Jump to content


ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კავკასიური ნაგაზი 

a91.jpg

სიმაღლე:ხვადი 68 -75სმ, ძუ 63 -70სმ.
წონა:ხვადი 45 -75კგ. ძუ 42 -70კგ. 
სიცოცხლის ხანგრძლივობა: წელი 9-11
წარმომავლობა:კავკასია

წარმომავლობა
კავკასიური ნაგაზი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მთიან რაიონებში წარმოიშვა, მრავალი საუკუნის წინ. გამოიყენება საქონლის და სხვადასხვა ობიექტის დასაცავად. ერთგულია პატრონისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, უყვარს ბავშვები. კავკასიური ნაგაზი კარგად ეგუება ყველა კლიმატს. 

b91.jpg

ჯიშის აღწერა
ქართული ნაგაზი არის დიდი ზომის, ძლიერი აგებულების მქონე, უცხოსადმი უნდო და ყოველთვის საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლი. თავი- დიდი და განიერი, ზედმეტი ნაოჭებისა და დანაკეცების გარეშე. თავის ქალა მასიური აქვს, კარგად განვითრებული. შუბლი დაბალი და განიერი. ცხვირი განიერი, ნესტოები ძირითადად შავი ფერის. დინგი თავის ქალის სიგრძეზე ოდნავ ნაკლები, განიერი. ტუჩები კარგად განვითარებული, ელასტიკური და ყბებზე კარგად აკრული, ტუჩების კუთხე- მშრალი. კავკასიური ნაგაზის კბილები და ყბები ძლიერია, ყბები კარგად აქვს განვითარებული, დიდი ზომის, თეთრი ფერის, ძლიერი, ერთმანეთთან ახლოს ჩასმული კბილებით ყოველგვარი სიმეჩხერის გარეშე. თვალები საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, ღრმად ჩასმული. პროპორციულად განლაგებული სახის არეზე. ძირითადად მუქი ფერის. ღია ფერის თვალი დასაშვებია მხოლოდ თეთრი და ყავისფერი ძაღლებისათვის. კავკასიური ნაგაზის ყურები ჩამოყრილი, საკმაოდ მაღლა დასმულია, დასაშვებია მოკლედ კუპირებული. კისერი მოკლე, განიერი და მძლავრი, კარგად დაკუნთული. კორპუსი-მძლავრი. ზურგი-განიერი, სწორი და კუნთოვანი. წელი ძლიერი, მოკლე და განიერი. კრუპი ოვალური ფორმის, ოდნავ დახრილი. მკერდი-განიერი, ოვალური, მაგრამ არაკასრისებური ფორმის, ღრმა. კუდი-მაღლა დასმული, ჩამოკიდებულ მდგომარეობაში წვდება სახტომ სახსარს. სიარულის დროს კუდი დააქვს ნებისმიერ მდგომარეობაში. დასაშვებია კუდის კუპირება. კავკასიურ ნაგაზს აქვს მასიური, კარგად განვითარებული და გამოხატული ძვალი, ძლიერი კუნთოვანი სისტემა. დამახასიათებელია სქელი და ელასტიკური კანი. კიდურები. წინამხარი სწორი და მძლავრი. მაჯა-მოკლე, მძლავრი და ვერტიკალური. სახტომი სახსარი-ძლიერი, განიერი, საკმაოდ ღია კუთხით. ტერფი-ვერტიკალური, მძლავრი, საშუალო ზომის. თათები დიდი ზომის, კომპაქტური, ოვალური ფორმის, კარგად შეკრებილი. ხვადი გაცილებით მასიური, დიდძვლიანი და მძლავრია. აქვს უფრო მასიური თავი, კარგად გამოხატული ყვრიმალებით. ძუ, ისევე როგორც ხვადი, ძლიერი, უხეში კონსტიტუციის მქონე ძაღლია. კავკასიური ნაგაზის ბეწვი სწორია და უხეში, კარგად განვითარებული თივთიკით, კარგად მომჯდარი სხეულზე. შეფერილობა-ნებისმიერი ყველანაირი კომბინაციით. 

ხასიათი
კავკასიური ნაგაზი ფხიზელი, ყურადღებიანი, ძლიერი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლია. უნდო და აგრესიული უცხოს მიმართ, ერთგული, გულადი, მოსიყვარულე მფლობელებისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. არის კარგი კომპანიონი. 

დანიშნულება
კავკასიური ნაგაზი გამოიყენება საქონლის, სხვადასხვა ობიექტების დასაცავად.
წყარო - myzoo.ge 

 

ნაგაზის საყარაულო (მცველის) ფუნქციების შესრულების ტესტირება

მანამ, სანამ დაიწყებთ თქვენი ძაღლის გაწვრთნას თანმხლების (გამცილებლის) კურსის მიხედვით, აუცილებელია მისი ტესტირება. შემოთავაზებული ტესტები მწვრთნელებს დაეხმარება შეაფასონ ნაგაზის უნარები. გამოცდილი კინოლოგი - კავკასიურის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყარაულის როლისთვის გამოდგება მხოლოდ აქტიურად – აგრესიული ძაღლები, რომლებიც ინსტიქტის დონეზე ცდილობენ დაიცვან წინამძღოლი – პატრონი. პრაქტიკული ტესტი შედგება ხუთი საფეხურისგან.
1. პატრონთან კონტაქტი. ძაღლის რეაქციაზე დაკვირვების საფუძველზე შეიძლება მიხვდეთ - რას წარმოადგენს პატრონი ძაღლისთვის.
ტესტის არსი შემდეგშია: პატრონს თხოვენ აუშვას ძაღლი და ცოტა ხანში მოუხმოს ძაღლს. შემდეგ, პატრონს თხოვენ გასცეს რამდენიმე ბრძანება. ბრძანებების შესრულების შედეგით სპეციალისტს შეძლებს შეაფასოს:
ძაღლის მორჩილების ხარისხი;

