Jump to content

დობერმანი


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

დობერმანი

a20.jpg

სიმაღლე:ხვადი 66-71 სმ, ძუ 61-66სმ.
წონა:ხვადი 35-40 კგ, ძუ 30-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:14 წელი
წარმომავლობა:გერმანია

b20.jpg

წარმომავლობა
დობერმანი შედარებით ახალი ჯიშია. ის გამოიყვანეს 1860 წელს გემანიაში დოგის, გერმანული ნაგაზის, როტვეილერის და პინჩერის შეჯვარებით. ამ ჯიშის შემქმნელია გერმანელი გაასახადების ამკრეფი ლუის დობერმანი. მისი მიზანი იყო გამოეყვანა საუკეთესო პირადი მცველი ძაღლი. 1876 წელს დობერმანები პირველად იყვნენ წარმოდგენილი გამოფენაზე და დიდი წარმატება დაიმსახურეს.

ჯიშის აღწერა
დობერმანი არის ძლიერი და ძალიან ელეგანტური ძაღლი. აქვს მოგრძო თავი, მუქი თვალები, დაცქვეტილი ნაწილობრივ კუპირებული ყურები, კუდი კუპირებულია მოკლედ, ფეხები სწორი, მოკლე ხშირი ბეწვი. შეფერილობა შავი, მუქი ყავისფერ, ცისფერი. 

ხასიათი
ძუ და ხვადები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ძუ არის წყნარი, მგრძნობიარე, ოჯახის მოყვარული, უცხოს მიმართ ფრთხილი. ხვადი ჭკვიანი მაგრამ იმპულსური მას ჭირდება ძლიერი და ენერგიული პატრონი. ლეკვის აყვანამდე ყურადღება მიაქციეთ მშობლების ფსიქიკურ მდგომარეობას.

დანიშნულება
დობერმანებს გამოიყენებენ როგორც პირად მცველებად ასევე ქონების დასაცავად. ხშირა მას იყენებენ პოლიციელები და სპეცსამსახურები. 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტეგები


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

ძალიან მიყვარს ეს ჯიში  :0025:  :0025:  :0025:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

პლანტატორები შაქრის პლანტაციიდან გაქცეულ მონებს ადევნებდნენ და ესენიც მადიანად შეექცეოდნენ.

ამდენი ძაღლის ნაჯვარი თუ იყო მართლა არ ვიცოდი. 

 

 

 BAKUR DZIMCEISHVILI გეთანხმები კარგი ჯიშია ნამდვილად.


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დე ვი ძმურად ტეგები დაადე რა....


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
 
დობერმანი 
სტატია ეძღვნება დობერმან პინჩერს. ეს ჯიში მრავალ ადამიანს აღაფრთოვანებს საკუთარი ექსტერიერით. საქართველოში ძალიან პოპულარული ჯიში იყო, თუმცა დროთა განმავლობასი მივიწყებას მიეცა.
Two-dobermans-1.jpg
ბევრისგან გსმენიათ ალბათ, რომ დობერმანი საშიშია, ოჯახში ბავშვებთან არ შეიძლება მათი ყოლა და ა.შ. მოდით ერთად დავამსხვრიოთ ეს მითი და გავიგოთ მეტი დობერმან პინჩერზე! 
 
ძაღლის ჯიში:                                დობერმან პინჩერი
 
სახელი:                                          დობერმანი
 
მეტსახელი:                                    დობი; Dobermann;
 
წარმომავლობა:                           გერმანია
 
ფერი:                                               შავი, ყავისფერი, წითური, ნაცრისფერ-მოლურჯო,                                                                                                                        ჩალისფერი და თეთრი (ალბინოსი)
 
ბეწვის ტიპი:                                    მბზინავი, მოკლე, ხშირი და სწორი
 
სიმაღლე:                                        ხვადი –  66 – 72 სმ;  ძუ – 61 – 68 სმ
 
წონა:                                                 ხვადი – 34 – 45 კგ;  ძუ – 27 – 41 კგ
 
სიცოცხლის ხანგრძლივობა:      10 – 13 წელი
 
 
 
