Jump to content


ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ასეა ეს


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beqa

beqa

    ოპციონი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 58 პოსტი
  • მისამართი:chavchavadze #39
  • წარმოშობა:megreli

ნამდვილად მასეა ბაბუ 

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4334 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ქართული ენა რო უძველესია მაგას ლაპარაკი რათ უნდა, მსოფლიოს ენებს შორის სიძველით მეოთხე ადგილი აქვს მინიჭებული ქართულს 14 დამწერლობიდან და გული მიგძნობსო რო ყველაფერი ბოლომდე შესწავლილი არაა მაინც  :ki:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გრაკლიანის წარწერის ერთ ერთი ნიშნის თავისებურება

მოსაზრება
(26.10.2015)

a1445804461.jpgგიორგი გიგაური

ხელოვნებათმცოდნე, ეთნოგრაფი

"არა უწიგნურნ იყვნენ ქართველნი ვიდრე ფარნავაზამდე

არამედ იგინიცა წერდნენ უხუცესთა მათ წერილითა"

(მატეანე შემეცნებათა)

გრაკლიანის წარწერა ჯერ ბოლომდე არაა გამოჩენილი და უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში. სპეციალისტებისგან თუ არასპეციალისტებისაგან წარმოიშვა არაქართული ვერსიებიც, ნიშანთა მსგავსების გამო, არამეულთან თუ სემიტურთან და სხვა. ჩვენი წერილიც სწორედ ამიტომაც დაიწერა და გვინდა ჩვენი მოკვლევის მიმართულებაც გავაცნოთ სპეციალისტებს და მივანიშნოთ საკითხის სერიოზულობის დონე. სწორი კვლევა უმთავრესია მეცნიერებაში და მათ შორის პალეოგრაფიაში.

გრაკლიანის არქეოლოგიური გათხრები (ხემძღ. ბ-ნი ვ. ლიჩელი) რამდენიმე წელია მიმდინარეობს და აქ მიწისქვეშ რამდენიმე კულტურული ფენის ნაშთებია აღმოჩენილი. ობიექტი სხვადასხვა სპეციალისტების ყურადღების არეალში ბევრჯერ მოექცა. ახლა კი აღმოჩნდა წინაქრისტიანული ტაძრის წარწერა, რომელიც არქეოლოგების მონაცემებით ძვ.წ. 7 საუკუნისაა. გამოჩნდა ე.წ. "საკურთხევლები", რომელთან მიტანილია შესაწირები.

საკურთხევლის წინა მხარეს, ძირზე, სწორედ საინტერესო წარწერის ფაქტებიც დაფიქსირდა (იხ. ფოტო 1). ტექნიკურად ასეთი შესრულების წარწერა იშვიათია და პირველ რიგში ყურადღება ამან მიიქცია. წარწერის სიმაღლე 10 სმ-მდეა და ნიშნები ბარელიეფურია. წარწერა გაკეთებულია რბილ ქვაში (გაქვავებული თიხა), რომელიც სპეციალურად ამ ადგილისთვის შეასრულეს.

წარწერა შესრულდა დახურულ შენობაში და მისი აღქმა ანუ "წაკითხვა" შორიდანაც უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. ნიშნების მოხაზულობა მონუმენტურია და აქცენტი შინაარსის მიმართ უფრო ჩანს, ვიდრე გარეგნულ ფაქტორზე ანუ მხატვრულობაზე ნაკლებად ნაფიქრია.

"ამოჭრა" ქვაზე "დაწერა" ძველ ქართულში (ჭრა და წერა პარალელური გამოთქმებია ძველ ქართულად. ხელწერილი, ხელთქმნა, ხელდებული) და მათ შორის ეთნოკულტურაში ცნობილია, მაგ. ქვის გამოსახულებები მთის სალოცავებიდან. სვანური "ლიფანალის" ნიშნები ხელით კეთდებოდა ნაცრიან ან ფქვილიან ქვის ზედაპირზე. ცნობილია ძველ ქართულად თითის ავადმყოფობა "საწერელი".

წარწერა რადგან რბილ (თიხა) ქვაშია შესრულებული, ჩანს, რომ ის დამსკდარია, ამოტეხილია და დეფორმირებულიცაა. დეფორმირება შეიძლება მოხდა მიწის დიდი ფენის დაწოლის შემდეგ. ამიტომ აქ პალეოგრაფიული სპეციალური კვლევები უნდა ჩატარდეს. ჯერ საჭიროა დიდი სიფრთხილით განთავისუფლდეს მიწიდან და შემდეგ ქვის სპეციალისტების აზრია საჭირო, თუ როგორ შეიძლება მისი მაქსიმალურად შენარჩუნება და ბარელიეფის თავდაპირველი ფორმების ამოცნობა. ამის ამოცნობა კი სწორად წაკითხვის საწინდარია. ობიექტის სათანადო მკვიდრად გადახურვა და იქ მუზეუმის მოწყობა სწორი აზრია.

გრაკლიანის წარწერაში გამოჩნდა ჯერ ერთი ხაზის ნაწილი და მეორე საკურთხევლის წარწერის რამდენიმე ნიშანი. შესაძლებელია მარცვლოვანი ან სილაბურიც იყოს, რადგან ერთ ხაზზეა წარწერა, თუმცა, შერეულიც არ გამოირიცხება. საინტერესოა, რომ გრაკლიანზე ამ პერიოდის კერპები გამოკვეთილად არსად ჩანს ან რაიმე მსგავსი ფიგურები. აქ საღვთო წარმოდგენა და მისადმი მიმართვა უმთავრესი ნიშნებით ხდებოდა. ეს კი მიუთითებს საღვთო ისეთი კულტურის არსებობას, რომელიც სამწერლო, გადაცემითი მაღალი განვითარების საფეხურია.

