Jump to content


ამ თემას აქვს 1405 გამოხმაურება

#1366 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43530 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სწორი გეშვის. კი ბატონო . ეგრეა


legion.ge-82-1553250819.jpg


#1367 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2289 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
მეტო წარმატებები შენ და ზოლას.

#1368 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2751 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
ერთი სული მაქვს როდის მოვა მწყერი ბალახი და კარგი ამინდები დილაობით გავქანდე ხომლე მინდორში

#1369 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1529 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
ბიჭებს გაუმარჯოს როგორ ხართ? კურცჰაარის ლეკვი თუ გეგულებათ სადმე მე მინდა და მაჩუქეთ ვინმემ :(

#1370 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43530 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თემო როდესაც ვინმეს გასაჩუქებელი ყავს აუცილებლად აანონსებს და წერს. ტუ მას არ ყავს და ვთქვათ ახლობელს ყავს ესეც იწერება და გვაგებინებენ. ასე რომ არა მგონია ვინმეს ქონდეს რაიმე ინფორმაცია და აქამდე არ გაგვეგოს. 

საბუთებიან ლეკვებზე მაქვს საუბარი რათქმა უნდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#1371 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლაშა

ლაშა

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 52 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ზანდუკელის38.
  • წარმოშობა:თბილისი.

 

ძლივს ვნახე ჩემი თანამოაზრე. ადრეც დავწერე . რ მომწონს ჯიშების ასე დამსგავსება და სტილების ასეთი ფორით დაახლოება. კუნძულელი და მატერიკის მეძებარი განსხვავებული სტილით ნადირობს და არ მესმის რატომ ცდილობენ რომ კურცხარმაც კისრისტეხით ირბინოს? დ ამის გულისთვის ცვლიან ძაღლის კონსტიტუციას. 
გერმანელმა სელექციონერებმა დაკუნთული და ძლიერი ტორსის ათლეტური ძაღლები გამოიყვანეს და რატომ ცდილობენ დრეს რომ ე.წ. ევროპული ხაზის კურცხარები სპრინტის გულისთვის უფრო თხელი და მსუბუქები გამოიყვანონ? არანაირად არ მესმის ამ კისრისტეხის ყურება რა სიამოვნებას ანიჭებს მონადირეს . განსაკუთრებით ჩვენი რელიეფის და სავარგულების პირობებში. ამისთვის არის მწევარტა ჯგუფუს ძაღლები. არიან მდევრები. არიან მეძებრები. 
ბრეტონი, კურცხარი , პოინტერი , ...ყველა შეიძლება არ მიესადაგება სწრაფი პოინტერების ძებნის სტილს და ეხლა რაც ტრენდულია და სპორტულ სწრაფ ძებნას მოიაზრებს , ნუთუ გამარტლებულია ყველა ჯიში ამას მოარგო? არანაირად არ მესმის ...

მინდოდა მეც შევხმიანებოდი ამ თემას, მაგრამ რის თქმასაც ვაპირებდი,  ზუსტად ისაა ამ პოსტში ნათქვამი, აბსოლუტურად გეთანხმებით ყველა ასპექტში.

 


ჩამსწორებელი ლაშა, 19 May 2020 - 12:48 AM.


#1372 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43530 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://www.facebook.com/677197335795245/posts/1486390184875952/

 

 


ჩამსწორებელი babu, 29 May 2020 - 08:17 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#1373 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2203 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

    რას იწელება, მაგარია.



#1374 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
JGHV

JGHV

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 26 პოსტი
  • მისამართი:Bitterroot Valley, Montana
  • წარმოშობა:Isle of Mull

კურცჰაარის "არსი" რომ გაიგო რა არის და რა დანიშნულება ააქვს ამისთვის არის ორი წიგნი.

  1. The complete German shorthaired pointer: By H.F. Seiger and F. von Dewitz Colpin
  2. ოლეგ მალოვის "კურცჰაარი" (რუსულ ენაზე)

ასევე აღსანიშნავია ორი დამტებითი წიგნი, რომელნიც ცოტა სხვა მიმართულებას ანვითარებენ მაგრამ მთლიანობაში საინტერესოა. 

  1. IL KURZHAAR by Claudio Guliani
  2. Le Braque Allemand by Gilles Turnier

თავიდან, როცა არ ვიცოდი და ვიყურებდი ამ სერბების და იტალიელების ძაღლებს ვგიჟდებოდი რა მაგარია, რა სრწაფად დარბიან, რა სტილი აქვთ...

მერე შემთხვევით წავაწყდი ოლეგ მალოვის წიგნს მეტრო რუსთაველთან, რუსულად, 20 ლარი მივეცი. ერთ ღამეში წავიკითხე ისე მომეწონა.

