Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლოქოზე თევზაობა მდინარე მტკვარზე

 

c92be4e9acdb.jpg

პატარა შესავალს გავაკეთებ ლოქოს არსებობაზე მდინარე მტკვარში. ბევრია ისეთი ვისაც საერთოდ არ სჯერა რომ მტკვარზე ლოქო ბინადრობს. მათ ჰგონიათ რომ ლოქო მხოლოდ და მხოლოდ ალაზანზეა, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან. ლოქო საქართველოში ბევრ ადგილზეა გავრცელებული: მტკვარზე, ალაზანზე, რიონში, დასავლეთის სხვა პატარა მდინარეებზეც კი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ მდინარე რიონთან, კერძო ტბებზე, წყალსაცავებზე და ა.შ. ჩევენთან საქართველოში გავრცელებულია ლოქოს ორი სახეობა: თეთრი და შავი. ძირითადად გვხვდება მოშავო შეფერილობის ლოქო, ხოლო თეთრი შეფერილობის ლოქო რეტკია.
ახლა კი როგორ გავმართოთ ლოქოს დასაჭერი მოწყობილობა – საერთოდ ლოქოს დამჭერ მოწყობილობას ძირითადში ეწოდება ზაკიდუშკა, რომელიც წარმოადგენს 5-6 მ სიგრძის კაპრონის მსხვილ ძაფზე მიყოლებით ჩმოკიდულ პავადოკიან კრუჩოკებს, გარკვეული დაშორებით ბოლოში გრუზით. ჩემი გამოცდილებიდან მოგახსენებთ, რომ ყოფილა შემთხვევა როცა გამთენიისას კაპრონი გაწყვეტილი დაგვხვედრია, ან სულაც ხე რომელზეც გვქონია მიბმული ბოლო წაღებული და ა.შ. ამ დროს საქმე გვაქვს დიდი ზომის ლოქოსთან, რომელსაც დამერწმუნებით აქვს დიდი ძალა და სულაც არ გაუჭირდება კაპრონის ძაფის გადაკვნეტა ან სულაც ჯოხის მოგლეჯა, რომელზეც არის მიბმული ზაკიდუშკის ბოლო. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვიყენოთ პლასმამის კანით დაფარული რკინის წვრილი ზომის ტროსი. ასეთი ზაკიდუშკის დადებითი მხარე ის არის რომ 100 კგ-იც რომ დაჯდეს ვერ გაწყვიტავს, ხოლო უარყოფითი მხარე კი ის არის რომ ტროსი წყალში უფრო ჩანს ვიდრე წყლის ფერზე შეფერილი კაპრონის ძაფი, ლოქო კი საკმაოდ ფრთხილია. ზაკიდუშკის დამზადება არის ძალიან მარტივი, მხოლოდ საჭიროა დაშორებების და პავადოკის ზომის სწორი შერჩევა. ვიღებთ 5-6 მ სიგრძის კაპრონის ძაფს ან ტროსს(სასურველია თუ ტროსს გარს თეთრი ფერის პლასმასი ექნება) და ყოველი 120-130 სმ დაშორებით ვკიდებთ 40 სმ სიგრძის კრუჩოკ მობმულ პავადოკებს(კრუჩოკის ზომის შერჩევა თქვენთვის მომინდვია), ბოლოში ვაბავთ გრუზს და ჩვენი ზაკიდუშკაც მზადაა.
ახლა კი ლოქოს სატყუარას მივხედოთ – ლოქო როგორც წესი ზაფხულში იწყებს წამოსვლას და გვიან შემოდგომამდე მოდის, ეტანება თითქმის ყველაფერს. მის დასაჭერად გამოიყენებენ შემდეგ სატყუარებს:
1) წურბელა(რომელიც არის შეუცვლელი, ასევე არის სხვადასხვა ფერის მოშავო, მოყავისფრო. 2) უმარილო სალა. 3) ზემოთხსენებული დიდი ზომის ვანიუჩკა(მყრალა) ჭია. 4) წითელი ჭია(კრუჩოკზე ხდება ეგრეთწოდებული ბუკეტის გაკეთება, ანუ ვიღებთ ბევრ წითელ ჭიას და ბლომათ ვუკეთებთ კრუჩოკზე, ისე რომ მთლიანად დაიფაროს. 5) გომბეშო 6) შემწვარი ბეღურა 7) დიდი ზომის ბუღლუჯი და ა.შ. რათქმაუნდა ხელითაც შესაძლებელია ლოქოს ამოყვანა, ამისათავის სასურველია სპეციალური ცოდნა, კარგად ცურვა და ყვინთვა.
