Jump to content


ამ თემას აქვს 22 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აქ დავწეროთ ვინ რა ანდაზები ვიცით. ან გვსმენია.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საქართველოს გერბზე რაცაა აღნიშნული იმით დაგვეწყო:




ძალა ერთობაშია


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ადრე ამდგომსა კერდღელსა ვერ მოეწევა მწევარიო.
ავია თუ კარგიაო, ქალო, შენი ქმარიაო.
ავი შვილი დედ–მამის მაგინებელიაო.
ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს არც სხვას აჭმევსო.
აპატიეს მელასაო მოუმატა კბენასაო.
ასი ურტყი დავითასა მაინც იტყვის თავისასა.
ბერიკაცი ბერდებოდა, ცხენს უკუღმა შეჯდებოდა.
გველი გარედან არის ჭრელი, ადამიანი შიგნიდანო.
დედაბერმა თქვა: იმდენი ვერ მოვიცალე, რო მომკვდარიყავიო.
ერთმანეთისა ბაძვითა სახლი აივსო ნაგვითა.
ვინ რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო.
ზოგი ჭირი მარგებელიაო.
თევზმა თევზს უთხრა, ცოტა იქით მიიწიეო და –საიტ მივიწიო, ორივე ერთ ტაფაში ვიწვითო.
თუ მასპინძელი არ ლხინობს, სტუმარსაც მოეწყინებაო.
კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალა.
კოდალა სულ აკაკუნებს, მაგრამ მისი აშენებული ვერაფერი ვნახეო.
მამალმა თქვა: მე კი მიყივლია და გათენდება თუ არა, ღმერთმა იცისო.
მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო.
რაც არ მერგება არ შემერგება.
რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო.
სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ბედი შენი.
სახით მღვდელიო, საქმით მგელიო.
უბედურ კაცს ქვა აღმართში მოეწევაო.
ურაკუნე კედელსაო– უქადაგე რეგვენსაო.
ქურდმა ერთი ცოდვა ჰქნა, დამკარგამვა ათასიო.
უღმერთო ქუხილს გაიგონებსო და ღმერთსაც მაშინ მოიგონებსო.

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

*ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
*ა, დათვი და ა, კვალი!
*აასვენა, აღარ დაასვენა.
*ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
*აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო
*აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
*აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
*ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
*ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი
*ავი კაცი თავისთავის მკვლელია
*ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
*ავი შვილი დედმამის ჭირიაო
*ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
*ავმა რა ქნა - ავის მეტი
*ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
*ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
*ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
*არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
*არ მინდამა ცხრა ხინკალი შესჭამაო
*არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
*არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
*არა მკითხე მოამბეო, თაროს ჩამოუარეო
*არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
*არწივს საკენკით ვერ გააძღობო
*ასი კაცი ცხენს კაზმავდა, ვაი უკაცობასაო
*ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო
*აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
*აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
*აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
*ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
*არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

:bravo:  :bravo:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

*ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო
*ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
*ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
*ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
*ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
*ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
*ბაძვა სჯობია შურსაო
*ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
*ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
*ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
*ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
*ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
*ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
*ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
*ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
*ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
*ბრმათა შორის ცალ თვალიო, ვით პირველი სარდალიო
*ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
*ბუტიას კერძი გემრიელიაო
*ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა დაამატეთ თუ არ იცით??? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
პანჩო

პანჩო

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 807 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
  • წარმოშობა:xidari

ბაბუას ნაჭამმა   ტყემალმა  შვილიშვის  მოკვეთა  კბილიო                                                                                                                                                                                                                          

 სიმართლის  მთქმელს  ცხენი  შეკაზმული  უნდა  ყავდეს



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბევრის ცემით რკინაც გატყდებაო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამგონი გაიგონებსო.

გამხიარულდი, ბუხარო, გულჩათხრობილი ნუ ხარო.

გაძლევენ – გამოართვი, გცემენ – გაიქეციო.

გაჭირვება მიჩვენე, მე გაქცევას გიჩვენებო.

გლახა გამცემი ღმერთს სძულდა, ეშმაკს უყვარდაო.


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დათვმა თქვა: მე კაცის სიყვარულით ვერა ვძღებოდიო და კაცი ჩემი მტრობითაო.

დათვს თავში სცემდნენ და ამბობდა ეს რა ბრაგა ბრუგი მოდისო.

დაუჩვევარს ნუ დააჩვევ, დაჩვეულსა ნუ მოაკლებო.


დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე.

დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეშჭამსო.

დიდ კაცს დიდი ჭკუა აქვსო.

დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსა.

დღეს-მოხვალიესო თოვლი მოუვიდაო.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  • ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
  • ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
  • ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
  • ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
  • ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
  • ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
  • ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
  • ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
  • ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
  • ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს
  • ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
  • ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
  • ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
  • ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
  • ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის
  • ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

  • ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
  • ვაი - ძვლის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო
  • ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო
  • ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო
  • ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია.
  • ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო
  • ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის
  • ვერიდებოდი ღოლოსა, შემომხვდა ღობის ბოლოსა.
  • ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს.
  • ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო
  • ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო
  • ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა
  • ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
  • ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
  • ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება
  • ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო
  • ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო
  • ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
  • ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
  • ვირმა ნარი მოიტანა, დაჯდა და ისევ თვითონ დახვრიმა
  • ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა

legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  • ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს
  • ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა
  • ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
  • ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა
  • ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.
  • ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
  • ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო
  • ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო
  • ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო
  • ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ
  • ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო

legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  • თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
  • თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო
  • თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
  • თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო
  • თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
  • თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
  • თვალი უნებურიაო
  • თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო
  • თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო
  • თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს
  • თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო
  • თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო
  • თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე
  • თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო
  • თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე
Monobook-bullet-star_%28no_trasparency%2
  • თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო

 

 

  • იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.
  • იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
  • იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.
  • იმედიანი შიმშილიც კარგიაო.
  • იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო.
  • იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო.
  • იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია.
  • იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო
  • ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა - იგი შვილი.
  • ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა
  • ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
  • ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო
  • ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
  • ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში.
  • იხარე, ჭერო, იმრავლე, ერო!
  • იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!
  • კაი კაცი გლახა კაცთან წახდება
  • კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო
  • კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია
  • კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო
  • კაისათვის კაი ვის უქნია
  • კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია
  • კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
  • კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
  • კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდება
  • კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა
  • კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
  • კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს
  • კაცი კაცის წამალიაო
  • კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
  • კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო
  • კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს
  • კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს
  • კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო
  • კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია
  • კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო
  • კაცი კაცითაო და ღობე – ქაცვითაო.
  • კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს
  • კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო
  • კვიცი გვარზე ხტისო
  • კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
  • კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება
  • კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო

 

 

 

 

 

 

 

 

 

==ლ==
*ლამაზი ქალი ცოლად შეირთე - წყალში გადავარდიო.
*ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი
*ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო
*ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
*ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
*ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით
 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?