გრაკლიანის წარწერის გვერდით ყველაფერი იქცევს ყურადღებას, მათ შორის კერამიკა და ზედ დატანილი გეომეტრიული ორნამენტები. ჩვენი აზრით, კერამიკა ადგილობრივია და ორნამენტებიც ადგილობრივი ხალხის ნახელავია. გეომეტრიული ორნამენტები ვინც გააკეთა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ წინაპართა თვალწინ გაიარა უძველესმა შუამდინარეთულმა და ფრიგიულმა კერამიკის მორთულობამ.

იმ დროის რა ინფორმაცია ინახება ძველ ქართველ ხალხებზე ძველ ბერძნულ წყაროებში? ძალიან მცირე, მაგ. ჰ. მილეტელი "მესხები მატეანეების გვერდით ცხოვრობდნენ და კოლხურ ტომს მიეკუთნებიანო" ძვ.წ. მე-6 ს. ანტიკურ მწერლობაში მე-6 საუკუნიდან მოყოლებული იხსენიებიან ასევე "ტიბარენები", ხოლო "ტიბარებს მზის აღმოსავლეთით (პონტოს ზღვის აღმოსავლეთით) მხრიდან ესაზღვრებიან "მოსვინიკები". ასევე ამ დროისაა "მაკრონები", "სასპირები", "კოლხები", "შკვითინები" (შვიდი სოფლის ხალხი) და ა.შ. აქედან "ტაბალებიძ" ძველ იდეოგრამულ დამწერლობაში წყლის სიმბოლოთი აღინიშნებოდნენ (ე. ფორერი ვშუ იურშაშთსრუ იშდვუკთსთრკშაე.) .

მსგავს ნიშანზე და მის შესაძლო სემანტიკაზე გვექნება საუბარი შემდეგში. ძვ.წ. 8 საუკუნეში ცნობილია ფრიგიაში ქართველი ხალხის "მუსკების" (ქართ. მესხი) არსებობაც, კიმერიელების შემოსევის და გორდიონის დაქცევის შემდეგ მათი დიდი ნაწილი ჩრდილოეთისკენ თვისტომებისკენ წამოვიდა.

გორდიონის დაცემა მოხდა ძვ.წ. მე-7 საუკუნეში. ქართლის ძველი მესხური მოსახლეობის შესახებ კვლევა ისტორიული თემაა და ამაზე ბევრი სამეცნიერო შრომებიც არსებობს, ხოლო ჩვენი ინტერესი ამჯერად პალეოგრაფიულ ხაზს შეეხება.

ჩვენი ინტერესის სფერო ძველი დამწერლობის ნიშნებია და მათ შორის გრაკლიანის წარწერის ერთი გამორჩეული ნიშანი, რომელიც უძველეს დამწერლობის ნიშნებში და ქართულ ეთნოკულტურაში საინტერესო მსგავსებას წარმოაჩენს. როგორც ცნობილია, დამწერლობა ისტორიულად განვითარების რამდენიმე საფეხურს ითვლის. დამწერლობა 5 საფეხურს მოითვლის და ჯერ გასარკვევია ძველებურ რა გენეზისსა და რა სტილს მიეკუთნება აღნიშნული წარწერა.

a1445804549.jpgჩვენი დაინტერესება მთიანეთში სალოცავებში შემორჩენილ პიქტოგრაფიულ ნიშნებთან ზოგიერთმა მსგავსებამ და გამორჩეულად ერთმა განსაკუთრებულმა ნიშანმა მიიქცია, რომელიც ჯვრის მსგავსია. ზემოთ მხრებს შორის გასწვრივი ორი ტირეა გაკეთებული. ორი ტირე ამ ნიშანს ეკუთვნის აშკარად (იხ. ფოტო 2).

ნიშანი ასოა, მარცვალია, სილაბურია თუ პიქტოგრაფიულია (შეიძლება ლიგატურაც იყოს), ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ქართულ ეთნოგრაფიაში და იბერიული დამწერლობის (ესპანეთი) ნიშნებში გვაქვს ასეთი მსგავსება და არა მარტო მსგავსებაც, ასევე რაღაც გადმოცემის მსგავსიც. ნათქვამია ეთნოგრაფია ხელის გულივით ინახავს ხალხის წარსულს და ეს მართლაც ასეა, ჩვენი აზრით. ჯერ უძველეს გამოსახულებებზე ვთქვათ, ანუ დამწერლობის კულტურაში თუ იყო სადმე ასეთი ნიშანი, რომელსაც ზედა გასწვრივი ორი ხაზი ერთვის?

პირველი, ჯვრის მსგავსი დამწერლობის ნიშანი ორი ზედა გასწვრივი ტირეთი არამეულ და სემიტურ დამწერლობაში არსად არ ფიქსირდება.

მეორე, ნიშანი, რომელიც ზედა გასწვრივი ორი ტირეთია აღნიშნული, ზოგადი მიმსგავსებით შუმერულ და მოჰენჯოდაროს უძველეს ნიშნებშია. ასევე იბერიულ (ესპანეთის) დამწერლობის ნიშნებშია მსგავსი ჯვარი, ოღონდ ტირეების გარეშე, მაგ. ტარტესის დამწერლობაში, სამხრეთ ესპანეთი. ძვ.წ. 5 საუკუნის არტეფაქტი დაცულია სან-სებასტიანის მუზეუმში (ვერცხლის ფირფიტა).

მესამე, ჯვრის ნიშანი ერთი ან ორი ხაზით, ან წერტილით ფიქსირდება საქართველოს ეთნოკულტურაში. მათ შორის სალოცავებში დაცული ქვის ძველ პიქტოგრაფიულ ნიშნებში და გვიანი დროის ხის ნაკეთობაზეც. ეს უკანასკნელი უფრო გახალხურებული სიმბოლოებია და საღვთო წარმოდგენის გამომსახველია (იხ. ფოტო 3. "ხევსურული საბეჭავი").

უძველეს შუმერულ დამწერლობის ნიშნებში ასეთი ფიგურა საღვთო სიმბოლოა, რომელიც "წყლიდან ამოსული ღვთაების" აღმნიშვნელია. "ზე"-აღმოსვლა ან "ზე"-აღსვლა, რაღაც ზღვრულის არღვევა. რაც შეეხება იბერიულ-ტარტესის დამწერლობას, მისი გაშიფვრა სავარაუდოდ მარცვლოვანია და ბოლომდე არ გახლავთ დამტკიცებული (ბილინგვა არ არსებობს).

ქართულ ენაში ზოგი სახელწოდება საღვთო ტერმინოლოგიებიდან ჩანს გადმოღებული, რომელსაც შესაძლოა თავისი შესატყვისი ხატოვანი დამწერლობის ნიშანიც ჰქონიყო. ამის თქმის უფლებას გვაძლევს საქართველოს მთიანეთის (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი, სვანეთი) შემორჩენილი ქვის ძველი გამოსახულებები, რომელიც აშკარად საღვთო დამწერლობის კვალია. აქედან როცა ჩვენ აღმოსავლეთ მთიანეთის ქვაზე ამოჭრილი ნიშნების ზუსტი დათარიღება ვერ მოხერხდა, ამ დროს ჩვენ დავემოწმებით ანალოგიურ მრგვალი ქვის ამულეტის ნიშნებს ქვემო სვანეთიდან.

ცაიშის ძვ.წ. მე-4 საუკუნის ქვა ამულეტის ნიშნები ისეთივეა, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სალოცავებშია დაცული ნიშნები. მრგვალი ქვა ამულეტი დაცულია მესტიის მუზეუმში. ჩანს ქართველ იბერიელ-კოლხებს ნამდვილად ჰქონდათ საღვთო დამწერლობის კულტურა. ამაზე ჩვენ 2010 წელს გამოცემულ ჩვენს მონოგრაფიაშიც გვქონდა საუბარი (ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. 2010. გ. გიგაური).

პირაქეთ ხევსურეთის ჭალაისოფელის "კარატის" სალოცავში საკურთხეველთან იგივე ქვის "სახუცო ტაბლაზე" შემორჩენილია პიქტოგრაფიული ნიშნები (4 ერთეული ნიშანი). ქვებზე შემორჩენილ ხატოვანი (პიქტოგრაფიულ) დამწერლობის ნიშნებში ზოგან გასწვრივი ტირეც ერთვის, მაგ თუშეთის სოფ. ფარსმის სალოცავის ციხის კედელში დაცული ქვის ნიშნებში.

ასევე წერტილ-ტირეებია პირაქეთ ხევსურეთის სოფ. ბლოს სალოცავის დარბაზთან დაცული ქვა სკამის (შესაძლოა სატრაპეზო ქვაც იყო) 5 ერთეული, ერთ ხაზზე განლაგებული ნიშნები და სხვა.

"აღსანიშნავია, რომ არსებობს ძველი წიგნები, სადაც ჩამოთვლილია აზიისა და ევროპის ხალხები, რომელთაც აქვთ თავისი დამწერლობა. ერთ-ერთ ასეთ ნუსხაში ვკითხულობთ "ხოლო თავისი დამწერლობა აქვთ კაბადოკიელებს, იბერებს, ლათინებს, ელინებს, ესპანელებს, მიდიელებს". აკად. ს. ყაუხჩიშვილი ფიქრობს , რომ აქ უთუოდ საქართველოს იბერები იგულისხმებიან და არა ესპანეთის იბერები" (შ. ძიძიგური. ბასკები და ქართველები. 1978).

ფაქტია, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას აღმოჩენილია ძველი დამწერლობის ნაშთები და გრაკლიანის წარწერა კი წინაქრისტიანული ტაძრის კუთვნილებაა. საერთოდ, ძველ ქართველნი როცა წერდნენ, ისინი მაგარ საგანზე "ამოჭრიდნენ" და სახელწოდება "წერაც" ჩანს აქედან მომდინარეობდა.

"დაჭვრეთილის ღვთის წესით" (დაწერილის ღვთის წესით) ესაც მთის წესებშია შემორჩენილი, მაგ. მიცვალებულის სულის ტაბლაზე სათქმელ ტექსტშია.

მივუბრუნდეთ გრაკლიანის წარწერის აღნიშნული ნიშნის თავისებურებას და მის მსგავს მე-19 საუკუნის ხის ნაკეთობის ("საბეჭავი") სიმბოლოებს, რომელიც შინაარსის შემცველია. შინაარსი კი ჩვეულებრივი არ გახლავთ, რადგან რაღაც საღვთო წარმოსახვის შემნახავია. მთის რეგიონი და მათ შორის ხევსურეთი ძველ ტრადიციებს ინახავდა და ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის გადასაცემი ნიშნები შემორჩა სალოცავების კედლებში, ქვის სახუცო ტაბლებზე და ქვა-სკამის ზედაპირებზე (გუდანი, ხადუ).

