Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
მცენარეები და მედიცინა (ნაწილი 2)
poster.gif

 

d5a283891a27.jpg
მაშ ასე, ვაგრძელებ მცენარეების დახასიათებას, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენება. დღეს წარმოგიდგენთ რამოდენიმე სახეობის ბოსტნეულის, რომელიც ძალიან სასარგებლო და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჭარხალი
2480edb44c8b.jpg
ჭარხალი ბოსტნეული საკვები მცენარეა. ბოლქვი შეიცავს 8-12% შაქარს, 1,7%ცილას, 0,1% ორგანულ მჟავას, 10% ასკორბინის მჟავას, ვიტამინებს: B1, B2, P, PP. მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის, რკინის, მარილებს, იოდს, მღებავ ნივთიერებებს. ხალხურ მედიცინაში უმი ჭარხლის ახალი წვენი გამოიყენება ფილტვების დაავადებსის დროს (პნევმონია, პლევრიტი). მას სვამენ ასევე, როგორც გამაგრილებელ და ნივთიერებატა ცვლის გამაუმჯობესებელ საშუალებას. მაღალი წნევს დროს რეკომენდებულია ჭარხლის წვენის ნარევი თაფლთან, პროპორციით 1:1. იგი საუკეთესო დამაწყნარებელიცაა. იღებენ ნახევარ ჭიქას 3-4 ჯერ დღეში. მოხარშული ჭარხლის წვენი კარგა სურდოს დროს ცხვირში ჩასაწვეთებლად. მოხარშული ჭარხლის ჭამას, დრესი 100-150 გრ, ურჩევან ქრონიკული შეკრულობის დროს, განსაკუთრებით ასაკოვანებს. აგრეთვე ატეროსკლეროზის დროს. ძლიერი შეკრულობის დროს კარგია ასევე ჭარხლის ნახარშის ოყნები. ჭარხალი გამოიყენება, როგორც დიეტური პროდუქტი ღვიძლის დაავადების დროს. საქართველოში ჭარხალი უძველესი დროიდან იხმარებოდა, როგორც საკვებად, ისე სამკურნალოდ. საკურნალოდ ხმარობენ ძირს, ფოთოლს, თესლს, წვენს. ჭარხალს ხშირად იყენებენ სხვადასხვა რთული დაავადების დროს ხმარებული წამლების შემადგენლობაში. ძველი წყაროები მოგვითხრობენ: ,, ჭარხალი გრილი, ნედლი და გამხსელია, ვინცა ჭარხალი მოხარშოს და ჭამოს, კაცსა გულისპირსა რბილად შეუნახავს და რაცა კაცისა გულსა და სტომაქშიგან საფრი და სევდა არის ყველასა გააქრობს, ვინცა ჭარხლისა ფოთოლი მოხარშოს და ამის წვენითა თავი და პირი დაიბანოს, თმა და წვერი გამოესხას და ძირი გაუწმინდოს. ვინცა სიმსივნისა პირველ გამოჩენაზედ ამა ჭარხლის ფოთოლი მოხარშოს და მსივანსა რასმეზე დაიდვას და შეიხვიოს, სივსიმნე უსათუოდ გააქარვოს და ტკივილს უშველოს. თუ კაცსა თავი სტკიოდეს, ჭარხალი დანაყე, ძმარში მოხარშე და შემოსდე თავზე”. ერთად მოხარშულ მუხუდოს და ჭარხლის თესლს აძლევენ თავის და ტანის ქავილის დროს. ფარმაკოპეაში შეტანილია ჭარხლის შაქარი.

