მეც ყველა ჯიშს პატივს ვცემ. ცუდი მონადირე ჯიში არ არსებობს.
ნადირობა პოინტერით დავიწყე, თუმცა მოგვიანებით გერმანულმა ძაღლებმა დამაინტერესა ზემოთ ნახსენები მალოვის წიგნის შემდეგ.
ახლა რაც შეეხება კურცებს.
ყოფილ სსრ-ს ქვეყნებში კურცები ყოლთვის იყვნენ საქილიკო და მეორე კლასის ძაღლები. პოინტერი და სეტერი იყო სამარიაჟო და "დასტოინი" ძაღლები.
მიუხედავად იმისა რომ ქართველი, მით უფრო თბილისელი მონადირეებს 95 პროცენთისთვის სპანიელი იდეალური ძაღლი იქნებოდა პოინტერის და სეტერის ყოლა "პა ბალშომუ" სავალდებულო ოყო.
ამის გამო კურცები იჩაგრებოდნენ და მათ დიდ ყურადღებას არა აქცევდა.
ხოლო ვინც აქცევდა მათი უმრავლესობა ცდილობდა მათ პოინტერიზაციას.
ასეთი ხალხი ძირითადა მოსკოვის და ლენინგრადის გარშემო იყვნენ თავმოყრილი.
მოსკოვის კლუბი კურცების "განვითარებით" იყო დაკავებული სანამ მალოვი არ მოვიდა.
აი მანდ დაიწყეს მერე კურცების ორიგინალური ფუნქციის და როლის გააზრება. (თუმცა გერმანელებამდე და ამერიკელებამდე ძაან ბევრი უკლიათ. თუნდაც ფრანგებამდე)
90-იანებში და ადრეულ 2000-იანებში კურცების დიდი ნაწილი ნაბიჯით დადიოდა. პოინტერბი დარბოდნენ მძიმე ჩორთით და კურცებისთვის რა უნდა მოეთხოვა კაცს?
რა გასაკვირია რომ ასეთი კურცები არავის მოსწონს. არც მე და არც თქვენ.
(სულ ორი ძაღლი დარბოდა მიდორში მაგ პერიოდში, გოგოლაძის პოინტერი და ქარქაშძის პოინტერი)
საქმე ისაა კურცები არაა გამოყვანილი სწრაფი ძებნისთვის. უფრო სწორათ კიდე დაოთხილი გალიპით ძებნისთვის.
პოინტერებს და სეტერებს ჯერ 150 წელი ინგილსები აჯიშედნენ სწრაფი ჯებნისთვის და მერე ბოლო 80 წელია ფრანგები და იტალიელბი ამატებენ და ამატებენ.
ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ასეთი ისტორია გერმანულ ძაღლებს არ ააქვთ.
გერმანიასა და ავსტრიაში (ასევე ჩეხეთში) მთავარი ამოცანა არის მომპოვებლობა. სახვადასხვა სახეობის სანადირო ფრინველის მოპვებდა ერთ დღიან ნადირობაში.
დილის 5 საათიდან საღამოს 5 საათამდე.ასევე მავნბელი ძუძუმწოვრების ნახვა და მოგუდვა.
ასეთ ნადორობას ჭირდება ძაღლის რომელიც არის გაწონასწორებული და მორჩილი.
მიუხდავად ამისა არსად, არც ერთ გერმანულ სავალე წესსში არ წერია რომ რომელიმე გერმანული ძაღლი ნელა უნდა ეძებდეს.
უფრო მეტიც, მაგ წესებში გარკვევით წერია რომ გაშლილი მინდორში ყველა გერმანული მეძებარი უნდა ეძებდეს ჩქარა.
დამაბნეველი ფატორი ისაა რომ გერმანული მოთხოვნით ძებნის მნიშვნელობა ძაან განსხვავდება ფრანგული/იტალური წესებისგან.
გერმანულ წესბით ძებნა ნიშნავს ძაღლის მიერ ლანდშაპტის ანალიზს და მის ტოტალურ ფლობას. ძაღლი უნდა ფლობდეს ლანდშაფტს!
