უკაცრავად რომ ჩავერევი დისპუტში მაგრამ უბრალოდ არ მინდა ახალგაზრდა მონადირეებმა ზოგიერთი პოსტი არასწორად გაიგონ.
ჯერ ერთი ის რომ -17 გრადუსიან ყინვაში (საქართველოში) ძაღლის შეშვება გაყინულ წყალში ნამდვილად არ არის კარგი იდეა. ვენ სუბტროპიკულ და კონტინენტური ჰავის პირობებში , სადაც ტენიანობა საკმაოდ დიდია ნამდვილად არ ივარგებს ძაღლები აპორტირებისთვის შეუსვად ყინულჩამტვრეულ წყალში. თუნდაც თბილში. -17 გრადუსი საქართველოს რეალობისთვის სერიოზული გამოცდა და საფრთხა ძაღლის ჯანმრთელობისთვის,
მეორე. ამისთვის არსებობს ისეთი ძაღლი როგორიც რეტრივერი , ლაბრადორია რომელსაც აქვს ბეწვის სპეციალური საფარი (პადშერსტნიკს ეძახიან რუსები სამწუხაროდ ქართული ანალოგი არ ვიცი სამწუხაროდ) თუმცაღა ასეთ ყინვაში ესეც საეჭვოდ მიმაჩნია.
მესამე . ძაღლმა თავისი პატრონის ერთგულებიდან გამომდინარე შესაძლებელია აპორტირება მოახდინოს მაგრამ კარგი იქნება რომ პატრონიც ასეთივე ერთგული იყოს თავისი ოთხფეხა მეგობრის და უბრალოდ იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე.
და ბოლოს მეოთხე. არაფერი რომ არ ვთქვა ჰიპოთერმიაზე ნებისმიერი დამწყები ვეტერინარიც კი გეტყვით რომ , უბრალოდ შეიძლება ნაწლავების და მუცლის ღრუს ანთება დაემართოს თქვენ ოთხფეხა მეგობარს და ფატალურად დამთავრდეს პატრონის ასეთი უპასუხისმგებლობა.
ამდენად ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ,არავის ვურჩევ ასეთ ყინვაში საკუთარი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობაზე ესეთი "ექსპერიმენტების" ჩატარებას.