კომბოსტო
98d1af9a9d71.jpg
კომბოსტოში შემავალი ნივთიერებებიდან ცნობილია: 1,52% შაქარი, 1,65% ცელულოზა, 1,83% ნაცარი და 90% წყალი. ფოთლებში აღმოჩენილია 30% ასკორბინის მჟავა, ვიტამინები: PP, B1, B2, B6. ვიტამინი A და და ლიზოციმი. კომბოსტოში აღმოჩენილია ასევე ე.წ. ულცეროზიული ვიტამინი-წყლულის საწინააღმდეგო ფაქტორი, რომელიც ცნობილია ვიტამინ ანუ ფაქტორ ,,უ”-ს სახელწოდებითკომბოსტოს შემადგენლობასი შემავალი ტარტრონის მჟავა გასუქების თავიდან ასაცილებლად მეტად ეფექტურია. ვიტამინი ,,უ” და ტარტონის მჟავა შენარჩუნებულია მხოლოდ უმ და დამწნილებულ კომბოსტოში, თერმული დამუშავების დროს ისინი იშლებიან, ამიტომ სიმსუქნის ან კუჭის დაავადებსი დროს არ არის მიზანშეწონილი მოხარშული, მოშუშული ან შემწვარი კომბოსტოს მიღება. მეციერულ მედიცინაში კომბოსტოს იყენებენ ფხვნილის სახით. კომბოსტოს წვენს აშრობენ და თანაბრად ურევენრ რძის შაქარს. იყენებემ აგრეთვე ახალი კომბოსტოსგან გამოწურულ წვენს. წვენს სვამე შემთბარს 2-3 ჯერ დღეში. ახალი წვენი მაცივარში ინახება არუმეტეს ორი დღისა. კომბოსტოს პრეპარატები გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების დროს. 1-2 ჩაის კოვზი გაყურული წვენი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში ჭამამდე ნახევარი-ერთი საათით ადრე. კომბოსტოს უნიშნავენ ასევე ქრონიკული გასტრიტის, განსაკუთრებითჰიპოაციდური ფორმის დროს გამოხატული დისპეპსიური მოვლენის ფონზე. აგრეთვე ღვიძლის დაავადებების დროსაც. ხალხურ მედიცინაში კომბოსტოს იყენებენ, ძირითადად, როგორც გარეგან საშვალებას სხვადასხვა დაავადებათა დროს, ანთებითი პროცესისა და დამწვრობის ადგილას. ახალ ფოთლებს შემოაწყობენ კომპრესის სახით თავზე ტკივილების გასაყუჩებლად. ხალხურ მედიცინასი ფართო გამოყენება აქვს კომბოსტოს მწნილს, მის ღეჭვას ურჩევენ მას ვისაც ღრძილებინ აქვს გაფაშრებული, ხოლო მწნილის წვენს უნიშნავენ პირში გამოსავლებად. შიგნით მისაღებად მწნილის წვენი გამოიყენება ბუასილის დროს, ძლიერი შეკრულობისა და სისხლდენის შემთხვევაში, ასევე დისპეფსიებისა და ღვიძლის დაავადების დროს. მწნილის მარილწყალს სვამენ თბილს თოთო ჭიქას ერთ მიღებაზე. 5-5 ჩაის კოვზი კომბოსტოს წვენი თაფლთან ერთად რეკომენდებულია ზემო საუნთქი გზების ანთებითი დაავადების დროს, ძლიერი ხველისა და ხმის დაკარგვის შემთხვევაში. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ კომბოსტოს ურევენ კვერცხის ცილასთან და ასეთ ნაერთს ადებენ დამწვარ ადგილზე, ჩირქოვან ჭრილობებსა და ჭყლულებზე. რძეში მოხარშულ კომბოსტოს იყენებენ სველ ეგზემიტოზურ ადგილებზე დასაფენად.კომბოსტოს შესახებ იადაგად დაუდში ვკითხულობთ: ,, კომბოსტო მხურვალე და ხმელი არის, ბერიკაცსა კარგად მოუხდების ვინცა ამისა წვენი გაათბოს და თბილთბილი ყურშიგა ჩაიწვეთოს, ყურის ტკივილის ეშველების”. კომბოსტოს უნიშნავენ დამბლის დროს. კომბოსტოს თესლი სიმთვრალის დროს გამოიყენება როგორც გამოსაფხიზლებელი საშუალება.

