ირლანდიური ნაგაზი ირლანდიის ეროვნული ჯიშია. სტანდარტში მას ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქ დირჰაუნდთან ან უფრო მძიმე გერმანულ დოგთან ადარებენ. ამ ორ ჯიშს ნაგაზად კავშირი აქვთ: დირჰაუნდთან მას, როგორც თვლის მრავალი ცნობილი კინოლოგი, საერთო ისტორია ანათესავებს. IV საუკუნეში ირლანდიურმა ნაგაზმა დაიპყრო რომაელები თავისი უზარმაზარი სიმაღლითა და წარმოსადეგობით. XV-XVI საუკუნეებში მას ყველაზე ხშირად იყენებდნენ მგელთა სადევნად, თუმცა ნაგაზის სანადირო ნადავლს შორის ასევე იყო დათვი, ირემი და ცხენ-ირემი.
ძაღლის ყველაზე მაღალი ჯიშის, ირლანდიური ნაგაზის იდეალური სიმაღლეა მინდაოში 86 სმ. მინიმალური წონა 40,5-55 კგ. ზორბა ტანის აბურძგნული ბეწვის მქონე ძაღლი ტოვებს ღრმა შთაბეჭდილებას. მისი თავი გრძელია, კისერის მაღალი დასმულობით, მკერდი ძალიან ფართო არ არის. დრუნჩი გრძელია, სამკუთხა. ბეწვი უხეშია, განსაკუთრებით ჯაგარა თავზეა. ირლანდიური ნაგაზის აგებულება ძლიერია, მუსკულატურა განვითარებულია კარგად. მკერდი ღრმაა, ზურგი გრძელი. შეფერილობა: ნაცრისფერი, ვეფხვისებრი, ჩალისფერი, შავი, თეთრი, მურა-წითელი და სხვა მუქი ტონები. სიმაღლე მინდაოში: ხვადი არაუმეტეს 79სმ. ძუ არანაკლებ სმ. წონა: ხვადი არანაკლებ 55კგ. ძუ არანაკლებ 41 კგ.
ხასიათი: "ალერსიანია, სანამ ეფერები, საშიშია, როდესაც აწყენინებ"_ ასე ხშირად ამბობენ ნაგაზის შესახებ. ირლანდიური ნაგაზი კეთილშობილი და კეთილია. ამ დიდ ძაღლს სჭირდება ძალიან ფართო ოთახი, რათა თავისუფლად შეეძლოს გრძელი ფეხების გაჭიმვა, ამიტომ ირლანდიური ნაგაზი ჩვეულებრივი ქალაქის ბინისათვის მიზანშეწონილი არ არის.

ამ ჯიშზე სხვადასხვა ლეგენდა თუ ისტორიაა.
ირლანდიური ნაგაზის
წარმოშობის ზუსტი დრო უცნობია,
თუმცა აშკარაა, რომ ეს ჯიში ერთ-
ერთი უძველესია. ეს ძაღლები
ძვ.წ. 1500 წელს საბერძნეთიდან
ირლანდიაში, შემდეგ კი რომში
მოხვდნენ. პირველად მისი
არსებობის დამადასტურებელ
ცნობას ჩვ.წ. 391 წელს, სწორედ
რომში ვხვდებით. მარადიულ
ქალაქში ამ ირლანდიელმა
გიგანტებმა სახელი არენაზე
ველურ ცხოველებთან ბრძოლით
გაითქვეს. მათი ფიზიკური
მონაცემები იმდენად
შთამბეჭდავია რომ ისინი ბევრი
ირლანდიური ლეგენდის მთავარი
გმირები არიან.
მე-17 საუკუნეში ეს ნაგაზები
ძვირფას საჩუქრად ითვლებოდნენ
უცხოელებისთვის. ამ პერიოდში
ბრიტანეთი იმდენმა
ირლანდიურმა ნაგაზმა დატოვა,
რომ ოლივერ კრომველმა
კანონით აკრძალა მათი
საზღვარგარეთ გაყვანა.
მიუხედავად ამისა, ირლანდიაში
მგლების გადაშენებასთან ერთად
თითქმის გაქრნენ ნაგაზებიც.
მათი აღდგენა მხოლოდ
მეცხრამეტე საუკუნეში
მოახერხა ბრიტანული არმიის
კაპიტანმა ჯორჯ გრემმა. მან
რამდენიმე გადარჩენილი
ირლანდიური ნაგაზი
შოტლანდიურ მონადირესთან,
დანიურ დოგთან, ბორზოისა და
ტიბეტურ ნაგაზთან შეაჯვარა.
დღეს ირლანდიური ნაგაზი
მონადირე ძაღლების ჯგუფშია.
ხასიათი
ირლანდიური ნაგაზი კეთილი
გიგანტია. რბილი, დამყოლი
ხასიათი აქვს, ადვილად
იწვრთნება, კარგად ეგუება
ბავშვებსა და სხვა ცხოველებს. რა
თქმა უნდა, მათ სჭირდებათ დიდი
ადგილი, მაგრამ ამ ძაღლის
სახლში ყოლა მაინც შეიძლება,
რადგან განსაკუთრებული
ენერგიულობით არ
გამოირჩევიან. თუ დღეში 2 საათი
ჰაერზე იქნებიან
და სირბილის საშუალება ექნებათ
სრულიად საკმარისი იქნება.