დობერმანის წარმოშობის ისტორია:
დობერმან პინჩერის პირველად გამოყვანა მოხდა საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდგომ, 1890 წელს გერმანიაში, თიურინგიის ქალაქ აპოლდაში კარლ ფრიდრიხ ლუის დობერმანის მიერ. იგი ადგილობრივი გადასახადების ამკრები იყო და მართავდა აპოლდას ძაღლების ხუხულას (თავშესაფარს).
ძაღლების სხვადასხვა ჯიშებთან წვდომის წყალობით, დობერმანს სურდა შეექმნა ძაღლის ისეთი ჯიში, რომელიც იდეალური იქნებოდა მისთვის დახმარების გასაწევად გადასახადების აკრების დროს, რომლის დროსაც მას უწევდა ბანდიტებით სავსე ტერიტორიებზე ყოფნა.
მისი მიზანი ასევე იყო ისეთი ტიპის ძაღლის გამოყვანა, რომელიც მისივე აზრით ძალის, სისწრაფის, ამტანობის, ერთგულების, ინტელექტისა და მძვინვარების სრულყოფილი კომბინაცია იქნებოდა.
მოგვიანებით კი ოტო გოელერმა და ფილიპ გროინიგმა განაგრძეს ძაღლის ამ ჯიშის ჩამოყალიბება ისეთად, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ.
 
ძაღლის ეს ჯიში შეიქმნა სხვადასხვა ძაღლის ჯიშისაგან. მათ შორის: გერმანული პინჩერი, ბოსერონი, როტვეილერი, თიურინგიული ტყის ძაღლი, გრეიჰაუნდი, გერმანული დოგი, ვეიმარანერი, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი, მანჩესტერული ტერიერი, ძველგერმანული მეცხვარული ძაღლი და ამერიკული პიტ ბულ ტერიერი.
ძაღლის ამ ჯიშებს გააჩნდათ ის თვისებები, რაც კარლ დობერმანისთვის მნიშვნელოვანი იყო.
შეჯვარების ზუსტი პროპორციები ისევე, როგორც შეჯვარებისას გამოყენებული ძაღლის ჯიშების ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, თუმცა ბევრი ექსპერტის აზრით, დობერმანი სულ მცირე, ზემოთ მოცემული ოთხი ჯიშის შეჯვარებით მაინც არის გამოყვანილი.
ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს დოკუმენტურად აღრიცხული დართვა გრეიჰაუნდთან და მანჩესტერულ ტერიერთან.
საკმაოდ სარწმუნოა ასევე ისიც, რომ ძველგერმანული მეცხვარე ძაღლის გენოფონდი წარმოადგენდა ერთადერთ უდიდეს ხელშემწყობს დობერმანის ჯიშის შექმნაში.
1894 წელს კარლ დობერმანის გარდაცვალების შემდეგ, მის საპატივსაცემოდ გერმანელებმა ძაღლის ამ ჯიშს დობერმან-პინჩერი უწოდეს.
თუმცა ნახევარი საუკუნის შემდეგ, გერმანული სიტყვა “პინჩერი” , რაც ინგლისურ ”ტერიერს” ნიშნავდა, ჩამოშორდა ჯიშის დასახელებას იმის საფუძველზე, რომ ეს სიტყვა ჯიშისათვის შეუფერებელი იყო.
რამდენიმე წლის შემდეგ კი ინგლისელებმაც იგივე გააკეთეს.
 
მეორე მსოფლიო ომის დროს
აშშ-ს საზღვაო ძალების კორპუსმა დობერმან პინჩერი თავის ოფიციალურ საომარ ძაღლად გამოაცხადა, თუმცა გამორჩეულად ამ საქმისათვის არ გამოუყენებია.
 
ომის შემდგომ პერიოდში დობერმანის ჯიში თითქმის დაიკარგა.
დასავლეთ გერმანიაში, 1949 წლიდან 1958 წლამდე არ მომხდარა ლეკვების ახალი ნაყარის რეგისტრაცია.
ვერნერ იუნგი ითვლება ძაღლის ამ ჯიშის გადამრჩენლად. იგი დასავლეთ გერმანიის ფერმებში ეძებდა ტიპიურ პინჩერებს და მათ იყენებდა ოთხ სხვა, დიდი ზომის მინიატურულ პინჩერებთან და აღმოსავლეთ გერმანულ შავ და წითურ ძუებთან ერთად.
იუნგმა თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდო, როცა მალულად გადმოიყვანა ეს ძაღლები დასავლეთ გერმანიაში.
გერმანული პინჩერების უმეტესობა სწორედ ამ ძაღლების შთამომავლებს წარმოადგენს.
 
