Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯვაროსნები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში, ნაწილი II

 
MParis-Templars-BAR600.jpg
 
21. ქ. ღ-ო, დაიცვენ და შეუნდვენ ძმათა ჩ-ნთა იაკობ და ალბერდ გლიამ. ვიდო - ამ აღაპში მოხსენიებული პიროვნებების - იაკობის, ალბერტის, გიიომისა და გვიდოს გამოვლენა ტამპლიერთა რიგებში არ მოხერხდა, მაგრამ დადგინდა ოთხივე შესაბამისი სახელის ჰოსპიტალერი, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო დროის მონაკვეთში მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე და სავარაუდოდ მოხსენებულებიც არიან. იაკობ ჰოსპიტალერი 1178-86 წლის საბუთებში ჩანს, ალბერტი ანტიოქიის ჰოსპიტალერთა კომანდორი იყო 1191 წელს, გვიდო ჰოსპიტალიერი 1183 წლის დოკუმენტშია მოხსენებული. გიიომის ადგილზე რამდენიმე კანდიდატურაა - გიიომ დ'ასირი, გიიომ ჰოსპიტალერი ან გიიომ ბორელი, ჰოსპიტალერთა მარშალი 1193 წელს. ოთხივე ჰოსპიტალერს შეეძლო 1180-იან წლებში, იერუსალიმის სალადინის მიერ აღებამდე მოენახულებინა ჯვრის მონასტერი. 

 


22. ქ. უფალო ღმერთო, დაიცევ და შეუნდენ ძმაი ჩ(უე)ნი სისი და შვილნი: იანე და პეტრე: და გ-ი: და მრ-მ დასადი: დაღანია: სეთლალი" რაიმონდი - ტამპლიერთა ორდენის რიგებში სამ სახელის - სისის - მატარებელი ერთადერთი პიროვნება აღმოჩნდა ეტიენ დე სისი, მაგრამ იგი XIII საუკუნეში მოღვაწეობდა. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ აღაპი 1244 წლამდე იყოს შედგენილი, მაგრამ ეს სათუო საკითხია. 
უფრო რეალური კანდიდატურაა რაიმონ კონსტანტინე სისი, რომელიც 1179-85 წლებში გვხვდება საბუთებში. მისი სახელი რაიმონდი ემთხვევა მოსახსენებლის ბოლო სახელს რაიმონდს, რაც შეიძლება ნიშნავდეს ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობების მემკვიდრეობითობას. მართალია იგი საერო პირი ჩანს, მაგრამ შესაძლოა მოგვიანებით აღიკვეცა რომელიმე ორდენში. 
23. უფალო ღმერთო შეიწყალე ჩ(უე)ნი ძმაი ბაბიკი ვარდის ძე და შვილპ-ტე და ქე-ფორე შვილნი მისნი და ციცილია: და ლობერდი: ფირანგოს: ფრაგა. 24. უფალო ღმერთო შეიწყალე ჩ(უე)ნი ძმაი ბაბიკივარდის ძე და შვილნი მისნი - ორივე ამ აღაპში ერთი და იგივე ოჯახია მოხსენებული. ბაბიკ ვარდის ძე და მისი შვილები (პეტრე და ქრისტეფორე) სავარაუდოდ ქართველები არიან. ამავე დროს ჩამოთვლილია ევროპული სახელებიც, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე შერეულ ოჯახთან გვაქვს, რომელიც საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ორჯერ მოხვდეს შესაწირავებით ჯვრის მონასტრის აღაპებში. ასეთი შემთხვევები ერთეულები არ უნდა ყოფილიყო. XII საუკუნეში წმინდა მიწაზე სხვა ქართული ოჯახის კვალიც ჩანს, საბა ქართველის (Sabae Georgiani) შვილებს, იოსებსა და იოანეს საკმაო სიმდიდრე გააჩნდათ იმისთვის, რომ დაახლოებით 1160 წელს ჰოსპიტალერებისთვის სახლი შეეწირათ. 
krak-des-chevaliers-homs-syria.jpg
კრაკ დე შევალიე, ჰოსპიტალერთა ციხესიმაგრე
 
