ანუ ისეთ კურცხართან შეაჯვარე , რომელსაც საერთოდ არა აქვს საგვარეულო? ხუმრობ? ამის დაჯერებაც კი არ მინდა.
ბადრი , ჩემო კარგო, არ მინდა ემის დედის ქება, მაგრამ ეგ ძაღლი არის რამოდენიმე ცაციბ-ის და ცაც-ის ტიტულის მქონე. ვინაიდან 4 ჯერ ზედიზედ აიღო ჩემპიონობა (ანუ ცაც-ის ტიტული) დამატებით მიანიჭეს საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული. (ვინაიდან მისმა შვილებმაც მოიპოვეს ჩემპიონობის ტიტულები, ქუთაისში და თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებზე).
ამიტომ ძალიან გთხოვ ემისთან ეგეთი დამოკიდებულება შეცვალე , თუ ვერ ახერხებ გამომიგზავნე ეგ ძაღლი მე და აქ შევინახავ მაგ პერიოდში , დავრთავ და , მერე უკან გამოგიგზავნი.
ხოლო , თუ შენთვის არა აქვს მნიშვნელობა სუფთა სისხლის ძაღლი გეყოლება თუ მეტისი , მაშინ ლეკვებიდან დაიტოვე რომელიმე და ემის მე დავიბრუნებ ისევ მეგობარო.