მე ვარ მომწმე ასეთი სავალესი (HZP) სადაც ერთმა ძაღლამა (პატარა მიუნსეტრლენდერმა) ძებნა საუკეთეშო ქულა აიღო. (11 ქულა)
მე მაშინ კარგად ვერ ვერკვეოდი, შესბამისად დიდა ვერ მოვიხიბლე ამ ძაღლის ძებნით. მოგვიანბით მსაჯს ვკითხე რატომ აიღო ამ ძაღლმა უმაღლესი ქულათქო.
მან პიპასუხა რომ, ის მეთოდურად ეძებდა. გაშლილ ადგილზე ის დარბოდა სწრაფათ, ამასთ იყენებდა ზემო ყნოსვას, რიგ მომენტებში ძირსაც ყოფდა თავს, თუმცა ამას აკეთებდა ჩაქარა, უმოკლეს ვადში.
როდესაც ის ბუჩექბს მიუხლოვდებოდა ის ანალებდა სვლას, ამომწმებდა ბუჩქის ძირებს, ამა დროს ის იყო ძაან ფრთხილი და ყურადღებიანი.
რაღაც მომენტში ის ჩერდებოდა, წამით დააფიქსირებდა პატრონის ადგილსმდებარეობას და ისევ აგრძელებდა ძებნას.
ის იმდენად ჭკბიანი იყო რომ ცდილობდა პატრონის თვალთა ხედვიდან არ გასულიყო, მიუხდევადად იმისა რომ ზოგჯერ ის საკმაოდ შორს გადიოდა (ასე 200 მტ-მდე).
ყოველთვის ცდილობდა ქარი მის სარაგებლობთ გამოეყენებინა. ამ ყველაფერს ის აკათებდა ყოველგვარი შეძახილების, ბრძანებებისა და სატვენების გარეშე.
სადაც საჭირო ოყო იქ ნავარდზე გაგადიოდა, სადაც საჭირო იყო არც ძუნძულზე ამბობდა უარს.
ამ ძებნის გამო ძაღლმა აიღო 11 ქულა და შენიშნვების გრაფაში ჩაუწერა რომ ძაღლის ეძებდა ანალიტიკურად, მეთოდურათ, დამოიუკიდებლად და იმყოფებოდა სრულ კონტაქტში ყოველგვარი ზედმეტი ბრძანებების გარეშე.
ესაა პრაქტიკული ნადირობის ძებნა, სადაც ამოსვალი წერტილია მომპოვებლობა. მაქსიმალური მომპოვებლობისთვის კიდე უკიდურესი სისწრაფე ხელის შემშლელია. ასეთი უნდა იყო კურცის ძებნა.
მე ეს მიმაჩნია იდალურ ძებნათ ამ ჯიშისთვის. სრწაფი ძებნა ვისაც ჭირდება იმათ პოინტერი და სეტერი უფრო მისადაგება.
გერმანულ ძაღლებში, მათი თქმით, მეძებრის ამოსვალი თვისებებია
1. თანამშროლმობა (კონტაკტურობა მინდორში/ტყეში)
2. ჭკუა (რამდენად ჭკვიანია ძაღლი)
3. ყნოსვა (როგორც ზემოთ ისე კვალზე)
ეხლა ეს შედარე FCI-ის წესებს სადაც მეძებრის ამოსვალი თვისებებია
1. ყნოსვა
2. სისწრაფე
3. სტილი.
ასეთი მოთხოვნების გამო ვიღებთ სრულიად სხვადსხვა ძაღლებს. მე ორივე მომწონს.
აი პრობლემა მაშინ მაქვს როცა მავანნი ცდილობენ კურცებს ამ მეორე კატეგორიაში ჩასმას.
და ამას აკეთებენ პაიტვცემული სერბები.
სერბების (და ზოგადად ბალკანელაბი და აქ იქ იტალიელებიც) ცდილობენ ამ ძაღლების მოდერნიზაციას.
მათ არავითარი სანადირო და კინოლოგიური ტრადიცია არ ააქვთ. რუსებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე მათ.
მათი ძაღლები დარბიან ავტომატურ "ჩელნოკით", მაშინ როდესაც შეიძლება "ჩელნოკი" სულაც არ გჭირდებოდეს იმ კონკრეტულ მომენტში.