რა განაპირობებს ძაღლის მორჩილებას პატრონის ბრძანებისადმი;
რას წარმოადგენს ძაღლი პატრონისთვის;
რას წარმოაგდგენს პატრონი ძაღლისთვის.
2. “თავგანწირვა”, რომელსაც ამჟღავნებს ძაღლი პატრონის დაცვისას, მოწმდება შემდეგნაირად. მწვრთნელი ხელს იწვდის პატრონისკენ, რომელსაც ძაღლი უჭირავს მოკლეზე ან საყელურით. თუ ძაღლისგან რეაქცია არ არის, მწვრთნელი აკეტებს მკვეთრ მოძრაობას პატრონისკენ. ძაღლის რეაქციის მიხედვით შეიძლება წინასწარი დასკვნების გაკეთება პატრონის დაცვისათვის მზაობისა და სურვილის ხარისხის შესახებ. უნდა ითქვას, რომ სულსწრაფი დასკვნების გაკეთება ამ ტესტის მიხედვით არ ღირს, გასათვალისწინებელია პირველი ტესტის შედეგებიც და პირობებიც, რაშიც ტარდება ექსპერიმენტი.
3. მესამე ტესტი მოგვეხმარება განვსაზღვროთ ნაგაზის თანდაყოლილი სიფრთხილე და წინდახედულობა. სპეციალისტი ცდილობს მოეფეროს ძაღლს. მანმადე პატრონთან საუბარში ინსტრუქტორი არკვევს, რამდენად “კონტაქტურია” ძაღლი, და თუ კი, და ზედმეტადაც, რით არის ეს გამოწვეული. თუ ამის მიზეზი “ზედმეტად ჰუმანური” აღზრდაა, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. პრობკლემა მოგვარდება სპეციალური მეთოდოკით. თუ თქვენს წინ ლაქუცა და ინფანტილური არსებაა, რომელიც ექსპერიმენტში მონაწილის ალოკვას ლამობს და ზურგზე კოტრიალობს - დიდად მოსალოდნელია, რომ დასკვნები პატრონისთვის უიმედო იყოს.
4. მეოთხე ტესტი იმისათვისაა, რომ გაირკვეს როგორ რეაგირებს ძაღლი მოულოდნელობაზე. კიბიდან დააგორებენ ცარიელ კასრს და ყურადღებით აკვირდებიან ძაღლის ქცევას, თანაც აკვირდებიან არა იმდენად პირველ რეაქციას, გამოვლენილს დაცემის მომენტში, არამედ უფრო შემდგომ რეაქციას. დაცემის მერეც აინტერესებს კასრი ძაღლს, თუ საერთოდ არარ მიაქცევს ყურადრებას - შედეგი მრავლისმეტყველია სპეციალისტისთვის.
5.ძაღლის შემოწმება კონტაქტურობასა და კბენის მცდელობაზე. ძაღლს სთავაზობენ საკვებს, რის შემდეგაც 3-4-ჯერ სცემენ დამცავი ფარით. რეაქციას აფასებს სპეციალისტი.
შეისწავლის რა ჩატარებული ტესტების შედეგებს, სპეციალისტ თითქმის 100%-ანი სიზუსტით შეიმუშავებს წვრთნისა და სწორი მოტივაციების განმტკიცების პროგრამას. ხოლო თუ საჭირო იქნება ჩვევითი ქცევების კორექცია - ძაღლის მოტივაციათა “გადაკოდირების” გეგმას. გარდა ამისა, სპეციალისტს შეუძლია დიდი ალბათობით განსაზღვროს ძაღლის პოტენციური შესაძლებლობები და იქვე, პატრონის თანდასწრებით გამოიტანოს დასკვნა, როგორი საბოლოო შედეგის მოლოდინი უნდა გვქონდეს ნაგაზისგან. საკმაოდ ხშირად მწვრთნელები აწყდებიან სიტუაციას, როცა მასთან მოჰყავთ კავკასიური ნაგაზი, რომლის პატრონსაც 20 საათში უნდა გადააქციოს თავისი ძაღლი “გამცილებელ ძაღლად”. შემდგომში ირკვევა, რომ იგი შეიძინა რეკომენდაციებისა და ტესტირების გარეშე, ხოლო შემდეგ 1.5 -2 წლის განმავლობაში აგრძელებდა მისთვის თანდაყოლილი ნაკლის განმტკიცებას არასწორი აღზრდით, რითაც საბოლოოდ დაამახინჯა ძაღლის ფსიქიკა.
პროფესიონალები გამოთქვამენ მოსაზრებებს თვისებებზე, რომელიც უნდა ახასიათებდეს თანხლების ძაღლს.
1.ძაღლი იქცევა აქტიურად-აგრესიულად, რის გამოც მისი აშვება უცხოთა თანდასწრებით შეუძლებელია.
2. ხმოვანი ან სინათლის გამაღიზიანებელი ფაქტორების წარმოშობისას გაფაციცებულია, მაგრამ მშვიდი.
3.ძაღლის აგრესიულობა წინ უსწრებს დამამუხრუჭებელ ფაქტორებს.
4.საკმარისი გამოცდილების გარეშეც, ძაღლი ცდილობს დაიცვას თავისი პატრონი და ტერიტორია.
5.მეოთხე ტესტის ჩატარებისას ძაღლი საკმარისად სწრაფად უნდა რეაგირებდეს, და იქცეოდეს სიტუაციის განვითარების ადეკვატურად.
თუ აღნიშნული რეაქციები ძაღლს დაფიქსირებული აქვს, იგი სავსებით შესაძლებელია გახდეს ბრწყინვალე მცველი. 

simba.ge 

კავკასიური ნაგაზის საყარაულო მომზადების აუცილებლობის შესახებ

ზიგმუნდ ფროიდი მიიჩნევდა, რომ ცოცხალ არსებათა ყველა საქციელი, ამა თუ იმ ხარისხით, ნაკარნახევია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისით – ეროსით, სიცოცხლის ინსტიქტით და თანატოსით – თანდაყოლილი სწრაფვით სიკვდილისა და განადგურებისკენ.
ეროსსა და თანატოსს შორის შეურიგებლობის ფაქტორს ადგილი აქვს მთელი სიცოცხლის მანძილზე. ეთოლოგთა აზრით, ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც წყვეტს ამ ორი შეურიგებელი საწყისის დაპირისპირების პრობლემას, არის “გარეთ” გამოვლენილი აგრესია. სწორედ აგრესია გადაამისამართებს თანატოსის ენერგიას “მე”-დან სხვა ცოცხალი არსებებისკენ.
თქვენ ასეთ ბუნებრივ გადაწყვეტას მეგაპოლისის პირობებისთვის “არაბრძნულად” და არარაციონალურად ჩათვლით. შეიძლება მართალი ხართ, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი არაა, რა არის ჰუმანური ბუნებაში და რა არა. ამ ფაქტს უბრალოდ ანგარიში უნდა გავუწიოთ.
თუ აგრესიის გამოთავისუფლების მექანიზმი გადაიკეტა, ენერგია მიმართული იქნება სუბიექტის შიგნით, რაც მას მიიყვანს თვითგანადგურებამდე.
ეთოლოგიის მამა კონრად ლოურენსი ამტკიცებს, რომ აგრესიის სათავეები გადარჩენისათვის ბრძოლის თანდაყოლილ ინსტიქტშია, რაც სრულ თანხმობაშია ზ. ფროიდის თეორიასთან. ეს ნიშნავს, რომ აგრესიის ფაქტორი არის არა მხოლოდ გარდუვალი, არამედ თანდაყოლილიც. სწორედ ასეთი არცთუ ოპტიმისტური დასკვნები კეთდება წამყვანი ეთოლოგებისა და ფსიქოლოგებისგან.
ზემოთნათქვამი უშუალოდ დაკავშირებულია ძაღლის აგრესიის გამოვლენასთან დაკავშირებული ქცევის პროგნოზირებადობასთან. ლოურენსის”აგრესიის დაგროვების” კანონის მიხედვით, რაც უფრო მეტი დრო გავიდა ”აგრესიის გამოფრქვევის” უკანასკნელი მომენტიდან, მით ნაკლები მაპროვოცირებელი ფაქტორია საჭირო მისი გამეორებისთვის. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე მეგაპოლისის ცხოვრების სტრესულ და მოულოდნელობებით აღსავსე ხასიათს, მარტივია წარმოვიდგინოთ რაოდენ ფეთქებადსაშიშია “დივანის” ძაღლი.
ხვადი –ნაგაზი, რომელიც ყოველდღიურად ორჯერ 15 წუთი სეირნობს, ხოლო დანარჩენი დრო სახლში წევს, და ყველაფერი ეს სწორი და უხვი კვების ფონზე. შედეგად, ზედმეტი ენერგია მოქმედებს თვით ძაღლის წინააღმდეგ და უმცირესი ბიძგი საკმარისია, რათა მოხდეს გრანდიოზული აფეთქება. ამასთან, ძაღლის ფსიქიკაში არავითარი გადახრები არ არის! კონფლიქტის შემთხვევები პატრონებს, ოჯახის წევრებს - ხროვას და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ძაღლებს შორის კარგად ნაცნობია.
გამოსავალი ამ თითქოს ჩაკეტილი წრიდან არსებობს და გულისხმობს ზედმეტი ენერგიის მიზანმიმართულ მოხსნას, ექსპრესიულ მოქმედებებს, რასაც არ ახლავს განადგურება. სწორედ საყარაულო წვრთნა არის გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან, რადგან ყარაულობასა და დაცვაში მუშაობა აძლევს ძაღლს რეალიზების, ზედმეტი ენერგიისგან გათავისუფლების საშუალებას.
წვრთნის პროცესში ჩადებული სტერეოტიპი ორიენტირებულია დაგროვებული აგრესიის ხანმოკლე და მიმართულ გამოფრქვევაზე.
ამრიგად, საყარაულო წვრთნის აუცილებლობის პირველი და ძირითადი მიზეზი არის ნაგაზის თანდაყოლილი აგრესიის უსაფრთხო გამოთავისუფლების პრობლემის მოგვარების საჭიროება.
მეორე მიზეზი არის კავკასიური ნაგაზის პატრონის პასუხისმგებლობა ჯიშის მდგომარეობის, მისი ხარისხის შენარჩუნების წინაშე! წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ თითოეული პატრონი თავის თარგზე მოჭრის ჯიშის სტანდარტს! 10 – 15 წელიწადში ჯიში გადაშენდება. ამიტომ, ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების მხარდაჭერა კარგი პატრონის პირდაპირი მოვალეობაა.
კავკასიური ნაგაზის საყარაულო წვრთნის აუცილებლობის მესამე მიზეზი თვით მათ ბუნებაშია, მათ არსში და დანიშნულებაში. დაცვითი დანიშნულების შესაბამისი “მუშაობა” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასიური ნაგაზისთვის. ქალაქური ბინის პირობებშიც კი ძაღლი ცდილობს შეასრულოს თავისი მოვალეობები – დაიცვას ტერიტორია და ოჯახის წევრები – ხროვა. თვითრეალიზაციის შესაძლებლობის არქონას, “პრესს” პატრონს მხრიდან მივყავართ დრამატულ შედეგებამდე. შედეგად - დეპრესია, ფსიქოზი, ხანდახან ღია კონფლიქტები გაუთვალისწინებელი შედეგებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შესაბამისი საყარაულო მომზადების გარეშე ნაგაზი განწირულია მუტაციისთვის, ხოლო თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და გარშემომყოფნი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშე დგებით. 

