კობა თოდუა,
buba20,
ბატონებო კობა, ბუბა გავაგრძელოთ ეს თემა .
კარგი და აუცილებელი თემაა კონტინენტალური მეძებრისთვის, და არა მარტო. რადგანაც, კონტინენტალური მეძებარი, რომელიც აპორტირებას არ აკეთებს, უხარისხო ძაღლია. ამ ჯიშის ძაღლების ფუნქციაში შედის ხარისხიანი მუშაობა, როგორც გასროლამდე, ასევე გასროლის შემდეგ.
აუცილებლად საჭიროა ლეკვობიდანვე ისწავლოს პირში აპორტირების საგნის ჩადება ბრძანებით მოიტანე.
1. აუცილებლად იწყება ბრძანებით მოიტანე პატრონის ხელის ჩადებით პირში. - აუცილებლად ოდნავ გიკბენთ - გასინჯავს რა ხდება არ გაუბრაზდეთ საკმარისია ოდნავი წამოიყვიროთ უფ უფ , ვაი ვაი , პტოლემეოოოს , არქიმედე -და დაუტოვოთ ხელი. არავითარ შემტხვევაში არ იხმარება ბრძანება ფუ! ანუ გაიგოს რომ არაა სასურველი.
არასდროს დამიწყია ხელის ჩადებით პირში, მაგრამ, არაფერ ცუდს არ ვხედავ ამაში.
2. ნივთი უნდა იყოს ოდნავ მძიმე. არ შეიძლება მსუბუქი -მარტივად აპროვაცირებს თამაშს, არც ძალიან მძიმე აგდებს და იწყებს ღრღნას-ღეჭვას.
3. ნივთის სიმძიმე იზრდება ლეკვის ზრდასთან ერთად.
4. ხელი და აპორტირების საგანი ნელნელა იცვლება ცოცხალი ფრინველით, ან ბაჭიათი , რომელსაც ფრთები, ფეხები აქვს ბლოკირებული ანუ აცვია წინდა.
"ნივთის" სიმძიმის ლეკვის ზრდასთან დაკავშირებას, აბსოლიტურად ვეთანხმები. ნივთის როლს ჩემთვის, უმთავრესად გაყინული, სხვა და სხვა ზომის და წონის, სანადირო ფრინველები ასრულებენ (გარშნეპიდან დაწყებული, იხვით დამთავრებული). რომლებსაც ნადირობის სეზონიდან სპეციალურად ვინახავ. ნადირობის დახურულ პერიოდში, ზრდადასრულებულ ძაღლებსაც ვავარჯიშებ.
5. აუცილებელია მოსინჯოს ეკლიანი ბალიშიც რა თქმა უნდა ხელთან ერთად და ბუშტიც , იმისთვის რომ არ ენდობოდეს შიგთავს. მე ვიყენებ ზღარბუნიას და კუსაც. ცოცხალი საგანი რომელსაც თუნდაც ვერ წვდება ეშვი ასტიმულირებს სურვილს.
კი ბატონო, მოსინჯოს. მოსინჯვა ყველაფრის შეიძლება, განსაკუთრებით კი ცოცხალი საგნის.
6. ნელ ნელა აპორტირების საგნის ჩადება იცვლება იგივე ბრძანებით მიწიდან აღებათ. შეიძლება ბურთიც ოღონდ არ გადაუგდოთ ოდნავ გაუგორეთ. ძალიან ახლოს.
7. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამორთმევა მომენტალურად. უნდა განისაზღვროს რამდენი ხანი სურს თუ შეუძლია დაკავება და გამოვართვათ , დავათმობიოთ ბრძანებით.