ზოგადი ინფორმაცია დობერმანის ხასიათის შესახებ:
მიუხედავად იმისა, რომ დობერმან პინჩერი სამუშაო ძაღლადაა მიჩნეული, ხშირად იგი სასტიკ და აგრესიულ ძაღლად ითვლება.
მისი, როგორც პირადი მცველი ძაღლის გამოყვანა სწორედ ამ თვისებების გამო მოხდა: იგი უნდა ყოფილიყო დიდი და საშიში, უშიშარი და პატრონის დასაცავად მზადმყოფი, თუმცა საკმარისად დამჯერი და თავშეკავებული თავისი მოვალეობის შესასრულებლად მხოლოდ პატრონის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ. ეს თვისებები გამოსადეგი იყო მხოლოდ დობერმანის, როგორც პირადი მცველის, საპოლიციო ან საომარი ძაღლის ფუნქციების შესრულებისათვის და არა მისი, როგორც კომპანიონი ძაღლის როლისათვის.
დობერმან პინჩერების აგრესია მომშენებლების წყალობით წლების განმავლობაში შემცირდა და დღევანდელი დობერმანები ცნობილნი არიან გაცილებით უფრო გაწონასწორებული და კარგი ბუნებით, უზომო ერთგულებით, მაღალი ინტელექტითა და წვრთნისადმი შესანიშნავი დაქვემდებარებით.
დღესდღეობით, დობერმანის ზომა, დაბალი ბეწვი და ინტელექტი მას ოჯახის სასურველ  ძაღლად აქცევს. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლების ინტელექტი”, დობერმანს მე-5 ადგილი უჭირავს ძაღლის მორჩილებით ბრძანებებზე წვრთნის კატეგორიაში.
სხვადასხვა კვლევების მიხედვით კი, დობერმანი ბორდერ კოლისთან, გერმანულ ნაგაზთან, ოქროსფერ რეტრივერთან და სტანდარტულ პუდელთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე ადვილად გასაწვრთნელ ძაღლის ჯიშს მიეკუთვნება.
 
დობერმანები ადვილად სწავლობენ პატრონის პატივისცემასა და დაცვას და ამის გამო ბრწყინვალე მოდარაჯე ძაღლებად ითვლებიან, რომელთაც შეუძლიათ დაიცვან თავიანთი საყვარელი ადამიანები. ზოგადად ისინი მეგობრულნი არიან ადამიანებისა და სხვა ძაღლების მიმართ, თუმცა მიეკუთვნებიან ძაღლის ისეთ ჯიშებს, რომელთაც შესაძლოა აგრესია გამოავლინონ უცხოებისა და სხვა ძაღლებისადმი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დობერმანებმა თავიანთი პატრონების მიმართ გამოხატონ აგრესია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კვლევები დობერმანს არ მიიჩნევს ყველაზე აგრესიულ ჯიშად, მისი ზომა, ძალა და უცხოებისადმი მკვეთრად გამოხატული აგრესია მას პოტენციურად საშიშ ჯიშად აქცევს.
 
თუკი მოხდება დობერმანის ლეკვობიდანვე სწორი, მტკიცე და საფუძვლიანი წვრთნა და სოციალიზაცია, მისგან შესანიშნავი კომპანიონი დადგება. იგი ძალიან ღონიერია, ამიტომ მუდამ თვალყური უნდა ადევნოთ მის ურთიერთობას ბავშვებთან.
 
დობერმანის მოვლა:
თავისი მოკლე და გლუვი ბეწვის გამო დობერმანს მინიმალური მოვლა სჭირდება.
ბეწვი დავარცხნეთ ჯაგრისით ან სპეციალური ხელთათმნით.
გაასუფთავეთ მშრალი შამპუნით ან სველი ნაჭრით მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
ასევე საჭიროა მისთვის თათებზე ფრჩხილების დაჭრა 2-3 კვირაში ერთხელ.
 
