"დრაშკოს" მონტაჟი
მტაცებლის საჭერად გამოცდილი მეთევზეების მიერ უამრავი საინტერესო მონტაჟია შექმნილი. საქართველოში სამწუხაროდ არ ვართ განებივრებულები მტაცებლების ნაირსახეობების სიუხვით და რაც გვყავს ისიც საკმაოდ ცოტაა ცნობილი მიზეზების გამო...
ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ერთი საინტერესო მონტაჟი, რომელიც მშვენივრად იმუშავებს ლოქოსა და ქარიყლაპიას საჭერად.
უნდა ავღნიშნო, რომ ნებისმიერი თევზი უკეთ რეაგირებს თავის ნატურალურ საკვებზე, ამიტომაც მონტაჟები, მკვდარი ლიფსიტას გამოყენებით, ასე პოპულარულია სპინინგისტებს შორის. ისინი ხომ მაშინაც მუშაობენ, როდესაც მტაცებელი "კაპრიზობს" და ცუდად მოდის. გარდა ამისა ასეთი მონტაჟის ღირებულება გაცილებით უფრო მცირეა ვიდრე ვობლერების თუ სხვა ძვირადღირებული სატყუარების. "დრაშკოს" ("Drachko") მონტაჟი ასეთ სახელს ატარებს ევროპაში ძალიან ავტორიტეტული მწერალი-მეთევზის, წარმოშობით სერბის, ალბერტ დრაშკოვიჩის საპატივისცემულოდ, რომელიც არ არის ამ მონტაჟის გამომგონებელი, მისი დამსახურება ამ მონტაჟის პოპულარიზაციაშია.
თავისი აშკარა უპირატესობების გამო "დრაშკოს" მონტაჟი ყველაზე პოპულარული გახდა სხვა, მკვდარ ლიფსიტაზე საჭერ მონტაჟებს შორის. იგი იოლად მზადდება, კარგათ აფიქსირებს მკვდარ ლიფსიტას და გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ სხვადასხვა სიმძიმის საძირავები. დრაშკოს" კლასიკური მონტაჟი როგორ მზადდება მონტაჟი: შემაერთებელ რგოლზე ვათავსებთ საძირავს (ტრადიციულად ეს "ყურშა" საძირავია) შემდეგ დრეკად მავთულს რომელიც ბოლოში მოღუნულია (ეს მავთული ლიფსიტაში შეგვყავს), შესაბამისი სიგრძის ფოლადის ლიდერი თავისი სამკავით და მონტაჟის ბოლო ელემენტი -რბილი მავთული, რომელიც ლიფსიტას ეხვევა და დამატებითად აფიქსირებს მას.
"დრაშკოს" მონტაჟის მსგავსათ შექმნილია უამრავი, დამზადების მიერ სხვადასხვა სირთულის, მონტაჟი. გთავაზობთ მათ შორის ყველაზე პოპულარულებს.
მკვდარ ლიფსიტაზე თავზაობისას სპინინგისტის მთავარი ამოცანაა შეასრულოს ისეთი გატარება, რომელიც მომაკვდავ, აგონიაში მყოფ ლიფსიტას იმიტირებს. ასეთი გატარება ხომ ყველაზე კარგათ პროვოცირებს მტაცებელს. ამას მიუმატეთ ისიც, რომ გატარებისას მკვდარ ლიფსიტას ქერცლი და სხვა მცირე ნაწილაკები ცვივა, რაც ერთგვარ "სურნელოვან შლეიფს" ქმნის, ეს კი დამატებითად იზიდავს თევზს.
წარმატებულ თევზაობას გისურვებთ
წყარო:https://metevze.ucoz.com