Jump to content


ამ თემას აქვს 1257 გამოხმაურება

#1216 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2501 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

dima71

 



#1217 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41034 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

და კიდევ პოინტერების თემაში ვნახე ,.. ,,გამოტოვებულ ფანჯრებზე" და  ყნოსვის ,,ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის"დროს ჩემთვის აუხსნელ  გამოტოვებაზე ,.. ანატომია ძაღლს და ადამიანს მათალია სხვადასხვა აქვს  მაგრამ არც ძალაინ განსხვავებული რაც სასუნთქ გზებს შეეხება,.. თუ არა  და აქ ღვთის მადლით გვყავს ექიმები რომელთაც ჩემზე მეტად გაეგებათ ანატომიის და მგონი დამიდასტურებენ !!!!.. მარტო ძაღლთან კი არა ნებისმიერ ცხოველთან მიმართებაშიც ასეა! მეტიც ყველა ცხოველს ყნოსვა მილიონჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ადამიანს,.. და მაინტერესებს ადამიანი სუნს  ე. წ. ,, ამოსუნთქვისას" ვერ გძნობს???..ის რაც პოინტერში მხიბლავს ნავარდის დროს მკვირცხლი შემოტრიალება და ქვასავით ნაბულზე დადგომა მხოლოდ ჩასუნთქვის იღბლითაა ნაკარნახევი?!.. არ მგონია!!! ყნოსვა თუ აქვს .. სულ რომც არ ისუნთქოს მაინც იგრძნობს!!! გამოტოვებას რაც შეეხება ეს ყოველთვის იქნება რა ჯიშის  ძაღლიც არ უნდა იყოს და   რა ,,ზე"- მაგარიც!!!! მთავარია ეს  ე. წ. ,,ფანჯარა'' ძაღლისთვის ,, დიიდი ვერანდა" არ იყოს!

დიმა უფრო მარტივად აგიხსნი. მოკლედ ძველებმა იციან . თქვენი"ანუ ახლებისთვის " დავწერ. ადრე მეც მოვიხიბლე ამ განხრით და ერთ ერთი ძაღლი მივაბარე დათო სამუშიას. სამო ჩვეული სიბეჯითით შეუდგა საქმეს და როგორც ვთქვი მიმის"ფენომენალური" ცხვრის (42 მწტრზე გააკეთა მიტანება)და არანორმალური სისწრაფის ხარჯზე მინდოდა მივყოლოდი ახალ მიმდინარეობას(ჩემთვის ახალს ვგულისხმობ). ასევე სამოს და გოგას (თქვენ არ იცნობთ) იტალიიდან ჩამოყვანილი პოინტერები გადიოდნენ "სპეც მომზადების კურსებს". მოკლედ რომ არ გავაგრძელოთ მიმიმ 8-9 თვის ასაკში საველე დიპლომების მოპოვება დაიწყო და ვიყავი კმაყოფილი. მაგრამ რომ არ გავაგრძელო მოკლედ მოვჭრი. ნებისმიერი "ძველი" დაადასტურებს რომ ის "ფენომენალური ცხვირი" რომელზედაც ნებისმიერი "ძველი ლეგიონერი დამეთანხმება" ისე აღარ მუშაობდა როგორც ადრე. აკი გითხარი 4 ადამიანის თანდასწრებით....სპეციალურად ჩინელებს რომლებსაც რკინიგზა გაყავდათ მანძილის მზომი ხელსაწყო გამოვართვით და გადავზომეთ იმ ადგილიდან სადაც "დაარტყა" სუნმა და იქამდე სადაც ამოაფრინა მწყერი 41,7მ იყო. ეხლა ნებისმიერს მოვუსმენ თუ ამაზე სერიოზული ცხვირი ვინმეს სადმე გინახავთ?