დობერმანი აქტიური და ენერგიული ჯიშია, ამიტომ სჭირდება ყოველდღიური და ხანგრძლივი ვარჯიში (სირბილი) მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად.
იგი არ გამოდგება ბინებში ან პატარაეზოიან სახლებში საცხოვრებლად.
შეუფერებელია ამ ძაღლის ყოლა ისეთი ადგილებისათვის, სადაც იცის დიდი ყინვები, რადგან ეს მოკლებეწვიანი ჯიში სიცივეს ცუდად იტანს.
 
დობერმანს ძალიან უყვარს სხვადასხვა საგნის ღეჭვა, ამიტომ საჭიროა მისთვის ბევრი მაგარი (მყარი) სათამაშოს მიცემა.
 
ჯანმრთელობა:
დობერმანისათვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:
 
დილატაციური კარდიომიოპათია – ამ დროს ირღვევა გულის ძირითადი ფუნქცია – კუმშვადობა. იგი სუსტდება.
ამასთანავე, დიფუზიურად დიდდება გულის პარკუჭები და აღარ ხდება სისხლის ეფექტური მიმოქცევა.
გულის ფუნქციის შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფილტვებზე, ღვიძლზე და სხეულის სხვა სისტემებზე.
ეს დაავადება დობერმანებს უფრო მეტად ემართებათ, ვიდრე ძაღლის სხვა ჯიშებს.
 
ვობლერის დაავადება –  კისრის მალების არასტაბილურობა, რაც იწვევს არამყარ სიარულსა და სისუსტეს ძაღლებსა და ცხენებში.
 
ფონ ვილებრანდის დაავადება – მემკვიდრეობითი დეფექტი, რომელიც სისხლის შედედების პროცესის დარღვევას იწვევს.
 
პროსტატის დაავადებები – როგორებიცაა მაგალითად: ბაქტერიული პროსტატიტი, პროსტატის კისტა და პროსტატის ადენოკარცინომა.
 
ჰიპოთიროიდიზმი – მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირყვალი არ გამოყოფს საკმარის ჰორმონებს – თიროქსინსა (T4) და ტრიიოდოთირონინს (T3).
 
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.
 
 
 
სტატიის წყაროს წარმოადგენს ბლოგი ძაღლებზე: canophilia.wordpress.com

დუდუ

LEGION.GE


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

მიყვარს ეს ძაღლი და მომკალი თუ გინდა რა  :ki:


დუდუ

LEGION.GE


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

    სახლებს იცავენ მაგრათ, ზამთარში გარეთ უჭირთ მცივანები არიან.  მე მყავდა მაგარ ტანზე იყო. სწრაფები არიან ძალიან.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

    სახლებს იცავენ მაგრათ, ზამთარში გარეთ უჭირთ მცივანები არიან.  მე მყავდა მაგარ ტანზე იყო. სწრაფები არიან ძალიან.

ალექს დიდი ბოდიში დიდ პატივს გცემ მაგრამ ვოცდები ასეთ რამეს რომ ვისმენ. გერმანული მასტიფი(დოგი), ბოქსიორი, დობერმანი - მცივანა ძაღლებია.

 

მე მყავდა და მყავს მუდამ ბოქსიორი გარეთ - მისაქციელში -13 ჩვეულებრივია. ქარელში ჩემმ სიმამრთნათ სადაც - 20 იცის ხოლმე  მყოლია გეერმანული მასტიფი გარეთ.

ეს ძაღლები იტანენ ჩვეულებრივად ყინვას  და გაცილებით ძლიერ ყინვას ვიდრე საქართველოშია. - გერმანიაში.

 

თუ ძაღლი ცხოვრობს გარეთ ის ჩვეულებრივად იტანს ყინვას, თუ ძაღლი იზრდება ოთახში და ოთახში 20 გრადუსია გათბობის ხარჯზე და გარეთ - 5  ძაღლი უკვე ვეღარ იტანს ტემპერატურის სხვაობას.  