25. უფალო ღმერთო შეიწყ(ა)ლ(ე)ნ ძმანი ჩ(უე)ნნი: კონდოფრე: კ(ო)სტ(ა)ნტინე: და ბოტიერ (ან შოტიერ): ამენ, იყავნ - კოდოფრე გოდფრუაა რმელიც ამ ფორმით კირაკოს განძაკეცის და ვარდენ არეველცის თხზულებებში გვხვდება, ბოტიერ კი სავარაუდოდ გოტიეა. ესენი სავარაუდოდ იყვნენ გოდფრუა, ავგუსტინელი აბატი, კონსტანტინე, ლიდას ეპისკოპოსი და წმინდა საფლავის ბერი გოტიე. 1156, 1158, 1160 წლის დოკუმენტებზე კონსტანტინე და გოდფრუა ერთად აწერენ ხელს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი იცნობდნენ ერთმანეთს. 1170-იან წლებში მონასტერში შეიძლება ერთად ყოფილიყვნენ კონსტანტინე, წმინდა საფლავის დიაკვანი, გოტიე, ნაზარეთის მღვდელი და წმინდა საფლავის დიაკვანი გოდფრუა. 1175 წელს სამივე ერთ საბუთზე აწერს ხელს და შესაბამისად, ერთმანეთს იცნობდნენ. კონსტანტინე და გოდფრუა, რომლებიც წმინდა საფლავის ბერები არიან, ასევე იცნობდნენ ერთმანეთს, ასე რომ სამივეს ადვილად შეეძლო ჯვრის მონასტერში ერთად შესვლა. აღაპებში დასახელებულ პირებს შორის უფრო მეტად სავარაუდოა მეორე სამეული, რომელთა შორის წმინდა საფლავის დიაკვნები არიან. 
hospitaller_knight.jpg
ჰოსპიტალერი რაინდი
 
26. მოიხსენენ უფალო ღმერთო: ხაზინ ლუსმარა და ფერის - ე. მეტრეველის ვარაუდით აქ ქრისტიანი არაბები არიან მოხსენებულები. 
27. ქ-ე შ-ე სირ დერ[მად] და სიბილა და ა[.] ლ(ი!) აე - თუ დავუშვებთ რომ აღაპები გვიანდელია (1244 წლამდე), სირ დერმად შესაძლოა კესარიის მფლობელი ადემარ დე ლეირონი იყოს, რომლის მეორე მეუღლე სიბილა დე სურდევალი იყო. 1220 წლის შეწირულობაში ჰოსპიტალერებისთვის, სიბილა უკვე მისი ცოლია. თუ ეს ვარაუდი მართებულია, აღაპი 1220-44 წლებში უნდა იყოს დაწერილი.
28. ქ-ე ღ(მერთ)ო შეიწყალენ...პერ...ირიან(!) და [მეუღ]ლე და მისი... ირსა და შვილნი მათნი სრინერ და [როუ]ჯერ და ჯეჰან და ზალ[ც]...ელ: და ან[ელ]: ამენ - ამ აღაპში ალბათ ნაბლუსის ვიკონტის ბალდუინის ოჯახი. მას ჰყავდა მეუღლე იზაბელა, ბიძა პიერი (მოსახსენებლის „პერ") და 9 შვილი - ამორი, რენო, ჟანი, როჯერი, რაიმონი, ბალიანი და ქალიშვილები - მელისენდა, ჟიზელი და აგნესა. მათი ჩამონათვალი მოცემულია ოჯახის მიერ 1178 წელს გაცემულ შეწირულობაში ჰოსპიტალერთა მიმართ. აღაპის ტექსტთან შედარებისას მათი უმეტესობის ამოცნობა შესაძლებელია - სრინერ რენოა, როჯერ - როჯერი, ჯეჰან - ჟან, ზალ[ც] - ჟიზელ, მელისენდა, ან[ელ] - აგნესა. თუკი გავითვალისწინებთ რომ აღაპის ტექსტი დაზიანებულია და მისი სწორად წაკითხვა შეუძლებელია, ნაბლუსის ვიკონტის ოჯახის მოსახსენებელთან იდენტიფიკაცია ეჭვს არ იწვევს. 
the_order_of_santiago__several_resolutio
სანტიაგოს ორდენის ჯვარი
 
