Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

header-name.gifჯავახეთი - ქცია ტაბაწყური  Share

 

 

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი ფორმალურად 1995 წელს შეიქმნა ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველების: შავი და თეთრი ყარყატის (Ciconia nigra and C. ciconia), რუხი წეროს (Grus grus), ღალღასა (Crex crex) და თეთრფრთიანი გარიელას (Melanitta fusca) და მათი საარსებო გარემოს - უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიების და მაღალმთის ეკოსისტემების დასაცავად. აღკვეთილი წარმოადგნეს უამრავ გადამფრენ წყლის ფრინველთა დასასვენებელ ადგილსაც.
ფრინველთა დაცვის საერთაშორისო ასოციაციის მიერ (BirdLife International) ტაბაწყურის ტბას მინიჭებული აქვს ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილის (IBA) საერთაშორისო სტატუსი. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ჭარბტენიანი ტერიტორიები საქართველოს მიერ შეთავაზებულ იქნა რამსარის კონვენციით დაცული ტერიტორიების ნუსხაში შესაყვანად, აქ არსებული ჭარბტენიანი ეკოსისტემების მაღალი ღირებულების გამო.

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეულობა თავისებურია და განსხვავდება საქართველოს სხვა რეგიონების ფლორისაგან. აქ გვხვდება ჭარბტენიანი ტერიტორიისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა, მდელოსა და მთის სტეპის მცენარეულობა, ბუჩქნარები და ტყის რელიქტური ნაშთები.
მაღალი კონსერვაციული მნიშვნელობით ხასიათდება დეკიანი ბუჩქნარული კომპლექსები მაღალმთაში და მაღალმთის მუხნარების შემორჩენილი ფრაგმენტები.
აღკვეთილში გავრცელებული ბუჩქნარებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დეკიანები (Rhododendron caucasicum) და წითელმოცვიანები. წოთელმოცვიანები გავრცელებულია უჩვეულოდ დიდ ფართობებზე ხშირად დეკიანებთან ერთად კომპლექსში. ამ სახეობათათვის ქციის აუზს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
აღკვეთილის ტერიტორიაზე სუბალპური ტყის მცენარეულობა ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ის სავარაუდოდ უძველეს წარსულში საქართველოს სამხრეთ მთიან რეგიონში ფართოდ გავრცელებული ტყეების გადარჩენილ ნაშთს უნდა წარმოადგენდეს. მათგან აღსანიშნავია სუბალპური ტანბრეცილი წიფლნარი, ვერხვნარი და მაღალმთის მუხნარი. ეს უკანასკნელი შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში.
აღკვეთილისთვის თვალსაჩინო მახასიათებელია ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ჭარბტენიანი ლანდშაფტები შექმნილი ძირითადად მოზაიკური მცენარეული თანასაზოგადოებებით, რომლებიც ასოცირებულნი არიან ტაბაწყურის ტბისა და ქცია-ნარიანის ჰიდროგრაფიულ სისტემასთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Carex wiluica-იანი ჭაობები, რომელთა გავრცელებაც ჯავახეთის ზეგანითაა შემოსაზღვრული და კავკასიაში იშვიათ ცენოზს მიეკუთვნება.
აღკვეთილის ფარგლებში გავრცელებული ენდემური სახეობებიდან უნდა აღინიშნოს კავკასიის ენდემები: Scilla rosenii, Chaerophyllum humile, მაღალდეკორაციული Fritillaria lutea, Colchicum speciosum, ჯადვარისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, როგორიცაა Coeloglossum viride და Dactylorhiza urvilleana.

მდინარე ქცია სათავეს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე იღებს. მისი სიგრძე 201 კმ-ია. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფარგლებში მდინარის სიგრძე 26 კმ-ს აღწევს. მდინარე ქცია არ ჩაედინება ტაბაწყურის ტბაში.
მდინარე საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლებით. გრუნტის წყლების როლი მდინარის საზრდოობაში უმნიშვნელოა. მდინარე ქცია ხასიათდება გაზაფხულის ერთი მნიშვნელოვანი წყალდიდობით და უმეტესად წყალმცირობით წლის სხვა პერიოდში. ზამთარში მდინარე დაფარულია ყინულის თხელი ფენით. მდინარე ქციის წყალი აღკვეთილის ფარგლებში არ გამოიყენება.
მდინარის ხეობა ნარიანის ველზე 3.0-3.5 კმ-ს აღწევს. უმნიშვნელო ქანობისა და შლადი ნიადაგის გამო წყალი მდინარის ნაპირებზე გადადის და აჭაობებს მიმდებარე ტერიტორიას. ეს ქმნის ჭალას მდინარის ორივე მხარეს. ჭალის სიგანე 4-5 მ-დან (სათავეებში) 1.0-1.2 კმ-მდე (ნარიანის ველზე) მერყეობს. მდინარე ქციას გაყოლებაზე არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიები უნიკალური ეკოსისტემებითაა წარმოდგენილი და მნიშვნელოვან ადგილებს წარმოადგენს დაცულ და გადამფრენ ფრინველთათვის.