თავებიც პოინტერვით უჭურავთ. საქმე ისაა იმ პოინტერს ეგერე თავის ჭერის მანერა 300 წელზე მეტს ითვლის. კურცებში კიდე ბოლო 25 წელია დაიწყეს.
კონსტიტუციაც არ ააქვთ ბრწყინვალე. ერთი შეხედვით კარგად გომოიყურებეიან მაგრამ რომ დააკვირდები უცნაური, უტრირებული ფორმები აქვთ.
თხელი კანი და შედარებით მჩატე ძვლები. (თუმცა სიმაღლე იდეალური აქვთ)
სხვათა შორის ბალკანალები ეგრე მამაძაღლობენ ბრაკო იტალიანოს ჯიშშიც...
ყველაზე წარმატებული, ე.წ. მოდრნიზებული კურცებს აჯიშებენ ფრანგები. პირველი იმიტომ რომ მათ 1000 წლიანი სანადირო კინოლოგია აქვთ და თავიანთი ჯიშებიც ძაან მაგარი ყავთ. (მაგალითად ფნაგული ბრაკი / პირინეული მეძებარი). ანუ მეძებარი ძაღლი ესმით.
მეორე ის რომ მათ ზომიერება დაიცვეს და პოინტრის შექმნა არ დაუიწყიათ. სერბულ ძაღლებთან შედარებით უფრო გაწოსნწორებულებიც არიან.
მესამე ის რომ მსგავს პირობებში ნადირობენ.
სიმართლისთვის უნდა აღინოშნონს რომ, ყველა ძაღლი სულაც არ არის კარგი გერმანიაში.
იქაც ნახავ ხალხს ერთი უკიდურესბიდან მეორეშე გადავარდნილს.
აქ ზოგად სუართზეა საუბარი და არ კონკრეტულ ძაღლებზე.
ცუდ ძაღლებს გერმანიაშიც ნახავ. იქაც განსხვავდებიან ძაღლები ხაზების და რეგიონბის მიხედვით.
სამხრეთით, მთებსიკენ უფრო მძიმე და მაღალი ძაღლები ყავთ ხოლო დაბლობებში უფრო მსუბუქი ძღლები ყავთ.
ბოლოს ერთი და ყვეალზე საინტერესო მომენტი გერმანული ძაღლებში ისაა რომ სეზონის დამთავრების შემთხვევაში მათი ძაღლები გადიან მუდმივ და ყოველდღიურ ვარჯიშებს.
მკვდარი მელიის და იხვის ფიტული ნახვა, მინდორში ვარჯიში მკვდარ ფრინველზე, დამალული საგნების ნახვა და ა.შ.
ცივა, წვიმს თუ თოვს მნიშვნელობა არ ააქვს.
ანუ გარმანული წესბით ძაღლი უნდა იყო მუდმივ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წნეხში.
ასეთ წნეხს ბევრი ჯიში ვერ აიტანს და არც მაინც და მაინც ბევრს მონადირეს აინტერესებს მუდმივი ვარჯიშები.
ასეთი რამე მხოლოდ გერმანიასა და ავსტრიაში (ასევე ჩეხეთში) თუ ნახავ. გიჟდებიან წვრთნაზე. მგონი ნადირობაზე მეტად ეგ მოწონთ.
ფრანგებს და ქართველებს ძაღლი ახსენდებათ სეზონი რომ მოდის მაშინ. ქართველებს წინა დღით ადრე და ფრანგებს ერთი კვირით ადრე.
(ამიტომაა რომ ვიძახი რომ ფრანგული ჯიშებია იდეალური ჩვნთვის და არა გერმანული)
მოკლედ, აი ბატონის ლაშას ვიდეოში რაც ძღლებია ეგენი მე ყვლა მომწონს. ყველას ვიყოლიებდი რომ შემძლოს. თუმცა მე კურცებში ბედი არ მაქვს.
ორჯერ ავიყვანე, რიგში ველოდე, ჰაი ჰუი და ბოლოს მაინც მომიკვდა ორივე. ამიტომ ლანგჰაარზე გადავედი. დეკემბრის ბოლოს ველოდები ლანგჰაარის ლეკვს.
ლანგჰარებში კიდე უფრო მკცრად მიდის გადარჩევა ვიდრე კურცებში.
ჩამსწორებელი JGHV, 06 July 2020 - 07:44 PM.