Jump to content

გნოლი

გნოლი

ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
გნოლი

20090405-b_449.jpg

გნოლი - ფრინველია ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. 
გნოლი ძალიან ლამაზი შეფერილობის ფრინველია; მისი ზურგი, გვერდები და კისერი ნაცრისფერია, სადაც გაბნეულია შავი, წაბლა და რუხი წინწკლები, გვერდებზე გასდევს წაბლისფერი ვიწრო ზოლები. მკერდი მოთეთროა. მამალს მკერდზე აქვს

 

ნალისებური ფორმის მუქი წაბლისფერი ლაქა. დედალს ასეთი ლაქა ან საერთოდ არ აქვს ან უფრო მომცრო ზომისაა და ღია შეფერილობის, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები აქვს.
გავრცელებულია ევროპაში, ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები). ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური გნოლი.
დღეს საქართველოში გნოლზე ნადირობა აკრძალულია და მხოლოდ სანადირო მეურნეობებშია შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა რომ გნოლი გამოირჩევა გამრავლების დიდი უნარიანობით, მისი რაოდენობა საქართველოში საგრძნობლად შემცირებულია.

 

004fig004%20perdix%20perdix.jpg
მათი შემცირების მიზეზი მრავალია: სოფლის მეურნეობის სავარგულების გაფართოება და გნოლის საბინადრო ადგილების შემცირება, იმ ყამირების დადაბალი ბუჩქნარების ათვისება, რომელიც გნოლის საბინადრო ადგილები იყო,  უზომოდ დიდი რაოდენობით ქიმიური სასუქის შეტანა ნათესებში, დაუნდობელი და გაუკონტროლებელი ბრაკონიერობა.
გნოლი ადრე მრავლად გვხვდებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე. განსაკუთრებით -კახეთში, შირაქ-ელდარის ველზე. 
დღეს მცირე რაოდენობით გნოლი გვხვდება თრიალეთის ქედზე, მესხეთ ჯავახეთში, კახეთში უდაბნოს ტერიტორიაზე და შირაქ-ელდარის ველზე.

გნოლი-ვიდეომასალა:

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გამოგონია რომ საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით ბუმბულის შეფერილობას იცვლისო და მართალია?



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო ეგ მეც გამიგია , მაგრამ უფრო ზამთრის სეზონზე....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
წაიღო წერილი გნოლმა საქართველოში...... არა და როგორ მჭირდება ეს ოხერი სავარჯიშოდ.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
გაჟუჟეს სუუ? კაკაბზე ვარჯიში არ წავაა?

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ჩემის აზრით უფრო მთის მასივებისკენ აიწია...



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

წაიღო წერილი გნოლმა საქართველოში...... არა და როგორ მჭირდება ეს ოხერი სავარჯიშოდ.

წერილები შენ დაგაქვს გნოლს კიარა :p გნოლის მეტი რაა ბიჭო



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამო დმანისში ვიცი მაგის ადგილები....თუ კარგად მოიქცევი....გაჩვენებ,,,,


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გაჟუჟეს სუუ? კაკაბზე ვარჯიში არ წავაა?

კაკაბზე ძაღლის გეშვა არ შეიძლება ბატონო თენგო ;)



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაკაბზე ძაღლის გეშვა არ შეიძლება ბატონო თენგო ;)

?????????


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
ვნახოთ რა ადგილებში მანახებთ გნოლს. გადასაჩეხები და წრიაპებით სასიარულო ადგილებში არ მინდა ))))))

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
იმიტომ არ ვარგა რომ მორბენალი ფრინველია.

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
გასაგებია. თუ არ ვცდები ამერიკაში გნოლი არ იყო და ხელოვნურად მოამრავლეს არაა? დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი გნოლებზე და მასეთი რაღაც მახსოვს ოღონდ სად შეიყვანეს არმახსოვს ზუსტად...

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არიზონაში პირველად


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

არ მცემოთ ბიწებო სანადიროთ  რომ შევედით იქ ვნახე წლევანდელი გნოლი..სამი ფრთა..

არ გიტხარით გადაწვავდიტ იქოურობას







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?