ქართულ ეთნოგრაფიულ საკულტო ობიექტებზე დედაბოძებზე, სახლის თავხეებზე, კიდობნებზე, სკივრებზე შემორჩენილია გეომეტრიულ ორნემენტურ დეკორში გადასული უძველესი პიქტოგრაფიული სიმბოლოები. მათ შორისაა ასეთი "ღვთაების" წყლის სიმბოლოსთან ტეხილ ხაზებთან ან საკრალურ "კარით" ამოსვლის (გადმოსვლის) გამოსახულებები.

"კარის" და "ზღურბლის" საკრალურობა მთის სალოცავებთან დღესაც შემორჩენილია და ხევისბერი (ან ხუცესი) ისე არ შედის სალოცავში, სანამ "კარის" გადასასვლელს ცალკე წესს არ "დაუყენებს" (შეასრულებს).

იბადება კითხვა, არსებობდა მთაში რაიმე გადმოცემა ღვთიშვილებთან და წყალთან დაკავშირებით? ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ორგვარია და გვიანი შუასაუკუნეების დროს გამოთქმულია, ასეთი შინაარსისაა:

"დავგვეხსენ ზურაბ ბატონო,

"ნარჩომ ორთ შენის ხმლისანი,

"თორემ ჩვენც შემოგეცდებით

"მესხნი ჩვენაც გვყვან წყლისანი."

მეორე ვარიანტია:

"თორემ ჩვენც შემოგეცდებით,

ხორეჯნ ჩვენც გვისხენ ღვთიშვილნი".

(ქართული ხალხური პოეზია).

ამ ლექსის შინაარსი ეხმიანება უძველეს გადმოცემებს, ასევე ხსნის "მესხი" - "მებრძოლი" და "ღვთიშვილი" - "წყლისანის" ურთიერთმიმართებას და კავშირს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძველ ქართულად "ღვთიშვილების" წყლიდან ამოსვლის და მათი ხატოვანი გამოსახულებაც ასევე ღრმად საღვთო წარმოდგენაა.

მესხნი ასევე მებრძოლნია, რომელიც "მზეს და მთვარეს" ებრძვიან (ხევსურული ლექსიკონი. ალ. ჭინჭარაული 2000.). ასევე საინტერესოა, ქართულ ძველ დედაბოძებზე სიმბოლოები, დატალღული ხაზოვანი სიმბოლოების შუაში მანათობელი დისკოები ან ბორჯღალოებია გამოსახული (იხ. ფოტო 4).

გრაკლიანის წარწერის გაყოლებაზე ქვემოთა ხაზი არა სწორხაზოვან და თითქოს ტალღოვან ამოკვეთილ ტირეებსაც შეიცავს და ამით მთელი წარწერა (ასევე შინაარსი) თითქოს ჰგავს წყლის ზედაპირსაც. წყლის ზედაპირზე "მოძრავი" ან "ამოსული" საღვთო სახელის და ლოცვის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, ჩვენი აზრით.

გრაკლიანის წარწერა საიდან და როგორ წასაკითხია, მომავლის საქმეა, მაგრამ ჯვრის მსგავსი ნიშანი ორი ტირეებით, რომელიც შუაშია მოთავსებული შინაარსობრივად, ადგილობრივი საღვთო სახელის მიმანიშნებლად წარმოგვიდგება, ეს უდავოა. ჩვენი აზრით, ამავე რეგიონში წარწერის ნაშთები კიდევ იქნება და შესაძლოა ბილინგვაც (ორენოვანი) აღმოჩნდეს და ამით წარწერის წაკითხვასაც გაადვილებს.

ამ წერილით შევეცადეთ გვეთქვა, რომ გრაკლიანის წარწერა ძველ ქართულად ნაწერია და ამის დამამტკიცებელი ბევრი მასალა გვაქვს. აქ მოტანილი მასალა მცირედია იმათგან და მეტი რწმუნებულების დასადგენად კიდევ შეიძლება სხვა არტეფაქტების დამოწმებაც, ქართული ეთნოკულტურიდან.

და ბოლოს, გრაკლიანის წარწერის აღმოჩენა დიდად მნიშვნელოვანი ფაქტია და ჩვენი აზრით, მომავალში ახალი ინფორმაციული სამეცნიერო აღმოჩენები მოჰყვება. მომავალი მეცნიერების თაობა იტყვის საინტერესო სიტყვას, რომელიც ძველი ქართველების ისტორიოგრაფიულ კულტურას შეეხება და მსოფლიოს ძველი ხალხის დამწერლობის კულტურასთან კავშირურთიერთობას წარმოაჩენს.

ლიცენზია


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
fb_share.gif
 
 

მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შესაძლოა, მე-15 მიემატოს

grakliani_.jpg

მანანა ნოზაძე 2016-07-29 11:30:01

შესაძლოა, მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას მე-15 მიემატოს. შარშან, 2015 წლის აგვისტოში კასპში აღმოჩენილი გრაკლიანის წარწერა ამერიკის ფლორიდის შტატის მაიამის ლაბორატორიამ ძვ.წ.აღ- ის მე-11-10 საუკუნეებს მიაკუთვნა. საუბარია ძვ.წ.აღ-ის მეშვიდე საუკუნის ტაძარზე, რომელშიც მიკვლეულ ორ საკურთხეველზე ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტებია გამოსახული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ტიპის წარწერები მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილს გარდა არსად არ არის აღმოჩენილი და ამას დავუმატებთ ცალკეულ მეცნიერთა მოსაზრებას, ქართების (იბერების) კავშირზე ჩრდილოეთ მესოპოტამიასთან და კარდუხებთან, ცხადი ხდება, ამ წარწერების გაშიფვრის შემდეგ, რაოდენ საინტერესო აღმოჩენის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ.