 ბოლოკი
0e1e570b436c.jpg
ბოლოკი ერთი ან ორწლიანი ბოსტნეული მცენარეა, გამსხვილებული ფესვი თეთრი ან წითელი ფერისაა და გამოიყენება საჭმელად. ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლებში ბოლოკი ხშირად არის მოხსენიებული. სამკურნალოდ გამოიყენება მთლიანად ბოლოკი, თესლი, ფოთოლი, ფოთლის წვენი, ზეთი. ბოლოკი ძალიან კარგად ინახება სარდაფებში, ამიტომ გამოიყენება საკვებად მთელი წლის განმავლობაში. იგი არ კარგავს თავის ვიტამინურ აქტივობას. თესლი შეიცავს: 1,9% ცილას, 7% ნახშირწყალს, 6,2% მონო და დისაქარიდებს., 0,1% სახამებელს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს: ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, 0,03% B1 და B2 ვიტამინებს. 0,25% ვიტამინს PP, 29% ასკორბინის მჟავას (ანუ ვიტამინ C-ს), ფოტონციდებს, ეთერზეთებს, პურინის ნაერთებს. ბოლოკი კარგი მადის აღმძვრელია. აძლიერებს კუძის წვენის სეკრეციას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. აქვს ნაღვლმდენი და შარდმდენი თვისებები. ბოლოკის ჭამა რეკომენდებულია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის. ხალხურ მედიცინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს შავი ბილოკი. მისი წვენი კარგი ნაღვლმდენი საშვალებაა. რეკომენდებულია 25-30%-იანი წყალხსნარი ნახევარი ჭიქა 10-20 ჭამამდე 10-20 წუთით ადრე. ბოლოკის წვენი თანაბარი რაოდენობით თაფლში შერეული 1-3 ჩაის კოვზი 3-4 ჯერ დღეში კარგი ამოსახველებელი საშუალებაა ბრონქიტის, ყივანახველას, ზემოსასუნთქი გზების კატარის დროს . პრეპარატს ხშიდარ უნიშნავენ ტუბერკულოზის დროს სისხლიანი ღებინებისას, ასევე თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობის შემთხვევაში. გარეგანი გამოყენებისატვის წვენს ან გახეხილი ბოლოკის ფაფას ადებენ მტკივან ადგილას სახსრების ანთების დროს, განსაკუთრებით რევმატული და პედაგრული წარმოშობის ანთებისას, ასევე რადიკულიტის შემთხვევაში. ახლად გახეხილი ბოლოკის ფაფის საფენს ადებენ ჩირქოვან ჭრილობებსა და წყლულებზე. ბოლოკის სპირტიანი ნაყენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდად და ჭორფლის მოცილებისათვის. სამკურნალოდ და საკვებად ბოლოკის შიგნიშ მიღება აკრძალულია წყლულოვანი დაავადების, ჰიპერაციდული გასტრიტის, ნაწლავის ანთების, ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაავადების დროს. ეს უკუჩვენება განპირობებულია იმით, რომ ბოლოკის შემადგენლობასი შემავალი პურინის ნაერთები და ეთერზეტი ახდენს გამაღიზიანებელ ზემოქმედებას, განსაკუთრებით ღვიძლის და თირკმლის ქსოვილზე. ძველი ქართული სამედიცინო წყაროების მიხედვით ბოლოკს ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია: ყურის ტკივილის დროს ბოლოკის გამთბარ წვენს უწვეთებენ ყურში. ბოლოკის წვენი თვალის ტკივილის დროს იხმარებოდა,,ვინცა ბოლოკის წვენი თვალშიგა გამოივლოს, თვალთა მწოედ დაუფარავს და თვალთა სინათლესა მისცემს…” ძველად ბოლოკს ხმარობდნენ, როგორც სარდმდენს, თვალის და ყურის ტკივილის გამაყუჩებლად.

