Jump to content

ირლანდიური ნაგაზი

ირლანდიური ნაგაზი

ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი



ირლანდიური ნაგაზი ირლანდიის ეროვნული ჯიშია. სტანდარტში მას ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქ დირჰაუნდთან ან უფრო მძიმე გერმანულ დოგთან ადარებენ. ამ ორ ჯიშს ნაგაზად კავშირი აქვთ: დირჰაუნდთან მას, როგორც თვლის მრავალი ცნობილი კინოლოგი, საერთო ისტორია ანათესავებს. IV საუკუნეში ირლანდიურმა ნაგაზმა დაიპყრო რომაელები თავისი უზარმაზარი სიმაღლითა და წარმოსადეგობით. XV-XVI საუკუნეებში მას ყველაზე ხშირად იყენებდნენ მგელთა სადევნად, თუმცა ნაგაზის სანადირო ნადავლს შორის ასევე იყო დათვი, ირემი და ცხენ-ირემი.
ძაღლის ყველაზე მაღალი ჯიშის, ირლანდიური ნაგაზის იდეალური სიმაღლეა მინდაოში 86 სმ. მინიმალური წონა 40,5-55 კგ. ზორბა ტანის აბურძგნული ბეწვის მქონე ძაღლი ტოვებს ღრმა შთაბეჭდილებას. მისი თავი გრძელია, კისერის მაღალი დასმულობით, მკერდი ძალიან ფართო არ არის. დრუნჩი გრძელია, სამკუთხა. ბეწვი უხეშია, განსაკუთრებით ჯაგარა თავზეა. ირლანდიური ნაგაზის აგებულება ძლიერია, მუსკულატურა განვითარებულია კარგად. მკერდი ღრმაა, ზურგი გრძელი. შეფერილობა: ნაცრისფერი, ვეფხვისებრი, ჩალისფერი, შავი, თეთრი, მურა-წითელი და სხვა მუქი ტონები. სიმაღლე მინდაოში: ხვადი არაუმეტეს 79სმ. ძუ არანაკლებ სმ. წონა: ხვადი არანაკლებ 55კგ. ძუ არანაკლებ 41 კგ.
ხასიათი: "ალერსიანია, სანამ ეფერები, საშიშია, როდესაც აწყენინებ"_ ასე ხშირად ამბობენ ნაგაზის შესახებ. ირლანდიური ნაგაზი კეთილშობილი და კეთილია. ამ დიდ ძაღლს სჭირდება ძალიან ფართო ოთახი, რათა თავისუფლად შეეძლოს გრძელი ფეხების გაჭიმვა, ამიტომ ირლანდიური ნაგაზი ჩვეულებრივი ქალაქის ბინისათვის მიზანშეწონილი არ არის.








487350_250670608401599_577052204_n.jpg




























ამ ჯიშზე სხვადასხვა ლეგენდა თუ ისტორიაა.




ირლანდიური ნაგაზის
წარმოშობის ზუსტი დრო უცნობია,
თუმცა აშკარაა, რომ ეს ჯიში ერთ-
ერთი უძველესია. ეს ძაღლები
ძვ.წ. 1500 წელს საბერძნეთიდან
ირლანდიაში, შემდეგ კი რომში
მოხვდნენ. პირველად მისი
არსებობის დამადასტურებელ
ცნობას ჩვ.წ. 391 წელს, სწორედ
რომში ვხვდებით. მარადიულ
ქალაქში ამ ირლანდიელმა
გიგანტებმა სახელი არენაზე
ველურ ცხოველებთან ბრძოლით
გაითქვეს. მათი ფიზიკური
მონაცემები იმდენად
შთამბეჭდავია რომ ისინი ბევრი
ირლანდიური ლეგენდის მთავარი
გმირები არიან.
მე-17 საუკუნეში ეს ნაგაზები
ძვირფას საჩუქრად ითვლებოდნენ
უცხოელებისთვის. ამ პერიოდში
ბრიტანეთი იმდენმა
ირლანდიურმა ნაგაზმა დატოვა,
რომ ოლივერ კრომველმა
კანონით აკრძალა მათი
საზღვარგარეთ გაყვანა.
მიუხედავად ამისა, ირლანდიაში
მგლების გადაშენებასთან ერთად
თითქმის გაქრნენ ნაგაზებიც.
მათი აღდგენა მხოლოდ
მეცხრამეტე საუკუნეში
მოახერხა ბრიტანული არმიის
კაპიტანმა ჯორჯ გრემმა. მან
რამდენიმე გადარჩენილი
ირლანდიური ნაგაზი
შოტლანდიურ მონადირესთან,
დანიურ დოგთან, ბორზოისა და
ტიბეტურ ნაგაზთან შეაჯვარა.
დღეს ირლანდიური ნაგაზი
მონადირე ძაღლების ჯგუფშია.
ხასიათი
ირლანდიური ნაგაზი კეთილი
გიგანტია. რბილი, დამყოლი
ხასიათი აქვს, ადვილად
იწვრთნება, კარგად ეგუება
ბავშვებსა და სხვა ცხოველებს. რა
თქმა უნდა, მათ სჭირდებათ დიდი
ადგილი, მაგრამ ამ ძაღლის
სახლში ყოლა მაინც შეიძლება,
რადგან განსაკუთრებული
ენერგიულობით არ
გამოირჩევიან. თუ დღეში 2 საათი
ჰაერზე იქნებიან
და სირბილის საშუალება ექნებათ
სრულიად საკმარისი იქნება.

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

ძალიან მაგარი ძაღლია ეს !!!

ძალიან მისტიური და საინტერესო წარმომავლობა აქვს ამ ჯიშს, თუ ვიპოვე ინფო შემოვაშველებ..



