Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მცენარეები და მედიცინა (ნაწილი 1)
poster.gif

 

2263a6f0ce4c.jpg

 

 

მცენარეები სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. ბუნებრივია, რომ სანამ თანამედროვე მედიკამენტებს შქმნიდნენ ადამიანები წამლებს სწორედ სხვადასხვა მცენარეებისაგან ამზადებდნენ. დღეს წარმოგიდგენთ რამოდენიმე მარცვლეული კულტურების სამედიცინო დანიშნულებას.

 

 

სიმინდი

 

2263a6f0ce4c.jpg

 

სიმინდი ჩვენში XVII საუკუნეშია შემოტანილი,ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სხვა მარცვლეულთა შორის ითესებოდა სიმინდიც. ის ფართოდ ცნობილი ერთწლიანი მცენარეა. ნაყოფი მარცვალია. სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება სიმინდის ულვაში, იმ პერიოდში აღებული, როდესაც ტარო მომწიფებაშია. ულვაშს ფრთხილად ჭრიან, რომ ტარო არ დაზიანდეს და აშრობენ ჩრდილში, ღია ჰაერზე. სათავსოებში ან საშრობებში 40′С  ტემპერატურის დროს. გაშრობის შემდეგ შავნაწილებს მოაცილებენ. სიმინდის ულვასის შემადგენლობაში შედის: 2,5% ცხიმი, 3,18% საპონინები, 1,15% მწარე გლიკოზიდები, 0,12% ეთერზეთი, 2,7% ასკორბინის მჟავა, ვიტამინი K, პანთოტენის მჟავა, 0,05% სხვადასხვა ალკალოიდები. სამედიცინო პრაქტიკაში სიმინდის ულვასისაგან ამზადებენ თხიერ ექსტრაქტს და იღებენ 40-50 წვეთს 2-3 ჯერ დღეში. იყენებენ ასევე ფხვნილებისა და ტაბლეტების სახით. ულვასი შედის შარდმდენი ჩაის შემადგენლობაში, აგრეთვე გამოიყენება ულვასის ნაყენი: 10გრ ულვაში 200გრ წყალზე. ეს წყლიანი ნაყენი ძალზე ეფექტურია და მიიღება 1 სუფრის კოვზი 3 საათის შემდეგ.  სიმინდის ულვაშის პრეპარატი გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქალანგიტის, ჰეპატიტისდროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაძნელებულია ნჯაღველის გამოყოფა.  მისი მოქმედებით ხდება ნაღველის სეკრეციის გაძლიერება. სისხლში პოთრომბინის მომატება და მისი შედედების უნარის გაძლიერება, ამიტომ სინიმდის ლვაში გამოიყენება, როგორც სისხლისდენის შემაჩერებელი საშუალება, განსაკუთრებით ჰიპოთრომბინემიის დროს. თანამედროვე მედიცინაში გამხმარი სიმინდის ფოჩისგან დამზადებული გამონაწვლილი ან ვაჟინი გამოიყენება, როგორც საუკეთესო შარდმდენი, ამიტომ მას ხმარობენ სხვადასხვა წარმოშობის შეშუპების დროს. ძლიერ დიურეზს იწვევს შემდეგნაირად მომზადებლი ნაყენი: 30 გრ ულვაში 200მლ. წყალზე. მიიღება 1 სუფრის კოვზი 6-ჯერ დღეში. ასეთი ნაყენი მეტად სასარგებლოა ისეთი ავადმყოფებისთვის, რომელთაც გულსისხლძარღვთა დაავადების ფონზე დარღვეული აქვთ წყალ-მარილოვანი ცვლა ორგანიზმში. გარდა სიმინდის ულვაშისა გამოყევების პოულობს აგრეთვე სიმინდის სხვა პროდუქტებიც, რომლებიც მიიღება მარცვლების გადამუშავების შედეგად, ესენია: სიმინდის ზეთი და სახამებელი. სახამებლის წარმოებიდან მიღებულ ნარჩენებს კი იყენებენ საქონლის საკვებად. სიმინდის ზეთი ძალიან კარგად ინახება, მეტად გემრიელია და მარგებელი. იგი შეიცავს 16%-მდე ცხიმოვან მჟავებს. ზეთი გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდ. იგი კარგ გავლენას ახდენს ორგანიზმში ლიპიდების ცვლაზე, ამიტომ სიმინდის ზეთს ხმარობენ ათეროსკლეროზის სამკურნალოდ და მისი თავიდან აცილების მიზნით. ზეთის დღე-ღამური დოზა შეადენს75 გრამს , არა მხოლოდ სუფთა სახით მიღებული, არამედ შერეული კერძებშიც. სიმინდის ზეთს გააჩნია ასევე ნაღვლმდენი თვისებაც. ნაღვლის ბუშტში და თირკმელში კენჭის წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის ძალზე ეფექტურია სიმინდის ულვასის, ლობიოს ფუჩეჩის და დათვისყურას ფოთლები, ჩაის სახით. სამივე კომპონენტს იღებენ თანაბარი რაოდენობით, 40 გრ ნარევს ადუღებენ 1 ლიტრ წყალში 15 წუთის განმავლობასი. ანელებენ და 6-ჯერ მთელი დრის გამნავლობასი. ასეთი მკურნალობის დროს ენიშნება ავადმყოფს უმარილო დიეტა დათუ კენჭი თირკმელში უკვე არსებობს, მაშინ თბილი აბაზანები და სათბურითირკმლის მიდამოში. სიმინდის ულვაშის ნაყენი და ნახარში 10 გრ 1 ჭიქა წყალზე რეკომენდირებულია აგრეთვე სიმსუქნის დროს. 1-3 სუფრის კოვზი ყოველი 3-4 საათის შემდეგ. სიმინდის ნაყოფისგან მიიღება, როგორც აღვნიშნეთ, სახამებელი, იგი ისევე როგორც კარტოფილის სახამებელი, გამოიყენება საკვები და სამკურნალო მიზნით. საერთოდ მთლიანად სიმინდისაგან მზადდება 200 სხვადასხვა სახეობის ნაწარმი და ნახევარფაბრიკატი. სიმინდის, როგორც მსხვილი რქოსანი პირუტყვის მაღალკალორიულ საკვებს ბადალი არ ყავს, გამოიყენება მთელი მისი მიწისზედა ნაწილი. მზადდება შესანიშნავი სილოსი.