ხო და სხვის ძაღლების კრიტიკა რომ არ გამომივიდეს ,(არც იმაზე ვისაუბრებ ვისი ძაღლები ტრამვის გამო გამოეთიშენ მწყერის სეზონს , აც ნაღრძობ კიდურებზე ვიტყვი არაფერს, ვინაიდან ჩვენ რელიეფზე და მითუმეტეს უაზრო ადგილებში გათხრილი ორმო და "კანაო " ხშირად ყოფილა იმის მიზეზ რომ აყლ...სთავებულა ძაღლი, არც იმაზე თუ რამდენი ძაღლი დაზიანდა ხან მართულს და ხან რას გამოედო, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ ბევრი ყრია მინდვრებში, არც იმას ვიტყვი კიდევ რამდენ არა"პრაქტიკულ" რამეს ვაწყდებოდით მინდორში)და ამიტომ  , მხოლოდ ჩემ ძაღლზე ვიტყვი. 

ერთი და იმავე სირცეში სადაც მიმი 100-150 და მეტ დისტანციაზე დაასტოიკებდა - გერდასთან ერთად სანამ იქ იმ "დასტოიკებულ" ადგილამდე მივიდოდით რამოდენმე მწყერს კიდე ამოიყვანდა(გერდაზეა საუბარი).ეხლა ცხვირები შევადაროთ.  შედარება გერდას და მიმის ცხვირთან იქნებოდა ალბათ 3/7 ზე(ან კიდევ უფრო მეტი).  გიყვები ძმობილო იმას რაზედაც ათობით ადამიანი დამიდასტურებს და დამეთანხმება.ნებისმიერ ძველს კითხე მიმიზე და კიდევ ბევრ გასაოცარ ისტორიას მოყვებიან. (თუნდაც გარდაბნის კარიერთან ხოხობი საიდან ამოიყვანა ან ლისის ტბაზე სპორტინგის დროს თავსხმა წვიმის შემდეგ შუა მანქანების და ხალხის გარემოცვაში ბუჩქთან გაქვავებული რამდენი ხნის მერე აღმოვაჩინეთ მწყერს როგორ უსტოიკებდა. და ესეთი ისტორიები თუ დაგაინტერეებთ ამ ძაღლის ცხვირთან დაკავშირებით უამრავია)  ასე რომ "ფანჯრები" სხვანაირად ვერ ავხსენით და ყველა მივედით იმ დასკვნამდე რომ დიდ სისწრაფისადა მანძილის სწრაფი დაფარვისას ხდება ე.წ. "ფანჯრების " ფენომენი. რაც ჩორთით მოსიარულე ძაღლმა შედარებით ნაკლები ყნოსვის ხარისხისა ამოავსო და გამოტოვებული ფრინველი ამოიყვანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რასაც ეხლა აქ ვწერ ამის მნახველი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ბევრი ვეტერანები და ეს არ მომხდარა ერთხელ ან ორჯერ. ამის გამო დავუბრუნდი ძველ ტრადიციულ მეთოდს  . შესაბამისად ბევრი დრო დასჭირდა მიმის რომ ძველ სტილზე გადაგვეყვანა.ჩვენ ვსაუბრობდით პრაქტიკულობაზე და არა გემოვნებაზე. ვის რა მოსწონს ეს სხვა რამეა და შესაბამისად გემოვნებაზე არც ვიდავებ. 

     ეხლა გისმენთ დიმა შენც და ფიროსაც. და თუ შეიძლება თქვენი ძაღლების მაგალითზე ახსენით. რომელი გყავთ ტრაილზე გადაყვანილი, რითაა უკეთესი და პრაქტიკული. და ვფიქრობ ადგილზე შეიძლება განსხვავების დაფიქსირება. ბოლოს კი თქვენ ახსენით როგორ  შეიძლება ფანჯრების არსებობა აიხსნას სხვანაირად?.

თეორიული კურსი - ჯანდაცვის სისტემურ ხარვეზებზე და სასუნთქი გზების რესპირატორულ თავისებურებებზე საინტერესო არ არის , ამაში  დროს ტყუილად  ნუ დახარჯავთ ძმებო. 

;)



#1218 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2501 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ეხლა გისმენთ დიმა შენც და ფიროსაც

მე ვადასტურებ , ბევრი მინახავს ტრაილისტი ძაღლი ნადირობისას. სეტერი, პოინტერი, ბრეტონი კი მყავს. მათ გავლილზე ჩემ იაგს ან ვეიმარს ამოუყვანია. ტრაილისტი ძაღლი ხშირად ტოვებს. ჩემი სუბიექტური აზრია.