simba.ge 

 

კავკასიური ნაგაზის სასიცოცხლო ციკლი მარტივი და საიმედოა: ენერგიის მშვიდი დაგროვება - სასტიკი და ხანმოკლე ორთაბრძოლა - დაბრუნება პირველსაწყის მშვიდ ფაზაში. ეს ძაღლები ვერ აღიქვამენ სპორტული წვრთნის ძირითად პოსტულატს: „სათამაშო აგრესია - ნადავლი“ და აგრესიით თამაში არც იციან და არც ითამაშებენ. ოდნავ დუნენი, თითქმის ფლეგმატურები, ისინი არ ამჟღავნებენ არავითარ აგრესიას როცა ხიფათი არ არის, მაგრამ მისი გაჩენის შემთხვევაში, ძნელად იპოვი ჯიშს, რომელიც საშიშროებაზე კავკასიურივით მიზანსწრაფულად და სასიკვდილოდ რეაგირებს. რამდენიმე წამში „ბოლომდე დახარჯვის“ უნარი კავკასიურ ნაგაზს ათასწლეულების განმავლობაში გამოუმუშავდა. ასეთი ბუნებრივი აღზრდის შედეგი არის ძაღლის ხასიათი, ზედმიწევნით გაწონასწორებული, გონივრულად ფრთხილი, რაც მეტყველებს ამ ჯიშის მაღალ ინტელექტუალურობაზე. თუ ამას დავუმატებთ კავკასიურის თანდაყოლილ სიჯიუტეს და თავისუფლებისმოყვარეობას, ცხადი გახდება ძაღლების წვრთნის ტრადიციული მეთოდების უაზრობა. გაითვალისწინეთ, რომ ლეკვობის ასაკიდანვე კავკასიური ცდილობს ზრდასრულივით მოიქცეს, მეორეც, თქვენი მცდელობა - ეთამაშოთ კავკასიურს, ფუჭი იქნება, თუ ძაღლი განწყობილი არაა თამაშისთვის; მესამე და მნიშვნელოვანი - კავკასიურს არ უყვარს უცხოსთან თამაში! ზემოთმოყვანილი მიზეზები არასაკმარისად მომზადებულ მწვრთნელებში მრავალ მოულოდნელ პრობლემას იწვევს. ბევრ მწვრთნელს გული უცრუვდება და საკუთარ არაპროფესიონალიზმს ამართლებენ ძაღლის, ან სულაც ჯიშის ნაკლოვანებებით. კავკასიური ნაგაზი ის ძაღლი არ არის, რომელთანაც გაგივათ ავტომატიზმამდე დამუშავებული მოძრაობები და წვრთნის სტანდარტული ხერხები. მასთან მუშაობა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და ჯიშის ფსიქოლოგიის დაწვრილებით ცოდნას. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზულტატი სავალალო იქნება. „სახელოთი“ ვარჯიშისას კავკასიური უბრალოდ ყურადღებას აღარ მიაქცევს მწვრთნელს, რადგან ჩათვლის, რომ იგი „არაგონივრულად“ იქცევა. კავკასიურის აზრით, მწვრთნელი გადაიქცა ობიექტად, რომელზეც აღარ ღირს ძვირფასი დროისა და ენერგიის დახარჯვა. ძალიან ხშირად ამ ჯიშთან მოქცევის უუნარობა და უცოდინარობა ხდება იმის მიზეზი, რომ ზრდასრული ძაღლი სამუდამოდ „არარეალიზებული“ რჩება, მორჩილად იხდის რა მოვალეობას ჯაჭვით დაბმული სახლთან ან ქალაქურ ბინაში. შედეგად იქმნება სრულიად მცდარი წარმოდგენა ჯიშის შესახებ. გამოცდილი მწვრთნელები ყურადღების გამახვილებას შემდეგ მომენტებზე გვირჩევენ: ნუ ელით კავკასიურისგან მუშაობის ინტენსიურ ტემპს ან მრავალჯერადად განმეორებადი ბრძანებების შესრულებას, პირიქით, შეეცადეთ, რომ დამუშავდეს ბრძანებების მოკლე ჩამონათვალი, თანაც „მფლობელ-წინამძღოლთან“ ურთიერთობის ბაზაზე. მაშინაც კი, როცა თქვენს ძაღლს მწვრთნელი ავარჯიშებს, ღვედი აუცილებლად „მშობლიური“ უნდა იყოს. თქვენს მიერ გაცემული ზოგიერთი ბრძანების შესრულება აბსოლუტურად არ ნიშნავს თქვენდამი უსიტყვო მორჩილებას. გახსოვდეთ ეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძაღლთან კონტაქტი დამყარებულია ზედაპირულად, ან საერთოდ არ არის დამყარებული. ამ მომენტის გათვალისწინება საჭიროა ლეკვის სახლში მოყვანის პირველივე დღეებიდან. პირველივე დღეებიდან უნდა მიხვდეს ძაღლი ვინ არის უფროსი სახლში. ამისათვის თანმიმდევრულად დააფიქსირეთ თქვენი გავლენის ტერიტორიის საზღვრები და მკაცრათ აღკვეთეთ მისი (ტერიტორიის) დარღვევის მცდელობები. 

simba.ge 

კავკასიური ნაგაზის ბრძოლის ტექნიკური და ტაქტიკური საკითხები
DOSAAF-ის არსებობის დასრულების შემდეგ, წვრთნა ხდება რადიკალურად განსხვავებული. უდავოა, რომ ეს ზრდის წვრთნის შემოქმედებით პოტენციალს, მაგრამ ამავდროულად, იხსნება ყველა გზა თაღლითების და ბიზნესმენებისთვის. გარდა ამისა, ბევრმა სპეციალისტმა უკვე გამოსცადა მსგავსი “თავისუფლება” და მათ ძალიან გაუჭირდათ „ასე“ მუშაობა. ზოგიერთ დამწყებს ხელში უვარდება წვრთნის სადავეები და ძაღლს აქცევს პრიმიტიულ ცხოველად, სხვები კი ვესტერნებიდან გადმოღებულ წვრთნის სისტემებისა და წესების გამოყენებას ამჯობინებენ. ისინი არც კი აქცევენ ყურადღებას კლასიფიკაციას: სპორტი, სახლი, გართობა.