მე მყავს ვეიმარანერიც როემლსაც შიდა ბეწვი(პუხი) პრაქტიკულად  არ აქვს ძალიან  მოკლე მბზინავი გარე ბეწვი აქვს  აქვს. ასევე ცხოვრობს გარეთ ყინვაში


ჩამსწორებელი Panteleimon, 04 September 2018 - 02:35 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

სიმართლე გითხრათ მე არ მყოლია.ჩემ ძმაკაცებს ყავდათ და ძალიან ჭკვიანები და ამტანები არიან და ძალიან მიყვარდა.მიუხედავ იმისა,რომ ხალხში არის სტერეოტიპი,თითქოს გაუწონასწორებელია და ბავშვების მიმართ აგრესიულია,ამას ვერ დავეთანხმები.რათქმაუნდა შესაძლოა გამონაკლისები ყოფილიყო,მაგრამ რაც მე მაქვს ნანახი და რასაც შევსწრებივარ,თუნდაც იმას,რომ 2 წლის ბავშვთან მიდიოდა და ეფერებოდა,ან რო დაწვებოდა ბავშვი გვერდით უწვებოდა საწოლთან და თავისი მოკლე ჭკუით ზრუნავდა მასზე :) . ბევრი განსხვავებული აზრია ამ ჯიშთან დაკავშირებით მაგრამ დაუძინებელ აგრესორებად ვერ აღვიქვავ ამ ძაღლებს.

   რაც შეეხება სიცივეს,ეზოში ყავდა ჩემ ძმაკაცს.მთებშიც ატარებდა ხოლმე ზამთარში და არანაირი პრობლემა არ ჰქონია.ზოგადად ეს ჯიში სიცივისთვის არაა განკუთვნილი,მაგრამ ჩვეულებრივ იტანენ ჩვენ პირობებს.მთლად ციმბირში სეიძლება ვერ გაძლონ (არ ვიცი),მაგრამ საქართველოს პირობებს ადვილად უმკლავდებიან.


დუდუ

LEGION.GE


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ჩემი პოინტერი ქაჩავს მშვენივრად ეზოში და ესენი ვერ გაქაჩავენ?  :tegius



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ჩემი პოინტერი ქაჩავს მშვენივრად ეზოში და ესენი ვერ გაქაჩავენ?  :tegius

:)


დუდუ

LEGION.GE


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ხო,კიდევ ერთს დავამატებდი რაც ჩემთვისაა ცნობილი.დობერმანები იყოფიან 4 ტიპად.ანუ არაა სტანდარტული ვარიანტი - "დობერმან პინჩერი".დობერმანის 4 სახეობა არსებობს;

მინიატურული - ძალიან პატარა ტანის

ამერიკული - საშუალო ტანის.

ვროპული - საშუალოზე მაღალი ტანის (რომელსაც ჩვენ ვიცნობთ დობერმან პინჩერის სახელით).

გიგანტური - საკმაოდ მაღალი,დაკუნთული და მასიური ტანით,რომელიც დანარჩენებთან შედარებით გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით და სხვათაშორის,ჩვენდა გასაკვირად თეთრი ფერის დობერმანი არის მხოლოდ გიგანტურ სახეობაში.ეს "გიგანტური" იმიტომ არ ქვია რომ რაიმე ზე ნიშნულებზეა საუბარი.უბრალოდ დანარჩენ სამ სახეობასთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა.

 

   ამ ჩამონათვალში ზუსტ ზომებს არ დავასახელებ შეიძლება შევცდე  :0030:


ჩამსწორებელი დუდუ, 04 September 2018 - 03:11 PM.

დუდუ

LEGION.GE


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ალექს დიდი ბოდიში დიდ პატივს გცემ მაგრამ ვოცდები ასეთ რამეს რომ ვისმენ. გერმანული მასტიფი(დოგი), ბოქსიორი, დობერმანი - მცივანა ძაღლებია.

 

მე მყავდა და მყავს მუდამ ბოქსიორი გარეთ - მისაქციელში -13 ჩვეულებრივია. ქარელში ჩემმ სიმამრთნათ სადაც - 20 იცის ხოლმე  მყოლია გეერმანული მასტიფი გარეთ.

