კობა თოდუა,
buba20,
ბატონებო კობა, ბუბა გავაგრძელოთ ეს თემა . ზოგადად აპორტირების პრობლემა ყოველთვის დგება მაშინ , როდესაც საფუძველში არ უდევს ნივთის პირით ჭერის ცოდნა.
მფლობელს ხშირად უხარია, რომ ლეკვი რაღაც ასაკში ცდილობს :
1. ასიამოვნოს პატრონი და მოუტანოს,
2. ეთამაშოს მოტანობანა,
3. მოაქვს, რომ წართმევობანა ეთამაშოს.
მაგრამ ეს არ არის ის მოტანა რომელიც გვჭირდება. !!!!!
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ძაღლმა ისწავლოს პირში რბილად ჩადება საგნის ბრძანებაზე.
აუცილებლად საჭიროა ლეკვობიდანვე ისწავლოს პირში აპორტირების საგნის ჩადება ბრძანებით მოიტანე.
1. აუცილებლად იწყება ბრძანებით მოიტანე პატრონის ხელის ჩადებით პირში. - აუცილებლად ოდნავ გიკბენთ - გასინჯავს რა ხდება არ გაუბრაზდეთ საკმარისია ოდნავი წამოიყვიროთ უფ უფ , ვაი ვაი , პტოლემეოოოს , არქიმედე -და დაუტოვოთ ხელი. არავითარ შემტხვევაში არ იხმარება ბრძანება ფუ! ანუ გაიგოს რომ არაა სასურველი.
2. ნივთი უნდა იყოს ოდნავ მძიმე. არ შეიძლება მსუბუქი -მარტივად აპროვაცირებს თამაშს, არც ძალიან მძიმე აგდებს და იწყებს ღრღნას-ღეჭვას.
3. ნივთის სიმძიმე იზრდება ლეკვის ზრდასთან ერთად.
4. ხელი და აპორტირების საგანი ნელნელა იცვლება ცოცხალი ფრინველით, ან ბაჭიათი , რომელსაც ფრთები, ფეხები აქვს ბლოკირებული ანუ აცვია წინდა.
5. აუცილებელია მოსინჯოს ეკლიანი ბალიშიც რა თქმა უნდა ხელთან ერთად და ბუშტიც , იმისთვის რომ არ ენდობოდეს შიგთავს. მე ვიყენებ ზღარბუნიას და კუსაც. ცოცხალი საგანი რომელსაც თუნდაც ვერ წვდება ეშვი ასტიმულირებს სურვილს.
6. ნელ ნელა აპორტირების საგნის ჩადება იცვლება იგივე ბრძანებით მიწიდან აღებათ. შეიძლება ბურთიც ოღონდ არ გადაუგდოთ ოდნავ გაუგორეთ. ძალიან ახლოს.
7. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამორთმევა მომენტალურად. უნდა განისაზღვროს რამდენი ხანი სურს თუ შეუძლია დაკავება და გამოვართვათ , დავათმობიოთ ბრძანებით.
8. გამორთმევა არ უნდა მოხდეს ბრილებზე დაჭერით , ყბის გახსნით. უნდა მოხდეს ხელის ჩაცურებით ნიკაპიდან პირში ზემოთ სასისკენ და არა პირიქით, ამავე დროს ვეფერებით ვუღუტუნებთ თვალსა და ცხვირს შორის. ძაღლი რომელიც მიჩვეულია ბრძანებაზე ხელის პირში ჩადებას აუცილებლად ჩაგადებიებს. თუ არ თმობს ვიმეორებთ ხელის პირში ჩადების გაკვეთილებს.
9. აცადეთ ედოს აპორტირების საგანი (ფრინველი თუ რა მნიშვნელობა აქვს ) მაქსიმალური დრო. არ უნდა მიეცეს უფლება დადოს- დააფარეთ ხელი. პირზე მეორე ხელი კეფაზე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ისწავლოს წამორება.
10. ამის შემდგომ მე მაგალითად მაგიდაზე ვაყენებ და მაგიდაზევე გაბმულ ტროსზე გამობმულ სადავეზე ვატარებ ან ეზოში სადავით ვატარებ აპორტირების საგნით პირში. ბრძანებით გვერძე.
მხოლოდ ამ ყველაფრის გავლის შემდეგ ვიწყებ მოტანას გადაგდებით და მოხმობით და აუცილებლად ღამე.
ვდგებით განათებულ ადგილას და ნივთს ვისვრით სიბნელეში. ღამე იმიტომ რომ ძაღლი ყოველთვის ცდილობს მივიდეს პატრონთან, მეორე იმუშაოს მხოლოდ სმენით დავარდნის ხმაზე და ცხვირით.
სმენით მუშაობა პრობლემა არ არის პირველი ნაბულები ბალახებში ლეკვისთვის ხშირად სმენითაა და მერე არკვევს და ამუშავებს ცხვირს. ნაბული და მიყოლა ყოველთვის სმენა და ცხვირია ერთად.
საკმაოდ მოითხოვს ნერვებს და დაკვირვებას ასევე მოსაზრებულობას მწრთვნელის მიერ. მაგრამ 2 თვისას თუ დაუწყებთ 4 თვის გენიალურად შეასრულებს. საკმარისია დღეში 2 ჯერ შემდეგ ერთხელაც 5 წუთივარჯიში.
მე ვიწყებ მომენტალურად როგორც კი იწყებს(ცდილობს და არა ისწავლის) მოსვლას დაძახებაზე- ანუ სადღაც 7-8 კვირის ასაკიდან. აპორტირება (მოტანა) ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგადად სასარგებლო ფუნქციაა ძაღლის მორჩილებაში ყოლისთვის მასტიფი იქნება თუ მეძებარი.
თამაშით ნასწავლი მოტანა, რომელსაც არ ახლავს იძულებითი გაკვეთილები საგნის პირით დაჭერის და წამორების ყოველთვის გარდატეხის ასაკში გადადის სხვადასხვა პრობლემებში: არ მოტანა, ღეჭვა(შეჭმა), აღება - გაქცევა (არ დათმობა) და ასე შემდეგ.
და მოტანა გამყარებული საგნის პირში დაჭერის და წამოღების უნარით საყვარელი თამაში ხდება ცხოვრების ბოლომდე.
ჩემს როტვეილერს 45 წუთი მოაქვს დიდი სიხარულით - მერე უბრალოდ იღლება 
ძაღლი არ უნდა გამოვიდეს მსახურის როლიდან.
ჩამსწორებელი Panteleimon, 08 February 2018 - 05:25 PM.