29. ქ-ე ღ(მერთ)ო შ(ეიწყალ)ე ძმაი ჩუენი პერ მარტინე: პერ გონსალ: როდრი ავრეს - აღაპში სავარაუდოდ მოხსენიებულნი არიან ესპანელი სულიერი ძმები პედრო (პიერ) მარტინი, პედრო (პიერ) გონსალესი და როდრიგო ალვარესი. გრაფი როდრიგო ალვარესი გალისიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ოჯახიდან იყო. ის მიღებული პიროვნება გახლდათ ლეონის მეფე ფერნარდო II-ის კარზე, მაგრამ 1171 წელს „ეშმაკეული მძვინვარებით შეპყრობილმა" როდრიგომ დაწვა და გაანადგურა სანტა მარია დე მალის ეკლესია. სინდისის ქენჯნით შეწუხებულმა, მან ლუგოს ეპარქიას საკუთარი ეკლესია შესწირა, მაგრამ სიმშვიდე მაინც ვერ ჰპოვა. როდრიგო ალვარესმა უარი თქვა საკუთარ სამფლობელოებზე და შევიდა სანტიაგოს ორდენის რიგებში, მეუღლე კი მონასტერში წავიდა. სანტიაგოს ორდენი როდრიგომ იმ მიზნით დატოვა, რომ უფრო მკაცრი წესდების ორგანიზაციაში ყოფილიყო და 1174 წელს მონჟუას სამხედრო-სასულიერო ორდენი დაარსა. 1175 წელს ორდენი პაპმა ალექსანდრე III-მ თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა. 
order_of_mountjoy_by_casalbuqrq-d4wek4a.
მონჟუას ორდენის გერბი
 
ორდენის სახელწოდება (მონჟუა - სიხარულის მთა) სათავეს იერუსალიმის მახლობლად მდებარე მთიდან იღებს, საიდანაც გახარებულმა ჯვაროსნებმა პირველად დაინახეს წმინდა ქალაქი იერუსალიმი. 1180 წლის პაპის ბულებიდან ჩანს, რომ ამ დროისთვის ორდენი უკვე ფლობდა მონჟუას მთას. ორდენის წევრები მოსასხამზე თეთრ-წითელ ჯვრებს ატარებდნენ. 1167-80 წლებში როდრიგო წმინდა მიწაზეა, სადაც მის ორდენს ბალდუინ IV-მ მიწები უბოძა რენო დე შატილიონისა და ასკალონისა და იაფას მფლობელის თანხმობით. 1181-83 წლებში როდრიგო ესპანეთშია, სადაც 1187 წელს გარდაიცვალა. მისი ორდენის წევრები კი ტამპლიერებს შეუერთდნენ 1196 წელს. 
პედრო მარტინი სავარაუდოდ ტამპლიერი იყო. 1150 წელს ის ესპანეთში იყო. შემდგომ ალბათ წმინდა მიწაზე მოხვდა ასევე ტამპლიერ პედრო გონსალესთან ერთად. სამწუხაროდ პედრო გონსალესის შესახებ არავითარი მონაცემები არ გაგვაჩნია. ისინი აღაპში ალვარესზე წინ არიან მოხსენიებულები. მონჟუას ორდენის წევრებს მაგისტრზე წინ არ მოიხსენიებდნენ, ასე რომ ბუნებრივია ვიგულისხმოთ, რომ ორივე ტამპლიერი იყო. ეს აღაპი 1176-1180 წლებში უნდა იყოს შედგენილი, როდრიგო ალვარესის წმინდა მიწაზე ყოფნისას. 
1-kingbaldwin3.jpg
ედვარდ ნორტონი მეფე ბალდუინ IV-ს როლში რიდლი სკოტის დრამაში „ზეციური სამეფო"(2005)
 
30. ეს სანტა სანფო...ნა - აღაპ, რომლითაც მოსახსენებლების რიგი მთავრდება, ფრაგმენტულია და მისი გაშიფვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. 
ჯვრის მონასტრის აღაპებში ჯვაროსანთა წარცინებულების და სამხედრო-სასულიერო ორდენების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მოხვედრა მეტყველებს იმ დიდ ავტორიტეტზე, რომელიც ქართველთა მონასტერს ჰქონდა არა მხოლოდ აღმოსავლურ, არამედ კათოლიკურ ქრისტიანულ სამყაროში. ჯვაროსნებს იზიდავდა მონასტრის სიწმინდეები და კავშირი მაცხოვრის ჯვართან. იდენტიფიცირებული მოსახსენებლების მიუხედავად აღაპების შემდგომი კვლევა ქართული ისტორიოგრაფიის ამოცანად რჩება. 
 
ნიკა ხოფერია
(მამუკა წურწუმიას სტატიის მიხედვით)
მამუკა წურწუმია, „ჯვაროსანთა მოსახსენებლები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ხელნაწერებში",ქართველოლოგია 6 (თბილისი, 2010)

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა მგონი ყველა იმდროინდელი დიდებულია მოხსენიებული.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

საინტერესოა,....



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორც ეტყობა იმდროინდელი საქართველო ძალიან აქტიურობდა .....


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?