Jump to content

ტიციან ტაბიძე

ტიციან ტაბიძე ლექსები ანალიზი სტრიქონი

ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
 
 
 220px-Titsian_Tabidze.jpg 

 

დაიბადა : 21.03.1895 წ
გარდაიცვალა : 1937 წ

 

 

ტაბიძე ტიციან იუსტინეს ძე (21. III (2. IV) 1895 სოფ. ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი - 1937, ქართველი პოეტი) დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", "ერში", "თეატრი და ცხოვრებაში". 1911 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მის პოეზიაში დეკადენტური განწყობილებანი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც ერთბაშად არ შეცვლილა და არ აღმოფხვრილა. მისი პოეტურ-შემოქმედებითი ევოლუცია გამოიხატა, ერთი მხრივ, პოეტური გამოსახვის საშუალებათა მეტი სისადავით, ხოლო მეორეს მხრივ, ცხოვრებასთან მიახლოებით. მის შემოქმედებაში წარმოჩინდა ახალი სინამდვილე, სოციალური მშენებლობა (პიესები "თვრამეტი წელი", "რიონი - პორტი", "გულდაგულ", 1928 წ. და სხვ.). პოეტის ფართო თვალსაწიერს ცხადყოფდა მისი წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებზე. ტ. ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

 

მისი ლექსებია

ანანურთან

თბილისის ღამე

ლექსი მეწყერი

მაშ გამარჯვება..

მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე

რია რია

სამშობლო

სამჯერ ვარ დაბადებული

ჩააქრეთ სულში სიონის ზარი

პაოლო იაშვილს

მეარღნეები და პოეტეპი

ისე უბრალოდ ,როგორც მუხრანზე

მეწყერი მეწყერს

ლექსი წილკავი

ამოდის,ნათდება!

გალაქტიონ ტაბიძეს

ორი არაგვი 

ავტოპორტრეტი

 

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეს სტრიქონი მახსენდება --

 

საქრთველოს მთებს თავს ადგება 

ოქროს ნათელი,

მღერის არაგვი ბუმბერაზი

მთების ტოროლა



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.

ვიცი მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.

მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი. .........................







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?