Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

header-name.gifსახიფათო ნარჩენები

 

 

 

 

 

სახიფათო ნარჩენები   Share

 

asass.jpeg

 

 

 

 

 

ბუნებაში ერთი ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ნარჩენი მეორე ორგანიზმისთვის საკვებს ან რესურს წარმოადგენს. მიკროორგანიზმები და ჭიაყელები გარდაქმნიან ფოთლებს და მკვდარ ცხოველებს ჰუმუსად, რომელიც თავის მხრივ მცენარეთა საკვებია.
ამ ციკლების ჩამოყალიბებას ბუნებაში მილიონობით წელი დასჭირდა, ადამიანის დღევანდელი ცხოვრების წესი კი სწრაფად არღვევს ამ ბუნებრივ ბალანს წარმოქმნის რა ნარჩენების მზარდ რაოდენობას.
"ნარჩენი არის ადამიანის აქტივობის თანაპროდუქტი და განისაზღვრება როგორც ნებისმიერი ნივთიერება ან საგანი რომელსაც იშორებს მფლობელი, განზრახული აქვს რომ მოიშოროს ან უნდა მოიშოროს"
არსებობს შემდეგი ტიპის ნარჩენები:
წყაროს მიხედვით
საყოფაცხოვრებო, სამშენებლო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამთო-მოპოვებითი სამედიცინო და ა.შ
ფრაქციების მიხედვით:
ქაღალდი, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მეტალი, პლასტმასი, საბურავები, ბატარეები და ა.შ.
თვისებების მიხედვით:
• ინერტული
• სახიფათო
• მყარი
• თხევადი
ზოგადი განმარტების მიხედვით სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება:
ნარჩენები რომელნიც პოტენციურად სახიფათოა და რისკის ქვეშ აყენებს
ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს უსაფრთხოებას და ხასიათდება
შემდეგი თვისებებით: აალებადი, რეაქციული, მომწამვლელი, კოროზიული,
ინფექციური და ეკოტოქსიკური.
არსებობს სარისკო ნარჩენების შვიდი ძირითადი კატეგორია, ესენია:
• ინფექციური ნარჩენები: სისხლი და სისხლის პროდუქტები; სისხლით, შრატითა და პლაზმით კონტამინირებული (დაბინძურებული) ნივთები; სადიაგნოსტიკო და კვლევით ლაბორატორიებში დაბინძურებული ნივთები; მწვავე ინფექციური დაავადებებით შეპყრობილი პაციენტების იზოლატები (გამონაყოფები), მათი კვების ნარჩენების ჩათვლით; ვაქცინები; ადამიანის კონტამინირებული ნარჩენები, ლოგინის თეთრეული და სხვა მასალები.
• ანატომიური ნარჩენები: ადამიანის სხეულის ნაწილები, ორგანოები, ქსოვილები, ჩანასახები და სხვა მსგავსი ქირურგიული ნარჩენები, ბიოპსიის, აუტოპსიის მასალები, ადამიანის პათოგენებით ინფიცირებული ცხოველების ჩონჩხები, ორგანოები და ქსოვილები.
• ბასრი საგნები: საოპერაციო ინსტრუმენტები, ნემსები, შპრიცები; ბასრი ინსტრუმენტები: მაკრატლები, საპარსები, სისხლის გადასხმის სისტემები, კონტამინირებული შუშის ნამსხვრევები, სისხლიანი სინჯარები და სხვა მსგავსი მასალები.
• ქიმიური ნარჩენები: მყარი, თხევადი ან/და აიროვანი ქიმიკატები: ხსნარები, რეაგენტები, ფირის გასამჟღავნებელი ნივთიერებები, ეთილენის ოქსიდი და სხვა ქიმიკატები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ტოქსიკური, კოროზიული, აალებადი, აქროლადი ან კანცეროგენული თვისებები.
• ფარმაცევტული ნარჩენები: ყველა სახის ვადაგასული სამკურნალწამლო საშუალებები, აგრეთვე ქიმიოთერაპიაში გამოყენებული ყველა სახის ნივთიერების ნარჩენები, რომლებიც შეიძლება იყოს გონადოტოქსიკური, მუტაგენური, ტერატოგენული ან კანცეროგენული მოქმედებისა.
• რადიოაქტიური ნარჩენები: ყველა სახის ნარჩენები, რომლებიც რომელიმე რადიოაქტიური იზოტოპით არის დაბინძურებული
• კონტეინერები (ბალონები) წნევის ქვეშ: წნევის ქვეშ არსებული აირების ან აეროზოლების შემცველი ბალონები.