ჩამსწორებელი Panteleimon, 11 August 2019 - 04:53 PM.


#1219 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41034 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგას ვამბობ ჩემო ფირო. არ მიყვარს ისეთ თემებზე დისპუტში შესვლა რაც არ ვიცი და არ მესმის. ვინც მიცნობთ და ჩემი ხასიათი იცით იმათთან აღარ მჭირდება იმის ახსნა რომ პირადათ თუ არ ვარ ჩახედული თემაში , არ შევდივარ არანაირ კამათში. იგივე იყო როდესაც მიმტკიცებდნენ რომ ეპამიო; ბრეტონი"დვარნიაშკაა",ვეიმარული მეძებარი "კურცხარის დეკორატიული კლონია", და მადიარ ვიჟლა კონტინენტურის "სიაბანდი ვარიანტია". ესეთი მსჯელობა სამწუხაროდ ქართულ ხასიათის ნაკლოვანი მხარეა. ვიცით თუ არა ყველაფერზე შეგვიძლია მსჯელობა.და სხვათა შოროს ხშირად ასაკიანი და გამოცდილი მონადირეებიც სცოდავენ ამ სახით.მსჯეკობს ფირო ისეთი ხალხი რომელსაც არც შეხება აქვთ და იუთუბზე თუ აქვთ რაიმე ნანახი ან სადღაც რაღაცა ყურმოკრული აქვთ. (ფირო შენ და დიმა ბუნებრივია, არ მყავხართ მხედველობაში და თქვენზე არ მიიღოთ). ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ამ ჯიშის ძაღლებს და მივხვდი რომ შეუძლებელია ნაციამ სელექციის რთული გზა გამოიაროს ჯიშის მისაღებად და ასეთი უვარგისის ფორმირებით დაამთავროს საქმე. საქართველოში მოვიკითხე და არც მადიარ ვიჟლა ყავდათ არც ეპანიოლ ბრეტონი და ერთადერთი ვიღაც სუხიშვილების მოცეკვავეს ყავდა ვეიმარი შემოყვანილი რომეიც მუთაქებზე ყავდათ გაზრდილი. სახელიც მახსოვს-ბარონი. გესმის ფირო? ხალხი მტკიცებითი ფორმით საუბრობდა ჯიშებზე რომლებიც მაშინ(10-12 წლის წინ)საერთოდ არ იყო საქართველოში. ავდექი და შემოვიყვანეთ ეს ჯიშები და შენც კარგად იცი რომ 100% არასწორ ჭორს ავრცელებდა ბევრი , ამ ჯიშების უვარგისობაზე. ხო და ეხლა ვიჟლას ლეკვები 500-600 ლარი ღირს. მახსოვს ბრეტონები 800 ევრო დაჯდა ჩამოყვანა. ასევე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც როდესაც დავინტერესდი ამ სტილის დისციპლინით. როგორც გითხარი ჩაემი საკუთარი ძაღლი გამიზარდა დავით სამუშიამ (მასზე უკეთესი ექსპერტი უბრალოდ არ არსებობს საქართველოში. ერთაერთია ვისაც საერთაშორისო ექსპერტის ხარისხი და ლიცენზია აქვს). ხო და პირადათ გავერკვიე ამ ნიუანსებში და საკმაოდ დავინახე რეალურ პრაქტიკულ ნადირობასა და ამ სპორტულ ნადირობაში. ესაა და ეს. ამიტომ დავწერე რომ მერე კდე ბევრი შრომა დაგვჭირდა რომ ძველებურ ტრადიციულ  ძებნის ფორმაზე დაგვებრუნებინა ძაღლი.  

ისე კიდევ ვიმეორებ რომ არც გემოვნებაზე დავობენ და მეტიც სხვისი ძაღლის სწრაფი სირბილი მეც მომწონს , მაგრამ მხოლოდ სხვისი ძაღლის.



#1220 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 810 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

 

ეხლა გისმენთ დიმა შენც და ფიროსაც

მე ვადასტურებ , ბევრი მინახავს ტრაილისტი ძაღლი ნადირობისას. სეტერი, პოინტერი, ბრეტონი კი მყავს. მათ გავლილზე ჩემ იაგს ან ვეიმარს ამოუყვანია. ტრაილისტი ძაღლი ხშირად ტოვებს. ჩემი სუბიექტური აზრია.

