Jump to content


ამ თემას აქვს 1468 გამოხმაურება

#1426 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 993 პოსტი

ექსპერიმენტი ჩავატარე ფაქტიურად ))

ბოლო დართვის ლეკვების ფოტოები მანახა, (ყავისფერთნ) 11 გაჩნდა აქედან 8 - შავ/ტეთრი და 3 სულ შავი - მხოლოდ მკერდზე ჰქონდათ თეთრი.



#1427 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42724 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

და არცერთი ყავისფერი? ვაა რა დომინანტური გენი ქონია?


legion.ge-82-1553250819.jpg


#1428 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
Doc-lasha, შავი კურცის საგვარეულო ხომ არ გაქვს? ვისი ძაღლია?

#1429 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
JGHV

JGHV

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:Bitterroot Valley, Montana
  • წარმოშობა:Isle of Mull

ყველა გერმანულ მეძებარს, რომელსაც სტანდარტით დაშვებული აქვს ყავისფერ გააჩნია ორი ტიპის ყავსიფერი გენი:

 

  1. რეცესიული, რომელიც გერმანულ საგვარეულოში აღინიშნება Bf. ასეთი გენის ძაღლები ხშირად ნაცრისფერ და ყავისფერ ფორაჯებში არიან. იშვიათად მთლიანად ყავისფერში. მაგრამ თეთრი ლაქით ან თეთრი თათებითაც იბადებიან. ხანდახან ერთი ორი თეთრი ღერი აქვთ მკერდეზე და მერე ეგეც უქრებათ ხოლმე.
  2. დომინანტური, რომელიც გერმანულ საგვარეულოში აღინიშნება Br. ასეთი ძაღლები 100% ყავისფერენი არიან. 

Br-ს თუ შეაჯვარებ  Bf-ს მაშინ ლეკვები სულ ყავსიფერი გამოდის.

Bf-ს თუ შეაჯვარებ შავ ფორაჯებიანთან მაშინ ლკვები გამოდის ან ყავსიფერ ფორაჯებიანი ან შავ ფორაჯებიანი.ან ლამის სულ შავი.

Br-ს თუ შეაჯვარებ შავ ფორაჯებიანთან მაშინ ლკვები გამოდის ან მთლიანად ყავსიფერი ან მთლიანად შავი, ან სულაც შავი თეთრი მკერდით (ან თეთრი თათებით)

 

ისე შავი ფერი გერმანულ ძაღლებში ცოტა არ იყოს და "უხცოდ" ითვლება. ბრიტანული ძაღლების შემოტანილია.

შავმა ფერმა შემოიტანა შედარებით ხმელი აგებულობა და მუქი თვალის ფერი.

სამწუხაროდ, შავი ფერის ძაღლებით ზედმეტმა გაატაცებამ, რაც ადრეულ 2000-ანებში დაიწყო,

მოიტანა ნახშირივით შავი, უმეტყველო თვალები, რაც უკვე დროს გამოჩდა კურცებში და დრათებში.

ამის გამო დრათჰაარების კლუბმა აკრძალა მთლიანად ყავსიფერი (Br) და მთლიანად შავი ან თითქმის მთლიანად შავი ძაღლების ერთმანეტში დართვა.

კურცების კლუბი განიხალავს ამას. მგონი ეგენიც აკრძალავენ.

 

მე გამიგია, ერთხელ ვიღაც ბიჭმა მოიყვანა შავ-თეთრი კურცჰაარის ლეკვი მაჩაბლის კლუბში.

რუსეთიდან არის ჩამოყვანილიო, ხოლო მშობლები კი გერმანიიდან ჩაუყვანიათ რუსეთში. იქნებოდა ასე 2004-2005 წელი.

უარი უთხრა კლუბმა, შავ ფერს არ ცნობს საბჭოთა სტანდარტიო. (არ რუსული სტანდარტი არ ცნობდა)

საინტერესოა შეცავლეს სტანდარტი და დაუშვეს შავი ფერი?



#1430 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Hermes007

Hermes007

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 4 პოსტი

გამარჯობათ მეგობრებო, ვაპირებ კურცჰაარის ლეკვის აყვანას, გადავიკითხე ეს თემა და ცოტა დავიბენი თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად რომ ამიხსნათ განსხვავება კურცჰაარის სერბულ ხაზს და ჩვეულებრივ ხაზებს შორის, ვეძებ მუშა ხაზს ვინმეს ხომ  არ გყავთ ლეკვები გასაყიდად?მაიმარკეტზე შევარჩია რამდენიმე ვარიანტი, ერთი სერბული ხაზია სავარაუდოდ მეორე გერმანული და რომელი ავიყვანო იქნებ დამაკვალიანოთ.