ეს ძაღლები იტანენ ჩვეულებრივად ყინვას  და გაცილებით ძლიერ ყინვას ვიდრე საქართველოშია. - გერმანიაში.

 

თუ ძაღლი ცხოვრობს გარეთ ის ჩვეულებრივად იტანს ყინვას, თუ ძაღლი იზრდება ოთახში და ოთახში 20 გრადუსია გათბობის ხარჯზე და გარეთ - 5  ძაღლი უკვე ვეღარ იტანს ტემპერატურის სხვაობას.  

მე მყავს ვეიმარანერიც როემლსაც შიდა ბეწვი(პუხი) პრაქტიკულად  არ აქვს ძალიან  მოკლე მბზინავი გარე ბეწვი აქვს  აქვს. ასევე ცხოვრობს გარეთ ყინვაში

   მე  დობერმანი მაჩუქეს 2 წლის იყო, სახლის პირობებში იზრდებოდა კორპუსში, საკუთარი სახლი მაქ ეზოთი, ალბათ მიჩვევაცაა ეზოში როცა იყო ზამთარში კანკალებდა მაგრათ ციოდა, ცდილობდა გარაჟიდან არ გამოსულიყო სუსხიან ყინვებში, ჩემთვის პირველი ძაღლი იყო მე სხვა დროს არა მყოლია. მართლა არ ვიცი მაგ ძაღლების ამტანობა და არც ის გარემო რა პირობებში ძლებენ, მე ჩემი თვალით რაც მქონდა ნანახი ეგაა და ეგ. ალბათ მიჩვევას დიდი მნიშვნელობა აქვს სადაა და რა პირობებშია მიჩვეული.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ხო,კიდევ ერთს დავამატებდი რაც ჩემთვისაა ცნობილი.დობერმანები იყოფიან 4 ტიპად.ანუ არაა სტანდარტული ვარიანტი - "დობერმან პინჩერი".დობერმანის 4 სახეობა არსებობს;

მინიატურული - ძალიან პატარა ტანის

ამერიკული - საშუალო ტანის.

ვროპული - საშუალოზე მაღალი ტანის (რომელსაც ჩვენ ვიცნობთ დობერმან პინჩერის სახელით).

გიგანტური - საკმაოდ მაღალი,დაკუნთული და მასიური ტანით,რომელიც დანარჩენებთან შედარებით გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით და სხვათაშორის,ჩვენდა გასაკვირად თეთრი ფერის დობერმანი არის მხოლოდ გიგანტურ სახეობაში.ეს "გიგანტური" იმიტომ არ ქვია რომ რაიმე ზე ნიშნულებზეა საუბარი.უბრალოდ დანარჩენ სამ სახეობასთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა.

 

   ამ ჩამონათვალში ზუსტ ზომებს არ დავასახელებ შეიძლება შევცდე   :0030:

 

იგონებ დუდიკ ეხლა შენ.

 

 

მინიატურული პინჩერი     FCI-Standard N° 185. MINIATURE PINSCHER. (Zwergpinscher)  საკმაოდ ძველი ჯიში  დაახლოებით 300  წლის

 

დობერმანი (დობერმან პინჩერი) - რომელასც მსოფლიო ეძახის დობერმანს  FCI-Standard N° 143 DOBERMANN   ეს  გამოიყვანა ფრიდრიხ ლუის დობერმანმა 19- ე საუკუნეში

 

გერმანული პინჩერი  FCI-Standard N° 184 GERMAN PINSCHER  

 

სამივე გერმანული ჯიშია - არ არსებობს არანაირი ამერიკული დობერმანი- როგორც არ არსებობს ამერიკული გერმანული ბოქსერი - ჯიში არის დობერმან პინჩერი და გერმანული ბოქსერი. და არ არსებობს ევროპული დობერმანი.

 

ამათთვის დათმობილია კლასიფიკაციით  Group : n°2 - Pinscher and Schnauzer - Molossoid and Swiss Mountain and Cattledogs Section 1

 

 

მოდი თუ ვწერთ სწორი ინფორმაცია დავდოთ რომ არ დაგვცინონ


ჩამსწორებელი Panteleimon, 04 September 2018 - 04:06 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?