თავდაყირა დააყენეა მაგ წიგნმა ჩემი წარმოდგენა კურცჰაარებზე. კურცჰაარი მეგონა უკუდო ყავისფერი პოინტერი. (რასაც ბალკანელბი "წარმატებით" აკეთებენ)

 

აი მანდ დავინახე ნადმვილი კურცჰაარი რა არის, მისი ისტორია, გამოყენება, ხასიათი, რა დამართეს რუსეთში ამ ჯიშს, და რატომ არ უნდა იყოს კურცჰაარი პოინტერი.

ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჯიშისთვის მუდვმივი ვარჯში და წვრთნა.

 

ოლეგ მალოვი პირველი იყო მაშინდელ სსსრ-ში და რუსეთში ვინც კურცჰაარის ორგინალური ფუნქცია სწორედ დაინახა და მწავევდ 

გააკრტიკა მოსკოვის და ლენინგრადის კლუბი კურცების პოინტერიზაციის გაომო. 

მისი ძაღლები ერთ ერთი პირველნი იყვენე რომელთაც შეძლეს დიპლომების აღბა ტყის ფრინველზე, იხვზე და კვალზე.

ეს მაშინ დიდი მიღწევა იყო. 

 

ჩვენი პრობლემა იმაშია რომ ძალიან დიდ ხნის მანძილზე საქართველოში ძაღლები ან მძიმე ჩორთით ეძებდნენ და ნაბიჯით დადიოდნენ მინდორში.

სამი ძაღლი დარბოდა ძებნისას საქართველოში; გოგლაძის პოინტერი, ქარქაშიძის პოინტერი და როსტიაშვილის ინგლისური სეტერი.

იმდენად იშვიათობა იყო ჩქარი ძაღლი რომ ერთგვარად "დავხარბდიდთ" როცა პირევლად ევროპული ძაღლები დავინახეთ.

ცაკიჩების და ჯურიჩების კურჰაარების ვიდეო რომ ვნახე პირევლად ფეხები მომკვეთა ლამის, მეთქი ეს რა საოცრებაა. ფაქტიურად პოინტერებივით დარბოდნენ.

მერე კი მივხვდი რომ ამ 15 წუთიანი ვიდეობი უკანა ცოტა სხვა რამე იმალებოდა. 

ისენი უბრალოდ ეფექტური ჩანდნენ. ეგეთი ტიპის კურჰაარების ფუნქცია არის სავალზე მაქსიმალური ქულების აღება, განსაკუთრებით სისწრაფერში და სტილში. 

რაც, რა თქმა უნდა ცუდი არ არის და თავის ადგილი აქვს სელექციაში. აი ზოგი მაგის იქით რომ არ იხედება. აი მანდ მაქვს მე პრობლემა.

 

გერამნული საველე ტესტები ხანდახან მთელი დღე გრძელდება. 

იქ მსაჯები ყველაფერს უყურებენ, დაწყებული როგორც იქცევა ძაღლი მანქანასთან, მიდვრის პირას. როგორ დადის საბელზე. რას და როგორ აეკეთებს მინდორში.

 

შედარებისთვის, FCI-ს საველე გრძელდება მგონი 20 წუთი, ხოლო მათი ე.წ. სანადირო საველეები კიდე 30 წუთი.

ეს სავალეები მორგებულია ბრიტანულ ძაღლებზე და და ნაწილობრივ ფრანგულ ძაღლებზე. (ეპონიოლი, პიკარდული სპანიელი, გასკონური მეძებარი, პირენეული მეძებარი)

ამ სავალებში მოსავალი წერტილი არის სისწრაფერ, ყნოსვა და სტილი. (ფრანგულების შემთხვევაში ხანდახან აპორტირება)

ასეთი კრიტერიუმები არასდროს არ ყოფილა კურცჰაარების და დრათჰაარების მთავარი საჯიში კრიტერიუმი.

მათი მთავარის საჯიშე კრიტერიუმებია 1) კოლაბორაცია/კონტაქტურობა. 2) გონიერება 3) ყნოსვა (როგორც ზომოთა ასევე კვალზე)

აი როცა ამ კრიტერიუმების იგონრი მიდის აი მანდ ფუჭდება გერმანული ჯიშები. და ჩემი სუბიექტური აზრით ბალკანალები და ზოგი იტალიელი მაგას აკეთებს

 

სხვათა შორის, ჩემი ჩამოთვლილი ფრანგული ჯიშებიდან ყველა ერთმანთზე უკეთესია. ვისაც კომპლექსურ წვრთნა და ნადირობა არ ინტერესებს, მათთვის იდეალურია.

პირადად მინხავს პირიენული მეძებარი და პიკარდული სპანიელი. ძალიან კარგი ჯიშებია. 