ტაბაწყურის ტბა თავისი მოცულობით საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა. მისი მოცულობა 221 მილიონ მ3-ს შეადგენს, ზედაპირის ფართობი 14,2 კმ2-ს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 42,2 მ-ს. წარმოადგენს რა ოლიგოტროპულ ტბას, ტაბაწყური მდიდარია ჟანგბადით და ორგანული ნივთიერებების მცირე კონცენტრაციით ხასიათდება. ვულკანური წარმოშობის გამო, წლის მარილიანობა დაბალია.
ტბის წყალი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წლების მანძილზე გამოიყენებოდა სასმელად. წყალი ასევე გამოიყენებოდა სხვა მიზნებისთვისაც. 80-იან წლებში აქ აიგო სატუმბი სადგური და ტბის წყლით 400 ჰა მიწის ნაკვეთები ირწყვებოდა თრიალეთის ქედის კალთებზე. ამჟამად, ირიგაციული სატუმბი სადგური აღარ არსებობს.
თევზაობა ტაბაწყურის ტბაზე ძალიან პოპულარული იყო. მე-18-ე საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის, ისტორიკოსისა და კარტოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის ჩანაწერების მიხედვით, ტაბაწყურის ტბაში მრავლად იყო გავრცელებული კალმახი. საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებში თევზის რეწვა წელიწადში დაახლოებით 30-40 ტ-ს აღწევდა. მაგრამ სანაშენე მეურნეობის გაუქმების შემდეგ თევზის რეწვა მკვეთრად შემცირდა. ამჟამად ტბაში მიმდინარეობს რიაპუშკას, ლადოგური რიპუსის, სევანური ხრამულას, ფარავნული კობრის, მტკვრის ნაფოტას და კარჩხანას მოპოვება, ხოლო კალმახის პოპულაცია მკვეთრად შემცირებული.

 

19.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მირზა როდის წავიდეთ ტაბაწყურზე?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მირზა როდის წავიდეთ ტაბაწყურზე?

დალია ჩაილურის წყალი?2519127_125.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
WOLF_HUNTER

WOLF_HUNTER

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Zestafoni

მოგესალმებით, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ვინმეს ტაბაწყურზე ანკესით თევზაობა შეიძლება? თევზი არის?



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვერ გეტყვი ძმობილო . დღეს მეთევზეთა შეკრება გვქონდა და ვჯკითხავდი. თუ კიდევ გაინტერესებს შემეხმიანე და დაურეკავ ბიჭებს და გვარკვევთ


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1721 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

მოგესალმებით, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ვინმეს ტაბაწყურზე ანკესით თევზაობა შეიძლება? თევზი არის?


კი შიძლება)) კარასებია კილოიანები და უფრო დიდიები.. მომენტიაქ მაგრად იჭირება მეორე დღეს შეიძლება ვაბშე არ აიღოს... ნუ გამართლების ამბავია ..

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

WOLF_HUNTER,

 



მოგესალმებით, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ვინმეს ტაბაწყურზე ანკესით თევზაობა შეიძლება? თევზი არის?

 

 შეიძლება, მაგრამ დაჭერის ალბათობაა ძალიან დაბალი, ჩვენი ბრაკების წყალობით :( ყველაზე სავალალო მდგომარეობა მაგ წყალსაცავზეა :(



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1721 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი
რაუნდა დოკი მანდ ბრაკებს სახლართი ბადეები შეიძლება კიდე ჰო მარა სხვა რამე მანდ არ ხდება სულ სასაზღვრო დაცვა კურირებს.. არ გამოვა ეგ ამბავი ბატონოო..





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?