 

 

შვრია

 

8961c11b0bd6.jpg

 

შვრია მარცვლოვანი კულტურაა. სამკურნალო მიზნით გამოიყენება მარცვალი, ფოთლები,ღეროები. მარცვალი შეიცავს 14% ცილებს, რომლებიც მდიდარია შეუცვლელი ამინომაჟავენით: არგინინით, ლიზინით, ტრიფტოფანით. 53% სახამებელს, 4-დან 6 %-მდე ცხიმებს. ვიტამინებს B1, B2,  პანტოთენის მჟავას, მინერალურ მარილებს. მეცნიერულ მედიცინაში შვრიის ფქვილი ითვლება დიეტურ საშვალებად, მას ახასიათებს მაღალკალორიულობა და ორგანიზმის მიერ ძალიან ადვილად შეიყოვება და მონელდება, ამიტომ მისგან მაზადებენ არამხოლოდ ფაფას, არამედ კისელს და წვნიანებს. ასეთი დიეტა ენიშნებათ ისეთ ავადმყოფებს, რომლებმაც გადაიტანეს ძალიან მძიმე დაავადებები. კისელს აძლევენ ასევე კუჭ-ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადების დროს. ფაღარათის დროს, როგორც მთრიმლავ საშუალებას. . ხალხურ მედიცინაში მარცვლის ნახარში რეკომენდებულია, როგორც ავადმყოფობის შედეგად დასუსტებული ორგანიზმის გამამაგრებელი, აგრეთვე ეფექტურია ტუბერკულოზის დროს. 1 ჩაის ჭიქა დაქუცმაცებულ მარცვალს ასხამენ 5 ჩაის ჭიქა წყალს, ადუღებენ დაბალ ცეცხლზე სანამ არ დადუღდება პირველი მოცულობის ნახევრამდე. გაწურავენ, გახსნიან 2 ჩაის ჭიქა რძეში, კვლავ ადუღებენ, დაუმატებენ 1 სუფრის კოვზ თაფლს და მთელ დოზას იღებენ დღის განმავლობაში 3-4 მიღებაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს ამზადებენ კისელს, როგორც დაქუცმაცებული, ასევე დაფქვილი მარცვლებისაგან. კისელის მომზადებისთვის მარცვლებს დანაყავენ სანაწში, დაასხამენ ანადუღარ წყალს, შეფარდებით 1:5. დადგამენ დღე-ღამის განმავლობაში თბილ ადგილას. შემდეგ გაწურავენ, აცხელებენ მორევით ადუღებამდე, ადუღებენ შესქელებამდე. იყენებენ როგორც ცხელს ისე შენელებულს. ხშირად კისელს ადუღებენ გაურჩეველი მარცვლებისაგან, ჩენჩოიანად, ასეთი კისელი კარგია მისაღებად ნაღვლის სეკრეციის გაძლიერებისათვის, აგრეთვე საფაღარათოა. შვრიის მწვანე ფოთლებისაგან მზადდება ნაყენები წყალზე და სპირტზე. ეს ნაყენი ითვლება ოფლმდენ, შარდმდენ ასევე სიცხის დამწევ საშუალებად. სპირტიანი ნაყენი კარგია, როგორც მატონიზირებელი საშუალება. გონებრივი გადაღლის, ნევრასთენიის, უძილობის შემთხვევასი. ნაყენს ურჩევენ ასევე ადამიანებს, რომლებსაც სურთ გადაეჩვიონ სიგარეტის მოწევას. ახალი შვრიის ნახარში (მიწისზედა ნაქილი) არის შესანიშნავი საშუალება აბაზანის სახით კანის სხვადასხვა დაავადების დროს. (ეგზემა,ნეიკროდერმიტი). აბაზანა მზადდება ასეთი პროპორციით: 1კგ თავთავს ადუღებენ 1 ვედრო წყალში, რეკომენდებულია რევმატიზმის, იშიაზის, მოყინვების, რაქიტის დროს. თირკმელკანჭოვანი დაავადების დროს ურჩევენ თირკმლის არეში შვრიის თავთავის კონცენტრირებული ნახარშის თბილ საფენს. შვრია სწორუპოვარი საკვებია ცხენებისა და ფრინველებისათვის. შვრიის პროდუქტებს დიდი

გამოყენება აქვთ კვებასა და კულინარიაში.

 

 

ხორბალი

 

d0d0444ba273.jpg

 