ქართველოლოგი რევაზ აბაშია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სწორედ ახლა მიიღო არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა მაიამის უნივერსიტეტიდან პასუხი, რაც ნიშნავს, რომ კიდევ 4-5 საუკუნით გადაიწია ამ პოსტამენტის დათარიღებამ, რომელიც უფრო ადრე ჩვ.წ-აღ-ის მე-7 საუკუნის ძეგლად მიაჩნდათ. ამჟამად თარიღის გადამოწმება იტალიაში მოხდება, რომელიც ძველი არტეფაქტების ქვეყანაა და ამის შემდეგ დაიდება საბოლოო დასკვნა. თუმცა მანამდე გამოგზავნილი ამერიკელების პასუხი უაღრესად სასიხარულოა.

„გრაკლიანის წარწერების ძვ. წ. აღ-ის მე-10-11 საუკუნეებთან დაკავშირება ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს ემატება მე-15. მით უმეტეს, რომ ეს არის ანბანური სისტემა, ანუ დამწერლობის სახეობა და არა - ლურსმული ან იეროგლიფური დამწერლობა. ანბანური სისტემა ხალხთა ცივილიზაციის უპირველესი ნიშანია და, თუ ამერიკელების ნათქვამს დაადასტურებენ იტალიელებიც, გამოდის, რომ მსოფლიოში ცნობილ, უძველეს ანბანებს შორის ქართველებს ყველაზე უძველესი აღმოგვაჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უძველეს არტეფაქტებთან გვაქვს საქმე. ვინ იცის, რა საიდუმლოს მალავს გრაკლიანის წარწერა, რომელიც ჯერ გაშიფრული არ არის და მის გვერდით იქვე გრაკლიანში მეორე მსგავსი ტიპის წარწერაც იკვეთება. გათხრები გრძელდება და ორი იმდენი კიდევ გასათხრელია. მოსალოდნელია, მსგავსი წარწერები კიდევ აღმოჩნდეს. მე, როგორც ლინგვისტს, მაინტერესებს რის შესახებ უნდა იყოს ეს წარწერები?! ეს ჩვ. წ.აღ-მდელი ეპოქაა. წარმართულ ეპოქაში სალოცავებზე გაკეთებული წარწერების თემა, ცხადია, ან სადიდებელი იქნებოდა, ან სავედრებელი რომელიმე წარმართული ღვთაებისადმი. ამ შემთხვევაში, ალბათ, ამინდის ღმერთის, მზის, მთვარის ან ვარსკვლავების თაყვანისცემას გადმოსცემდნენ. მოგეხსენებათ, უძველეს დროს საქართველოში მათი თაყვანისცემა ხშირი მოვლენა იყო, როგორც ეს ერთ ხალხურ ლექსში ჩანს - „მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი“, - აღნიშნა რევაზ აბაშიამ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკვე ცნობილი არც ერთი ანბანით არ იშიფრება გრაკლიანის წარწერები, რევაზ აბაშია ფიქრობს, რომ წარწერები ლოგიკურად ძველი ქართული ანბანის - ასომთავრულის წინა სახეობად უნდა ჩაითვალოს. თუმცა არის მეორე უფრო მისაღები ვარიანტიც, რომ ეს ანბანის სრულიად ახალი სახეობაა, რომელიც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველთა წინაპრებს ჰქონდათ დამკვიდრებული.

„იმის გამო, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენი წინაპრების შექმნილია ეს არტეფაქტები, ბუნებრივია, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი ანბანია. საბედნიეროდ, ლოგიკური ხაზი ჯერჯერობით აქეთკენ მიდის. შესაძლოა, ამ წარწერებში აღმოჩენილი სიტყვები ძველი ქართული სიტყვები კი არ იყოს, არამედ საერთო ქართველური ფუძე-ენა, რომლის დაშლის შედეგადაც მივიღეთ ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური ენები. ეს უფრო სერიოზული და მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა იქნება და აღმოჩენილი ტექსტიც მსგავსი და, ამავდროულად, განსხვავებული იქნება ძველი ქართული ტექსტებისგან“.

გრაკლიანის აღმოჩენის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი უცხოელი მეცნიერების დასკვნამდე თავს იკავებს აღმოჩენის წინასწარი შეფასებისგან და განმარტავს, რომ თარიღების კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით სინჯები უკვე იტალიაშია გადაგზავნილი. თუმცა ვახტანგ ლიჩელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის დამწერლობა და თანაც, ერთ-ერთი უადრესი დამწერლობა. მართალია, ამ ტიპის წარწერა მხოლოდ მესოპოტამიაშია აღმოჩენილი, მაგრამ გრაკლიანის წარწერა მისი იდენტური არ არის და შეინიშნება რამდენიმე განსხვავებული მახასიათებელიც.