ჩამსწორებელი Hermes007, 02 June 2021 - 03:41 PM.


#1431 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3550 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
Hermes007,

კარგი მუშა ძაღლი თუ გინდა ამ კაცს შეეხმიანე და ყველაფერში გაგარკვევს

595257434 მირზა

#1432 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42724 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყველა გერმანულ მეძებარს, რომელსაც სტანდარტით დაშვებული აქვს ყავისფერ გააჩნია ორი ტიპის ყავსიფერი გენი:

 

  1. რეცესიული, რომელიც გერმანულ საგვარეულოში აღინიშნება Bf. ასეთი გენის ძაღლები ხშირად ნაცრისფერ და ყავისფერ ფორაჯებში არიან. იშვიათად მთლიანად ყავისფერში. მაგრამ თეთრი ლაქით ან თეთრი თათებითაც იბადებიან. ხანდახან ერთი ორი თეთრი ღერი აქვთ მკერდეზე და მერე ეგეც უქრებათ ხოლმე.
  2. დომინანტური, რომელიც გერმანულ საგვარეულოში აღინიშნება Br. ასეთი ძაღლები 100% ყავისფერენი არიან. 

Br-ს თუ შეაჯვარებ  Bf-ს მაშინ ლეკვები სულ ყავსიფერი გამოდის.

Bf-ს თუ შეაჯვარებ შავ ფორაჯებიანთან მაშინ ლკვები გამოდის ან ყავსიფერ ფორაჯებიანი ან შავ ფორაჯებიანი.ან ლამის სულ შავი.

Br-ს თუ შეაჯვარებ შავ ფორაჯებიანთან მაშინ ლკვები გამოდის ან მთლიანად ყავსიფერი ან მთლიანად შავი, ან სულაც შავი თეთრი მკერდით (ან თეთრი თათებით)

 

ისე შავი ფერი გერმანულ ძაღლებში ცოტა არ იყოს და "უხცოდ" ითვლება. ბრიტანული ძაღლების შემოტანილია.

შავმა ფერმა შემოიტანა შედარებით ხმელი აგებულობა და მუქი თვალის ფერი.

სამწუხაროდ, შავი ფერის ძაღლებით ზედმეტმა გაატაცებამ, რაც ადრეულ 2000-ანებში დაიწყო,

მოიტანა ნახშირივით შავი, უმეტყველო თვალები, რაც უკვე დროს გამოჩდა კურცებში და დრათებში.

ამის გამო დრათჰაარების კლუბმა აკრძალა მთლიანად ყავსიფერი (Br) და მთლიანად შავი ან თითქმის მთლიანად შავი ძაღლების ერთმანეტში დართვა.

კურცების კლუბი განიხალავს ამას. მგონი ეგენიც აკრძალავენ.

 

მე გამიგია, ერთხელ ვიღაც ბიჭმა მოიყვანა შავ-თეთრი კურცჰაარის ლეკვი მაჩაბლის კლუბში.

რუსეთიდან არის ჩამოყვანილიო, ხოლო მშობლები კი გერმანიიდან ჩაუყვანიათ რუსეთში. იქნებოდა ასე 2004-2005 წელი.

უარი უთხრა კლუბმა, შავ ფერს არ ცნობს საბჭოთა სტანდარტიო. (არ რუსული სტანდარტი არ ცნობდა)

საინტერესოა შეცავლეს სტანდარტი და დაუშვეს შავი ფერი?

ეფ ცე აი შავ ფერს , რამდენადაც მე ვიცი არ აპრობლემებს


legion.ge-82-1553250819.jpg


#1433 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
JGHV

JGHV

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:Bitterroot Valley, Montana
  • წარმოშობა:Isle of Mull

Hermes007

 

სერბულ ხაზებში და გერმანულ ხაზებში დიდ სხვაობაა.

მე არ მომწონს სერბული ხაზები, თუმცა შევეცდები მაქსიმალურად ობიქტური ვიყო.

ამასთან მე ორივე ხაზების წარმომდგენელი მინხავას, როგორც ძაან მაგარი ასევე ისეთი ფული აქეთ რომ გადმიხადინ არ ავიყვან.

