Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 44285 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყველაზე ცხარე არაყი

 

საფრთხე

 

Naga Jolokia მსოფლიოში წიწაკის ყველაზე ცხარე ჯიშად ითვლება. მასში ნივთიერება კაპსაიცინის შემცველობა იმდენად მაღალია, რომ სკოვილის შკალაზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სიცხარის ინდექსი, 1 040 000 ბალი აქვს მინიჭებული. მსოფლიოში სულ რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც ამ ჯიშის წიწაკის გასინჯვა ცრემლების გარეშე შეუძლია. ბრიტანულმა კომპანია Master of Malt-მა გადაწყვიტა სწორედ Naga Jolokia-ს ბაზაზე დაემზადებინა მსოფლიოში ყველაზე ცხარე არაყი - 100,000 Scovilles - Naga Chilli Vodka. წიწაკის შემცველობა სასმელში იმდენად მაღალია, რომ არაყი შეფერილობით ვისკის უფრო წააგავს. მისი დალევისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ეტიკეტზე დატანილი ინსტრუქცია უნდა გაითვალისწინოთ, თუ არ გინდათ, რომ სულ რაღაც 50 მლ არყის დალევის შედეგად ნამდვილ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონად გადაიქცეთ. იმ შემთხვევისთვის, თუ 100,000 Scovilles - Naga Chilli Vodka საჩუქრად გინდათ, ეტიკეტზე წერია: ,,არყის გაჩუქებისას ვალდებული ვარ ადრესატი შესაძლო საფრთხის შესახებ გავაფრთხილო.” ამ არყის განუზავებლად დალევა, რასაკვირველია, არ შეიძლება, ის კოქტეილების ან კერძების მოსამზადებლად გამოიყენება. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend

კოქტეილი

კერძები

ინსტრუქცია


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რამდენჯერ წყალი მგონებია ჩვენებური არაყი და მომიყუდებია ბოთლი...
აგი რომ მოიყუდო ტიტუუუუუ.გასწი აქედან

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 44285 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნეტა ეყიდებათ ტო??? სულ რამოდენიმე კაცია ვისაც ეს წიწაკა გასინჯულ აქვსო და ამის არაყს ვინ ოხერი დააჭაშნიკებს???


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2317 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

  ისე დალევდა ამ არაყს კაცი ერთ ორ ბოთლს  :think:  :0024:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2412 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

არაყს არ ვიცი ვინ დალევდა, მაგრამ მე ვიცნობდი ერთ ახალგაზრდას, რომელიც აწ უკვე გარდაცვლილია,რომელსაც შეეძლო ნებისმიერი მწარე წიწაკის ჭამა , მათ შორის ქოთნისას რო ეძახიან და ამავდროულად თვალში შეეძლო ამოესვა ისე რომ ერთი წვეთი ცრემლი არ გადმოვარდნოდა, მე ვარ ამის მომსწრე და იმ ბიჭს ბევრი სანაძლეოც აქვს მოგებული.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?