 

ფირო გენაცვალე ეგ თრაილისტი თუ სპრინტერი ძაღლი სულ რამდენი გვყავს საქართველოში კარგი ერთი ეს მითხარი!..ბევრი სად ნახე თუ ძმა ხარ?!..არც მე არ ვარ თავ გადამკვდარი ამ ევროპელებზე , უფრო ,, შუაშისტი" ვარ, იმიტომ რომ ,, დრაივი'' ნამდვილად აკლია ,,აქოურებს", თუმცა იმათი ზედმეტიც არ მომწონს !! ..  იმ პირობებში სადაც ჩვენ ვნადირობთ მეტ წილად არა მგონია იმათმაც ისე ირბინონ როგორც გვგონია.. მაგხელა პარალელები რომ არ ექნება ტყეს გადაახტება თუ  კლდეს??.. და საერთოთ ,, მაგნებს " პრეტენზია აქვთ რომ მათი სპრინტერები ფრინველს არ უნდა ტოვებდნენ !!!!..ნუ არ უნდა ტოვებდნენ პირობითია... როგორც ზემოთ დავწერე შანსი არაა ნებისმიერი ძაღლი შეიძლება გამოეპაროს ფრინველი, რა ,,კონკორდული" ცხვირიც არ უნდა ქონდეს!!..და ჩემი ძაღლის რომელ თრაილზეა ლაპარაკი ბაბუ?? გუშინ 2 საათი იძუნძულა მჭადიჯვარში და კინაღამ თირკმელი მოფსა.. სულ სისხლისფრად!!!! :ki:


ჩამსწორებელი dima71, 14 August 2019 - 10:30 AM.


#1221 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2501 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

dima71

რა ვქნა გაგიმეორო ძია ისიდორეს ვიდეო ? :D



#1222 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ამ თემებზე თუ კიდე საუბრობდნენ არ მეგონა 



#1223 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 810 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ვაა მანტის შე დაკარგულო!!.. არიქა მიშველე,. რამე თქვი ხომ ხედავ ორი ერთზე არიან და გამასიეს!!!



#1224 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
ჰა მანტის დაწერე რამე :D

#1225 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
უი დაგიწერია :D

#1226 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ვაა მანტის შე დაკარგულო!!.. არიქა მიშველე,. რამე თქვი ხომ ხედავ ორი ერთზე არიან და გამასიეს!!!

 

ამ თემებზე თუ კიდე საუბრობდნენ არ მეგონა 

 

 

ყველას თავის ხედვა აქვს ვისაც რა უსწორდება ის უნდა აკეთოს. რატო უნდა ვეკამათო ვინმეს რამეზე. ევროპელები მეცნიერულად სწავლობენ და ისენი ვერ შეჯერდნენ ერთ აზრზე და ჩვენს გარჩევას რა აზრის აქვს. მთავარია ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა და რა უნდა მოვითხოვოთ ამის შემდეგ ყველაფერი მაგრად იქნება.


ჩამსწორებელი mantis, 14 August 2019 - 04:14 PM.


#1227 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41034 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩვენს გარჩევას რა აზრის აქვს

პირველ რიგში გამარჯობა , დაკარგულო. 

გარჩევას? საუბარი- სადაც ყველა თავის აზრს გამოთვამს ბაბულიკო.

 

ყველას თავის ხედვა აქვს

გეთანხმები. ეგრეა . და ამიტომაც ყველა თავის ხედვას გამოხატავს ჩემო კარგო.



#1228 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
JIJI

JIJI

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 29 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:იმერეთი
legion.ge_13765d5f8cd00cced.jpg

Ojaxis axali wevri saxelad lordi

#1229 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2501 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

mantis

რად გადაგვასხი ცივი წყალი :)

მეგონა დაგვახურებდი ყველას სეტერები რომ არ გვყავს :)


ჩამსწორებელი Panteleimon, 23 August 2019 - 02:03 PM.


#1230 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

mantis

რად გადაგვასხი ცივი წყალი :)

მეგონა დაგვახურებდი ყველას სეტერები რომ არ გვყავს :)

:0024:  :0024:  :0024:  







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?