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
noko

noko

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 343 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი

(ვოლკოდავი) კი დარჩნენ უფუნქციოდ კარგა ხანია კუნძულებზე



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ჩამოვიყვანოთ

აქ გაერთობა .



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
noko

noko

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 343 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი

მაგ ძაღლებით დათვებზე ნადირობდნენ  შუა საუკუნეებშიო ან მაგათი წინაპრებით



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

პატარა კორექტირებას შევიტან, დევი არვიცი შენი ინფორმაციის წყარო რა არის, მაგრამ ეს ჯიში კელტებთან ერთად მოხვდა ბრიტანულ კუნძულებზე ჩვენ წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 300 წლით ადრე. არის ერთ ერთი უძველესი ჯიში. ძველ ირლანდიურ საგებში და ლეგენდებში ხშირად მოიხსენიებოდა ეს ძაღლი.

ასევე ირლანდიურ ლეგენდებში მოიხსენიება კელტებამდელი რასა 'ტუატა დე დანან', რომელსაც ასევე გმირების რასას უწოდებდნენ, მათ მებრძოლებს ყოველთვის თან ახლდათ უზრმაზარი ძაღლები, რომლებიც  პატრონის იდენტურ ხასიათს ატარებდნენ..  პირველი  ნაგებობები ლეგენდების მიხედვით ეკუთვნოდა ამ რასას და დაახლოებით ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 3200 წელს ითვლის.  

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ირლენდიელი მგელთამგუდავი წარმოიშვა მოჯადოებული პრინცესისგან. მას ყავდა საქმრო, ახალგაზრდა პრინცი.

როდესაც პრინცი საომრად იყო წასული ერთ ახალგაზრდა დრუიდს თავდავიწყებით შეუყვარდა პრინცესა, მაგრამ პრინცესამ მას სასტიკი უარი მიუგო,

გაბრაზებულმა დრუიდმა იგი უშველებელ ძაღლად გადააქცია, რომლის უკან უსაზღვროდ მოსიყვარულე გული იმალებოდა.  ჯადოსგან პრინცესა მხოლოდ მას შემდეგ განთავისუფლდებოდა, რაც ლეკვებს დაყრიდა.  ომიდან დაბრუნებული პრინცი დიდხანს ეძებდა ყველგან თავის პრინცესას, მაგრამ მას ვერსად ნახულობდა, სამაგიეროდ მას მუდამ თან დაჰყვებოდა  უზარმაზარი, მოსიყვარულე, მხოლოდ მისთვის ერთგული ძაღლი..

და ერთხელაც მან დაბადა ორი ლეკვი, ძუ და ხვადი, ამით დაუბრუნდა თავისი გარეგნობა და მიეცა დასაბამი ირლანდიული მგელთამგუდავის ჯიშს.

ამ ჯიშს არ წვრთნიან, როგორც სხვა ჯიშებს, არამედ ზრდიან როგორც ბავშვს, ადამიანს..



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ვა ეს ისრორია ამ ძაღლის შესახებ არ ამომიკითხავს.არსად...

კარგია.

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

Irish_Wolfhound_Attila.jpg

 

IMG_7679.jpg



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო რა პრინციპით ნადირობდნენ მგელძე? რუსების ნადირობა მწევრებით მინახვს. ეს მწევარს არ გავს....


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ძმებო რა პრინციპით ნადირობდნენ მგელძე? რუსების ნადირობა მწევრებით მინახვს. ეს მწევარს არ გავს....



სავარაუდოდ დევნით ანადირებდნე...მწევარის აღნაგობა აქვს..

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

-"ირლანდიური ნაგაზის
წარმოშობის ზუსტი დრო უცნობია,
თუმცა აშკარაა, რომ ეს ჯიში ერთ-
ერთი უძველესია. ეს ძაღლები
ძვ.წ. 1500 წელს საბერძნეთიდან
ირლანდიაში, შემდეგ კი რომში
მოხვდნენ. პირველად მისი
არსებობის დამადასტურებელ
ცნობას ჩვ.წ. 391 წელს, სწორედ
რომში ვხვდებით. მარადიულ
ქალაქში ამ ირლანდიელმა
გიგანტებმა სახელი არენაზე
ველურ ცხოველებთან ბრძოლით
გაითქვეს. მათი ფიზიკური
მონაცემები იმდენად
შთამბეჭდავია რომ ისინი ბევრი
ირლანდიური ლეგენდის მთავარი
გმირები არიან."

 

 

 

 

:bravo: :bravo: :bravo: მე მგონი ერთერთი უძველესი ჯიში გამოდის , თუ უძველესი არა.....

და თუ ჟორჟიკას ინფორმაციასაც გადავიკითხავთ ...ჩვ.წ.აღრიცხვამდე 3200 წელი?..... ერი ჰააა :0067: საიდან იღებს სათავეს ეს ჯიში კაცოუუუ....


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვააა ჟორჟიკ საღოლ მაგარი ისოტრია გააძრე...

ეგეთი ძაღლი მინდა მე... :)



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იმდენად ძველი ჯიშია რომ , ლოგიკურია რაიმე საინტერესო ისტორია და ლეგენდა ქონოდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

საინტერესო ისტორიის მქონე ცუგრიკააა :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaxaber konstantinovich

kaxaber konstantinovich

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:ზვარეთის ქ N13
  • წარმოშობა:თბილისი

გამარჯობათ, მყავს ამ ჯიშის მამალი ძაღლი სუფთა სისხლის თუ ვინმეს გეგულებათ დედალი ძალიან გთხოვთ შემატყობინოთ ... 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?