ამ (მწვრთნელის და ძაღლის) ურთიერთკავშირში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავკასიური ნაგაზის, როგორც კინოლოგიის ერთ-ერთი გვირგვინის ბედი. ამ ძაღლებთან კონტაქტისას, მწვრთნელების უმრავლესობა დიდ პრობლემას აწყდება: ყველანაირი მცდელობა, გამოიყენოთ საწვრთნელად სხვა წვრთნის სპორტული სისტემები (IPO, SchH, Mondioring...), ჯოხი და წკეპლა, წარუმატებლად დამთავრდება. სპორტული წვრთნის მთავარი პრინციპია - „სათამაშო აგრესია - დაჭერა“. კავკასიური ნაგაზის შემთხვევაში კი ეს არ ჭრის. ის უბრალოდ არ აგყვებათ თამაშში - არ ითამაშებს. მათი ცხოვრების ციკლი მარტივი და საიმედოა: ენერგიის დაგროვება, ხანმოკლე, მაგრამ თავდაუზოგავი ჩხუბი - ენერგიის დაგროვება. ენერგიის სირბილში, ყეფაში და „სათამაშოს დაპყრობაში“ დახარჯვა მათთვის არ ყოფილა შექმნილი. მისი ცხოვრების სტილი -დახარჯოს მთელი ძალა და ენერგია რამდენიმე წამში მომხვდურ მტაცებელთან სასიკვდილო ბრძოლაში, ათასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა; მას ჩამოუყალიბდა უნიკალური ხასიათი: სიზანტე, გულგრილობა ფლეგმატურობის ზღვარზე, როცა ყველაფერი წესრიგშია და სწრაფრი რეაქციები, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ ძაღლთა სამყაროში - როდესაც მტრის მოახლოებას გრძნობს. აღელვებიდან დაწყნარებამდე „ჩამოსვლა“ წამის მეათედებში ხდება, თუმცა ის ამას არ აკეთებს წინდაუხედავად - ერთბაშად არ დუნდება - მხოლოდ მას შემდეგ წყნარდება და „ეშვება“, როცა ამის შესაძლებლობას გრძნობს. ეს კი მის უმაღლეს ინტელექტზე მიუთითებს. ამას დავუმატოთ თავისუფლების სიყვარული და შეუპოვრობა. ახლა კი წარმოვიდგინოთ ძაღლების მწვრთნელი, რომელიც 8-10 თვის კავკასიურის ლეკვის წინ დახტის გორგოლაჭებით, ჭრელი ნაჭრებით, ჯოხით ან სათამაშოთი.

პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ასაკში მყოფი კავკასიური უკვე მწიფდება.
მეორეც, კავკასიური მხოლოდ მაშინ თამაშობს, თუ თვითონ აქვს ამის სურვილი. მისი თამაში აყოლიება მწვრთნელის ძალდატანებით - შეუძლებელია.

და მესამე - მას უცხო ადამიანებთან თამაშის არანაირი სურვილი არ აქვს.

ეს გარემოებებია იმის მიზეზი, რომ მწვრთნელების მიერ შეთავაზებული წვრთნის ეს მეთოდი გაუმართლებლად და უცოდინრობის ნაყოფად შეიძლება ჩაითვალოს. კავკასიური ამ სათამაშოების მაგივრად მწვრთნელს თუ უყურებს დიდი გაკვირვებით, გამოუცდელი მწვრთნელები ამ შემთხვევას მის ჭკუასუსტობას უკავშირებენ.

აწყდება რა ასეთ რთულ წინააღმდეგობას მწვრთნელების უმრავლესობა, სანამ დამწყების სტატუსს „მიუსჯიან“, სასწრაფოდ აცხადებს, რომ ეს ძაღლი არცერთი სამუშაოსთვის არ არის დაბადებული. კავკასიურთან მუშაოbა მწვრთნელისგან მოითხოვს დიდ ნებისყოფასა და წესიერებას.

თუ კავკასიური არის მწვრთნელის მორჩილი წვრთნისას, ხელები და ფეხები ტვინისგან დამოუკიდებლად მოძრაობს. ამ შემთხვევაში შედეგი თითქმის იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში. პირველ ჯერზე, ის იჯერებს რომ მის წინ მდგომი ადამიანი მტერია (მას ამას მწვრთნელი შთააგონებს) და ეცემა მას სახელოებზე. მაგრამ მესამე ან მეოთხე ჯერზე ის უკვე უარზეა შეასრულოს თავისი „სამუშაო“ შემდეგი მიზეზების გამო:


* ეს იდიოტია და არა მტერი;
* ამ იდიოტს რაღაცა აცვია ტანზე - რატომ უნდა ვღეჭო ის?
* შემეშვი! უამრავი საქმე მაქვს, შენ კი უამრავი წვრილმანით მაწუხებ.

რა მოყვება ამას? - ტრენერის გამოცვლა, რაც თავის მხრივ დამატებით კოლოსალური თანხების გადახდას ნიშნავს.

მალე, ახალი მწვრთნელიც დაიღლება უშედეგობით და კავკასიური ეზოში ან ბინაში აღმოჩნდება დაბრუნებული საწვრთნელი მოედნიდან ახალი სტატუსით - ყველანაირი საქმისათვის გამოუსედაგარი ძაღლი, და ჯიში...
მაინც როგორ უნდა მივუდგეთ და გავწვრთნათ ეს „უცნაური“ ძაღლი?

მწვრთნელის მიმართ ვალდებულების გრძნობა და მისდამი დაქვემდებარება

აქ არის საბაზისო ბრძანებების პატარა სია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ასრულებდეს კავკასიური ნაგაზი, როგორც მფლობელი-ლიდერისგან ნაბრძანებ ბრძანებებს. ნურასდროს მოთხოვთ კავკასიურს გააკეთოს დამღლელი სამუშაო ან განუწყვეტლივ აკეთოს ერთი და იგივე ბრძანების გამეორების შესაბამისად.

