Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბდლების პირამიდა

„შეუზღუდავ ძალაუფლებას ძალუძს მათი მფლობელთა გონების გახრწნა,“ - ასე მიმართა ლორდთა პალატას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უილიამ პიტმა 1770 წელს.

 

 

42444_52fdeb31a1ef8.jpg
 
 
 

„შეუზღუდავ ძალაუფლებას ძალუძს მათი მფლობელთა გონების გახრწნა,“ - ასე მიმართა ლორდთა პალატას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უილიამ პიტმა 1770 წელს.

„აბსოლუტური ძალაუფლება ხრწნის საუკეთესო ბუნების მქონე პიროვნებებს,“ - დაასკვნა ფრანგმა რესპუბლიკელმა პოეტმა და პოლიტიკოსმა ალფონს მარი ლუი დე პრატ ლამარტინმა თავის ცნობილ ნაშრომში - „საფრანგეთი და ინგლისი, მომავლის ხედვა“.

„ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად,“ - ამ სახით ეს შეგონება ცნობილმა ისტორიკოსმა და მორალისტმა, ლორდმა აქტონმა ჩამოაყალიბა ეპისკოპოს კრეიტონისადმი მიწერილ ეპისტოლეში 1887 წელს.

ასე და ამრიგად, თანამედროვეობისათვის ერთერთი ყველაზე პოპულარული სენტენციის ავტორად თამამად შეგვიძლია ჯონ ემერიჩ ედვარდ დალბერგ აქტონი ჩავთვალოთ; თუმცა იდეა კი ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა.

სწორედ ეს იდეა გამოიყენა საფუძვლად თომას ჯეფერსონმა, როდესაც „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ შექმნა 1776 წელს. და ამ პრინციპზე აიგო ამერიკული სახელმწიფო სისტემა; მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახვეწილი და ჩახლართული სტრუქტურა, რომლის მთელი სირთულე ემსახურება ერთ მარტივ, მაგრამ უზენაეს დებულებას: - არასოდეს, არასოდეს არ უნდა მოხდეს განუსაზღვრელი ძალაუფლების კონცენტრაცია მხოლოდ ერთი პიროვნების ხელში.

ძალაუფლების გამხრწნელი ზემოქმედება მრავალი განსხვავებული სახით შეიძლება იყოს გამოხატული, მაგრამ ხრწნის სპექტრალურ ანალიზს თუ გავაკეთებთ, საზოგადოებისთვის ყველაზე დამანგრეველი მოქმედება ერთ გარკვეულ ფაქტორს გააჩნია. ეს გახლავთ ძალაუფლების მქონე გახრწნილი გონების მიერ სხვა, ნაკლები ძალაუფლების უპირატეს გონებათა აუტანლობა. ამ ფაქტორს მივყავართ სწორედ კატასტროფულ შედეგამდე, რასაც უპრინციპო სულელების სახელისუფლებო პირამიდა ჰქვია.

არ არსებობს გონება, რომელსაც ძალუძს აბსოლუტური ძალაუფლების გამხრწნელი გავლენისათვის წინააღმდეგობის გაწევა. გახრწნა სიკვდილივით გარდაუვალია და გამორიცხულია ყოველგვარი გამონაკლისი თუ პრეცედენტი. დეგრადირებული გონების ყველაზე კომიკური პარადოქსი კი ის გახლავთ, რომ მისი პატრონი ვერ აცნობიერებს ერთ ელემენტარულ აქსიომას: - აბსოლუტური ძალაუფლების არსებობისას, ყველანაირ დადებითთან ერთად აბსოლუტურად ყველანაირი უარყოფითიც ერთ პიროვნებასთან იქნება ასოცირებული.

ამ დებულების ჭეშმარიტების დამტკიცება საკმაოდ მარტივად შეიძლება მსოფლიო ისტორიაში არსებული არაერთი მაგალითით, მაგრამ მე ამით თავს არ შეგაწყენთ და პატივცემულ მკითხველს დავუტოვებ საკუთარი აღმოჩენებით ინტელექტუალური ტკბობის საშუალებას.

