Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თენგიზ ვერულავა – “სამეგრელოს ეტიმოლოგია”

okami___the_sun_rises_by_seventy2seconds

 

თენგიზ ვერულავა – “სამეგრელოს ეტიმოლოგია”

1. ეგროსი
მარი ბროსე წერს: “თავდაპირველად, ეგროსი – ზეპირ გადმოცემით – ძმა ქართლოსისა – დაესახლა მდინარის ოირად, რომელსაც დაერქვა მისი სახელი ეგრისი, ეხლანდელი ენგური. ეგროსისაგან წარმოსდგა სრულიად კანონიერად წარმოებული სახელწოდება მეგრელისა”(1).

2. ეგური
სამეგრელოს უძველეს სახელწოდებად ძველ ქართულ წყაროებში დადასტურებულია ეგური: “მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა”(2).
ტოპონიმი ეგური დღეისათვის შემონახულია ჰიდრონიმში ენგური, რომლის ძველი ფორმა იყო ეგური: “სამხრეთით მდინარე რიონი, გურია-ოდიშს შორის, და კუალად ეგურის მდინარის შესართავს დასავლეთი შავი ზღვა”(3).
“ეგური ტოპონიმია…, ქვეყნის სახელია და ნიშნავს “სამეგრელოს”, “დასავლეთ საქართველოს”. ის მნიშვნელობით იგივეა, რაც ხმოვნის რედუქციით მისგანვე მომდინარე – შუალობით ან უშუალოდ – უფრო გვიანდელი ეგრ-ი (=ეგურ-ი) და ამ უკანასკნელისაგან ნაწარმოები – შედარებით მოგვიანო, თუმცა თავასთავად ძალიან ძველი – ეგრ-ის-ი (=ეგრ+ის-ი)”(4).
ს. ჯანაშიას აზრით, ამ ქვეყნის (ეგრ-ის-ი) ფუძიდან (“ეგრ”) ნაწარმოებია მ-ეგრ-ელ-ი, ისევე როგორც მეგვიპტელი –ეგვიპტიდან, მაწყვერელი – აწყვერიდან და ა. შ.(5). “იგივე ფუძე, სხვა ახმოვანებით, აწარმოებს ადგილობრივს “მ-არგ-ალ”-ს (თავდაპირველ მ-აგრ-ალ-იდან), აფხაზურ აგრ-უა-ს, ძველ სომხურ ეგერ-აცი-ს”(6).
კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ. წ. 100-178 წწ.) თავის გეოგრაფიაში ასახელებს “მანრალებს”, რაც ცხადია იგივე “მეგრელების”, ან ადგილობრივი “მარგალის” ფორმაა. იგი წერს: “კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები, ზევით მდებარე ადგილებში მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი”(7;8). ამ ცნობაზე დაყრდნობით, ლაზები ზღვის პირას ბინადრობენ, ხოლო მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი – ზღვისგან მოშორებით, “ზევით მდებარე ადგილებში”.
VII ს. “სომხური გეოგრაფია” “მანრალებს” მანრილების სახელწოდებით ასახელებს. VII ს. “სომხური გეოგრაფიის” მოკლე რედაქცია გადმოგვცემს: ”კოლხეთი (კოლქის) არის იგივე ეგრისი (ეგერ)… და შეიცავს ეგრისი ოთხ მცირე ქვეყანას: მანრილი, ეგრევიკა, ლაზივი, ჭანეთი, რომლებიც არიან ხალდები”(9). აშკარაა, რომ VII ს. “სომხური გეოგრაფიის” ავტორს გამოყენებული აქვს კლავდიოს პტოლემაიოსის “გეოგრაფიული სახელმძღვანელო”. “სომხურ გეოგრაფიაში” მოხსენიებული “მანრილი” პტოლემაიოსის “მანრალებია”, ხოლო “ეგრევიკი” – იგივე “ეკრიკტიკეა”.
ქართველი ისტორიკოსები ანტიკური წყაროების სახელწოდება “მანრალს” უკავშირებენ “ეგრ” ძირს, საიდანაც წარმოსდგება ეთნიკური სახელწოდება “მარგალი” (“მეგრელი”) და ქვეყნის სახელწოდება “ეგრისი”(10;11;12).
დ. მუსხელიშვილი, კლავდიოს პტოლემაიოსისა და სომხური წყაროს (VII ს. სომხური გეოგრაფია) ცნობების ანალიზის საფუძველზე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ “მანრალები”, “მანრილები” იგივე “მაგრალების” ტომია და მათ “დასავლეთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთ პროვინციის, ივერიის მომიჯნავე არგვეთის” ტერიტორიაზე ათავსებს(13).

3. ეგერი
ძველ სომხურში სამეგრელოს სახელად დასტურდება ე-გერ-ი(14;15;).
მარი ბროსე წერს: “ამ მხარეს სომხის ძველი მწერლები უწოდებენ ეგერ, ეგერაცტან და იქ მყოფთ ეგერაცად”(16).

4. გერი – მგლის ტოტემური სახელი
ე-გურ-ი, ე-გერ-ი დაკავშირებულია მგლის ტოტემურ სახელთან გერ-ი(17).
ტერმინ ე-გერ-ის ძირი თანხვდება მეგრულ ენაზე სიტყვა მგელს (გერ-ი).

5. მზე
ბასკები თავიანთ ქვეყანას “ეგუს სკალდუნს” უწოდებენ. “ეგუს’ ბასკურად მზეს ნიშნავს, ხოლო “სკალდუნ’ ამომავალი მზის ქვეყნიდან წარგზავნილს(18). აია კოლხეთი ამომავალ მზის ქვეყნად მიაჩნდათ ძველად.
თუ ბასკურ ენაში არსებულ სიტყვას “ეგუს” მზეს ნიშნავს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ასევე ყველა სიტყვები, როგორიცაა: ეგვიპტე, ეგეოსი, ეგეიდა, ეგრისი, ყველანი მზესთან არიან დაკავშირებულნი და ერთი ენობრივი ოჯახიდან აქვთ ამოსავალი
(19


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა, "მარგალები  სომხურად ეგერები არიან"???

 

"ბასკურად კი ამომავალ მზეს"???

 

 

ვეკუა , რასაა რო ვხედავ ? კალოჩე რააა...ეს არ უნდა გცოდნოდა შენ? მაგალითად? :0025: :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

:bravo: მალადეც ბაბუ კაი ინფოა  :good:  ;)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თანაც ხომ უნდა ვიცოდეთ , მეგრელი

ეგრისი ....საიდან მოდის ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buka

buka

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 57 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

კახაბერ გვეცი პატივი გაგვანათლე და გურიის ეტიმოლოგიაზეც იქნება დაწერო რამე, მადლობლები დაგრჩებოდით გურულები  :0058:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?