თუ თქვენი ძაღლი მწვრთნელის მიერ არის მომზადებული, ის მწვრთნელს უნდა იცნობდეს. თუმცა ეს ფაქტორი ვერ დაგეხმარებათ გაწვრთნათ კავკასიური სახლის პირობებში, რადგან კავკასიური ნაგაზი ძალიან რთულად, ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ ეგუება სახლის პირობებს, რადგან მისთვის ეს გარემო ხელოვნური და უაზროა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბრძანებების შესრულება არ ნიშნავს იმას, რომ ის გემორჩილებათ. მან შეიძლება შეასრულოს თქვენი ბრძანება „დაჯექ!“ მაგრამ ამასთანავე თუ მის საკვების ჯამს მიუახლოვდებით, შეიძლება დაგასახიჩროთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან არ გაქვთ ურყევი კავშირი დამყარებული. ეს არის იმის მიზეზი, რომ კავკასიურის წვრთნის საზღვრები ასე მცირდება:

ლეკვის სახლში მოყვანის პირველივე წუთებიდან უნდა დაამყაროთ სწორი ურთიერთობა მასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიქვემდებაროთ ძაღლი და იყოთ მისი ლიდერი, მისი ხროვის მეთაური - მოსიყვარულე და თბილი, მაგრამ ძლიერი და შეუბრალებელი, როცა საქმე მის მიერ ჩადენილ არასწორ მოქმედებას ეხება. კონფლიქტურ სიტუაციებში აუცილებლად უნდა დასაჯოთ - მაგრამ არა ძლიერად. დასჯის პროცესი უნდა გაგრძელდეს რამოდენიმე წამი. არ დაგავიწყდეთ, რომ კავკასიურს ერთის მხრივ ძალიან დაბალი ტკივილის ბარიერი აქვს, ხოლო მეორეს მხრივ, თანდაყოლილი თვისება აქვს, რომ მკაფიოდ გამოხატოს მისი ხროვის წინამძღოლისადმი პატივისცემა და მორჩილება.

მაგალითისთვის - თუ ლეკვი ჩაგებღაუჭათ ხელზე თქვენ კი მის მოსაგერიებლად არცთუ ძლიერად მოარტყით ხელი და მან „კივილი“ დაიწყო - არ დაიჯეროთ რომ თქვენ მას რამე დაუზიანეთ, ან ისე ატკინეთ, რომ მართლაც „საკივლელი“ იყო. ეს მხოლოდ უბრალო თავის მოჩვენებაა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცადოთ ჩადენილის გამოსწორება, ვინაიდან გამოსასწორებელი არაფერი გაქვთ. შემდგომში მასთან ურთიერთობა უფრო გაგიადვილდებათ, თქვენს ბრძანებებს პირველივე ჯერზე შეასრულებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „დაჯექ!“, „ჩემთან!“, „გვერდზე! თუ სხვა. და არა მარტო გაიგებს, არამედ ემახსოვრება მთელი სიცოცხლის მანძილზე. თუ თქვენი და თქვენი კავკასიურის ურთიერთობა სწორად ყალიბდება, რამოდენიმე ხნის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა ბრძანებას უპრობლემოდ, პირველივე ჯერზე შეასრულებს.

მაგრამ თუ მასთან მყარი კავშირი არ გაქვთ, თქვენს ბრძანებებს ლეკვი ყურადღებასაც არ მიაქცევს. ხოლო თუ მოზრდილ ძაღლთან გვაქვს საქმე, პირველი ბრძანებისას ისიც არ მოგაქცევთ ყურადღებას, ხოლო მეორე ბრძანებისას, ის მტრულად განეწყობა თქვენდამი, ხოლო ეს როგორ დამთავრდება - ღმერთმა იცის. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ კავკასიური ნაგაზი დაუფიქრებლად ასრულებს ბრძანებებს, რომელიც ეხება მის სამუშაოს. მისი სამუშაო კი ერთია - დაცვა. და ჩვენ გამოგვაქვს დასკvნა - კავკასიურ ნაგაზთან მუშაობა იგივეა, რაც დუელი მტრებს შორის.

ქვემოთ ჩამოთვლილია კავკასიური ნაგაზის დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც მისი ხასიათიდან გამომდინარეობს.


* მისთვის პირველ რიგში დამახასიათებელია „სატერიტორიო“ სამსახურის სიყვარული. ის ოდნავ ინტერესს ამჟღავნებს უცხოებისადმი, რომლებიც მისი გასაკონტროლებელი ტერიტორიის საზღვრებს მიღმა არიან, ან საერთოდ ყურადღებასაც არ აქცევს. „ამ“ უცხოების ერთადერთი ვალდებულება ის არის, რომ მათ არ უნდა გადაკვეთონ უხილავი საზღვარი - სულ ეს არის. ბევრ კინოლოგს გამოუთქვამს თავისი მოსაზრება, რომ კავკასიურის, მართლაც ბრწყინვალე მცველის სისხლში, ურევია როტვეილერის, დობერმანის, ამერიკული სტაფ. ტერიერის სისხლი, რომლებიც ასევე ბრწყინვალე მცველები არიან, თუმცა კავკასიურთან შედარებით, მხოლოდ საშუალო დონის მცველებად თუ შეგვიძლია მივიჩნიოთ. კავკასიურის განმასხვავებელი თვისება სხვა სამოსამსახურეო ჯიშებისგან არის ის, რომ თუ სხვა ძაღლები (თუნდაც იგივე კლასიფიკაციის) პირველ რიგში „იწვრთნებიან“ სპეციალურ მოედანზე, და შემდეგ გადიან გასაკონტროლებელ ტერიტორიაზე, კავკასიური ჯერ გასაკონტროლებელ ტერიტორიაზე, ბუნებრივ პირობებში „გადის“, შემდეგ საწვრთნელ მოედანზე.
* სწორი წვრთნის შემთხვევაში, კავკასიურს უყალიბდება უნარი - დაიცვას არა მარტო თავისი, არამედ სხვისი, უცნობი ტერიტორიაც. ის გარემოებაც უნდა გახსოვდეთ, რომ კავკასიური უხილავად ავლებს მის ლიდერსა და მის გარშემო გასაკონტროლებელი ტერიტორიის საზღვრებს. აქ კი კიდევ ერთხელ ვლინდება კავკასიურის მაღალი ინტელექტი - ის წინააღმდეგია დატოვოს ტერიტორია დაუცველი; სწორად ხვდება როდის არის საჭირო გაქცევა (რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალების განსაზღვრა შეუძლია და ტყუილ-უბრალოდ თავს არ შეაკლავს მოწინააღმდეგე(ებ)ს). მაგრამ ეს თვისება არ მოქმედებს დასაცავ ტერიტორიაზე. ის იქ სიკვდილამდე, ბოლო წვეთამდე იბრძოლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი დანებება ფაქტიურად წარმოუდგენელია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კავკასიური ნაგაზი მტრად არ მიიჩნევს, და შესაბამისად არც ებრძვის მასზე სუსტ ძაღლებს. მაშასადამე, კიდევ ერთი დამატებითი წესი: მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა მოძრაობდეს მისი მიმართულებით, თუნდაც პასიურად. ხოლო კავკასიურის თვისება „ტერიტორიის საზღვრებამდე დევნა“ უნდა ამოქმედდეს მაშინ, როცა მტერი ტერიტორიას ტოვებს.
* კავკასიური ნაგაზი არასდროს ეცდება გადაახტეს ბარიერს. ის ყოველთვის შემოვლას ამჯობინებს.
* კავკასიური ნაგაზისთვის უფრო ადვილია დუელში ჩართვა, როცა უცხო ადამიანი უხეშად, მკაფიოდ არღვევს მისი ტერიტორიის საზღვრებს. მტერმა (ამ შემთხვევაში მწვრთნელმა) უნდა დაანახოს ძაღლს შემდეგი ემოციები: ძაღლის მიმართ სიძულვილი, შიში, მისი მოკვლის სურვილი. თუ კავკასიურმა „აღმოაჩინა“ „მტრის“ სხეულზე დამცავი აღჭურვილობა - ის ჩერდება და აღარ აგრძელებს სამუშაოს! ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ (უფრო მათ მწვრთნელებს, ვიდრე მათ) ასე უჭირთ ბრძანებების შესრულება და „თავის წარმოჩენა“ სხვადასხვა შეჯიბრებზე. ასეთ შოუებში, შედეგის მომტანი იქნებოდა, თუ რომელიმე ადამიანს წარმოაჩენდნენ როგორც ძაღლის მტერს. ამის შემდეგ კი კავკასიური ყველას დაუმტკიცებს მისი სამუშაოს უმაღლეს დონეზე შესრულების სურვილსა და შესაძლებლობას. თუმცა ძალიან ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც კავკასიურ ნაგაზთან ორთაბრძოლაში ნებაყოფლობით დათანხმდება.