დავუბრუნდეთ ისევ ამერიკულ სისტემას და მოკლედ მიმოვიხილოთ მისი ძირითადი პრინციპები.

1787 წელს შექმნილი აშშ-ს კონსტიტუცია თომას ჯეფერსონის თავისუფლების დეკლარაციის უზენაეს პრინციპს დაეყრდნო, როდესაც ხელისუფლების სამი მძლავრი, განცალკევებული, მაგრამ ერთმანეთზე დამოკიდებული განტოტება შექმნა: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. კონსტიტუციის თანახმად, თითოეულ განტოტებას გააჩნია კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ზედამხედველობს დანარჩენ ორს.

ასე შეიქმნა და ჩამოყალიბდა იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა, სადაც პოლიტიკური სამება ამავე დროს სახელმწიფოებრივ ერთარსებას წარმოადგენს.

ახლა თუ წამით შევჩერდებით და თავიდან გავიაზრებთ აქამდე ნათქვამს, აღმოჩნდება, რომ ამ წარმატებული პოლიტიკური მანქანის საფუძველი და მთავარი ჭანჭიკი ყოფილა განუსაზღვრელი ძალაუფლებით ადამიანის გონების უნივერსალური ხრწნადობის სრულყოფილი გააზრება.

ნებისმიერი სოციალური თუ პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად არიდებს თავს ზემოაღნიშნული აქსიომის გააზრებას, განწირულია კატასტროფისათვის!

...თანამედროვე საქართველოს რეალობაში პარადოქსულად საინტერესო და საინტერესოდ პარადოქსულ ფსიქო-პოლიტიკურ ექსპერიმენტს აქვს ადგილი.

ინტელექტუალურობაზე განუსაზღვრელი პრეტენზიების მქონე მმართველი პარტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ჯაჭვ-ხატ-ტაბურეტ-ასხმულ ინდივიდთა და ფილოსოფოს-ბიზნესმენ-მსახიობთა უნიკალურ კვინტესენციას წარმოადგენს, შექმნილია და აბსოლუტურად კონტროლდება ერთი ინდივიდის მიერ. მავანი გაიფიქრებს, ეს არც ისე ორიგინალური ექსპერიმენტიაო და ნაწილობრივ მართალიც იქნება. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჯერ არაფერი გვითქვამს ექსპერიმენტის მეორე, ბევრად უფრო საინტერესო და ჭეშმარიტად უნიკალურ კომპონენტზე. ზემოაღნიშნული ინდივიდის ხელმძღვანელობით ახლა საზოგადოების სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბება მიმდინარეობს...

...რა იქნება ამ ექსპერიმენტის შედეგი?

ამის გამოცნობა არა მგონია რაიმე სირთულეს წარმოადგენდეს. პოლიტიკურ სექტორში მივიღებთ უპრინციპო სულელების სახელისუფლებო პირამიდას; სამოქალაქო სექტორში კი...

 

 

ზურაბ გურული

 

მისისიპის უნივერსიტეტის  კლინიკური პროფესორი


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აგი თემა დასახურია???? .....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

სათური მომეწონა :)

"აბდლების პირამიდა" და იქვე უნდა იყოს "ყაზილრების სარკოფაგი" :)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:0024:


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

საინტერესეო თემაა ეს უბრალოდ განვითარება არ აქვს უფრო ბლოგია... :)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სათური მომეწონა :)

"აბდლების პირამიდა" და იქვე უნდა იყოს "ყაზილრების სარკოფაგი" :)

 

:0024: :goood:
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სათური მომეწონა :)

"აბდლების პირამიდა" და იქვე უნდა იყოს "ყაზილრების სარკოფაგი" :)

 

:0024: :goood:
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

სათაურია SUPER  :0024:  :0024:  :0024: 


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?