIII ს.),
გურჯაანის ყველაწმინდა (VIII ს.), ვ
აზისუბნის ორმოცნი(VI ს.),
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა(VIII-IXსს.),
ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი(X-XI სს.),
ზეგაანის ყველაწმინდა(Vი-VII სს.) და წმ. მარინეს ეკლესია(V ს.),
კარდენახის საბაწმინდა(VI-XIV სს.),
სანაგირეს სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XVI სს.),
ჭერემის ციხე-ქალაქი(V ს.),
წერმის სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XI სს.) და სასახლე(VIII-IX სს.),
ხორაუგის ქვაბთა სისტემა,
ვაზიანის ამაღლება(X ს.),
ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი(V ს.),
აკურას სამნავიანი ბაზილიკა(IX ს.), ა
ხალი შუამთა (XVI ს.),
ვანთა ხუროთმოძღვრული კომპლექსი(VIII-IX სს.),
ბატონის ციხე(XVII ს.),
იყალთოს მონასტერი და აკადემია(VI-XIIსს.),
კირისხევის ღვთისმშობლის ეკლესია(VI-VII სს.),
კონდამიანის უდაბნო და სამონასტრო კომპლექსი(VI ს.),
ძველი შუამთა(V_VII სს.),
ლელიანის სამონასტრო კომპლექსი(X_XI სს.),
ბერების სერი,გამოქვაბულთა კომპლექსი(VI-VIII სს.),
დავით-გარეჯა(VI-XVIII სს.),
კაწარეთის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს.),
ნაომარი გორა(ძვ. წ. II-I ათასწლ.),
საგარეჯოს წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დარბაზული ეკლესია(XVIII ს.),
მანავის გუმბათიანი ეკლესია(XVIII ს.),
მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი(VI-XIX სს.),
ნინოწმინდას სამონასტრო კომპლექსი(VI ს.), ც
იხე-ქალაქი უჯარმა(IV ს.),
ბოდბის სამონატრო კომპლექსი(IV-IX სს.),
ციხე-ქალაქი სიღნაღი(XVIII ს.),
ხირსას მამათა მონასტერი(VI ს.),
გრემი (XVI ს.),
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი(IV-IX),
ნეკრესის წინაქრისტიანული სამლოცველო(ძვ.წ. II ს.),
ყვარლის ციხე(XVI-XVII სს.),
ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია,
აღდგომის ტაძარი(XVI-XVII სს.),
ძველი გავაზის ღვთისმშობლის ტაძარი(V_VI სს.),
შილდას ნახევრად მიწაში ჩაფლული ტაძარი, ტელავის ძველი გალავანი(VIII-IX სს.)
ხაშმის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს) და სასახლე(IX-X სს.),
დუბის დედათა მონასტერი(VI ს.),
უძველესი ნაქალაქარი სოფელ მთისძირში,
ჯანდიერაანთ ციხე, მანავის ციხე(შუა საუკ.),
ახმეტის ოთხკუთხა კოშკი,
ჩაილუირის ციხე-გალავანი(შუა საუკ.),
ილიას ქანდაკება ილიას გორაზე(ყვარელი),
დურუჯის ხეობის ლოდი,
ყვარლის ღვინის გვირაბი,
ყვარლის საფუტკრეები და ფიქალები,
უდაბნოს სვეტი,
ქილაკუპრი და ფორფოტები(ტალახის ვულკანები)

მუზეუმები:
ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიული მუზეუმი,
თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი,
გ. ლეონიძის სახლ-მუზეუმი,
ვ. სარაჯიშვილის,
ვ. გოძიაშვილის,
ილო მოსაშვილის,
ი. ევდოშვილის,
ს. მირიანაშვილის,
ს. შანშიაშვილის,
ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმები,
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი,
ი. ჭავჭავაძის მუზეუმი,
მარჯანიშვილის მუზეუმი,
ახმეტის,
გურჯაანის,
დედოფლისწყაროს,
საგარეჯოს და გავაზის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები

დაცული ტერიტორიები:
ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
თუშეთის ეროვნული პარკი;
ილტოს აღკვეთილი; ყორუღის აღკვეთილი;
ლაგოდეხის აღკვეთილი;
ივრის აღკვეთილი;



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კახეთი



თუ არ გინახავს ალაზნის ველი
გარშემო მთებით შემოფარგლული,
ზედ ალაზანი რომ გაწოლილა
კავკასიონის მთების ნაჟური,
თუ არ გინახავს ვაზი კახური
რქებით ერთ-ერთზე გადახლართული
არ დაგილევავ ღვინო კახური
არ გიჭამია შოთი კახური,
არა გსმენია ,, მრავალჟამიერ”
ძველი სიმღერა მამა-პაპური
მაშინ კახეთიც არა გცნობია
ბაღ-ვენახების ზვრებში ჩაფლული.
ის შენს ჭირ-ვარამს როგორ გაიგებს,
ვინაც არ იცის შენი წარსული
ბევრმა არ იცის ჩემო კახეთო
რა ტანჯვასა ხარ გადანაყარი. 
ბევრჯერ გაგტეხა მტერთა სიმრავლემ,
თავს რომ გესხმოდა როგორც აფთარი
ბევრჯერ გადაწვეს შენი სოფლები
ბევრჯერ დატოვეს ნავენახარი,
მაგრამ არ გატყდა კახელი კაცი,
რკინაზედაც და ქვაზეც მაგარი
ისე აშენდა შენი სოფლები
ისევ დაიდგა გლეხმა სახლ-კარი
ისევა ხარობს ვაზი, ხეხილი
იმ ძველ ფესვებზე ამონაყარი
და შენი მიწის ყოველი გოჯი
წინაპართ სისხლით არის გამთბარი,
ახალ თაობას შენი წარსული
გადაეცემა როგორც ზღაპარი,
რა ლამაზი ხარ ჩემო კახეთო
რა ლამაზია შენი მთა-ბარი.
გაზაფხულობით ჰყვავის კახეთი
ვით პატარძალი ჯარაზე მჯდარი



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1651 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და კვლავ კახეთი :*

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კახეთში ავტობანის პროექტირება დაიწყო.

https://businesscont...-gaketdeba/5303


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?