პირინეული მეძებარი (Braque Francais) საქართველოს მსგავს გეოგრაფიულ ადგილებში ნადირობისთვისაა გამოყვანილი. სიცხეს და ხვატს ძაან კარგად იტანს.

სამწუხაროა რომ აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არ არის გავრცელებული ფრანგული ჯიშები.



#1375 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 619 პოსტი
ჯესი.

legion.ge_12995ee11b4e169f6.jpg
legion.ge_12995ee11bbd82ce8.jpg

#1376 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2289 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კარგი გოგოა ჯესიკა. :ki:



#1377 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლაშა

ლაშა

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 52 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ზანდუკელის38.
  • წარმოშობა:თბილისი.

ასეთი იყო ჩემი ბრუნო, ერთერთი პირველი კურცჰაარი 80 იანებში გერმანიიდან შემოყვანილი, ლეიფციგის საშენიდან.

 

legion.ge_6575ef64d039f68e.jpg



#1378 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 924 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

JGHV,  ზოგადად ყველა ჯიშს პატივს ვცემ, მაგრამ მე პოინტერისტი ვარ მაინც!.. ამიტომ კურცებზე  გამიჭირდება საუბარი და თუ რამე ისე ვერ გამოვთქვი არ მიწყინოთ! საინტერესოა ძალიან თქვენი მოსაზრება!..  საქართველოში ერთეულების გარდა ,დომინირებდნენ  ასე ვთქვათ ,,ქართული" ძაღლები და მათ შორის კურცებიც,თუმცა ამ ბოლოს გამოჩნდა ნათელი სხივი- ევროპულებიც, მათ შორის სერბულები, რომელმაც რაღაც ხალისი დამიბრუნა ამ ჯიშის მიმართ და ასე რომ ვთქვათ მოსიარულე -მოძუნძულე ტიპისგან განსხვავებული რამ ვიხილე!.. მთქნარებიდან ცოტა სიცოცხლე შევიგრძენი!..ჰოდაა... გერმანული მოშენების უკეტესიაო ბრძანებთ,.. ანუ ტემპი რომელიც მომწონს ის არ უნდა მომწონდეს ?.. საინტერესო იქნებოდა თქვენი ფავორიტი ვიდეოს ნახვა  თუ არსებობს ამ მოშენების კურცების !.. ისე კონსტიტუციას რაც შეეხება  მანდაც მიკვირს ,... ევროპულები იგივე სერბულები ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან არავის  და საერთოდ ,,ქართულებს" ყველა სჯობდა ;)  .. აგერ ტოშკა კვარაცხელიას აწ განსვენებული ვესტო გამახსენდა  (არა მარტო) და იმაზე დიდი მოზვერი ვიცი მე!!! იქნებ ვიდეო მოიძიოთ , ნამდვილად კარგი იქნებოდა!


ჩამსწორებელი dima71, 27 June 2020 - 02:11 AM.


#1379 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლაშა

ლაშა

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 52 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ზანდუკელის38.
  • წარმოშობა:თბილისი.

როდესაც ამ ვიდეოს ნახავთ, დიდად არაა გერმანული ენის ცოდნა საჭირო, რომ მივხვდეთ რისთვისაა და როგორი უნდა იყოს ეს ჯიში.  ეგაა საუკეთესოდაა მორგებული იქაურ სამონადირეო კულტურას, სავარგულს, კლიმატსა და ლანდშაფტს, ამ ჯიშისათვის ხელსაყრელი კლიმატი და ლანდშაფტი ჩვენც გვაქვს, აი სამონადირეო კულტურისა რა მოგახსენოთ, ეგეც იქნება დროთა განმავლობაში, თუ გერმანულ კურცზე ვლაპარაკობთ ასეთი უნდა იყოს და არა, მაპატიეთ და "ევროპული მოშენების"  ანუ პოინტერის სუროგატი და ცუდი მიბაძვა.

 


ჩამსწორებელი ლაშა, 29 June 2020 - 02:08 AM.


#1380 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2203 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
როგორი მოწესრიგებული ხალხიცაა ისეთი მოწესრიგებული ძაღლებიც ყავთ, ფაქტია რომ ძალიან დიდ დროს უთმობენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს და შედეგიც სახეზეა. სამწუხაროთ ჩვენთან სამაგისო დრო არავის აქვს დღევანდელი სიდუხჭირის გამო, თან ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე იმდენი აკრძალვებია და ეს სპორტი ისეთი ძვირი სიამოვნება გახდება ცოტახანში,რომ არა მგონია ვინმეს ძაღლის შენახვის და გაზრდის სურვილი ქონდეს სამწუხაროდ.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?