ხორბალი ყველაზე ძვირფასი და მაღალმოსავლიანი მარცვლოვანი კულტურაა. იგი წარმოადგენს კვების ძირითად პროდუქტს. ხორბლის 12 კულტურული სახეობიდან საქართველოში მოიპოვება 10 სახეობა, რომელთა შორის ზოგი საქართველოს ენდემურია. ხორბლის ერთ-ერთ უძველეს ქართულ სახეობას ოფქილი ქვია. ხორბალი, როგორც სხვა სამეურნეო დანიშნულებით, ასევე მედიცინაშიც გამოიყენება. ხორბლის მაღალი საკვები ღირებულება განპირობებულია  მისი ქიმიური შემადგენლობით. მარცვალში შედის 20% ცილა, 60-64% სახამებელი, 2% ცხიმი, 3% უქრედისი, კალიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის მარილები, სხვადასხვა ფერმენტები, ვიტამინები: B1, B6, E, F, PP. ხორბლის ჩანასახიდან იღებენ სხვადასხვა პრეპარატებს. ხალხურ მედიცინაში ხორბლის მარცვლის ნახარში გამოიყენება, როგორც ზოგად გამამაგრებელი სასმელი, თაფლთან ერთად კი ეფექტურია ძლიერი ხველებისა და ზემო სასუნთქი გზების დაავადებათაგან სამკურნალოდ. ხორბლის ფქვილი იხმარება გარე დასადები წამლების შემადგენლობაში. უძველეს წყაროებში მეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ხორბალს. ” პირველად ხვარბალი ვახსენეთ , რომე უმაღლეს არის და მეფე ყოვლისა თესლისა”. ხორბლის პურს ასე ახასიათებდნენ: ” თხელსა საცრითა გაცრილი პური უფრო მხურვალია და ფიცხლავ გაიარს სტომაქით და გუნებას, რბილით შეინახავს. და მტკიცისა და საცრისა პური უფრო მსუბუქი არის და კაცის ტანს კარგს ძალს მისცემს და პურსა საფუარი ბევრი უნდა და შიგან და ბორია, მარილი უნდა გაურიო, კარგი იქნება”.  ხორბლის ქატოც ხშირად გამოიყენებოდა ამას ისტორიული წყაროებიც ამტკიცებენ. ასევე ცნობილია მისი სამკურნალო დანიშნულება.

 

 

ქერი

 

417d36fd29ca.jpg

 

ქერი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეთაგანია. ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში ქერი ბევრგან გვხვდება.იხმარება ქერის ფქვილი, ქერისგან ფლავივით მომზადებული , ქერის წვენი, ქერის ლუდი და ა.შ. ქერისგან ამზადებენ დიეტურ საჭმელებს ღვიძლის დაავადებისათვის. სიცხიანი დაავადების და მთელი რიგი პათოლოგიური მდგომარეობის დროს  ავადმყოფს აძლევენ ე.წ. გამაგრილებელ სასმელს-ქერის წყალს. ქერის მარცვალი შეიცავს : 15,8% ცილას, 76% ნახშირწყალს, 3,5% ცხიმს, 9,6% უჯრედისს, ფერმენტებს, ვიტამინებს: A, D, E, B.  ქერიგან მზადდება პური და ბურღული. ქერის და მისი პროდუქტებისაგან დამზადებული ფაფები, მასში უჯრედისის დიდი რაოდენობის გამო, ცუდად შეიწოვება და ხელს უწყობს დეფეკაციას.  ქერის ეს თვისება ყურადსაღებია იმათთვის ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. ქერისგან ამზადებენ ასევე  ყავა სუროგატს, სპეციალური ხარისხის პურს, რომელშიც ცილების დაბალი შემცველობაა და იყენებენ ლუდის წარმოებაში. ქერის მარცვალში შედის ნივთიერება რომელიც მომაკვდინებლად მოქმედებს მაქტერიებზე. ქერისგან იღებენ ანტიბიოტიკებს ბაქტერიებისა და სოკოს საწინააღმდეგო მაღალი სპექტრით. ქერი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა თითქმის ყველა ქვეყანაში. ნახარში გამოიყენება ნკუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესის დროს, ასევე ფაღარათისა და ძლიერი ხველის დროს. ქერია ალაოს გამონაწვლილი, ანუ ექსტრაქტი გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ხოლო აბაზანები დიათეზის და კანის სხვა დაავადებების დროს. ალაოს ექსტრაქტი რძესთან ერთად გამოიყენება ახალშობილების კვებისათვის.

ასერომ როგორ ნახეთ ყველა მცენარეს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო დანიშნულება. განსაკუთრებით კი მარცვლეულს.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

წყარო:https://ucnauri.com


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ალაო როგორი კარგი თვისებების მცენარ ყოფილა...


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?