„მსგავსი წარწერა სხვა ენაზე არ არის და გამორიცხული არაა, ეს მორგებული იყოს ქართულ მეტყველებას. სავარაუდოდ, მოხერხდება ამ წარწერების გაშიფვრა, ყოველ შემთხვევაში, ერთი მათგანის გაშიფრვა მაინც, მაგრამ ამას დრო სჭირდება. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რელიგიურ-მაგიური შინაარსის წარწერები, რადგან ტაძრის საკურთხეველზეა ამოკვეთილი“.

შეესაბამება თუ არა ეს წარწერები ჩვენს ძეგლებზე აღმოჩენილი დამწერლობის სხვა ნიმუშებს, ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, რომ სხვაობაა დიდია, რადგან ამ წარწერებს 1500 წელი მაინც აშორებთ. ამიტომ იდენტობაზე საუბარი ნაადრევია.


 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 797 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

კვირის პალიტრა

 

"ესაა თარიღი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მეცნიერები ამტკიცებენდენ, რომ ქართული ანბანი მესროპ მაშტოცმა დაწერა"

71b0fe48c10b390ac43329678a477b59.jpg
22-09-2016
"გაყალბებული ისტორია თუ ქარიშხალი ჭიქაში?!"

"აბსოლუტურად მიუღებელია ამ კონტექსტში ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან მომავალ საფრთხეებზე ლაპარაკი, ეს არის ფობიებით დახუნძლული ადამიანთა მოსაზრებები, რომლებიც შეთქმულების თეორიებით ცხოვრობენ. ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობა, რაც მათი მოსაზრებით, წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას ემსახურება"


2015 წლის მარტში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას", როგორც ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამასთანავე, საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია და სამივე ანბანი იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენეს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული დამწერლობა ოფიციალურად მიიღებს სტატუსს, საქართველო არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე დამწერლობის,  სამი თანაბრად მოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანა იქნება...

არსებული ინფორმაციით, იუნესკომ ორწლიან ვადაში უნდა განიხილოს ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხი. თუმცა, ამ თემას მოდავეები გამოუჩდნენ, - მეცნიერთა ერთი ნაწილის მტკიცებით, იუნესკოსთვის გაგზავნილ ვერსიაში შეცდომაა, - კონკრეტულად, ქართული ანბანის წარმოშობის თარიღად საბჭოთა მეცნიერების დროინდელი თარიღია მითითებული, ანუ ის პერიოდი, როდესაც მათივე ვერსიით, ქართული ანბანის ავტორი სომეხი ისტორიკოსი მესროპ მაშტოცია. 

მარინა ცინცაბაძე, მეცნიერი:
- ცნობილია, რომ კულტურის სამინისტრომ სამი ქართული ანბანი იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურილი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინა. საუბარია, სამ საანბანო სისტემაზე: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ასე იყო საყოველთაოდ ცნობილი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მომხდარა, ამ დოკუმენტაციაში ჩადებული იყო ყალბი ინფორმაცია, რომელიც ასომთავრულ საანბანო სისტემასთან დაკავშირებით, შეცდომაა. 

- რაში მდგომარეობს შეცდომა?
- შეცდომა არის თარიღში, - ასომთავრული ახალი წელთაღრიცხვით კი არა, ძველი წელთაღრიცხვის დროს შეიქმნა. არადა, იუნესკოში გაგზავნილ ვერსიაში, ქართული ანბანის სამი სახეობიდან მრგვლოვანი ანბანის წარმოშობის თარიღად მითითებულია ახ. წ. აღ.-ის 429-450 წელი, რაც კარგა ხანია უარყოფილია ქართველი მეცნიერების მიერ და ამის დამადასტურებელი ბევრი წყარო არსებობს, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის ისტორიული ნარკვევი. რაც მთავარია, იუნესკოსთვის გაგზავნილ ვერსიაში მითითებული თარიღის მიხედვით, ყველას  შეუძლია დაიწყოს დავა და მტკიცება, რომ ეს სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მეცნიერები ამტკიცებენდენ, რომ ქართული ანბანი სომეხმა განმანათლებელმა მესროპ მაშტოცმა დაწერა... 

გამოდის, რომ ივანე ჯავახიშვილის, მოგვიანებით კი, მეცნიერ გია კვაშალავას უამრავი ნაშრომები და სამეცნიერო დასკვნები, სადაც ქართული საანბანო სისტემის შექმნის წინაპირობებზეა საუბარი და ქართული ანბანის შექმნის ყველაზე რეალური თარიღი ძვ.წ. აღ-ის მე-4 საუკუნეა, იგნორირებულია. 

- საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ იუნესკოში გაგზავნილ დოკუმენტაციაში არასწორი თარიღია მითითებული?
- ამის შესახებ დაინტერესდა იურისტი ანზორ ფეიქრიშვილი და საკუთარი კავშირებით, ამ დოკუმენტაციის ქართული ვარიანტი მოიპოვა. 

- ამის შესახებ არავინ იცოდა?
- როგორ არა, აუცილებლად ეცოდინებოდა მეცნიერებათა აკადემიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც ამ საქმეში ჩართული იყო. ასეთი ტიპის დოკუმენტაცია გრიფით არის დაბეჭდილი და დამტკიცებული. 