ახლა კი უფრო მნიშვნელოვანი: როგორ ჩხუბობს კავკასიური ნაგაზი

ყველა სიტუაციაში (როცა ძაღლი დაბმულია, როცა ძაღლი თავის პოსტზეა, ან უბრალოდ გაშვებულია), კავკასიურის წვრთნისთვის განსაზღვრული და სპეციფიკური გარემოებები არსებობს:

კავკასიური ყოველთვის თვალებში უყურებს მოწინააღმდეგეს. ეს მტრისთვის უსიამოვნო ფაქტორია: მან არ იცის როდის და სად დაესხმება თავს ძაღლი. თუ სხვა ჯიშები (განსაკუთრებით თუ მათი წვრთნა იყო "სათამაშო აგრესია - ნადავლი"!) უყურებენ მხოლოდ აღჭურვილობას (არ აქვს მნიშვნელობა ღია იქნება თუ დახურული), და ამის მიხედვით ირჩევენ შესატევ ადგილს. კავკასიური - არასდროს. უფრო მეტიც, ძალზედ ტიპიური სიტუაცია, როცა ძაღლი იძულებულია უკბინოს განსაზღვრულ ადგილას. მაგალითად, როცა ძაღლს ღვედს უკეთებენ, იმის შესაძლებლობას უტოვებენ ძაღლს, რომ მკლავს მიწვდეს.

თუ სხვა ძაღლები ამ შემთხვევაში „ჩააფრინდებიან“ შეთავაზებულ ნაწილს (ჩვენ შემთხვევაში - მკლავს) და ადგილზე „დაამუშავებენ“, კავკასიური ჩაეჭიდება მას მისი თეთრი, ძლიერი კბილებით და მისკენ წათრევას შეეცდება, სადაც მხოლოდ თვითონ იცის რას უზამს მას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ დროს ის კვლავ თვალებში უყურებს მტერს.

კავკასიური ყოველთვის „იპარავს“ სივრცეს. ეს ნიშნავს, რომ ის იყენებს შესატევად კარგი მომენტის არჩევის ტაქტიკას. ის მტერს თავის ტერიტორიაზე მოჩვენებითი სიმშვიდით შეიტყუებს, და შემდეგ „ფეთქდება“!

მოწინააღმდეგის ჩავლების შემდეგ, კავკასიური ყოველთვის იტოვებს შესაძლებლობას ახალი შეტევის წამოსაწყებად. მოდით დავიწყოთ შემდეგი ფაქტით: კავკასიური ყოველთვის ცდილობს, რომ შეტევა მიმართოს მოწინააღმდეგის (ადამიანის) სახისკენ ან ყელისკენ. მაგრამ სხეულის რომელიმე ნაწილის დასახიჩრებისა, გარდა ზემოთ ხსენებული ორისა, ის ძლიერი ბიძგით აგდებს მოწინააღმდეგეს მიწაზე, და სხვადასხვა ადგილებში ელვის სისწრაფით კბენს. ეს არის იმის მიზეზი, რომ კავკასიურის ნაკბენი ასე განსხვავდება სხვა „შემტევი ძაღლების“ ნაკბენისაგან. თუმცა თუ კავკასიურმა მიაღწია სახეს ან ყელს, ის კბილებს ბოლომდე ასობს.

კავკასიური ნაგაზი ჩხუბობს შეუბრალებლად და ყურადღებით, სწრაფად და ზუსტად რეაგირებს მტრის მოქმედებებზე. რას აკეთებენ ე.წ. ვესტერნის სკოლები ძაღლების დუელისთვის მოსამზადებლად? - ასწავლიან ძაღლებს შებოჭვას. თუ მოწინააღმდეგე ურტყამს? - შებოჭვა. ყველა შემთხვევაში - შებოჭვა! ასე იყვნენ „დარიგებულნი“ გერმანელი მწვრთნელები. ეს იყო კანონი, რომელიც განხილვას არ ექვემდებარებოდა. მიუხედავად ამისა, იგივე გერმანელი მწვრთნელები, რიჩარდ მოსთის პირით ამტკიცებენ სრულიად საპირისპიროს.

ჩვენთვის, სხვა რამეა მნიშვნელოვანი: ცხოვრებამ და ბუნებამ კავკასიურ მთის ძაღლს თვითონ ასწავლეს სწრაფი, მაგრამ წინდახედული ტაქტიკა ბრძოლისთვის. ტაქტიკა, რომელიც ეხმარება კავკასიურს დაიტოვოს შესაძლებლობა ყველაზე მოწყვლად ადგილას იერიშის მიტანისთვის.

მაგრამ რატომ არის ორი მოსაზრება? ეს ძალიან მარტივია: სპორტულ წვრთნაში არ არის მსხვეპრლი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, წინდაუხედავი რისკიანი „მონსტრები“ დიდხანს ვერ იცოცხლებენ!

ასე, რომ - რა გვაქვს სახეზე?


* კავკასიური უნდა იწვრთნებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას, მის მფლობელ-ლიდერთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს გაბმული და გათავისებული აქვს, რომ მისი მფლობელი, მისი ლიდერიც, ხროვის წინამძღოლიცაა.
* კავკასიური ნაგაზის მცველად გაწვრთნა დაფუძნებული უნდა იყოს აგრესიაზე მაქსიმალურად რეალურ პირობებში.
* ბრძოლის წარმართვის ტაქტიკა, მდგომარეობს იმაში, რომ ის მუშაობს „კოხტად“ და ბოლომდე: „იპარავს“ დისტანციას და არღვევს ბარიერს. ირჩევს რა შესატევად შესაფერის მომენტს, ის ფეთქდება და ცდილობს რომ ოპონენტი (ადამიანი) დააგდოს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ კავკასიური ნაგაზის ეს თვისება თანდაყოლილია, ყველა მცდელობა, ამ ძაღლის ჯოხით და თამაშით გაწვრთნისა, დანაშაულია ჯიშის წინაშე. 
 

 

 

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40078 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორის თაზოსგან(ელიზბარაშვილისგან) წამოიყვანა ჩემმა ახლობელმა , მეც იქ ვიყავი და საკუთარი თვალით ვუყურებდი ......ძაღლი ძლივს შეეტია მანქანაში , მაგრამ დღეს თუ დედამისმა არ მისცა საჭმელი ისე არ შეჭამს. ისეთი ლამაზია და იმხელაა დუდუ რომ ავ თვალს ატ დაენახვება. ახლახანს მამა გახდა. მოკლედ ესეთი კარჰი ხასიათის გამოდგა რომ მეტი არ შეიძლება!



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4337 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კაი სტატიაა დევი, კავკასური ნაგაზი ჩვენი განძია, და უნდა მოუფრთხილდეტ, ესეთი უნიკალური ჯიშI მეორე არ არსებობს ბუნებაში

 

 

მოკლედ ესეთი კარჰი ხასიათის გამოდგა რომ მეტი არ შეიძლება!