ამ სფეროს თანამედროვე იდეოლოგია და კონცეფცია


აღინიშნება სამი "რ"-ით:
– reduction – ნარჩენების დაგროვების მოცულობის შემცირება, ნარჩენების მინიმიზაცია;
– reuse – კომპონენტების (რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ სამომხმარებლო ღირებულება) განმეორებითი გამოყენება:
– recycling – კომპონენტების გადამუშავების შემდეგ სამეურნეო ბრუნვაში დაბრუნება.
მინიმიზაციისა და რეციკლირების კონცეფცია განსაკუთრებულ როლს თამაშობს არა მარტო სამედიცინო ნარჩენების სფეროში, არამედ მუნიციპალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში ზოგადად და ხელს უწყობს, როგორც რესურსების დაზოგვასა და შენახვას, ასევე ნარჩენების შესანახი ადგილების ფართობების შემცირებას, გარემოს ობიექტების დაცვასა და მართვის ტექნოლოგიების მენეჯმენტის გააქტიურებას. გარდა ამისა, ეს საქმიანობა მომგებიანიც შეიძლება იყოს. ასე მაგალითად, მაღალგანვითარებულმა ჰონკონგმა, ექვსმილიონიანი მოსახლეობით, 1993 წელს ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე გადაამუშავა და საზღვარგარეთ გაიტანა 1,3 მლნ ტონა მუნიციპალური ნარჩენი, საიდანაც ქვეყნისათვის სუფთა ფინანსურმა მოგებამ შეადგინა 2,2 მლრდ აშშ დოლარი.
რატომ არის პრობლემა პოლიეთილენის პარკების გამოყენება?
ზოგიერთი ფაქტები მოხმარების შესახებ
• პოლიეთილენის პარკების აქტიური წარმოება დაიწყო 70-იანი წლებიდან;
• ყოველწლიურად მსოფლიოში იწარმოება 4-5 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი;
• ჩინეთში ყოველდრე მოიხმარებოდა 3 მილიარდი პოლიეთილენის პარკი (2008 წ);
• საქართველოში სავარაუდოდ 20 მილიონი.
რატომ ქმნის ცელოფნის პარკები პრობლემას?
• არ არის ბიოდეგრადირებადი (1000 წელი სჭირდება მის დაშლას)
• მზადდება პოლიეთილენისგან, რომელიც თავის მხრივ იწარმოება ნავთობპროდუქტებისგან;
• რთულია მასი რეციკლირება (მხოლოდ 1% რეციკლირება ხდება)
• 100 მილიონი პარკის საწარმოებლად საჭიროა 430,000 გალონი ნავთობი (1627 ტ);
• წარმოების პროცესში გამონაბოლქვი აბინძურებს ჰაერს;
• დაშლის დროს (თუკი ასეთი ხდება) აბინძურებს ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში;
კონკრეტულად რა ზიანს აყენებს გარემოს?
• ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, ოკეანეებში, მდინარეებსა და ტბებში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილერნის პარკების გადაყლაპვის გამო;
როგორ ებრძვიან მსოფლიოში პოლიეთილენის პარკებს?
• 2001 წლიდან ირლანდიაში პოლიეთილენის პარკები იბეგრება 15 ცენტით;
შედეგი: მოხმარება შემცირდა 1.2 მილიარდიდნ 100 მილიონამდე. შესაბამისად დაიზოგა 18 მილიონი ლიტრი ნავთობი
• ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელი კანადაში პარკების ფასი 5 ცენტია
• 2008 წლის 1 ივნისიდან ჩინეთში აიკრძალა თხელი პარკების წარმოება და სუპერმარკეტებში მოხმარება;
• სან-ფრანცისკოში უკანონოდ გამოცხადდა ერთჯერადი პარკების გამოყენება დიდ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში. სუპერმარკეტებს მოუწოდეს გამოიყენონ ადვილად დეგრადირებადი (1 თვე) პარკები
• მიმართავენ საზოგადოების ქცევის შეცვლისკენ მიმართულ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს
• პროპაგანდას უწევენ ხელახლა გამოიყენონ და შეამცირონ ნარჩენი ან გააკეთონ მათი რეციკლირება და კომპოსტირება, რათა შემცირდეს ზოგადად ნარჩენი, რომლებიც საბოლოო ჯამში მაინც პოლიეთილენის პარკებში უნდა განთავსდეს.