ლოქოზე სათევზაოდ უნდა შეირჩეს ისეთი ადგილი სადაც აუცილებლად იქნება ზალივი(წყალი სადაც ყურესავით აკეთებს და წყნარია ცენტრალურ შენაკადთან შედარებით), ფსკერი უნდა იყოს შლამიანი(ლოქოს განსაკუთრებით უყვარს შლამიანი ადგილები) და ბოლოს უნდა იყოს ბევრი კარიაგა(წყალში ჩაყრილი მორები, კუნძები, ხეები და ა.შ.). წყალში ჩვენს მიერ ჩაგდებული ზაკიდუშკა დაახლოებით 30-45 გრადუსიანი კუთხითაა დახრილი ნაპირიდან ფსკერის მიმართულებით. ხოლო მასზე მიბმული პავადოკიანი კრუჩოკები, სატყუარებითურთ ზემოთ ვერტიკალურად თამაშობს წყლის მეშვეობით. წურბელის ხმარებისას ვითვალისწინებთ შემდეგ ფაქტორს: რაცარუნდა შლამიანი იყოს ფსკერი მაინც გვხვდება ქვები, ამიტომ წურბელა რომ არ მიეკროს ქვას და არ დაიმალოს უნდა მოვაჭრათ წვეროზე პიპეტკები ორივე მხარეს. წურბელა ალტერნატიული საშუალებაა ლოქოზე სათევზაოთ, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი. წურბელის ასაღებად საჭიროა, მტკვრის ნაპირებზე ქვების ამოტრიალება, ზაფხულში დიდი რაოდენობით გვხვდება, ასევე დიდი რაოდენობითაა გავრცელებული ჭაობიან ადგილებში და პატარა ფეკალური წყლების არხებში სადაც ძირითადად ჩაყრილი ტომრების ან ტყავის ნაჭრებში ძვრება და ეწეპება. წურბელის შესანახად შესაძლებელია მათი სუფთა წყლიან ჭურჭელში მოთავსება, არ დაგავიწყდეთ რომ წყალი თუ შეთბა ყველა დაიხოცება, ხოლო დახოცილ წურბელას ლოქო ნაკლებად თუ მიეტანება, ამიტომ სანამ სათევზაოთ არ გავამზადებთ ზაკიდუშკას, მანამდე უნდა ვუცვალოთ წყალი. მეორე გზაც არის წურბელის შესანახად – ვიღებთ ტილოს ნაჭერს, ვასველებთ და შიგნით ვათავსებთ წურბელებს, ამ ნაჭერსაც გაგრილება ჭირდება ჭურჭლის მძგავსად.
ლოქო ძირითადად ღამით გამოდის საკვებზე, ამიტომაც სასურველია ჩვენც ღამით ჩავუგდოთ ზაკიდუშკა. თუ ლოქოზე დააპირებ წასვლას საღამოს უკვე დანიშნულ ადგილზე უნდა იყო და ზაკიდუშკაც მომზადებული უნდა გქონდეს. ზატონიან ადგილზე ვკიდებთ ზაკიდუშკებს, ნაპირზე მყარად ვამაგრებთ და ვტოვებთ დილამდე ჩვენ კი ამ დროს კოცონს შემოვუჯდებით და დავიწყებთ თევზაობაზე ამბების მოყოლას.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ლოქო კარგია მარა ის გოგო ანკესით მირცევნია ლოქოს

:0064:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგრად მესმის შენი


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მაგას ეხლა ლოქო არ ჯობია ? კაი ქინძმარში :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეტო ღადაობ იმედია ხო? ლოქო კარგია რათქმა უნდა ქინძმარში , მარა .................................................... ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?