Jump to content


ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39355 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"დრაშკოს" მონტაჟი   

 

 

 

 

 

ae9127b7ce43.jpg                                                                              მტაცებლის საჭერად გამოცდილი მეთევზეების მიერ უამრავი საინტერესო მონტაჟია შექმნილი. საქართველოში სამწუხაროდ არ ვართ განებივრებულები მტაცებლების ნაირსახეობების სიუხვით და რაც გვყავს ისიც საკმაოდ ცოტაა ცნობილი მიზეზების გამო...
ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ერთი საინტერესო მონტაჟი, რომელიც მშვენივრად იმუშავებს ლოქოსა და ქარიყლაპიას საჭერად.
უნდა ავღნიშნო, რომ ნებისმიერი თევზი უკეთ რეაგირებს თავის ნატურალურ საკვებზე, ამიტომაც მონტაჟები, მკვდარი ლიფსიტას გამოყენებით, ასე პოპულარულია სპინინგისტებს შორის. ისინი ხომ მაშინაც მუშაობენ, როდესაც მტაცებელი "კაპრიზობს" და ცუდად მოდის. გარდა ამისა ასეთი მონტაჟის ღირებულება გაცილებით უფრო მცირეა ვიდრე ვობლერების თუ სხვა ძვირადღირებული სატყუარების.            
                                              b8c1139b79dc.jpg                                 "დრაშკოს" ("Drachko") მონტაჟი ასეთ სახელს ატარებს ევროპაში ძალიან ავტორიტეტული მწერალი-მეთევზის, წარმოშობით სერბის, ალბერტ დრაშკოვიჩის საპატივისცემულოდ, რომელიც არ არის ამ მონტაჟის გამომგონებელი, მისი დამსახურება ამ მონტაჟის პოპულარიზაციაშია.
თავისი აშკარა უპირატესობების გამო "დრაშკოს" მონტაჟი ყველაზე პოპულარული გახდა სხვა, მკვდარ ლიფსიტაზე საჭერ მონტაჟებს შორის. იგი იოლად მზადდება, კარგათ აფიქსირებს მკვდარ ლიფსიტას და გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ სხვადასხვა სიმძიმის საძირავები.                         დრაშკოს" კლასიკური მონტაჟი   
                                   
                      ccc7535af5f1.gif                                                                   როგორ მზადდება მონტაჟი: შემაერთებელ რგოლზე ვათავსებთ საძირავს (ტრადიციულად ეს "ყურშა" საძირავია) შემდეგ დრეკად მავთულს რომელიც ბოლოში მოღუნულია (ეს მავთული ლიფსიტაში შეგვყავს), შესაბამისი სიგრძის ფოლადის ლიდერი თავისი სამკავით და მონტაჟის ბოლო ელემენტი -რბილი მავთული, რომელიც ლიფსიტას ეხვევა და დამატებითად აფიქსირებს მას.                                                                                                 39193ae2d1f6.jpg                                                "დრაშკოს" მონტაჟის მსგავსათ შექმნილია უამრავი, დამზადების მიერ სხვადასხვა სირთულის, მონტაჟი. გთავაზობთ მათ შორის ყველაზე პოპულარულებს.                                                                                 c00e4512478c.jpgc60a0d043885.jpg                                                  კვდარ ლიფსიტაზე თავზაობისას სპინინგისტის მთავარი ამოცანაა შეასრულოს ისეთი გატარება, რომელიც მომაკვდავ, აგონიაში მყოფ ლიფსიტას იმიტირებს. ასეთი გატარება ხომ ყველაზე კარგათ პროვოცირებს მტაცებელს. ამას მიუმატეთ ისიც, რომ გატარებისას მკვდარ ლიფსიტას ქერცლი და სხვა მცირე ნაწილაკები ცვივა, რაც ერთგვარ "სურნელოვან შლეიფს" ქმნის, ეს კი დამატებითად იზიდავს თევზს.

 

 

 

 

წარმატებულ თევზაობას გისურვებთ 

 

 

 

 

წყარო:https://metevze.ucoz.com

 

 

 

 

 

 

 

 

 


 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39355 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ადმინებო სურათებს რატომ არ ხსნის ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ამის ჩალიჩს მგონი ბაზარში სიარული ჯობია :)

ვხუმრობ ვხუმრობ რა დაიძბეთ?!



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4342 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

:0024:  :0024:  :0024:  :0024:

 

მეტნაკლებად გეთანხმები :) 

 

 


პატივისცემით




 




მეტეორა




 




კლუბ მონადირეთა ლეგიონის 




გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

რატო უნდა დაიჭირო თევზი ტანით როცა ჩვეულებრივ შეიძლება დაჭერა ბლესნაზე  ;)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39355 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლაგიჩნა


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 622 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

კიდევ ერთი მეთოდი არსებობს მსგავსი მონტაჟით, მკვდარ თევზში მახათით პირიდან ჩატენი სიმძიმეს (სიმძიმე უნდა იყოს მოგრძო, თითისებური და მისი წონა დამოკიდებულია სატყუარა თევზის ზომაზე და სათევზაო ადგილის სიღრმეზე) და მხოლოდ შემდეგ ამაგრებ თევზს დრაშკოს მეთოდით 
თევზაობ შემდეგ ნაირად: ტყორცნის შემდეგ ელოდები სანამ სატყუარა ფსკერზე დაწვება, ამას მიხვდები როცა ძუა ჩაეკიდებააკეთებ პაუზას 5-10 წამით, მერე სპინინგის ფართე მოძრაბით:  აწევ სატყუარას ფსკერიდან და ორ სამ ხვევას გააკეთებ კოჭათი, აცდი სანამ სატყუარა ფსკერზე დაწვება და ისევ იმეორებ... 

გამოდის ძაან დიდ ამპლიტუდიანი საფეხური, თანაც მკვდარი თევზი ძაან ნატურალურად ეშვება ფსკერზე და მტაცებლის თავდასხმა თითქმის ყოველთვის მოდის სატყუარას დაშვებისას ან ფსკერზე დების პაუზის დროს, ეს მეთოდი ამართლებს როცა მტაცებელი ნაკლებათ აქტიურია

;)
 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39355 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მთელი ამბებია . ცოდნა უნდა ყველაფერს რა


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1304 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

   აი ამას ქვია ჩანგლების ასხმა :0024:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?