კონსტანტინე ნაცვლიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო:
- დავიწყოთ იქიდან, რომ ბატონ ანზორ ფეიქრიშვილს ეს დოკუმენტაცია კანონიერი გზებით არ აქვს მოპოვებული და ახლა ამით აპელირებს. ქართული ვერსია, რომელზეც ის საუბრობს, რა თქმა უნდა, იდენტურია ინგლისურისა, მაგრამ რაც შეეხება თავად თარიღს, რომელიც არის მითითებული, ეფუძნება საყოველთადო აღიარებულ მეცნიერულ კვლევებს. ჩვენ ამ ნომინაციასთან მუშაობის დროს ვთანამშრობლობდით ყველა იმ ინსიტუტუციასთან, რომელსაც ამ საქმეში სიტყვა ეთქმის, ეს არის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მეცნიერებათა აკდემია, ხელნაწერთან ინსტიტუტი... 

ასე რომ, თარიღი, რომელიც ამ ნომინაციაში "გაჩნდა" და რატომღაც არ მოეწონათ, არგუმენტირებულია. რაც შეეხება, მათ უკმაყოფილებას, ბატონმა ფეიქრიშვილმა ორჯერ მოგვმართა განცხადებით და ორჯერვე გავეცით პასუხი. პირველი განცხადება იყო სრულიად ნეოფაშისტური, რომელიც აგებული იყო ქართულ ნეოფაშისტურ იდეოლოგიაზე და მას მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს, ისევე როგორც ის ფანტაზია, რომ შუმერებიდან მოდის ქართული ანბანი და მსგავსი ზღაპრები. თუმცა, ასეთი ტიპის დოკუმენტის გადაგზავნა იუნესკოსთვის ისეთივეა, საზოგადოების ერთი ნაწილი რომ ირწმუნება, პირამიდები უცხოპლანატელებმა ააშენეს. ასეთი რამები არ ხდება...

ასეთ რამებს ჰყვებიან ის ადამიანები, რომელთაც მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, უბრალოდ ქუჩაში გამვლელები არიან... გარდა ამისა, ეს არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექტორში გაგზავნილი ნომინაცია და მიზნად არ ისახავს ისტორიული ფაქტების კონცენტრირებას, ანუ იუნესკოს ის სექტორი, რომელიც არამატერიალურ კულტურაზე არ მუშაობს, ისტორიული ფაქტების უტყუარობის დადგენით არ არის დაკავებული. ანბანის სამი სახეობიდან ორს - ხუცურს იყენებს საპატრიარქო, მესამე - მხედრული არის საერო მოხმარებისა.მათი ერთობა, ერთიან კულტურულ სივრცეში არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. ასე რომ, იმაზე დავა, რომ აქ სხვა თარიღია, სრულიად უსაგნოა. დასამალი არაფერი გვაქვს, ეს ყველაფერი ისედაც გამოქვეყნდება იუნესკოს საიტზე, როგორც კი ამის აღიარება მოხდება... ლეგენდები ძალიან კარგია და ქართული ლეგენდები შესაძლოა კიდევ ერთი ნომინაციის თემა გახდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ სხვა არგუმენტებით ვიხელმძღვანელეთ.

- კონკრეტულად რომელ სამეცნიერო აღმოჩენას დაეყრდენით?
- პალესტინაში აღმოჩენილი იატაკის მოზაიკის ფაქტებს, რომლის თარიღი ზუსტად არის დადგენილი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართველი სამეცნიერო საზოგადოების მიერ. სხვა თარიღი, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ, ჯერჯერობით, არ გვაქვს.

- მეცნიერთა ამ ნაწილის მტკიცებით, იუნესკოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში მითითებულია ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნე, მაშინ როდესაც ივანე ჯავახიშვილის წყაროებში ქართული ანბანი ძვ. აღ-ით თარიღდება...
- ეს არის ვარაუდი, რომ ქართული ანბანი მანამდეც არსებობდა, მაგრამ ეს მეცნიერული ფაქტებით არ არის დადასტურებული... აბსოლუტურად მიუღებელია ამ კონტექსტში ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან მომავალ საფრთხეებზე ლაპარაკი, ეს არის ფობიებით დახუნძლული ადამიანთა მოსაზრებები, რომლებიც შეთქმულების თეორიებით ცხოვრობენ. ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობა, რაც მათი მოსაზრებით, წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას ემსახურება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის) 


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვაა ცოტა დავიბენი...

რომელი ტყუის ვეღარ გავიგე...

ალბათ მართლა არ მოიპოვება მეცნიერული ფაქტები თორე ასეთე ქვეყნის მოღალატე და მტერი როგორ უნდა იყო ადამიანი, არ მჯერა რომ ეგეთი ადამიანი არსებობს, ესეც პოლიტიკა ხომ არ არის ვინმს ჯინაზე რამე გააკეთო...

და ის სომეხი როგორ დაბრალებს რაღაც ვერ ვხვდები...

და ისედაც ჩვენც ასე არ ვიცოდით რომ ფარნაოზმა შექნმა ანბანი??? და არვის ამაზე პრეტენზი არ ქონია.

რა შუაშია მესროპ მაშტოცია რადგან მაგ პერიოდში მოღვაწეობდა...

მე მგონი ანზორ ფეიქრიშვილის კირკიტი უფრო გაუჩენს სომეხ ვაი მეცნიერებს ინტერსესს... 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუგა , კაცი რტომელიც ყვეკლაზე მეტადუნდა იყის დაინტერესებული , ნახე როგორიწყებს თავის მართლებას?

 

 

კონსტანტინე ნაცვლიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო:

- დავიწყოთ იქიდან, რომ ბატონ ანზორ ფეიქრიშვილს ეს დოკუმენტაცია კანონიერი გზებით არ აქვს მოპოვებული.