ბაბუ კავკასიურს თუ ფსიქიკა არ დაუმახინჯე ლეკვიბიუდან ის სუ რო არც დაგეშო არაფერი წირდება იმან ყოველთვის იცის თავის საქმე იდეალურად და არასდროს არავის ერჩის 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
vaja15

vaja15

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 240 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი
ყველაზე მაგარი ჯიშია ჩემი აზრით.
მაგარი ძაღლები არიან და ყველაზე ჭკვიანები.

მიმაგრებული გალერეა

  • 440px-CaucasianOvcharka-Julius.jpg
  • images-2.jpeg
  • 2014-11-13-01-30-34-1427444415.jpeg
  • images-1.jpeg
  • images-3.jpeg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
აუუ ბოლო რა ტიპია ადრე ტელწფონში მქონდააგის სურათი. რა ბუთხუზაა

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ელიზბარაშვილს მაგრად უტრაკებენ ეს არაადამიანები. ვიღაცას მაგის მეზობლად ნაკვეთი ვერ გაუყიდია და სასამართლოში უჩივლა ძაღლები ყეფენო და რაღაცეები. არად რასაც ეგ კაცი აკეთებს. რამდენჯერმე ვაარ მაგის თავშესაფარში ნამყოფი და იმდენი ძაღლია რო... ლაბრადორი ყავდა ერთი ძააან მომეწონა მარა იმხელა იყო იმას ვერ ვიყოლიებდი. ახლა უნდა შევიარო კიდე გურიისთვის მინდა კავკასიური ან რამე დიდი ძაღლი... რომელიც მყავდა სიბერით მოკვდა და...

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1634 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
ძაღლი არ მირჩევნია ამას და აზიურ ნაგაზს :*

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4337 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

სამწუხაროდ ეს ჯიშებიც უკვე ის აღარაა რაც უნდა იყოს. იმიტო რო რაც იყო ნამდვილი ძველი მეცხვარე, მგლის ძაღლი, ის ტითზე ცამოსაათვლელი ღაა შემორჩენილი, აფსოლიტურად განსხვავებულები არიან აღნაგობიტ უფრო მომცრო ტანისები აირან და საერთოდ სხვანაირი თავი აქვს. წაკლაში წავაწყდი მაგის ერთ ერთ საუკეთესო წამომადგენელს წინა კვირას. საინტერესო ის იყო რო რამოდნეიმე ძაღი გამოვიდა წყალთან გავჩერდით და რო წამოვიდნენ ჩვნეკნ მე და რატის გვეგონა შეგვჭამდნენ, მანქანსთან ვეღარ მივასწარით და არც გავქცეულვართ. ეს ხვადი პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა. ნუ გასაოცარი იყო ნამდვილად. უცხო მხარეში უცხო ძაღლი ქოფაკი რო მოვა და თვისით ჩაგეხუტება რატის თავლები გაუფართოვდა :D წინა ეშვი ჰქონდა იმხელა იმ ძაღლს ერთი კბილის გაკვირთ გაჭრიდა ყველაფერს. აი იმიტომ იყო ის ძაღლი მგელთან ბრძოლაში მაგარი. ეს ძაღლი თბილად იმიტომ მოგვექცა რო იცოდა სამტროდ არ ვიყავით მისულები. სასწაული ფსიქიკის ძAღლი იყო ნამდვილად. ნებისმიერ ადამინას თბილად ექცეოდა თუ გინდა პირშI ხელი ჩაგეყო ხმას არ იღებდა.

ეგაა ჭეშმარიტი ქართული გენი იცოდა სტუმრის პატივისცემა

 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti

თომა ჩაგელიშვილის ძალიან საინტერესო რეპორტაჟი კავკასიური ნაგაზის შესახებ ))))) მე პირადად ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ სიამაყით ავივსე ..  :ki:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40078 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ვკარგავთ შანსს, ქართველებმა ერთადერთი ძაღლი დავირეგისტრიროთ

 post-72-1222148731.jpg

 

 

“ყაზბეგური ქოსა 2001 წელს ჯიშად დაარეგისტრირა საქართველოს კინოლოგთა ფედერაციამ, მაგრამ საერთაშორისო აღიარებისთვის ეს არ კმარა – ჯიში კინოლოგთა მსოფლიო ფედერაციამაც უნდა ცნოს, რათა საერთაშორისო გამოფენებზე წარდგეს”

“ვკარგავთ შანსს, ქართველებმა ერთადერთი ძაღლი დავირეგისტრიროთ”

ქართული ნაგაზი ანუ ყაზბეგური ქოსა, კავკასიური, გრძელბეწვიანი ნაგაზი და ჩაქირა ძველისძველი ქართული ძაღლის ჯიშებია, თუმცა, როგორც ცნობილია, კავკასიური ნაგაზი ამ სახელით რუსებმა დაარეგისტრირეს და წარმოშობის ადგილად რუსეთი ჩაუწერეს (რადგან კავკასიის ნაწილს ფლობენ!), ამიტომაც ამ ჯიშის მესაკუთრის უფლება დავკარგეთ. დასავლეთ საქართველოში მონადირული თვისებებით განთქმული მყეფარა ჩაქირა მოუვლელობისა და გულგრილობის გამო, ფაქტობრივად, გადაჯიშდა და გადაშენდა. ყაზბეგური ქოსა 2001 წელს ჯიშად დაარეგისტრირა საქართველოს კინოლოგთა ფედერაციამ, მაგრამ საერთაშორისო აღიარებისთვის ეს არ კმარა – ჯიში კინოლოგთა მსოფლიო ფედერაციამაც უნდა ცნოს, რათა საერთაშორისო გამოფენებზე წარდგეს. 
საიდან მოვიდა ქოსა, რა უნარები აქვს მას და რა არის საჭირო, რომ ჩვენებური, ყაზბეგურად ცნობილი ნაგაზი მსოფლიომ გაიცნოს? ამის შესახებ საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ხელმძღვანელს, გია გიორგაძეს ვესაუბრეთ.

– ყაზბეგური ჰქვია, თორემ ქოსას ნახავთ კახეთშიც, სადაც ცხვრის ფარა ჰყავთ. ცხვარი ხევში უფრო მეტია, ამიტომ ყაზბეგის რაიონში ქოსაც მეტი გვხვდება, ვიდრე სხვაგან და სახელიც ამის გამო დაერქვა. ყაზბეგური ნაგაზი აბორიგენული ჯიშია. ის ადამიანთან მოვიდა და შენარევების გარეშე განვითარდა. ძალიან ლამაზი ექსტერიერი აქვს, უშიშარი, მამაცი და ძლიერია. 