სხვადასხვა ქვეყანაში ნარჩენების მართვისადმი საზოგადოების დადებითი დამოკიდებულების მისაღწევად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება
• ბარსელონაში ნარჩენების განცალკევებით შეგროვების პროცესი სახალისო თამაშს ჰგავს, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ასაკის მოსახლეობა, მათ შორის, ბავშვები. ნარჩენების თითოეული კომპონენტისათვის განკუთვნილია სხვადასხვა ფერის ტომარა, რომლებიც შევსების შემდეგ ბარდება დანიშნულებისამებრ. ამ პროცესის დამთავრების შემდეგ ბავშვები ჯილდოვდებიან სხვადასხვა ტკბილეულით, ხოლო უფროსები იმსახურებენ მადლობას ადგილობრივი ხელისუფლებისაგან.
• შვეიცარიაში არსებობს ნარჩენების წვის 37 საქალაქო საწარმო, რომლებიც ქალაქებს ელექტროენერგიითა და ცხელი წყალით ამარაგებენ. თითოეული ასეთი საწარმო 150 ათასიანი ქალაქისათვის საჭირო ელექტროენერგიის 10%ს იძლევა და მთლიანად უზრუნველყოფს ამ რაოდენობის მოსახლეობას ცხელი წყლით.
• ზანზიბარში, გარემოსა და ტურისტების იტერესების დაცვის მიზნით, აიკრძალა პოლიეთილენის პარკების წარმოება და იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ქვეყანა ყოველთვიურად შემოსავლებში 400 ათას აშშ დოლარს კარგავს.
• გერმანიაში 45 მლნ. ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება, რომელთაგან 10 მლნ. ტონა იწვება ეკოლოგიურად უსაფრთხო ნაგვის საწვავ ქარხნებში, 21 მლნ ტონა გადამუშავდება ახალი შესაფუთი მასალებისა და ქიმიური ქარხნებისათვის ნედლეულის მისაღებად, ხოლო 14 მლნ ტონა გააქვთ 300 მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.
• ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, 2003 წლიდან ნებისმიერი სავაჭრო დაწესებულება ვალდებულია მიიღოს გამოყენებული ჭურჭელი როგორც მინის, ასევე პლასტიკური, მეტალის შემცველი შესაფუთი მასალები და სხვ. გარდა ამისა, ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადგმული სხვადასხვა მოცულობისა და ნაირფრად შეღებილი ოთხგანყოფილებიანი ურნები და კონტეინერები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის ნარჩენების განცალკევებულად შეგროვებას. ამ გზით წელიწადში 6 მლნ ტონა შესაფუთი მასალების, 2 მლნ ტონა მინის, 1605 მლნ ტონა ქაღალდისა და მუყაოს შეგროვება ხერხდება.
• იაპონიაში დაპრესილი ნარჩენებისა და ნაგვისაგან აწარმოებენ ბრიკეტებს ხელოვნური კუნძულების მშენებლობისათვის. ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნარჩენების გადამუშავებით მიღებული მასალებისაგან ტოკიოს ყურეში აშენებული კუნძული ოდაიბა, რომლიდანაც კარგად ჩანს ტოკიოს პანორამა და ამ კუნძულის ქალაქთან შემაერთებელი ცისარტყელას ხიდი.