 

ესდედაარღთნიანირას ჩივის ხედავ? იმას კი არა სირობარომ აქვს დაწერილი და არაკომპეტენტურია? რუსები იმასაც ამტკიცებდნენ რომ კოლხეთი და ეგრისი და იბერია , საერთოდ არიყვნენ ქართული სახელმწიფოებიო. რომ საერთოდ გაუგებარი და საიდანღაც მოსული ერი ვართ რომლებიც ყველაფერს ვითვისებთ და ვიპარავთ , ხოლო ნაციად კი 18 საუკუნეში ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებით ჩამოვყალიბდით. რუსები პრეტენზიას ყოველთვის გამოთქვამდნენ იმაზე რომ თვითონ არიან უძველესი ცივილიზაცია და აკი მესამე რომად მოიაზრებენ თავიანთ თავს. გერბიც 2 თავიანი არწივი აქბთ როგორც ბიზანტიის მემკვიდრფეებს. ხოლო ჩვენ კავკასიური ჯგუფის  ყველაზე ძველი ოჯახის წარმომადგენლებს გვასახებენ ყველაზე არასრულფასოვან და ახალგაზრდა ნაციათ. ხოლო თავიანთ სტრატეგიულ მოკავშირეებს  კი ყველაზე ძველ და ავტოტექტიონურ ნაციად , მიუხედავად საყოველთაოდ ცნობილია რომ სომხები ინდოევროპული ოჯახის წარმომადგენლები არიან. 

მაგრამ ეს კიდისათ და აი ასე უტიფრად ქადაგებენ რომ ინდოევროპელი სომხები , კავკასიური ცივილიზაციის ფუძემდებლები არიან.  კიდევ რამეა ამათთან გასარკვევი? და ეს ის ხალხია დღეს , ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე , ვინც სტალინის დაწერილი საქართველოს ისტორია წაიკითხა სკოლებში და ვინც ყაჩაღიანის არტეფაქტების მოსპობაზე , 12 საათში მოაწერა ხელი მის აფეთქებას . 

ისე ცნობისათვის გუგჯან 14 ორგანიზაციის და კომიტეტების წარმომადგენლებმა არასრულ 12 საათში მიიღეს გადაწყვეტილება და მოაწერეს ხელი ამ ვანდალურ აქტს/. და ასევე ეს ოქროს საბადო 1 ლარად  მისცეს რუსებს. ეხლა გეკითღხები , კიდევ გაქვს კითხვები და ეჭვები ? რომ არსებობენ ნაბოზარი ქართველები? და ამის ყველაფრის არგუმენტიც რომ იცოდე საერთოდ გაგიქრება ეჭვები . 3000 მდე თანამშრომელი შეიძლება დარჩეს უმუშევარიო და გაანადგურებინეს რუსებს , 5 მილიონამდე საქართველოს მოქალაქის კუთვნილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39337 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რეალური ისტორია added 3 comments on a post from 8 იანვარი.
 
 
 
 

ქართლის გულში, სამთავისთან,ეს ალაბთ ბოლო დროის ყველაზე დიდი არქეოლოგიური აღმოჩენაა...
-ყველა საექსპერტო ჯგუფმა და ლაბორატორიამ დადო დასკვნა, რომ 3000 წლის წინანდელი წარწერაა...
-ამან საგონებელში ჩააგდო მთელი სამეცნიერო-ისტორიული სამყარო... ალბათ შეგინიშნავთ გზაზე რა ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფები იყვნენ ჩამოსულნი...
-ვერცერთმა უცხოელმა ვერ თქვა რომ ეს რომელიმე ერის, ენის ან კულტურის ძველ ალფავიტს ეკუთვნის... ისე ყველა ერთხმად თანხმდება რომ ეს წარწერაა, ალფავიტია. და ეს ხილულიცაა.
-ისე მოგეხსენებათ რომ აქ ამ მიდამოებში არავის არასოდეს უცხოვრია ქართველის (კოლხის, იბერიელის) გარდა და მეტადრე მწიგნობარსა და მკითხველს...
-წარწერა ისეა განლაგებული რომ ქვემოთ-დაბლა 5-10-15 მეტრში მდგომთ დაენახათ-წაეკითხათ.
აქვეა ნაპოვნი უამრავი რამ, მ.შ. საბეჭდავები, უცნაური ფორმის მაკეტები... ზოგი ამბობს რომ საცხობი ქურაა... ჭურჭელი და ა.შ. 
---მაგრამ ვიმეორებ რომ აქ წარწერაა და მისი საოცრად დიდი ასაკია მნიშვნელოვანი... ფაქტია რომ ჩვენ ქართველები ვწერდით 3000 წლის წინაც... ალბათ და ნამდვილად აიეტის დროსაც.
---
ყველაზე საინტერესოა და მოცულობითი ბატონი გიორგი გიგაურის კვლევები, სტატიები, ნახაზები და მათი შედარება უძველეს ქართულ პიქტოგრამებთან... (გთხოვთ გაეცნოთ მის შრომებს).
---
(ჩვენი თვალიც და შეხედულებაც ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვთ გააჩეროთ ხოლმე მანქანა სამთავისთან... დაათვალიეროთ, მიამსგავსოთ რამეს, იქნებ ამოვიკითხოთ... სხვა ვინ ამოიკითხავს ქართველის გარდა ქართულს!)
49454787_2511450575563406_19888786919663
49435343_2511450912230039_53506692652193
49565594_2511451305563333_90951094613993
49787353_2511451792229951_49552221043341
49549312_2511452135563250_34467708434162
 
 
 

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?