 

სერბული ხაზები არის ფაქტიურად მოდრენიზებული, უფრო სწორად კი გავიწროსპეციალიზირებული ხაზები. 

ფაქტიურად უკუდო, ყავისფერი პოინტერია.

ბევრად სწრაფია, უფრო პოინტერის ნაბული აქვს. თავის ჭერის მანერა 90% მაღალი აქვს.

ერთი შხედვით მინდრში უფრო ემეფქტური და სტილიანი. შორი და კარგი ყნოსვა აქვთ.

გააჩნია უტრირებული ფორმები. ზედმეტად კეხიანი დინგი, მჩატე აგებულება.

და რაც მთავარია ხშირ შემთვევაში გაუწონსწორებული ფსიქიკა. (ჩემთვის კი ყვალზე მთავარი თვისებაა) 

სისწარფის მომატების ხარჯზე ამ ძაღლების ფსქიკა შეიცვალა.

ბევრი ამ ძაღლებს საკმაოდ წარმატებით იყნებს ნადირობაში. გაშლილ და ცხელ ადგილებში კარგად ნადირობენ.

მგონი საქართველოშიც ყავთ.

 

გერმანული ხაზები იყოფა რომოდენიმე ქვე, ანუ რეგიონალუ ტიპებად.

სამხრეთისკენ უფრო მძიმე აგებულობის ძაღლები ყავთ. ნელი და კვალზე მომუშავე.

ჩრდილოეთიკენ და ჩრდილო აღმოსავლეთისკენ შედარებით უფრო ხმელი და პატარ ტანის.

ძირითად ფრინველზე ან პატარა ძუძუმწოვრბზე ნადირობენ.

გერმანულ ხაზებს როგორც წესი, გაწონასწორებული ფსქიკა აქვთ და რკინის ნევრები.

მიდორში უფრო ნელები არია, და კვალზეც ეძებენ თუ საჭიროა.

უფრო აგრესიულებიც არიან ხანდახან. 

ძაან ჭკვიანები და სწარაფად შემთვისებლები

გერამნულუ ხაზებს ჭირდება ყოვლედღიური ყურადღება, მენტალური და ფიზიკური სავარჯიშოები და წავრთნები (დრილები).

ყველა გემანული ძაღლი არის გამოყვანილი დავალებების შესასრულებლად, რასაც გერმანელები Aufgaben ეძახია.

ამ ძაღლებს უყვართ წნეხის ქვეშ ყოფნა. სახვაგვრად ესენი ენერგიას ვერ ხარჯავენ.

15 წუთიანი გასაეირნება და მარტო სეზონზე რომ გაახსენდაბათ ხოლმე ძაღლი ეგ ამ ხაზებს არ ყოფნით.

გერმანულ ძაღლები ადვილი მოსავლელიაო არის მითი. 

ამ ძაღლებს უნდათ სერიოზული ფიქზიკური და მენატლური დავირთვა.

თუ ამის დრო და საშუალება არ გაქვს, მაშინ ჯობია სხვა ჯიში ნახო ანდა სერბული კუეცი აიყვანო.

8 კვირის ასაკში უკვე წვართნას იწყებენ გერმანიაში.

მიუხედავად ამ სირთულეებისა, სწორედ გაწვრთნილი გემანული მოშენების კურცი არის სანადირო მანქანა. 

არ არსებობს დავალების სირთულე მაგან რომ ვერ შეასრულოს. 

 

საქართველოში ამ ძაღლბს სუფთა სახით თუ ნახავ არ ვიცი. 

როგორც ვიცი ერთი ორი ძაღლი იყო ჩამოყვანილი და ადგილობრივ ძაღლეებზე დაერთო.

 

სამწუხაროდ გერმანიიდან ამ ლეკვბის ჩამოყავან რთულია.

ბევრი საშენი არც გპასუხობს იმეილზე, ზოგი მხოლოდ ევროპაში ან გერმანულ კლუბებეზე ყიდის ლკევებს.

ზოგიც უბრალოდ აფერისტია და ისეთ ლეკვს მოგყიდის რომ ჯობია დიღმის ბაზარზე იყიდო ვინმე ჯემალა ძიასაგან "კულცხალის" ლეკვი.

ამ მხრივ სერბები უფრაო ადვილი მისადგომი ხალხია. თუმცა ხანდანხა ეგენიც აფერისტონებ და ბევრიც არაფერი ესმით მოშენების.