სტაფილო
393428c1493b.jpg
სტაფილო ერთერთი უძველესი მნიშვნელოვანი ბოსტნეული კულტურაა. გარეული სახით გვხვდება ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. სამედიცინო მიზნებისათვის იყენებენ სტაფილოს ძირებს. აღებულს სიცოცხლის პირველ წელს, ასევე თესლს, რომელსაც სიცოცხლის მეორე წელს იღებენ. ძირებს, ასევე საკვები მიზნებითაც ამზადებენ. ხშირად ასრობენ საშრობებში შესანახად. სტაფილოს ძირები შეიცავ 14% კაროტინოიოდს, 0,5% ასკორბინის მჟავას, 0,1% B1 ვიტამინს, 0,05% B2 ვიტამინს, 15%-მდე შაქარს და 13% ცხიმოვან ნივთიერებას. აღსანიშნავია, ასევე,რომ სტაფილოს ფოთლები 4-6 ჯერ უფრო მდიდარია B2 ვიტამინით და კაროტინოიოდებით ვიდრე მისი ძირები. სტაფილო მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია ჰიპო და ავიტამინოზის დროს. იგი ხელს უწყობს ეპთელიზაციას, არეგულირებს უჯრედშიგა წყალმარილოვან ცვლას. ნაზი საფაღარათოცაა და ამიტომ მისგან ამზადებენ წვენ-სიროფს. სტაფილო ფართო გამოყენებას პოულობს ფარმაცევტულ წარმოებაში. მისგან უამრავი პრეპარატი მზადდება. ხალხურ მედიცინაში სტაფილო გამოიყენება, როგორც შარდმდენი და ქვების დამშლელი, განსაკუთრებით შარდის ბუშტში. ქვების არსებობის შემთხვევაში უმჯობესია სტაფილოს თესლის გამოყენება. სტაფილოს იღებენ უფრო მეტად წვენის სახით, ან მოხარშულს. თესლისაგან ამზადებენ გხვნილს, რომელსაც იღებენ თითო გრამს დღეში სამჯერ. ასევე ამზადებენ თესლების ნახარშს ასეთი შეფარდებით: 1 სუფრის კოვზს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე. დგამენ ღუმელში მთელი ღამის განმავლობასი. იღებენ თითო ჭიქას დღეში სამჯერ ცხელ მდგომარეობაში. სტაფილოს თესლის ფხვნილი ან ნახარში გამოიყენება მაშინ, როცა დარღვეულია საჭმლის მონელების პროცესი ორგანიზმში და გროვდება გაზები, მაგრამ იგი ძირითადად ენიშნებათ თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს. სტაფილოს ახალი წვენი, როგორც გარეგანი საშუალება გამოიყენებაჩირქოვანი ჭრილობებისათვის. შიგნით მისაღებად წვენს ურჩევენ ავთვისებიანი კიბოთი დაავადებულებსაც. გახეხილ და რძესი მოხარშულ სტაფილოს ურჩევენ, ისეთ ავადმყოფებს, რომლებსაც დაცემული აქვთ ფიზიკური ძალა, ასევე კარგია მისი მიღება სისხლნაკლულობის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლილობის, ხველების, დედებისათვის ძუძუს წოვების პერიოდში, როდესაც არ ხდება საკმარისი ლაქტაცია. ასევე ტუბერკულოზის საწყისი სტადიის, სქესობრივი უძლურების, ჰელმინთოზის და სხვა შემთხვევებში. გარდა ამისა, სტაფილო და მისი თესლი გვხვდება ღვიძლის დაავადების დროს ხმარებული წამლების შემადგენლობასი


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ყველა მცენარეს და ბოსტნეულს აქვს ტავისი სამკურნალო თვისებაერთად თუ ცალცალკე



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვერ გავიგე?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?