მიწიდან აპორტირების დროსაც, აუცილებელია ძაღლის გაჩერება გარკვეული დროის განმავლობაში (დაჯენა, დაწოლა ან სხვა ბრძანება), მოთმინების გამოსამუშავებლად და მხოლოდ შემდეგ, ბრძანება აპორტირებაზე. ეს დრო, ნელ–ნელა უნდა გაიზარდოს, სანამ ძაღლი არ მიეჩვევა, ბრძანების გარეშე ერთ ადგილზე ყოფნას. ეს ძღვარი( სანამდე შეუძლია ძაღლს მოთმენა), თქვენ უნდა აკონტროლოთ და დროულად მისცეთ ბრძანება აპორტირების. თუ ძაღლმა ვერ მოითმინა და დაგასწროთ ადგილიდან ადგომა, საჭიროა მისი ძალით უკან დაბრუნება, ისევ ბრძანებით გაჩერება და ბრძანება, აპორტზე.
8. გამორთმევა არ უნდა მოხდეს ბრილებზე დაჭერით , ყბის გახსნით. უნდა მოხდეს ხელის ჩაცურებით ნიკაპიდან პირში ზემოთ სასისკენ და არა პირიქით, ამავე დროს ვეფერებით ვუღუტუნებთ თვალსა და ცხვირს შორის. ძაღლი რომელიც მიჩვეულია ბრძანებაზე ხელის პირში ჩადებას აუცილებლად ჩაგადებიებს. თუ არ თმობს ვიმეორებთ ხელის პირში ჩადების გაკვეთილებს.
მე ვიყენებ ბარტერს
ვცდილობ რაიმე გემრიელში გავაცვლევინო აპორტირების საგანი. საერთოდ ყოველთვის, სულ პატარა ასაკიდან, როცა ძაღლს რაიმე მოაქვს, დააქვს, დაათრევს...ვცდილობ გამოვართვა და რაიმეთი გავუმასპინძლდე. ლეკვი პატარობიდანვე ეჩვევა ამას და შემდგომში ადვილად თმობს აპორტირების საგანს. ყველაზე დიდი განსხვავება Panteleimon–ს ვარიანტთან ისა მაქვს, რომ, მე არ "ვუღრუტუნებ თვალსა და ცხვირს შორის", არამედ, უბრალოდ ვეფერები თავზე ხელის გადასმით
9. აცადეთ ედოს აპორტირების საგანი (ფრინველი თუ რა მნიშვნელობა აქვს ) მაქსიმალური დრო. არ უნდა მიეცეს უფლება დადოს- დააფარეთ ხელი. პირზე მეორე ხელი კეფაზე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ისწავლოს წამორება.
მაქსიმალურ დროს ვეთანხმები. "წამორება" ვერ მივხვდი რა არის, ამიტომ დავტოვებ კომენტარის გარეშე.
10. ამის შემდგომ მე მაგალითად მაგიდაზე ვაყენებ და მაგიდაზევე გაბმულ ტროსზე გამობმულ სადავეზე ვატარებ ან ეზოში სადავით ვატარებ აპორტირების საგნით პირში. ბრძანებით გვერძე.
მაგიდის ვარიანტზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. არასდროს არ მიცდია. მგონია, რომ ეს ზედმეტობაა, ეზოში ვარჯიშისგან განსხვავებით.
.................................................................................................................................................
თამაშით ნასწავლი მოტანა, რომელსაც არ ახლავს იძულებითი გაკვეთილები საგნის პირით დაჭერის და წამორების ყოველთვის გარდატეხის ასაკში გადადის სხვადასხვა პრობლემებში: არ მოტანა, ღეჭვა(შეჭმა), აღება - გაქცევა (არ დათმობა) და ასე შემდეგ.
და მოტანა გამყარებული საგნის პირში დაჭერის და წამოღების უნარით საყვარელი თამაში ხდება ცხოვრების ბოლომდე.
მინდა დავუმატო, რომ, მონადირე ძაღლისთვის არ არის სასურველი ხშირი გართობები ტოტების, სათამაშოების ან რაიმე სხვა სახის, არასანადირო აპორტირების ნივთების გამოყენებით. ნახევარი წლის ასაკიდან, სასურველია ყოველი ვარჯიში, ყოველი გასეირნება და მითუმეტეს აპორტზე ვარჯიში, დაკავშირებული იყოს უმთავრესად ნადირობასთან