 

გამომდინარე საქართველოს ბუნებრივი პირობებისა და ნადირობის ტრადიციისა, სერბული კურცი უფრო სწორი არჩევანი იქნებოდა, თუ კი ნახავ ნომალურს და წყნარს.

ამასთან, უნდაა გაარკვიო მოშბლები მენტალური და ფიზიკური მგომარეობა. (ეს თვისებები სერბებს ხშირად სულ შუშუზე კიდიათ ჩვენში რომ დარჩეს)

სწორი და პირდაპირი კითხვები უნდა დაუსვა იმა ვისგანაც ლეკევს ყიდულობ.

მაგალითად, როგორ იქცევა ლკევების დედა სახლში, მაქანაში, გარეთ, მიდორში. რამდენად მორჩილია, და ასე შემდეგ.

სტილიზე და სიწრაფეზე ჩაციკვლა არ ღირს. სავალეების ქონა აუცილებელია. შეეცადე ხვადს მაინც ქონდეს მე-2 ხარისხის დიპლომი.

ზოგმა შეძლება გითხრას, ძმაო ჩემ ძაღლს სავლეები არ ჭირდება, ეგ ფული მახეა... ასეთ რამეს ვინც გეტყვის მისგან საერთოდ არ უნდა აიყვანო ძაღლი.

 

ისე კი საქართველოში, პირადად ჩემი მოზასრებით იდელური ჯიში იქნებოდა Braque francais ანუ ფრანგული მეძებარი.

მაგრამ ეს სულს სხვა თემაა.



#1434 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Hermes007

Hermes007

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 4 პოსტი

JGHV,

მადლობა დეტალური გამოხმაურებისთვის 
ამ ლეკვებზე https://www.mymarket...ri#lg=1&slide=3  რას ფიქრობ? მგონი კარგები უნდა იყვნენ.


ჩამსწორებელი Hermes007, 09 June 2021 - 11:51 PM.


#1435 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
Hermes007, ვერ ვნახულობთ, სხვა გვერდს გვიხსნის. საგვარეულო ნუსხა დადე.

#1436 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
Hermes007, ვერ ვნახულობთ, სხვა გვერდს გვიხსნის. საგვარეულო ნუსხა დადე.

#1437 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Hermes007

Hermes007

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 4 პოსტი

_alex_

საგვარეულო ეს აქვთ მითითებული

3cda1e6.jpg



#1438 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
Hermes007, კარგი საგვარეულო აქვს. რა ღირს ლეკვები?

#1439 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
JGHV

JGHV

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 42 პოსტი
  • მისამართი:Bitterroot Valley, Montana
  • წარმოშობა:Isle of Mull

babu,


 

ეფ ცე აი შავ ფერს , რამდენადაც მე ვიცი არ აპრობლემებს

 

FCI კი ბატონო, მაგრამ მე საქრთველოს სანადირო კლუბზე. ე.წ. "მაჩაბლის კლუბზე" მქონდა საუბარი.

ეგენი, როგორც რუსები, კარგა ხანს არ ცნობნენ შავ ფერს კურცებში.

 

Hermes007

აბა რა გითხრა,

როგორც ჩანს ადგილობრივი და ჩამოყვანილი ძაღლიბის ნაჯვარი სისხლებია.

მონადირე ხაზი ნამდვილად არის. უნგარო უზის ხაზებში. რამოდენიმე, საკმაოდ ცნობილი, ძაღლები ატარებდნენ მაგ სახელს.

მე არ ვიცი საქართველოში კურცების ხაზაბზე არაფერი, ვინ იცის იმას უნდა ანახო და კითხო.

ასევე უნდა ძუს მფლობელს დაურეკო და კითხო ყველაფერი ძუს ნადირობაზე, ქცევაზე, სტილზე და ასე შემდეგ. ასევე ლეკვების მამაზეც.

რისი მიღწევა უნდოდა ამ დართვის? რა ტიპის ძაღლი მიღებას ცდილობდა ანუ.

ყველა დართვა უნდა ემსახურებოდეს ჯიშის ხარიხის ამაღლებას. მე ძუ მყავს და შენ ხვადი და "დავაი ლკვები დავაყრეინოთ" კარგ შედეგს არ იძლევა.

თუ ასეთი მიდგომისაა ძუს მფოლბელი ჯობია ლეკვი სხვაგან ეძებო.



#1440 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42724 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლაშა რას შვება ჯესიკა?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?