ქვეყნები, სადაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება აკრძალულია ან იბეგრება
• საფრანგეთი (ჯერჯერობით მხოლოდ პარიზი)
• ირლანდია
• ჩინეთი
• დიდი ბრიტანეთის ნაწილი
• იტალია
• ავსტრალია
• სამხრეთ აფრიკა
• ინდოეთი
• ბანგლადეში
• ტაივანი
• უგანდა
• კენია
რა ალტერნატივები არსებობს?
• ნაჭრის ჩანთები
• ნეილონის ჩანთები
• კალათები
• ზურგჩანთები
• სხვა ბიოდეგრადირებადი მასალისგან შექმნილი ჩანთები
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ თვითონ?
• ყოველი ყიდვის დროს თან ვიქონიოთ ჩანთა, რათა თავიდან ავიცილოთ ცელოფნის პარკების გამოყენება;
• ერთნაირი პროდუქტები მოვათავსოთ ერთ პარკში;
• ვეცადოთ, რომ ერთი ხმარების შემდეგ არ გადავყაროთ პარკები და ხელახლა გამოვიყენოთ ისინი;
• გამოვიყენოთ ქაღალდი შესაფუთად, პარკების ნაცვლად;
• შევამციროთ ნაგავი სახლში ნაკლებად ნარჩენიანი პროდუქციის შეძენისა და კომპოსტირების გზით;
• გავავრცელოთ ინფორმაცია პოლიეთილენის პარკების მავნებლობის შესახებ;
• მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას მოთხოვნით, რომ მაქსიმალურად შემცირდეს პოლიეთილენის პარკების მოხმარება.
• გახდით ჩვენი ეკო-მეგობარი და ხმა მიეცით პოლიეთლენის პარკის ხმარებიდან ამოღებას.

ekotema_01_narchenebi.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო.სპმ


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
პოლიეთილენის მასალას 2500წელი სჭირდებაო რომ გაიხრწნას ბუნებრივ პირობებშიო..

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ბუნებაში რომ გვიყვარს ხალხნო ქეიფი და დროსტარება და მერე ნარჩენებს ვტოვებთ ადგილზე ,,იმათმა წაიკითხეთ ეს სტატია....ჩვენ არ გვეხება ძმებო სხვის დაყრილ ნაგავსაც ვალაგებთ ჩვენ,,

არ ვარგა ასეთი საქციელი ხალხნო !!!!!!აზრზე მოდით!!!!!გავუფრთხილდეთ ბუნებას

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამწუხაროდ მართალი ხარ ჩემო დევი. ძალიან საღორეს დაამსგავსეს "ადამიანებმა" ბუნება :0006:


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ერთერთ პოსტში ავღნიშნე.ადამიანზე მეტი ზიანი ამ პლანეტაზე არავის მოაქვს.

მომავალს არავინ უყურებს.ყველა დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრობს მხოლოდ


დუდუ

LEGION.GE


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

იდეა მაქვს.

 

ესეთ ნარჩენებს სადაც გადავაწყდებით და ჩვენს ძალებს აღემატება. რაც შეგვიძლია ავიღოთ, რაც არა რუქაზე მოვნიშნოთ  ფორუმზე დავდოთ სპეციალურ თემაში სახელით მაგალითად - გაიარე არ დაიზარო და მერე ეს  ფორუმის პოსტი გავაშეაროთ ფეისბუქზე- მოწოდებით შემოგვიერთდი. 

 

ლოკაციებიც დაიდება დანაგვიანებული ადგილების, ნარჩენებიც ალაგდება, კლუბის პოპულარიზაციაც იქნება, ლინკიდან ფორუმზეც შემოვლენ, ბევრიც მოგვბაძავს , ბუნებაც დაისვენებს , ბაბუც კმაყოფილი იქნება და დუდუც :D


ჩამსწორებელი Panteleimon, 27 September 2018 - 12:01 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვაახ.ფირო საღოოლ  :good:  :good:

კარგი აზრია ძმობილო.იმედია გამოხმაურებაც იქნება


დუდუ

LEGION.GE


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

კარგი იდეაა , შედეგიც საუკეთესო მოყვება. ისე ამ ბოლო დროს მაგრად მსიამოვნებს რომ ავტობანის და თბილისიდან გასასვლელი გზების დასუფთავება ხდება მუნიციპალური სამსახურების მიერ. ფეხიტ დადიან და უწესო ადამიანების მიერ გადაყრილ ბოთლებს და ნაგავს აგროვებენ. 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?