ანუ ისეთ კურცხართან შეაჯვარე , რომელსაც საერთოდ არა აქვს საგვარეულო? ხუმრობ? ამის დაჯერებაც კი არ მინდა.
ბადრი , ჩემო კარგო, არ მინდა ემის დედის ქება, მაგრამ ეგ ძაღლი არის რამოდენიმე ცაციბ-ის და ცაც-ის ტიტულის მქონე. ვინაიდან 4 ჯერ ზედიზედ აიღო ჩემპიონობა (ანუ ცაც-ის ტიტული) დამატებით მიანიჭეს საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული. (ვინაიდან მისმა შვილებმაც მოიპოვეს ჩემპიონობის ტიტულები, ქუთაისში და თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებზე).
ამიტომ ძალიან გთხოვ ემისთან ეგეთი დამოკიდებულება შეცვალე , თუ ვერ ახერხებ გამომიგზავნე ეგ ძაღლი მე და აქ შევინახავ მაგ პერიოდში , დავრთავ და , მერე უკან გამოგიგზავნი.
ხოლო , თუ შენთვის არა აქვს მნიშვნელობა სუფთა სისხლის ძაღლი გეყოლება თუ მეტისი , მაშინ ლეკვებიდან დაიტოვე რომელიმე და ემის მე დავიბრუნებ ისევ მეგობარო.
ბაბუს სიცოცხლე! ნამდვილად არ მაქვს ემისთან ეგეთი დამოკიდებულება, ჩემს ოჯახში ძაღლზე მეტია და რაც შემიძლია არაფერს ვაკლებ. უბრალოდ იმ პერიოდში ძალიან გადარბენაზე ვიყავი, ორი სამსახურის პატრონს დრო არ მქონდა კარგი საგვარეულოს კურცჰაარი მომეძებნა, სანადიროთაც დილის 7-დან 9 საათამდე ვინადირებდი და მერე სამსახურში მივდიოდი. თან ჩემი გამოუცდელობის გამო დროზეც ვერ გავიგე როდის ატყდა. ვისაც ვთხოვე ვერავინმა მოიცალა ემისთვის და რაც მოვძებნე ეგ იყო. ეგ ამ ერთხელ მოხდა და ნამდვილად არ განმეორდება, ყველა საქმეს გადავდებ და შემდეგში პირველ პლანზე დავაყენებ ამ საქმეს.
ვიცი გერდა როგორიც არის, აქ რაც წერია ყველაფერი წაკითხული მაქვს მის შესახებ, სამწუხაროდ ერთად ნადირობა ვერ დავგეგმეთ.
აქაური ვეტექიმები კიდევ მკითხაობენ ბევრი არაფერი იციან, აი ზაქროსთან დარეკვა მომერიდა, ბევრჯერ დავურეკე და ვეღარ შევაწუხე ამდენჯერ.