კოლიბრი
კალიოპეს კოლიბრი
კოლიბრი – მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველი, რომელიც გავრცელებულია ამერიკაში.. ზოგი მათგანი იმდენად პატარაა, რომ ,,ფრინველ-ბუზს” უწოდებენ. ასეთი ჩიტუნია 2გრამზე მეტს იწონის. კოლიბრს ყველაზე ლამაზ ფრინველად თვლიან დედამიწის ზურგზე. სილამაზის გამო ხალხი მას ხან ,,მზის სხივს” უწოდებს, ხან – ,,ტყის ვარსკვლავს”, ხან – ,,ცეცხლოსანს” და სხვა. ერთ-ერთი კოლიბრის ქოჩორი მუზარადს წააგავს, ამის გამო მას ,,მუზარადიანი კოლიბრი” შეარქვეს. ახლა კოლიბრის ნისკარტი ვნახოთ: ზოგს ისეთი წვეტიანი ნისკარტი აქვს, რომ ნემსი გეგონებათ. ამიტომაა, რომ მტაცებელი ფრინველებიც კი გაურბიან. აბა გაბედონ და თავს დაესხან! იმ წუთში თვალებს გამოკორტნის მტაცებელს. კოლიბრის საკვები ყვავილის ნექტარი, თაფლი, ბუზები, პეპლები და პატარა ხოჭოებია. . ცნობილია კოლიბრის 400 სახეობა როლთაგანაც ზოგიერთი ბზიკის ზომისაა. ზოგი ისეთი პატარაა რომ მათი ზომა ძლივს აღწევს 1,6 ან 1,8 გრამს. თუმცა გვხვდება უფრო მძიმე წონისაც- 20 გრამამდე.
მისი ფრთებს მოძრაობის დანახვა შეუძლებელია ფრთების რხევის სიხშირის გამო რასაც ჩიტი საოცარი ძლიერი კუნთებით აღწევს. კოლიბრის გულის ცემა აღემატება ათას დარტყმას წუთში. მას დიდი გული აქვს, ამიტომ დაუღალავად შეუძლია ფრენა. ის საათში ავითარებს 180 კილომეტრ სიჩქარეს. კოლიბრის გული მის კუჭზე სამჯერ დიდია. ასეთი დიდი ზომის გული არცერთ სხვა ფრინველს არ გააჩნია. ამის გარდა კოლიბრს ყველა მიმართულებით შეუძლია ფრენა: წინ უკან და გვერდითაც. კოლიბრის ბუდე კაკლის ნაჭუჭის ზომისაა. ის დებს ორ კვერცხს რომელიც მუხუდოს მარცვალზე პატარაა. კოლიბრს ყველაზე ლამაზ ფრინველად თვლიან დედამიწის ზურგზე. სილამაზის გამო ხალხი მას ხან მზის სხივს, ხან ტყის ვრასკვლავს,ხან ცეცხლოსანს უწოდებს.
წითურყელიანი კოლიბრი