– მისი თვისებებიდან გამომდინარე, ქოსა საქართველოში ძალიან პოპულარულია, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მეტს იმსახურებს. საერთაშორისოდ აღიარებულ ჯიშთა ნუსხას მისი სახელი როდის მიემატება?
– ჯიშის საერთაშორისოდ დასარეგისტრირებლად, უპირველესად, გენეტიკური ანალიზია საჭირო. ცნობილ ექსპერტს ვკითხეთ, რა დაგვიჯდებოდა ქართული ნაგაზის გენეტიკური ანალიზი. მან ხარჯთაღრიცხვა გამოგვიგზავნა. კვლევის ხარჯებსა და ჰონორარს 10 ათასი ევრო სჭირდება. ის კაცი აქ უნდა ჩამოვიდეს, 200 ძაღლის ბეწვი უნდა ავიღოთ, თითოეულის თავი, თათი, ექსტერიერი აღვწეროთ. შრომატევადი საქმეა. ამასთან, საჭიროა სასტუმრო, ტრანსპორტი, საწვავი, კვება… გენეტიკური დასკვნის მიღების შემდეგ კინოლოგთა საერთაშორისო ფედერაციაშია სამუშაო, იქაც ფულია საჭირო… სამწუხაროდ, მე არ მაქვს ამდენი თანხა, თორემ წლების განმავლობაში, სანამ საკუთარი ჯიბიდან ფულის გაღება შემეძლო, უკან არ ვიხევდი, ძაღლებს ვამრავლებდით, ცხვარში, ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად მიგვყავდა. თუმცა, ძაღლის მეცხვარესთან დატოვება არ კმარა, ლეკვები რომ დაიბადებიან, ყურების დასაჭრელად უნდა ჩააკითხო, დაბადებიდან 21-ე დღეს ჭიის წამალი უნდა მისცე. აცრებიც საჭიროა. ამას მეცხვარე ვერ გააკეთებს – ცხვარი ჰყავს მოსავლელი. მით უფრო, ვერ მოსთხოვ, ამძუვნებულ მდედრს მიაქციოს ყურადღება. არადა, როგორც კი ძუს შეწყვილების პერიოდი უდგება, უნდა გამოარიდო და თავისივე ჯიშთან შეაწყვილო, თორემ ცხვარში მყოფს გამოუვლის მაწანწალა ძაღლი და საჯიშე ეგზემპლარს დაკარგავ…

არ შეიძლება ეს საკითხი მხოლოდ ჩემი და რამდენიმე ენთუზიასტის იმედად იყოს. ქართული ძაღლი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და, ვფიქრობ, მასაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სამწუხაროდ, ამით არც ბიზნესმენები ინტერესდებიან და სახელმწიფოც აცხადებს, რომ სხვა პრიორიტეტები აქვს. ამის გამო ვკარგავთ შანსს, რომ ერთადერთი ძაღლი დავირეგისტრიროთ ქართველებმა. 

– ქოსა ნაგაზი 

 

რა მდგომარეობაშია – მცირდება, მრავლდება, თუ კრიტიკულ ზღვარზეა?
– მრავლდება, მაგრამ ჯიშის დეგრადაცია მხოლოდ რაოდენობრივ შემცირებას არ ნიშნავს. გამრავლების წესებია დარღვეული. ჯიშებს ურევენ, ხშირად ყაზბეგურს აზიურთან აწყვილებენ. როცა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური იქმნებოდა და ცხოველთა მოვლისა და მართვის კანონმდებლობა განიხილებოდა, მაშინ ვიხვეწებოდი, რომ ყაზბეგურას გადასარჩენად კანონით სავალდებულო გაეხადათ ამ ჯიშის ყველა წარმომადგენლის დარეგისტრირება და საგვარეულო ნუსხის შედგენა. ასე შევძლებდით ქოსა ნაგაზის თავიდან აღწერას, თითოეული ეგზემპლარის შეფასებას, დავადგენდით, აზიურისკენ იხრება თუ ნამდვილი ქართული ნაგაზია, რომელი ძაღლი უნდა გამრავლდეს და რომელი – არა. სამწუხაროდ, არც კანონში შეიტანეს ცვლილება და არც ქუჩის ბაზრობებზე ლეკვებით უკანონო ვაჭრობა აკრძალეს.

– მართალია, რომ ქოსა ნაგაზს, ძირითადად, საჩხუბრად ამრავლებენ?
– სამწუხაროდ, ბევრი მისდევს ამ აკრძალულ გასართობს თუ ფულის შოვნის შესაძლებლობას. თანაც, აბსურდული მოტივით, თითქოს ქოსა უკეთ იჩხუბებს, უფრო შავი ხახა ექნება და სხვა, აზიურთან აწყვილებენ. ეს არის მომაკვდინებელი შეცდომა, სწორედ ასეთი მიდგომა იწვევს გადაჯიშებას. სანამ ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო, მეუბნებოდა, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას უნდა მივუერთო ქართული ნაგაზის თემა, თორემ მაგ საქმეს დამოუკიდებლად ვერ გასწვდებითო. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა. 

– ქოსა ხასიათის რა თავისებურებებით გამოირჩევა?
– ისეთივეა, როგორიც კავკასიური. ერთგული, მამაცი, ძლიერი და, რაც მთავარია, ძალიან ჭკვიანი. კავკასიური და ქოსა მგელს პირობით საზღვრამდე მისდევენ, იციან, რომ იმ საზღვრის შემდეგ მგლის განდევნა სხვა ძაღლის საქმეა. ეს არის მათი საბრძოლო სტრატეგია. ტერიტორიის საუკეთესო მცველები არიან. უზარმაზარ ფართობს აკონტროლებენ და მესაზღვრის ფუნქციას ბრწყინვალედ ასრულებენ… ერთ-ერთ მეცხვარეს, სეფურა ღულელაურს, ორ წელიწადს მამაპაპეულ გომეწარში ცხვარი არ გაურეკავს საძოვრად. რომ ჩავიდა, ვიღაც კავკასიელი გამოეკიდა, რუსულად ყვიროდა, – აქ ჩემი ცხვარი ძოვს და შენი ადგილი არ არისო. გადარეულა თუში, – გომეწარში, მამაპაპეულ მიწაზე ვიღაც გადამთიელი რას მიბედავსო და იქით გაჰკიდებია. ამტყდარა ჩხუბი. თუშს მაშველისთვის რომ დაუძახია, პირველი ძაღლი მოვარდნილა, ქოსა ჰყავს. მივარდნია მომხდურს და კეფა ჩამოუგლეჯია. სანამ ხალხი ჩაერია საქმეში, ძაღლებმა დაამყარეს წესრიგიო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სანამ ჩვენი მწყემსი და ძაღლი აკონტროლებს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს, საზღვრის მცველები გვყავს. მაგრამ მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, თორემ თუ მწყემსი და ძაღლი აღარ იქნებიან, თბილისიდან ხუთ კილომეტრში – მავთულხლართით, საქართველოს მთებში კი გოჯ-გოჯად წაგვართმევენ ქართულ მიწას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ძაღლებს გონივრული და ვაჟკაცური თვისებები აქვთ, გასული საუკუნის 50-იან წლებში ზოგიერთმა ვაიმეცნიერმა გადაწყვიტა, ქოსასგან სიახლე შეექმნა. იმის გამო, რომ რუსულ მწევარს, ფაქტობრივად, ელენთა არ აქვს, გადაწყვიტეს, ქოსა მასთან შეეწყვილებინათ – ასე მივიღებთ ჯიშს, რომელიც მგელს ბოლომდე მიჰყვება და ბოლოს მოუღებსო. გამოუვიდათ მუტანტი, გაურკვეველი ტიპის ძაღლი. საბჭოეთის დროს ამ პროექტს სახელმწიფო უფინანსებდათ, მაგრამ შედეგი რომ ნახეს, დაფინანსება შეუწყვიტეს. ექსპერიმენტის ავტორებმაც ძაღლები უპატრონოდ გაუშვეს. მათგან ზოგი ცხვარს მიეკედლა, გამრავლდა და არეული სისხლი ჯერ კიდევ არის ძაღლებში. 

– გამოსავალი არის?
– უნდა გამოცხადდეს ქოსას საყოველთაო რეგისტრაცია და მიიღოს სპეციალური ბარათი იმის დასტურად, რომ ქართულია, ან აზიურში გადამავალი. ჯიშიანი ძაღლის გამრავლება კულტურაა და მას მოფრთხილება სჭირდება. როგორც უკვე ვთქვი, ეს ძაღლები დიდებული მესაზღვრეები არიან და იმ მიწას იცავენ, ქართველთა უმრავლესობას წარმოდგენაც რომ არა აქვს. 

ეკა ლომიძე







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?