..
.
.
REMINGTON ELS177DC
ეს იარაღი არის ლეგენდარული Benjamin-ის ფირმის ამერიკული პნევმატური თოფი. ისვრის 4,5 მმ კალიბრის კლასიკურ პნევმატურ ტყვიებს. იტენება ლულის გადაწევით. იგი ტყვიას ზებგერითი სიჩქარით ისვრის. ამ თოფში გამოყენებულია მსოფლიოში ანალოგის არმქონე ტექნოლოგია.მასში ზამბარის ნაცვლად ინერტული გაზის შეკუმშვაზე მომუშავე მექანიზმია გამოყენებული (დაახლოებით ავტომობილის გაზის ამორტიზატორის მაგვარი).
ამ ტექნოლოგიების წყალობით 30%-ით შემცირებულია გასროლის ხმა და უკუდარტყმა.ამ თოფს არ ჭირდება დროთა განმავლობაში დასუსტებული ძამბარის გამოცვლა. მისი მექანიზმი პრაქტიკულად მუდმივია!
ამასთან კლასიკური მექანიზმისგან განსხვავებით,ამ თოფის დატენილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვებაა შესაძლებელი, რაც ფრიად სასურველია ნადირობისას. თოფს გააჩნია რეგულირებადი სასხლეტი(რაც ძალზე მნიშვნელოვანია ოპტიკური სამიზნით დიდ მანძილზე სროლისას) და დამცველი მექანიზმი.კონდახი დამზადებულია მაღალი ხარისხის, ციფრული კუმუფლირებული პლასტიკისაგან, ბრწყინვალედ უძლებს ნესტს და არ ეშინია ნაკაწრების. თოფი აღჭურვილია ამერიკული ფირმა CenterPoint-ის დარტყმაგამძლე 3.9×40 ოპტიკური სამიზნით.
ეს თოფი განკუთვნილია დიდ მანძილზე სიზუსტეში სროლისთვის და ასევე მსხვილ ფრინველებზე და საშუალო ზომის ცხოველებზე სანადიროდ(მაჩვი, ტურა, მელა, კურდღელი და სხვა მსგავსი).თოფი იდეალურადაა დაბალანსებული, რაც სროლისას ძალზე კომფორტულს ხდის.
სპეციპიკაციები:
- მოდელი: ELS177Dc
- მექანიზმი: NPSS
- კალიბრი(მმ): 4,5
- სიჩქარე(მ/წ): 366
- წონა(კგ): 2,8
- სიგრძე(სმ): 111
- ლულის მასალა: Bull
.
.
.
.
..
.
.